საქართველოში არ შეიძლება იყოს ლაპარაკი ომის პარტიაზე. ჩემთვის ეს არ არსებობს, საქართველოში ომის მომხრე არავინაა და მინდა პირადად დავიცვა სახალხო დამცველი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში გამართული ვიზიტის დროს განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, აშშ-ში გამართული შეხვედრების დროს მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ ყოფილა განხილული.
"ასევე არ შეიძლება საუბრობდნენ იმაზე, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლით მიდის რაღაც ფორმის არასანქცირებული ვაჭრობა. ამ საკითხზეც არ ყოფილა არანაირი ეჭვი და მგონი არავის სურს, რომ ჩვენი ქვეყნის გარეთ შევქმნათ ეჭვები, რადგან ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია სამომავლოდ ჩვენი მთავარი დამცველია.
იმ ყველაფრით, რაც თბილისსა და კიევს შორის უხერხულობას, გაუგებრობას და დაძაბულობას ქმნის, სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ჩვენი დღევანდელი დაცულობა არის, ერთად და სოლიდარულად ყოფნა - როგორც შიგნით უნდა ვიყოთ ერთიანი, ასევე ერთად უნდა ვიყოთ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამ კლანმა მიშას ორგანიზებით მარტო დოქების, პრეზიდნტის სასახლის, ქუთაისის პარლამენტის შენობის და რკინიგზის შემოსავლელი გზის პროექტებიდან ხუთ მილიარდზე მეტი გაფლანგა და მიითვისა, ეს მხოლოდ ფინანსური მხარეა, ამ ოპერაციებს პოლიტიკური მხარეცა აქვთ , სახელმწიფო დაგვითა და ოფლით მოპოვებეული თანხები ჩაიდო არგანვითარებაში , ეს კრემლის დავალებაა, ამოუღებლად განიავდა ხალხის ფული, არც დემოკრატიას, არც საბაზრო ეკონომიკას, არც ხალხს, გაიგეთ ? ვერ გაიგებთ , ვინც ცუდად იცნობთ ბალშევიკებს, მათ ზნესა და ზნედაცემულობებს !
ნაძმო პოლიტიკური პარტია არ არის და არ გააჩნია რაიმე სახის პოლიტიკური ღირებულებები,ის კრიმინალური კლანია , რომელიც კოლექტიურ დანაშაულს პოლიტიკურ ველზე სჩადის და ამისათვის ყველაზე მოხერხებული ადგილია უმაღლესი ხელისუფლება, ოღონდ არჩევნებით კი არა , ძალმომრეობით, რევოლუვციით მოპოვებული, ომით, რადგა ისინი ჩამოწერენ ყველაფერს !