კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუდაურში პარაპლანით ფრენისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა: "ტურისტთან ერთად უნდა აფრენილიყო, ვერ აფრინდნენ და ხრამში ჩაცვივდნენ"
გუდაურში პარაპლანით ფრენისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა: "ტურისტთან ერთად უნდა აფრენილიყო, ვერ აფრინდნენ და ხრამში ჩაცვივდნენ"

ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია "Ria Travel Georgia" - ს წარ­მო­მად­გენ­ლის, მა­რი­ამ ხოს­როშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს გუ­და­ურ­ში პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნი­სას უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტი და­ი­ღუ­პა, ხოლო დუ­ბა­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი და­შავ­და და კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"დუ­ბა­ი­დან არი­ან ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბი, ჩვენ გა­ვამ­გზავ­რეთ გუ­და­ურ­ში. ტუ­რის­ტი, რო­მე­ლიც და­შავ­და, 37 წლის ქალ­ბა­ტო­ნია. გარ­დაც­ვლი­ლი პი­ლო­ტი კი უკ­რა­ი­ნე­ლი იყო. გუ­და­ურ­ში, იმ საფ­რენ ად­გი­ლას რომ გა­ვი­კი­თხეთ, ყვე­ლა იც­ნობ­და და თქვეს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყოო. რამ გა­მო­იწ­ვია ეს ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა, არ ვიცი, გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს ალ­ბათ. აფ­რე­ნი­სას ჩაც­ვივ­დნენ ხრამ­ში. პი­ლო­ტი ად­გილ­ზე და­ღუ­პუ­ლა, ჩა­ფხუ­ტი მოს­ძვრაო. და­შა­ვე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი თბი­ლის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, რო­გორც ვიცი. არ არის მძი­მედ და­შა­ვე­ბუ­ლიო. ჩემი სურ­ვი­ლია, რომ პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის სა­კი­თხებს სა­ხელ­მწი­ფო აკონ­ტრო­ლებ­დეს და გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი არ­სე­ბობ­დეს. ვიცი, რომ არ­სე­ბობს პა­რაგ­ლა­ი­დინ­გის ფე­დე­რა­ცია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ევა­ლე­ბა და რას აკე­თე­ბენ ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად" - ეუბ­ნე­ბა AMBEBI.GE -ს მა­რი­ამ ხოს­როშ­ვი­ლი.

გუ­და­ურ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტი AMBEBI.GE -ს "სა­ქარ­თვე­ლოს პა­რაგ­ლა­ი­დინ­გის ფე­დე­რა­ცი­ის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე­მაც და­უ­დას­ტუ­რა.

"ვიცი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლი პი­ლო­ტი უნდა აფ­რე­ნი­ლი­ყო ტუ­რის­ტთან ერ­თად, ვერ აფ­რინ­დნენ და ჩაც­ვივ­დნენ იქვე ხრამ­ში. პი­ლო­ტი ად­გილ­ზე გად­რა­იც­ვა­ლა და ტუ­რის­ტი და­შავ­და. მხო­ლოდ ესაა რაც ვიცი. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხდე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად, სამ­წუ­ხა­როდ." - ამ­ბობს ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე.

კი­თხვა­ზე, რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი გა­აჩ­ნია "პა­რაგ­ლა­ი­დინ­გის ფე­დე­რა­ცი­ას" პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე გვპა­სუ­ხობს, რომ არა­ნა­ი­რი. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს ეხე­ბა.

"თქვენ რომ ახლა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნიტ­რო­ში დარ­ე­კოთ და იკი­თხოთ რამ­დე­ნი აფ­თი­ა­ქია ქვე­ყა­ნა­ში, ხომ გე­ტყვი­ან? იცით რა­ტომ? - რად­გან კა­ნო­ნი არე­გუ­ლი­რებს აფ­თი­ა­ქე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას. მე ვერ გე­ტყვით რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია პა­რაპ­ლა­ნით ფრე­ნის ბიზ­ნეს­ში ჩარ­თუ­ლი, რად­გან ჯე­რე­ჯრო­ბით არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ისე­თი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ამ კლა­სის საფ­რე­ნი აპა­რა­ტის სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებ­დეს. "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ჰა­ე­რო კო­დექსში" ასე­თი კლა­სის აპარ­ტე­ბის­თვის არა­ნა­ი­რი რე­გუ­ლა­ცია არ არის გა­წე­რი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, არ მე­ვა­ლა­ე­ბა ამის კონ­ტრო­ლი და არც უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა მაქვს. ხდე­ბა ასე­თი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა. იყო გარ­დაც­ვა­ლე­ბის და და­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი ად­რეც." - გვე­უბ­ნე­ბა ირაკ­ლი კა­პა­ნა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
8

დგისით გუდაურში ფრენა და საგამოს სლავა უკარაინე.

ლილი
8

ჩვენი ბიჭები უკრაინაში იღუპებიან, უკრაინელი მფრინავი კი აქ ტურისტებს ასეირნებდა.

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გუდაურში პარაპლანით ფრენისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა: "ტურისტთან ერთად უნდა აფრენილიყო, ვერ აფრინდნენ და ხრამში ჩაცვივდნენ"

გუდაურში პარაპლანით ფრენისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა: "ტურისტთან ერთად უნდა აფრენილიყო, ვერ აფრინდნენ და ხრამში ჩაცვივდნენ"

ტურისტული კომპანია "Ria Travel Georgia" - ს წარმომადგენლის, მარიამ ხოსროშვილის ინფორმაციით, დღეს გუდაურში პარაპლანით ფრენისას უკრაინელი პილოტი დაიღუპა, ხოლო დუბაიდან ჩამოსული ტურისტი დაშავდა და კლინიკაშია გადაყვანილი.

"დუბაიდან არიან ჩამოსული ტურისტები, ჩვენ გავამგზავრეთ გუდაურში. ტურისტი, რომელიც დაშავდა, 37 წლის ქალბატონია. გარდაცვლილი პილოტი კი უკრაინელი იყო. გუდაურში, იმ საფრენ ადგილას რომ გავიკითხეთ, ყველა იცნობდა და თქვეს, პროფესიონალი იყოო. რამ გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა, არ ვიცი, გამოძიება დაადგენს ალბათ. აფრენისას ჩაცვივდნენ ხრამში. პილოტი ადგილზე დაღუპულა, ჩაფხუტი მოსძვრაო. დაშავებული ტურისტი თბილისში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ვიცი. არ არის მძიმედ დაშავებულიო. ჩემი სურვილია, რომ პარაპლანით ფრენის საკითხებს სახელმწიფო აკონტროლებდეს და გარკვეული რეგულირების მექანიზმები არსებობდეს. ვიცი, რომ არსებობს პარაგლაიდინგის ფედერაცია. საინტერესოა, რა ევალება და რას აკეთებენ ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად" - ეუბნება AMBEBI.GE -ს მარიამ ხოსროშვილი.

გუდაურში მომხდარი ტრაგიკული ფაქტი AMBEBI.GE -ს "საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის" წარმომადგენელმა ირაკლი კაპანაძემაც დაუდასტურა.

"ვიცი, რომ უკრაინელი პილოტი უნდა აფრენილიყო ტურისტთან ერთად, ვერ აფრინდნენ და ჩაცვივდნენ იქვე ხრამში. პილოტი ადგილზე გადრაიცვალა და ტურისტი დაშავდა. მხოლოდ ესაა რაც ვიცი. მსგავსი შემთხვევები ხდება პერიოდულად, სამწუხაროდ." - ამბობს ირაკლი კაპანაძე.

კითხვაზე, რა მექანიზმები გააჩნია "პარაგლაიდინგის ფედერაციას" პარაპლანით ფრენის პრობლემური საკითხების დარეგულირების მიმართულებით, ირაკლი კაპანაძე გვპასუხობს, რომ არანაირი. მისი თქმით, საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო რეგულაცია, რომელიც აღნიშნულ საკითხს ეხება.

"თქვენ რომ ახლა ჯანდაცვის სამინიტროში დარეკოთ და იკითხოთ რამდენი აფთიაქია ქვეყანაში, ხომ გეტყვიან? იცით რატომ? - რადგან კანონი არეგულირებს აფთიაქების საქმიანობას. მე ვერ გეტყვით რამდენი ადამიანია პარაპლანით ფრენის ბიზნესში ჩართული, რადგან ჯერეჯრობით არ არსებობს საქართველოში ისეთი კანონი, რომელიც ამ კლასის საფრენი აპარატის საკითხებს არეგულირებდეს. "საქართველოს სააჰაერო კოდექსში" ასეთი კლასის აპარტებისთვის არანაირი რეგულაცია არ არის გაწერილი, შესაბამისად, არ მევალაება ამის კონტროლი და არც უფლებამოსილება მაქვს. ხდება ასეთი არაერთი შემთხვევა. იყო გარდაცვალების და დაშავების შემთხვევები ადრეც." - გვეუბნება ირაკლი კაპანაძე.