პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი
სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი

ერთხელ მა­ინც და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რა რთუ­ლია იყო მო­ცეკ­ვა­ვე?! რამ­დე­ნი შრო­მა, დრო და ენერ­გია სჭირ­დე­ბა იმ ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩვენ სცე­ნი­დან ვუ­ყუ­რებთ?! ცეკ­ვის ბევ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა არ­სე­ბობს. მათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი და შეს­რუ­ლე­ბის მა­ნე­რა აქვთ. ჩვენ და­ვინ­ტე­რესტდით, რო­გო­რია ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე სხვა­დას­ხვა ცეკ­ვის შემ­სრუ­ლე­ბე­ბის­თვის, რამ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბი­ან ან გვა­ნან ერ­თმა­ნეთს და ზო­გა­დად, რას ნიშ­ნავს იყო მო­ცეკ­ვა­ვე?! გთა­ვა­ზობთ, სამი უნი­ჭი­ე­რე­სი მო­ცე­კა­ვის: ელი­სა­ბედ კიკ­ნა­ძის, სო­ფია ცინ­ცა­ძის და ლიკა წი­ფუ­რი­ას ინ­ტერ­ვი­უს.

თბი­ლი­სი ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის და­სის წევ­რი, ბა­ლე­რინა სო­ფია ცინ­ცა­ძე 19 წლი­საა და ბა­ლე­რი­ნო­ბა მისი ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა იყო.

- სო­ფია, რო­გორ და რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბა თქვე­ნი დილა?

- ჩემი დილა 7 სა­ათ­ზე იწყე­ბა. მა­ნამ, სა­ნამ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე წა­ვალ, აუ­ცი­ლებ­ლად ვამ­ზა­დებ სხე­ულს გა­სა­ხუ­რებ­ლად.

ბა­ლე­რი­ნე­ბის­თვის იოგა ძა­ლი­ან მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია, ის მეხ­მა­რე­ბა სუნ­თქვის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ში და ცეკ­ვე­ვის დროს დაღ­ლი­ლო­ბის მოხ­სნა­ში. დი­ლის 20-წუ­თი­ა­ნი იოგა ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ნოყი­ე­რი სა­უზ­მე კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ამი­ტო­მაც, დი­ლით ყო­ველ­თვის კარ­გად ვსა­უზ­მობ.

ზო­გა­დად, დილა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რად­გან სწო­რედ დი­ლის თან­მიმ­დევ­რუ­ლი რუ­ტი­ნა მაძ­ლევს ენერ­გი­ას მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

- რო­გო­რია ბა­ლე­რი­ნას კვე­ბის რა­ცი­ო­ნი? რა არის ის სა­ჭი­რო საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღო?

- ბა­ლე­რი­ნე­ბის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია წო­ნის მა­ტე­ბა. სულ ფორ­მა­ში და ტო­ნუსს­ში უნდა ვიყო. მე გურ­მა­ნი ვარ. მიყ­ვარს ყვე­ლა­ფე­რი, ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის გარ­და. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად ვი­ღებ ცი­ლებს, ნახ­შირ­წყლებს. ვცდი­ლობ, ვიკ­ვე­ბო პა­ტა­რა ულუ­ფე­ბით 2-3 ჯერ, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად სა­ღა­მოს 6 სა­ა­თამ­დე.

6 სა­ა­თის შემ­დეგ არა­ნა­ირ საკ­ვებს არ ვი­ღებ. არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი კვე­ბა რო­გორც ვარ­ჯი­შამ­დე, ასე­ვე ვარ­ჯი­შის შემ­დეგ. შუ­ა­ლე­დი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ცეკ­ვა­ვის­თვის წყლის და ძი­ლის ბა­ლან­სი?

- ძილი ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სრულ­ფა­სო­ვა­ნი ძი­ლის გა­რე­შე, ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა, უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღე­ში 7-8 სა­ათს ვრე­პე­ტი­ცი­ობ. სპექ­ტაკ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, რე­პე­ტი­ცია 11 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი მქო­ნია. ვი­ძი­ნებ 23:00-ზე და ვიღ­ვი­ძებ დი­ლის 07:00-ზე. რაც შე­ე­ხე­ბა სი­თხეს, ვცდი­ლობ, დღე­ში 2 ლიტ­რამ­დე დავ­ლიო.

- რა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში, რისი შეს­რუ­ლე­ბაც ძა­ლი­ან გი­ჭირთ?

- რად­გან ბა­ლე­რი­ნე­ბის ნა­ბი­ჯი გან­სხვავ­დე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნის ნა­ბი­ჯე­ბის­გან, ვერ დავ­რბი­ვართ. სირ­ბი­ლის დროს ჩემი ტერ­ფი ტკი­ვი­ლის გა­ნიც­დის. კვი­რა­ში 6 დღე ვვარ­ჯი­შობთ და და მხო­ლოდ 1 დღე ვის­ვე­ნებთ. ბა­ლე­რი­ნას სხე­ულს უცებ ეტყო­ბა ვარ­ჯი­შის გა­მო­ტო­ვე­ბა. ჩვენ ყო­ველ დი­ლით ვგრძნობთ სხე­ულ­ში ტკვილს, რაც იმას იშ­ნავს, რომ წინა დღეს ნა­ყო­ფი­ე­რი ვარ­ჯი­ში გვქონ­და.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ბა­ლე­რი­ნა სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­გან?

- ბა­ლეტ­ში არ გვაქვს ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ სცე­ნა­ზე პერ­სო­ნა­ჟე­ბი ვართ... თან მსა­ხი­ო­ბე­ბი, თან - მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი.

ელი­ზა­ბედ კიკ­ნა­ძეს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლი უკვე ძა­ლი­ან კარ­გად იც­ნობს. ის ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვეა. ბოლო პე­რი­ოდ­ში მან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით გაგ­ვი­ზი­ა­რა სა­კუ­თა­რი ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა.

- ელი­სა­ბედ, რო­გორ და რო­მელ სა­ათ­ზე იწყე­ბა თქვე­ნი დილა?

- სა­ნამ დი­ლის რუ­ტი­ნას და­ვი­წყებ, მა­ნამ­დე გან­წყო­ბას ვიქ­მნი: მუ­სი­კით, ღი­მი­ლით და რა თქმა უნდა, ცეკ­ვით. ზამ­თარ­ში ჩემი დილა შე­და­რე­ბით გვი­ან იწყე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, დი­ლის 9 სა­ათ­ზე.

- რო­გო­რია თქვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ო­ნი?

- გურ­მა­ნი ნამ­დვი­ლად არ ვარ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჭამა დი­დად არ მიყ­ვარს, მაგ­რამ დე­სერ­ტზე უა­რის თქმას ვერ ვა­ხერ­ხებ. ვცდი­ლობ, სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში საკ­ვე­ბი სა­ერ­თოდ არ მი­ვი­ღო.

- შენი გა­მოც­დი­ლე­ბით, რას გვე­ტყვი წყლი­სა და ძი­ლის ბა­ლან­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე?

- ჩემ­თვის ძილი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გან უძი­ლო ღამე წა­რუ­მა­ტე­ბელ დღეს ნიშ­ნავს. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მე­ძი­ნოს 7-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რათა მე­ო­რე დღეს პრო­დუქ­ტი­უ­ლი ვიყო.

უკვე ერთი წე­ლია, რაც ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი წყლით ჩა­ვა­ნაც­ვლე და დღე­ში 2 ლიტ­რამ­დე წყალს ვი­ღებ.

- რა არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი თქვენ პრო­ფე­სი­ა­ში?

- გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ყვე­ლა პრო­ფე­სი­ას ახ­ლავს. მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა და საქ­მის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლია. ძა­ლი­ან რთუ­ლია, 6-7 სა­ა­თი გა­უ­ჩე­რებ­ლად ვარ­ჯი­ში და მე­ცა­დი­ნე­ო­ბა, თუმ­ცა ვიცი, რომ ამ ყვე­ლა­ფერს შე­დე­გი ნამ­დვი­ლად აქვს. პრო­ფე­სი­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვაა, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოც­დი­ლე­ბას და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვის ქო­რე­ოგ­რა­ფი სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­გან?

- ლა­თი­ნუ­რი, ჰიპ-ჰოპი და ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბაა. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც გან­სხვავ­დე­ბი­ან ხა­სი­ა­თით, სტი­ლი­თა და მა­ნე­რე­ბით, რაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც აი­სა­ხე­ბა.

ლიკა წი­ფუ­რია ან­საბლ "ერი­სი­ო­ნის„ მსა­ხი­ობ-მო­ცეკ­ვა­ვეა. რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, ის 32 წე­ლია, მო­ცეკ­ვა­ვეა, ან­საბლ „ერი­სი­ონ­ში“ კი, 14 წე­ლია, ცეკ­ვავს. რო­გორ ახერ­ხებს, იყოს მუ­დამ ფორ­მა­ში და თან, ჰყავ­დეს 6 თვის გო­გო­ნა? ამ ყვე­ლა­ფერს თა­ვად ლიკა მოგ­ვიყ­ვე­ბა.

- ლიკა, რო­გო­რია თქვე­ნი დილა?

- უკვე მე­ექ­ვსე თვეა, ჩემი დილა უჩ­ვე­უ­ლოდ იწყე­ბა. მზის ამოს­ვლას­თან ერ­თად ვიღ­ვი­ძებთ მე და ჩემი შვი­ლი იო­ან­ნა, რო­მელ­მაც ჩემი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ერ­თა­დერ­თი, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ შეც­ვლი­ლა, ეს „ერი­სი­ო­ნია“.

- რას გვეტვყვით თქვე­ნი კვე­ბის რა­ცი­ონ­ზე?

- მო­ცეკ­ვა­ვის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კვე­ბის ბა­ლან­სი. ძირ­თა­დად, ჯან­სა­ღად ვიკ­ვე­ბე­ბი. არ მიყ­ვარს აკ­რძალ­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ დი­ე­ტა­ზე. საკ­ვე­ბის მოკ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. აქ ზო­მი­ე­რე­ბაა სა­ჭი­რო. ჯან­მრთე­ლო­ბას ორი­ვე უკი­დუ­რე­სო­ბა აზი­ა­ნებს.

- თქვენ რას ფიქ­რობთ წყლი­სა და ძი­ლის ბა­ლანსზე?

- თუ აქამ­დე მხო­ლოდ რე­პე­ტი­ცი­ე­ბი მღლი­და, ახლა იო­ა­ნაც და­ე­მა­ტა. შე­სა­ბა­მი­სად, ადრე ვი­ძი­ნებთ და ადრე ვიღ­ვი­ძებთ. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის რე­ჟიმს მო­ვერ­გე.

რაც შე­ე­ხე­ბა წყალს, ვერ ვმე­გობ­რობთ. ვიცი, ეს ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან ცუ­დია, მაგ­რამ ვცდი­ლობ, მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მა­ინც მი­ვი­ღო.

- რა მთა­ვარ სირ­თუ­ლეს ხე­დავთ თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში?

- როცა მო­ცეკ­ვა­ვე ხარ, შენ გი­წევს, იყო მსა­ხი­ო­ბიც, რად­გან არ უნდა შე­გე­ტყოს ცუ­დად ყოფ­ნა, არც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი, არც ტრავ­მა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა ვარ­ჯი­შის დროს მი­ი­ღე. ამ ყვე­ლაფ­რის შეს­რუ­ლე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია, მაგ­რამ თუ შენ გიყ­ვარს შენი პრო­ფე­სია, მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია.

- რით გან­სხვავ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცეკ­ვის ქო­რე­ოგ­რა­ფი სხვა მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­გან?

- საკ­მა­ოდ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფაქ­ტობრვი­ად, ყვე­ლა ჟან­რის ცეკ­ვა მი­ცეკ­ვია. რო­გორც ეს ცეკ­ვე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან, ასე­ვე გან­სხვავ­დე­ბი­ან მათი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც. თუნ­დაც მხო­ლოდ დგო­მით, აღ­ნა­გო­ბით ან სი­ა­რუ­ლის მა­ნე­რით მარ­ტი­ვად გა­ნას­ხვა­ვებ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის მო­ცეკ­ვა­ვეს, მა­გა­ლი­თად, ბა­ლე­რი­ნას­გან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი

სამი განსხვავებული სტილის მოცეკვავის  რუტინა და ცხოვრების წესი

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ, რა რთულია იყო მოცეკვავე?! რამდენი შრომა, დრო და ენერგია სჭირდება იმ ყველაფერს, რასაც ჩვენ სცენიდან ვუყურებთ?! ცეკვის ბევრი მიმდინარეობა არსებობს. მათ განსხვავებული სტილი და შესრულების მანერა აქვთ. ჩვენ დავინტერესტდით, როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე სხვადასხვა ცეკვის შემსრულებებისთვის, რამდენად განსხვავდებიან ან გვანან ერთმანეთს და ზოგადად, რას ნიშნავს იყო მოცეკვავე?! გთავაზობთ, სამი უნიჭიერესი მოცეკავის: ელისაბედ კიკნაძის, სოფია ცინცაძის და ლიკა წიფურიას ინტერვიუს.

თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრი, ბალერინა სოფია ცინცაძე 19 წლისაა და ბალერინობა მისი ბავშვობის ოცნება იყო.

- სოფია, როგორ და რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- ჩემი დილა 7 საათზე იწყება. მანამ, სანამ რეპეტიციაზე წავალ, აუცილებლად ვამზადებ სხეულს გასახურებლად.

ბალერინებისთვის იოგა ძალიან მნიშნველოვანია, ის მეხმარება სუნთქვის დარეგულირებაში და ცეკვევის დროს დაღლილობის მოხსნაში. დილის 20-წუთიანი იოგა ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

ნოყიერი საუზმე კი აუცილებელია და ამიტომაც, დილით ყოველთვის კარგად ვსაუზმობ.

ზოგადად, დილა ძალიან მიყვარს, რადგან სწორედ დილის თანმიმდევრული რუტინა მაძლევს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში.

- როგორია ბალერინას კვების რაციონი? რა არის ის საჭირო საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღო?

- ბალერინებისთვის დაუშვებელია წონის მატება. სულ ფორმაში და ტონუსსში უნდა ვიყო. მე გურმანი ვარ. მიყვარს ყველაფერი, ზღვის პროდუქტების გარდა. დღის განმავლობაში აუცილებლად ვიღებ ცილებს, ნახშირწყლებს. ვცდილობ, ვიკვებო პატარა ულუფებით 2-3 ჯერ, მაგრამ აუცილებლად საღამოს 6 საათამდე.

6 საათის შემდეგ არანაირ საკვებს არ ვიღებ. არ არის რეკომენდირებული კვება როგორც ვარჯიშამდე, ასევე ვარჯიშის შემდეგ. შუალედი აუცილებელია.

- რამდენად მნიშვნელოვანია მოცეკვავისთვის წყლის და ძილის ბალანსი?

- ძილი ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელია. სრულფასოვანი ძილის გარეშე, ძალების აღდგენა, უბრალოდ, შეუძლებელია. დღეში 7-8 საათს ვრეპეტიციობ. სპექტაკლების პერიოდში, რეპეტიცია 11 საათის განმავლობაშიც კი მქონია. ვიძინებ 23:00-ზე და ვიღვიძებ დილის 07:00-ზე. რაც შეეხება სითხეს, ვცდილობ, დღეში 2 ლიტრამდე დავლიო.

- რა არის ყველაზე რთული თქვენს პროფესიაში, რისი შესრულებაც ძალიან გიჭირთ?

- რადგან ბალერინების ნაბიჯი განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ნაბიჯებისგან, ვერ დავრბივართ. სირბილის დროს ჩემი ტერფი ტკივილის განიცდის. კვირაში 6 დღე ვვარჯიშობთ და და მხოლოდ 1 დღე ვისვენებთ. ბალერინას სხეულს უცებ ეტყობა ვარჯიშის გამოტოვება. ჩვენ ყოველ დილით ვგრძნობთ სხეულში ტკვილს, რაც იმას იშნავს, რომ წინა დღეს ნაყოფიერი ვარჯიში გვქონდა.

- რით განსხვავდება ბალერინა სხვა მოცეკვავეებისგან?

- ბალეტში არ გვაქვს ქორეოგრაფიული თავისუფლება. ჩვენ სცენაზე პერსონაჟები ვართ... თან მსახიობები, თან - მოცეკვავეები.

ელიზაბედ კიკნაძეს ჩვენი მკითხველი უკვე ძალიან კარგად იცნობს. ის ახალგაზრდა, ნიჭიერი მოცეკვავეა. ბოლო პერიოდში მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაგვიზიარა საკუთარი ყოველდღიური რუტინა.

- ელისაბედ, როგორ და რომელ საათზე იწყება თქვენი დილა?

- სანამ დილის რუტინას დავიწყებ, მანამდე განწყობას ვიქმნი: მუსიკით, ღიმილით და რა თქმა უნდა, ცეკვით. ზამთარში ჩემი დილა შედარებით გვიან იწყება, სხვა შემთხვევაში კი, დილის 9 საათზე.

- როგორია თქვენი კვების რაციონი?

- გურმანი ნამდვილად არ ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ჭამა დიდად არ მიყვარს, მაგრამ დესერტზე უარის თქმას ვერ ვახერხებ. ვცდილობ, საღამოს საათებში საკვები საერთოდ არ მივიღო.

- შენი გამოცდილებით, რას გვეტყვი წყლისა და ძილის ბალანსის მნიშვნელობაზე?

- ჩემთვის ძილი უმნიშვნელოვანესია, რადგან უძილო ღამე წარუმატებელ დღეს ნიშნავს. აუცილებლად უნდა მეძინოს 7-8 საათის განმავლობაში, რათა მეორე დღეს პროდუქტიული ვიყო.

უკვე ერთი წელია, რაც ყველანაირი გაზიანი სასმელი წყლით ჩავანაცვლე და დღეში 2 ლიტრამდე წყალს ვიღებ.

- რა არის ყველაზე რთული თქვენ პროფესიაში?

- გარკვეული სირთულეები ყველა პროფესიას ახლავს. მთავარი საკუთარი თავის რწმენა და საქმის მიმართ სიყვარულია. ძალიან რთულია, 6-7 საათი გაუჩერებლად ვარჯიში და მეცადინეობა, თუმცა ვიცი, რომ ამ ყველაფერს შედეგი ნამდვილად აქვს. პროფესიული სირთულეები ჩემთვის გამოწვევაა, რომლებიც მნიშვნელოვან გამოცდილებას და განვითარების საშუალებას მაძლევს.

- რით განსხვავდება ქართული ტრადიციული ცეკვის ქორეოგრაფი სხვა მოცეკვავეებისგან?

- ლათინური, ჰიპ-ჰოპი და ქართული ცეკვის სრულიად განსხვავებული სტილი და მიმდინარეობაა. შესაბამისად, შემსრულებლებიც განსხვავდებიან ხასიათით, სტილითა და მანერებით, რაც ყოველდღიურობაშიც აისახება.

ლიკა წიფურია ანსაბლ "ერისიონის„ მსახიობ-მოცეკვავეა. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის 32 წელია, მოცეკვავეა, ანსაბლ „ერისიონში“ კი, 14 წელია, ცეკვავს. როგორ ახერხებს, იყოს მუდამ ფორმაში და თან, ჰყავდეს 6 თვის გოგონა? ამ ყველაფერს თავად ლიკა მოგვიყვება.

- ლიკა, როგორია თქვენი დილა?

- უკვე მეექვსე თვეა, ჩემი დილა უჩვეულოდ იწყება. მზის ამოსვლასთან ერთად ვიღვიძებთ მე და ჩემი შვილი იოანნა, რომელმაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ერთადერთი, რაც ჩემს ცხოვრებაში არ შეცვლილა, ეს „ერისიონია“.

- რას გვეტვყვით თქვენი კვების რაციონზე?

- მოცეკვავისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კვების ბალანსი. ძირთადად, ჯანსაღად ვიკვებები. არ მიყვარს აკრძალვები და შესაბამისად, არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. საკვების მოკლება არ შეიძლება. აქ ზომიერებაა საჭირო. ჯანმრთელობას ორივე უკიდურესობა აზიანებს.

- თქვენ რას ფიქრობთ წყლისა და ძილის ბალანსზე?

- თუ აქამდე მხოლოდ რეპეტიციები მღლიდა, ახლა იოანაც დაემატა. შესაბამისად, ადრე ვიძინებთ და ადრე ვიღვიძებთ. შეიძლება ითქვას, რომ მის რეჟიმს მოვერგე.

რაც შეეხება წყალს, ვერ ვმეგობრობთ. ვიცი, ეს ორგანიზმისთვის ძალიან ცუდია, მაგრამ ვცდილობ, მინიმალური რაოდენობით მაინც მივიღო.

- რა მთავარ სირთულეს ხედავთ თქვენს პროფესიაში?

- როცა მოცეკვავე ხარ, შენ გიწევს, იყო მსახიობიც, რადგან არ უნდა შეგეტყოს ცუდად ყოფნა, არც ცხოვრებისეული პრობლემები, არც ტრავმა, რომელიც შესაძლოა ვარჯიშის დროს მიიღე. ამ ყველაფრის შესრულება არც ისე მარტივია, მაგრამ თუ შენ გიყვარს შენი პროფესია, მაშინ შეუძლებელი არაფერია.

- რით განსხვავდება ქართული ტრადიციული ცეკვის ქორეოგრაფი სხვა მოცეკვავეებისგან?

- საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, ფაქტობრვიად, ყველა ჟანრის ცეკვა მიცეკვია. როგორც ეს ცეკვები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ასევე განსხვავდებიან მათი შემსრულებლებიც. თუნდაც მხოლოდ დგომით, აღნაგობით ან სიარულის მანერით მარტივად განასხვავებ ქართული ცეკვის მოცეკვავეს, მაგალითად, ბალერინასგან.