საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს" - იაპონიის პრემიერი
"თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს" - იაპონიის პრემიერი

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ფუ­მიო კი­ში­და აცხა­დებს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, თუ წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბი ერ­თი­ა­ნო­ბას არ გა­მო­ი­ჩე­ნენ.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფუ­მიო კი­ში­დამ ლონ­დონ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ბო­რის ჯონ­სონ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რომ დად­გა დრო, "დიდი შვი­დე­უ­ლის“ ქვეყ­ნებ­მა ერ­თი­ა­ნო­ბა გა­აძ­ლი­ე­რონ.

"სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სულ უფრო სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხდე­ბა. ჩვენ უნდა ვი­თა­ნამ­შრომ­ლოთ ჩვენს მო­კავ­ში­რე­ებ­თან და მსგავ­სად მო­აზ­როვ­ნე ქვეყ­ნებ­თან და არა­სო­დეს შე­ვე­გუ­ოთ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სტა­ტუს-კვოს შეც­ვლის ცალ­მხრივ მცდე­ლო­ბებს ინდო-წყნარ ოკე­ა­ნე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში. ხვალ უკ­რა­ი­ნა შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ აზია იყოს. ტა­ი­ვა­ნის სრუ­ტე­ში მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ ია­პო­ნი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვი­საც“, – გა­ნა­ცხა­და ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ­მა.

ფუ­მიო კი­ში­დას გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ია­პო­ნია პე­კი­ნის მხრი­დან საფრ­თხის აღ­ქმის გაზ­ვი­ა­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"თუ ია­პო­ნი­ას ნამ­დვი­ლად სურს მშვი­დო­ბა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში, მან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა შე­წყვი­ტოს დიდ ძა­ლებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და მეტი გა­ა­კე­თოს, რათა ხელი შე­უ­წყოს რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნებს შო­რის ნდო­ბის გაზ­რდას და რე­გი­ონ­ში მშვი­დო­ბი­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა ჩჟაო ლიც­ზი­ან­მა პე­კინ­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ანა
0

რამ დაგაჩაჩანაკათ ასე კი მარა ,რამ დაჰაშინათ ასე ყველა?დედამიწაზე

ოოოო,
4

ახლა ჩინეთი და იაპონია უღრენენ ერთმანეთს! რა ცუდი საუკუნე დაგვიდგა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს" - იაპონიის პრემიერი

"თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ, ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს" - იაპონიის პრემიერი

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრა შეიძლება განმეორდეს აღმოსავლეთ აზიაში, თუ წამყვანი ქვეყნები ერთიანობას არ გამოიჩენენ.

მედიის ინფორმაციით, ფუმიო კიშიდამ ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, ბორის ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა დრო, "დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ერთიანობა გააძლიერონ.

"საერთო ღირებულებების მქონე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა სულ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნებთან და არასოდეს შევეგუოთ ძალის გამოყენებით სტატუს-კვოს შეცვლის ცალმხრივ მცდელობებს ინდო-წყნარ ოკეანეში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ აზიაში. ხვალ უკრაინა შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს. ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია არამხოლოდ იაპონიის უსაფრთხოებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების სტაბილურობისთვისაც“, – განაცხადა იაპონიის პრემიერმა.

ფუმიო კიშიდას განცხადებაზე კომენტირებისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონია პეკინის მხრიდან საფრთხის აღქმის გაზვიადებაში დაადანაშაულა.

"თუ იაპონიას ნამდვილად სურს მშვიდობა და სტაბილურობა აღმოსავლეთ აზიაში, მან დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დიდ ძალებს შორის დაპირისპირების პროვოცირება და მეტი გააკეთოს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონის ქვეყნებს შორის ნდობის გაზრდას და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობას“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა პეკინში გამართულ ბრიფინგზე.