სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?
"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?

კარ­დი­ნალ პა­რო­ლინს ვთხო­ვე, გა­ეგ­ზავ­ნა პუ­ტი­ნის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მე მოს­კოვ­ში ჩას­ვლა მსურ­და. პა­სუ­ხი ჯე­რაც არ მიგ­ვი­ღია. ვში­შობ, პუ­ტინს არ შე­უძ­ლია და არ სურს ამ შეხ­ვედ­რის ახლა გა­მარ­თვა,- ამის შე­სა­ხებ რო­მის პაპ­მა ფრან­ცის­კემ იტა­ლი­უ­რი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­უ­რი აცხა­დებს, რომ გრძნობს, უკ­რა­ი­ნა­ში ჯერ არ უნდა ჩა­ვი­დეს, არა­მედ პირ­ველ რიგ­ში პუ­ტინს უნდა შეხ­ვდეს და მოს­კოვს უნდა ეწ­ვი­ოს.

"ომის პირ­ველ დღეს მე და­ვუ­რე­კე უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის. რაც შე­ე­ხე­ბა პუ­ტინს, მე მის­თვის არ და­მი­რე­კავს. მსურ­და მკა­ფიო ჟეს­ტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს და­სა­ნა­ხად.

შემ­დეგ მე ვთხო­ვე კარ­დი­ნალ პა­რო­ლინს, ომი­დან 20 დღის შემ­დეგ, რათა გა­ეგ­ზავ­ნა პუ­ტი­ნის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მე მოს­კოვ­ში ჩას­ვლა მსურ­და. პა­სუ­ხი ჯე­რაც არ მიგ­ვი­ღია. ვში­შობ, პუ­ტინს არ შე­უძ­ლია და არ სურს ამ შეხ­ვედ­რის ახლა გა­მარ­თვა.

ამ­ჟა­მად კი­ევ­ში არ მივ­დი­ვარ, იქ კარ­დი­ნა­ლე­ბი მა­იკლ ჩერ­ნი და კონ­რად კრა­ევ­სკი გავ­გზავ­ნე. მაგ­რამ ვგრძნობ, რომ მე არ უნდა წა­ვი­დე. ჯერ მოს­კოვ­ში უნდა წა­ვი­დე. ჯერ პუ­ტინს უნდა შევ­ხვდე. მაგ­რამ მეც მღვდე­ლი ვარ, რა ვქნა? გა­ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს რაც შე­მიძ­ლია, თუ პუ­ტი­ნი კარს გახ­სნი­და“,- გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

მისი თქმით, ის რუ­სუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს პატ­რი­არქ კი­რი­ლე­საც ესა­უბ­რა, რო­მე­ლიც 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ომის გა­მარ­თლე­ბას ცდი­ლობ­და.

"პატ­რი­არქ კი­რილს ვე­სა­უბ­რე 40 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში „ზუ­მით“. პირ­ვე­ლი 20 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­რა­თით ხელ­ში მი­კი­თხავ­და ომის და­სა­ბუ­თე­ბას. მო­ვუს­მი­ნე და ვუ­თხა­რი: ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი მეს­მის. ძმაო, ჩვენ სა­ხელ­მწი­ფოს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი ვართ, არ შეგ­ვიძ­ლია პო­ლი­ტი­კუ­რი ენის გა­მო­ყე­ნე­ბა, არა­მედ შეგ­ვიძ­ლია ქრის­ტეს ენის გა­მო­ყე­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

ამას­თან, პა­პის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მას­თან სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნა­ში ომის დას­რუ­ლე­ბას 9 მა­ი­სის­თვის აპი­რებს.

"ორ­ბან­მა, რო­დე­საც მე მას შევ­ხვდი, მი­თხრა, რომ რუ­სეთს აქვს გეგ­მა, რომ ყვე­ლა­ფე­რი 9 მა­ი­სის­თვის დას­რულ­დეს. ეს ასე­ვე ხსნის ეს­კა­ლა­ცი­ის სიჩ­ქა­რეს უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში, იმი­ტომ, რომ ახლა ეს უკვე მხო­ლოდ დონ­ბა­სი არ არის, არა­მედ ყი­რი­მია, ოდე­საა, მას მი­აქვს უკ­რა­ი­ნის შავი ზღვის პორ­ტე­ბი.

არ არის საკ­მა­რი­სი ნება მშვი­დო­ბის­თვის. პე­სი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, მაგ­რამ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლი ომის და­სას­რუ­ლებ­ლად“,- გა­ნა­ცხა­და რო­მის პაპ­მა.

მერაბი
4

ზელენსკი ებრაელია, პუტინი მართლმადიდებელი, ან სულაც ათეისტი. არცერთი რომის პაპს უმაღლეს სასულიერო პირად არ მიიჩნევს. ჰოდა, რა სტატუსით, რა წინადადებით უნდა შეხვდეს?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?

"ომიდან 20 დღის შემდეგ, პუტინს გაეგზავნა შეტყობინება..." - რა მისწერა რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტს და რას ამბობს უკრაინაში არჩასვლასთან დაკავშირებით?

კარდინალ პაროლინს ვთხოვე, გაეგზავნა პუტინისთვის შეტყობინება, რომ მე მოსკოვში ჩასვლა მსურდა. პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ახლა გამართვა,- ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის მეთაური აცხადებს, რომ გრძნობს, უკრაინაში ჯერ არ უნდა ჩავიდეს, არამედ პირველ რიგში პუტინს უნდა შეხვდეს და მოსკოვს უნდა ეწვიოს.

"ომის პირველ დღეს მე დავურეკე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. რაც შეეხება პუტინს, მე მისთვის არ დამირეკავს. მსურდა მკაფიო ჟესტი გამეკეთებინა, მთელი მსოფლიოს დასანახად.

შემდეგ მე ვთხოვე კარდინალ პაროლინს, ომიდან 20 დღის შემდეგ, რათა გაეგზავნა პუტინისთვის შეტყობინება, რომ მე მოსკოვში ჩასვლა მსურდა. პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. ვშიშობ, პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ახლა გამართვა.

ამჟამად კიევში არ მივდივარ, იქ კარდინალები მაიკლ ჩერნი და კონრად კრაევსკი გავგზავნე. მაგრამ ვგრძნობ, რომ მე არ უნდა წავიდე. ჯერ მოსკოვში უნდა წავიდე. ჯერ პუტინს უნდა შევხვდე. მაგრამ მეც მღვდელი ვარ, რა ვქნა? გავაკეთებდი ყველაფერს რაც შემიძლია, თუ პუტინი კარს გახსნიდა“,- განაცხადა რომის პაპმა.

მისი თქმით, ის რუსული ეკლესიის მეთაურს პატრიარქ კირილესაც ესაუბრა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში ომის გამართლებას ცდილობდა.

"პატრიარქ კირილს ვესაუბრე 40 წუთის განმავლობაში „ზუმით“. პირველი 20 წუთის განმავლობაში ბარათით ხელში მიკითხავდა ომის დასაბუთებას. მოვუსმინე და ვუთხარი: ამის შესახებ არაფერი მესმის. ძმაო, ჩვენ სახელმწიფოს სასულიერო პირები ვართ, არ შეგვიძლია პოლიტიკური ენის გამოყენება, არამედ შეგვიძლია ქრისტეს ენის გამოყენება“, - განაცხადა რომის პაპმა.

ამასთან, პაპის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასრულებას 9 მაისისთვის აპირებს.

"ორბანმა, როდესაც მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსეთს აქვს გეგმა, რომ ყველაფერი 9 მაისისთვის დასრულდეს. ეს ასევე ხსნის ესკალაციის სიჩქარეს უკანასკნელ დღეებში, იმიტომ, რომ ახლა ეს უკვე მხოლოდ დონბასი არ არის, არამედ ყირიმია, ოდესაა, მას მიაქვს უკრაინის შავი ზღვის პორტები.

არ არის საკმარისი ნება მშვიდობისთვის. პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი შესაძლებელი ომის დასასრულებლად“,- განაცხადა რომის პაპმა.