საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლში კადიროვის დაბლოკვა დაიწყეს - პუტინის გარემოცვის დიდი დაპირისპირება ჩეჩნეთის ლიდერთან: "როგორც ჩანს, "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის"
კრემლში კადიროვის დაბლოკვა დაიწყეს - პუტინის გარემოცვის დიდი დაპირისპირება ჩეჩნეთის ლიდერთან: "როგორც ჩანს, "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ფა­ვო­რიტ რამ­ზან კა­დი­როვს, უკ­რა­ი­ნის ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით აზ­რის გა­მოთ­ქმა, ვი­დე­ოს ჩა­წე­რა, მი­მარ­თვა და ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბა, მხო­ლოდ კრემ­ლის ნე­ბარ­თვის შემ­დეგ შე­ეძ­ლე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ekhokavkaza.com წერს, რომ­ლის მა­უ­წყებ­ლო­ბაც კრემ­ლმა რუ­სეთ­ში ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე დაბ­ლო­კა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე რუ­სულ გა­მო­ცე­მას სრუ­ლად აეკ­რძა­ლა ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ფრა­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "Проект" იუ­წყე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თქმით, "გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კრემლში რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სა და დმიტ­რი პეს­კო­ვის, ასე­ვე უკ­რა­ი­ნას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ლე­გა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვლა­დი­მირ მე­დინ­სკის შო­რის არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის შემ­დეგ მი­ი­ღეს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ТАСС ანო­ნი­მუ­რად აც­ნო­ბეს".

"Проект" -ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა რუ­სულ გა­მო­ცე­მას აც­ნო­ბა, რომ კა­დი­რო­ვის გან­ცხა­დე­ბე­ბი მე­დი­ის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ნე­ბარ­თვის შემ­დეგ. მი­სი­ვე ცნო­ბით, კა­დი­რო­ვი ერ­თა­დერ­თი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბებ­საც ცენ­ზუ­რის გავ­ლა მო­უ­წევს.

გა­მო­ცე­მა Кавказ.Реалии-ის ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, უკ­რა­ი­ნის ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, კა­დი­როვს ფე­დე­რა­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ძა­ლი­ან დიდ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობ­დნენ.

რამ­ზან კა­დი­რო­ვი მა­რი­უ­პოლ­ში - ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია მარ­ტში

3 მა­ისს, კა­დი­როვ­მა ვლა­დი­მირ პუ­ტინს "მე­ო­რე ეტა­პის" და­წყე­ბის­კენ მო­უ­წო­და, რათა ე.წ. სამ­ხედ­რო სპე­ცო­პე­რა­ცია უკ­რა­ი­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. მი­სი­ვე თქმით, რუ­სულ არ­მი­ას ელ­ვი­სე­ბუ­რად უნდა აეღო კი­ე­ვი, ხარ­კო­ვი და ხერ­სო­ნი.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ბრი­ტა­ნულ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Reuters-მა და­ი­წყო მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ბუ­ჩა­ში მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რივ მკვლე­ლო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც იმ პე­რი­ოდ­ში მოხ­და, რო­დე­საც ქა­ლა­ქი რუ­სუ­ლი არ­მი­ის მიერ იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, კი­ე­ვის ოლ­ქში სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებ­ში ჩეჩ­ნე­თი­დან გაწ­ვე­უ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იკ­ვე­თე­ბა.

ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს თა­ვად სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი. სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, ბუ­ჩა­ში, სულ ცოტა სამი და­ნა­ყო­ფი მოქ­მე­დებ­და, რო­მელ­თაც რამ­ზან კა­დი­როვ­თან მუდ­მი­ვი კავ­ში­რი ჰქონ­დათ.

ჩე­ჩე­ნი მე­თა­უ­რე­ბი ჰუ­სე­ინ მე­ჟი­დო­ვი და ან­ზორ ბი­სა­ე­ვი - "რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლია ბუ­ჩა­ში

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ თუ კა­დი­როვს დრო­ე­ბით მა­ინც არ გა­ა­ჩუ­მე­ბენ, ის თა­ვად მო­უყ­ვე­ბა მსოფ­ლი­ოს, უკ­რა­ი­ნა­ში მისი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მათი ლი­დე­რის წა­ქე­ზე­ბით ჩა­ი­დი­ნეს...

სწო­რედ მისი გა­უ­აზ­რე­ბე­ლი ქცე­ვე­ბი გახ­და კრემ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის მი­ზე­ზი, რად­გან კა­დი­რო­ვის მი­მართ უკვე წლე­ბია პუ­ტი­ნის გა­რე­მოც­ვა­ში უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პეს­კო­ვის გარ­და ამის ხმა­მაღ­ლა თქმა ვე­რა­ვინ გა­ბე­და. პი­რი­ქით, ვინც გა­აკ­რი­ტი­კა, შემ­დეგ ვი­დეო-მი­მარ­თვა­ში ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, რომ სხვა რა­მეს გუ­ლის­ხმობ­და.

"პეს­კოვს პუ­ტი­ნი ან ძა­ლი­ან ენ­დო­ბა, ან "რუ­სე­თის მეფე" მარ­თლა ცუ­დად არის, რად­გან "პა­ტა­რა მე­ფეს"(კა­დი­როვს) ასე არა­ვის და­ა­ჩაგ­ვრი­ნებ­და" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ალექ­სეი აკი­მენ­კო.

"არა­ერ­თი გა­მო­ცე­მა წერს კა­დი­რო­ვის ოჯა­ხის წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდ ქო­ნე­ბა­ზე. თუმ­ცა, პუ­ტი­ნი მას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბას აძ­ლევს და კრემლში არ­სე­ბუ­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაც აქამ­დე გა­უხ­მა­უ­რე­ბე­ლი იყო. რაც ზე­და­პირ­ზე დევს, კა­დი­რო­ვის და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, და­ნარ­ჩენ რუ­სეთ­სა და მის გა­რეთ, უკვე ნიშ­ნავს იმას, რომ ეს კაცი, თა­ვის მფარ­ვე­ლებ­თან ერ­თად და­უს­ჯე­ლი არ უნდა დარ­ჩეს. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და რა მას­შტა­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი პუ­ტი­ნის რე­ჟიმს თა­ვი­სი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, ამის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა კი, მხო­ლოდ ერ­თა­დერთ შემ­თხვე­ვა­ში - პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ამის ნიშ­ნე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს" - მი­აჩ­ნია ლუდ­მი­ლა კონ­დრა­შენ­კოს.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ქა­ლიშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, 50-ჯერ გა­ი­ზარ­და. აი­შატ კა­დი­რო­ვას ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტი უჭი­რავს, ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მა­მამ და­ნიშ­ნა.

აი­შატ კა­დი­რო­ვა

ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს ქა­ლიშ­ვი­ლის ვი­ზი­ტის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებს, სა­დაც ის ყვი­თე­ლი Lamborghini Urus-ით გა­და­ად­გილ­დე­ბა. მის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში 44 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია მი­თი­თე­ბუ­ლი, რაც ან­ტიკ­რემ­ლის­ტუ­რი რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, სი­ნამ­დვი­ლეს არ ასა­ხავს. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 1617 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი, ასე­ვე კერ­ძო სახ­ლე­ბი, რო­მელ­თაც ღი­რე­ბუ­ლე­ბაც 50 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mamuli
8

ბოროტება რუსეთის სახით დამარცხდება და ბავშვების მკვლელი ოკუპანტები, წარსგდებიან ჰააგის ტრიბუნალზე!

ვოლოდინომერ
27

ზელენსკი კარგად არის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

კრემლში კადიროვის დაბლოკვა დაიწყეს - პუტინის გარემოცვის დიდი დაპირისპირება ჩეჩნეთის ლიდერთან: "როგორც ჩანს, "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის"

კრემლში კადიროვის დაბლოკვა დაიწყეს - პუტინის გარემოცვის დიდი დაპირისპირება ჩეჩნეთის ლიდერთან: "როგორც ჩანს, "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის"

რუსეთის პრეზიდენტის ფავორიტ რამზან კადიროვს, უკრაინის ომთან დაკავშირებით აზრის გამოთქმა, ვიდეოს ჩაწერა, მიმართვა და ინტერნეტში გავრცელება, მხოლოდ კრემლის ნებართვის შემდეგ შეეძლება.

ამის შესახებ ekhokavkaza.com წერს, რომლის მაუწყებლობაც კრემლმა რუსეთში ომის დაწყებიდან მალევე დაბლოკა.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე რუსულ გამოცემას სრულად აეკრძალა ჩეჩნეთის ლიდერის ფრაზების გამოყენება. ამის შესახებ რუსული გამოცემა "Проект" იუწყება. ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, "გადაწყვეტილება კრემლში რამზან კადიროვისა და დმიტრი პესკოვის, ასევე უკრაინასთან მოლაპარაკებების დელეგაციის ხელმძღვანელის ვლადიმირ მედინსკის შორის არსებული კონფლიქტის შემდეგ მიიღეს, რომლის შესახებაც ТАСС ანონიმურად აცნობეს".

"Проект" -ის წარმომადგენელმა რუსულ გამოცემას აცნობა, რომ კადიროვის განცხადებები მედიისთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ხელმძღვანელობის ნებართვის შემდეგ. მისივე ცნობით, კადიროვი ერთადერთი მაღალჩინოსანია, რომლის განცხადებებსაც ცენზურის გავლა მოუწევს.

გამოცემა Кавказ.Реалии-ის ანალიზის თანახმად, უკრაინის ომის დაწყებისთანავე, კადიროვს ფედერალური ტელევიზიები ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდნენ.

რამზან კადიროვი მარიუპოლში - ფოტო გადაღებულია მარტში

3 მაისს, კადიროვმა ვლადიმირ პუტინს "მეორე ეტაპის" დაწყებისკენ მოუწოდა, რათა ე.წ. სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გავრცელებულიყო. მისივე თქმით, რუსულ არმიას ელვისებურად უნდა აეღო კიევი, ხარკოვი და ხერსონი.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა დაიწყო მასშტაბური გამოძიება ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებზე, რომელიც იმ პერიოდში მოხდა, როდესაც ქალაქი რუსული არმიის მიერ იყო ოკუპირებული.

ადგილობრივებისგან მიღებული ინფორმაციისა და მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კიევის ოლქში სამხედრო დანაშაულებში ჩეჩნეთიდან გაწვეული სამხედროების მონაწილეობა იკვეთება.

ამაზე მიანიშნებს თავად სამხედროების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები. სააგენტოს ცნობით, ბუჩაში, სულ ცოტა სამი დანაყოფი მოქმედებდა, რომელთაც რამზან კადიროვთან მუდმივი კავშირი ჰქონდათ.

ჩეჩენი მეთაურები ჰუსეინ მეჟიდოვი და ანზორ ბისაევი - "როიტერის" ინფორმაციით, ფოტო გადაღებულია ბუჩაში

რუსი ინტერნეტმომხმარებლები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ თუ კადიროვს დროებით მაინც არ გააჩუმებენ, ის თავად მოუყვება მსოფლიოს, უკრაინაში მისი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელიც მათი ლიდერის წაქეზებით ჩაიდინეს...

სწორედ მისი გაუაზრებელი ქცევები გახდა კრემლის გაღიზიანების მიზეზი, რადგან კადიროვის მიმართ უკვე წლებია პუტინის გარემოცვაში უკმაყოფილებაა, მაგრამ ჯერჯერობით პესკოვის გარდა ამის ხმამაღლა თქმა ვერავინ გაბედა. პირიქით, ვინც გააკრიტიკა, შემდეგ ვიდეო-მიმართვაში ბოდიში მოუხადა, რომ სხვა რამეს გულისხმობდა.

"პესკოვს პუტინი ან ძალიან ენდობა, ან "რუსეთის მეფე" მართლა ცუდად არის, რადგან "პატარა მეფეს"(კადიროვს) ასე არავის დააჩაგვრინებდა" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ალექსეი აკიმენკო.

"არაერთი გამოცემა წერს კადიროვის ოჯახის წარმოუდგენლად დიდ ქონებაზე. თუმცა, პუტინი მას ყველაფრის უფლებას აძლევს და კრემლში არსებული უკმაყოფილებაც აქამდე გაუხმაურებელი იყო. რაც ზედაპირზე დევს, კადიროვის დანაშაულებზე, ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, დანარჩენ რუსეთსა და მის გარეთ, უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს კაცი, თავის მფარველებთან ერთად დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. წარმოდგენაც არ მინდა რა მასშტაბის დანაშაულები აქვს ჩადენილი პუტინის რეჟიმს თავისი მმართველობის პერიოდში, ამის გამოაშკარავება კი, მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში - პოლიტიკური ცვლილების შემდეგ არის შესაძლებელი, მაგრამ ამის ნიშნები ჯერჯერობით არ ჩანს" - მიაჩნია ლუდმილა კონდრაშენკოს.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩეჩნეთის ლიდერის ქალიშვილის შემოსავალი, 50-ჯერ გაიზარდა. აიშატ კადიროვას ჩეჩნეთის რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტი უჭირავს, ის ამ თანამდებობაზე მამამ დანიშნა.

აიშატ კადიროვა

ჩეჩნეთის ლიდერი ხშირად აქვეყნებს ქალიშვილის ვიზიტის ამსახველ ვიდეოებს, სადაც ის ყვითელი Lamborghini Urus-ით გადაადგილდება. მის ქონებრივი დეკლარაციაში 44 მილიონი რუბლია მითითებული, რაც ანტიკრემლისტური რუსული მედიის ცნობით, სინამდვილეს არ ასახავს. მის მფლობელობაშია 1617 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი, ასევე კერძო სახლები, რომელთაც ღირებულებაც 50 მილიონი რუბლია.