სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო" - კობახიძე
"დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო" - კობახიძე

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არის იმ პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც "ომის პარ­ტია“ ჰქვია, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლა, ვინც, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს, მათ შო­რის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, არის იმ გან­ზრახ­ვის ნა­წი­ლი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი გა­ჩაღ­დეს.

"თუ ვინ­მე ითხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას რა­ი­მე კუ­თხით, თუნ­დაც ე.წ. სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის მიზ­ნით სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნას და ა.შ. - ყვე­ლას უნდა ერ­თა­დერ­თი რამ - ეს არის ომის გა­ჩა­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არის პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რო­მელ­საც ჰქვია "ომის პარ­ტია“, შე­სა­ბა­მი­სად, ისიც არის ამ გან­ზრახ­ვის ნა­წი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა "ომის პარ­ტი­ას“ თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლით და ე.წ. არა­პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მად­გენ­ლით, რა თქმა უნდა, ჩვენ­თვის ყვე­ლა არის მი­უ­ღე­ბე­ლი, რად­გან ჩვენ გვაქვს ნა­თე­ლი მი­ზა­ნი - ეს მი­ზა­ნი არის ის, რომ ქვე­ყა­ნას უნდა ავა­რი­დოთ ომი და შე­სა­ბა­მი­სად, ვინც ამ მი­ზანს უპი­რის­პირ­დე­ბა, ვი­საც აქვს სა­პი­რის­პი­რო მი­ზა­ნი, რომ ქვე­ყა­ნა ჩა­ით­რი­ოს ომში, ჩვენ­თვის ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს დას­კვნაც, რა თქმა უნდა, ამის გაგ­რძე­ლე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის მი­ზა­ნი იყო ის, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია აეჭ­რა, შემ­დეგ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან ერ­თად მო­სუ­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ჩარ­თუ­ლი­ყო ომში.

"სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩა­მო­ვი­და პირ­ველ რიგ­ში იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნოდ აეჭ­რა სი­ტუ­ა­ცია და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის აჭ­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბა და ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­დი­ო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ვის პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად - გა­ხა­რი­ა­სა და "ლე­ლოს­თან“ ერ­თად. ის უკვე ერ­თვე­ბო­და ომში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით. ეს იყო ჩვე­ნი ლო­გი­კუ­რი დას­კვნე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით ვამ­ბობთ ამ ყვე­ლა­ფერს რა თქმა უნდა, ეს იყო და­გეგ­მი­ლი სცე­ნა­რი, რაც "ომის პარ­ტი­ას“ ჩა­ე­შა­ლა. ამ მიზ­ნით შე­მო­ვი­და ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ ჯერ აქ აეჭ­რა სი­ტუ­ა­ცია, მო­სუ­ლი­ყო სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ხა­რი­ას­თან და ხა­ზა­რა­ძეს­თან ერ­თად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩარ­თუ­ლი­ყო ომში. 2008 წელს მან თა­ვის მიზ­ნებს ბო­ლომ­დე ვერ მი­აღ­წია, მხო­ლოდ გორ­ში და სე­ნაკ­ში შე­მო­იყ­ვა­ნა რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი და ახლა ეც­დე­ბო­და თბი­ლის­შიც გვე­ნა­ხა რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი. ეს გეგ­მა ჩვენ ჩა­ვუ­შა­ლეთ მას, სა­ხელ­მწი­ფო დად­გა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და სა­ა­კაშ­ვი­ლი ჩაჯ­და იქ, სა­დაც იყო მისი ად­გი­ლი. "ომის პარ­ტი­ას“ გეგ­მა ჩა­ე­შა­ლა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 111 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
1

ყველაზე უარყოფითი პერსონა მთელს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. არც ნდობას, არც პატივისცემას, არც შიშს აღძრავს ადამიანში. ქოცებს თუ მართლა უნდათ, რომ სახე შეინარჩუნონ, სასწრაფოთ უნდა მოაშორონ რამდენიმე არაპოპულარული სახე თავიან გუნდს და აქცენტი სხვა სახეებზე გააკეთონ. ამ კაცს რომ ვუყურებ, ყველას მიმართ მეკარგება პატივისცემა

ხტფუი
3

ბიჯო, ბიჯოო, ზელენსკის მთავრობის ხალხი, სხვა უკრაინელი პოლიტიკოსებიც რა უშუალო და უბრალო არიან ურთიერთობაში, ესენი კი სუ მოჭიმული და გაბრექილები. მენთალიტეტ აზია. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო" - კობახიძე

"დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო" - კობახიძე

სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც "ომის პარტია“ ჰქვია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა, ვინც, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, მათ შორის სახალხო დამცველი, არის იმ განზრახვის ნაწილი, რომ საქართველოში ომი გაჩაღდეს.

"თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე კუთხით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. - ყველას უნდა ერთადერთი რამ - ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია "ომის პარტია“, შესაბამისად, ისიც არის ამ განზრახვის ნაწილი.

რაც შეეხება "ომის პარტიას“ თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი მიზანი - ეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი და შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, ვისაც აქვს საპირისპირო მიზანი, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, ჩვენთვის ყველა ერთნაირად მიუღებელია. ეს დასკვნაც, რა თქმა უნდა, ამის გაგრძელებაა“, - განაცხადა კობახიძემ.

გარდა ამისა, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო ის, რომ ქვეყანაში სიტუაცია აეჭრა, შემდეგ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძესთან ერთად მოსულიყო ხელისუფლებაში და ჩართულიყო ომში.

"სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად - გახარიასა და "ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით. ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა, ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც "ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა ის საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო სააკაშვილი გახარიასთან და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები და ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. "ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: