მომღერალ აჩიკო მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
"მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით წარედგინა" - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, საქმე ეხება 7 აპრილს, ვაკეში მომხდარ ფაქტს. მომღერალს ძალადობაში ქალბატონი ადანაშაულებს, რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში ჰყვება, რომ მანქანის გადასწრების გამო მეფარიძემ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მისი თქმით, მეფარიძემ ჯერ მანქანას წიხლი დაარტყა, შემდეგ კარი გააღო და მას თავს დაესხა.
არავის არ ვიცავ ,მგრამ არა მგონია ყველაფერი ეგრე იყოს აქ ქალიც სცოდავს ნაღდად რაღაცის გამორჩენის მიზნით
თავხედი არსება