საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება" - ვიქტორ ორბანი
"რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება" - ვიქტორ ორბანი

უნ­გრე­თი ევ­რო­კავ­ში­რის ახალ სან­ქცი­ებს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ემ­ბარ­გოს ნავ­თო­ბის იმ­პორტზე, არ­სე­ბუ­ლი ფორ­მით მხარს ვერ და­უ­ჭერს, - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ევ­რო­კო­მი­სი­ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი წი­ნა­და­დე­ბა რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის იმ­პორ­ტის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი "ატო­მუ­რი ბომ­ბის“ ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. მისი გან­მარ­ტე­ბით, უნ­გრეთს დას­ჭირ­დე­ბა 5 წელი და უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა თა­ვის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­სა და მილ­სა­დე­ნებ­ში, რათა შეძ­ლოს მისი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მის გარ­დაქ­მნა, რო­მე­ლიც და­ახ­ლო­ე­ბით 65%-ით რუ­სულ ნავ­თობ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

"ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რა გვჭირ­დე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, 5 წელი გვჭირ­დე­ბა, რომ ეს პრო­ცე­სი დას­რულ­დეს, 1-1.5 წელი არაფ­რის­თვის არ არის საკ­მა­რი­სი“, - გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, უნ­გრე­თი მზა­დაა მო­ლა­პა­რა­კე­ბის­თვის, თუ ევ­რო­კო­მი­სია წა­რად­გენს ახალ წი­ნა­და­დე­ბას, რო­მე­ლიც და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს უნ­გრე­თის ინ­ტე­რე­სებს.

"მე მინ­და ევ­რო­კავ­შირ­თან არა და­პი­რის­პი­რე­ბა, არა­მედ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ჩვენს ინ­ტე­რე­სებს,“- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა.

მან ასე­ვე ხაზი გა­უს­ვა, რომ უნ­გრე­თი მხარს არ და­უ­ჭერს რუ­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რის, პატ­რი­არქ კი­რი­ლის "შავ სი­ა­ში“ შეყ­ვა­ნას, რად­გან ეს არის "რე­ლი­გი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი“.

შე­გახ­სე­ნებთ, ოთხშა­ბათს ევ­რო­კო­მი­სი­ამ მოს­კო­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ყვე­ლა­ზე მკაც­რი, სან­ქცი­ე­ბის მე-6 პა­კე­ტი წა­რად­გი­ნა, რო­მე­ლიც რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის იმ­პორტზე ემ­ბარ­გოს ით­ვა­ლის­წი­ნებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ევ­რო­კო­მი­სია ასე­ვე რუ­სე­თის პატ­რი­არ­ქის, კი­რი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
w
21

დიდი ამბავი ამერიკას თუ დასჭირდა ნამდვილ ბომბს ჩამოგიგდებთ რა ჯერ არ ჩაუგდია თუ რა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება" - ვიქტორ ორბანი

"რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთი ევროკავშირის ახალ სანქციებს, რომელიც მოიცავს ემბარგოს ნავთობის იმპორტზე, არსებული ფორმით მხარს ვერ დაუჭერს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უნგრეთის ეკონომიკაზე ჩამოგდებული "ატომური ბომბის“ ტოლფასი იქნება. მისი განმარტებით, უნგრეთს დასჭირდება 5 წელი და უზარმაზარი ინვესტიციების განხორციელება თავის გადამამუშავებელ ქარხნებსა და მილსადენებში, რათა შეძლოს მისი ამჟამინდელი სისტემის გარდაქმნა, რომელიც დაახლოებით 65%-ით რუსულ ნავთობზეა დამოკიდებული.

"ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვჭირდება, პირველ რიგში, 5 წელი გვჭირდება, რომ ეს პროცესი დასრულდეს, 1-1.5 წელი არაფრისთვის არ არის საკმარისი“, - განაცხადა ორბანმა.

მისი მტკიცებით, უნგრეთი მზადაა მოლაპარაკებისთვის, თუ ევროკომისია წარადგენს ახალ წინადადებას, რომელიც დააკმაყოფილებს უნგრეთის ინტერესებს.

"მე მინდა ევროკავშირთან არა დაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა, მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი გაითვალისწინებენ ჩვენს ინტერესებს,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის "შავ სიაში“ შეყვანას, რადგან ეს არის "რელიგიური თავისუფლების საკითხი“.

შეგახსენებთ, ოთხშაბათს ევროკომისიამ მოსკოვის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი, სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკომისია ასევე რუსეთის პატრიარქის, კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაციას იძლევა