საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: "არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან" - პაატა ზაქარეიშვილი
"გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: "არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან" - პაატა ზაქარეიშვილი

გული მწყდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი რუს ბიზ­ნეს­მენს არ ეუბ­ნე­ბა: „არ შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რო, გა­სუ­ლი ვარ პო­ლი­ტი­კი­დან“ - ის შუ­ა­მა­ვა­ლია რუს ოლი­გარ­ქსა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის, - ამის შე­სა­ხებ კონ­ფლიქ­ტო­ლოგ­მა, პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „რე­ზი­უ­მე“ ივა­ნიშ­ვი­ლი-ევ­ტუ­შენ­კო­ვის სა­ვა­რა­უ­დო ჩა­ნა­წერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ ჩა­ნა­წე­რით დას­ტურ­დე­ბა, რომ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კი­დან არ წა­სუ­ლა.

"გული მწყდე­ბა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი არ ეუბ­ნე­ბა ამ რუს ბიზ­ნეს­მენს, „არ შე­მიძ­ლია და­გეხ­მა­რო, სა­ერ­თოდ გა­სუ­ლი ვარ პო­ლი­ტი­კი­დან“. ის ეუბ­ნე­ბა, რომ გა­და­ა­მი­სა­მარ­თებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან, ანუ ეხ­მა­რე­ბა. ის შუ­ა­მა­ვა­ლია რუს ოლი­გარ­ქსა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შო­რის. ეს დას­ტუ­რია, რომ ის თა­მა­მად, თა­ვი­სუფ­ლად კარ­ნა­ხობს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რა ეკო­ნო­მი­კურ პრო­ექ­ტებს მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლის თქმით, ევ­ტუ­შენ­კოვს შე­უძ­ლია ივა­ნიშ­ვილს “უკარ­ნა­ხოს“, რა­ზეც ის უარს ვერ ეუბ­ნე­ბა, რაც არ არის კარ­გი.

"ენ­ტუ­შენ­კო­ვი არ არის პო­ლი­ტი­კო­სი, ამას­თან არ არის პირ­ვე­ლი და მა­ღა­ლი კლა­სის ოლი­გარ­ქი, უფრო მე­ო­რე და მე­სა­მე კლა­სი­საა, თუმ­ცა, ფაქ­ტია, რომ მას აქვს უფ­ლე­ბა ივა­ნიშ­ვილს უკარ­ნა­ხოს და ივა­ნიშ­ვი­ლი უარს ვერ ეუბ­ნე­ბა, ეს არ არის კარ­გი“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მან ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ტა­რე­ბულ პო­ლი­ტი­კა­ზეც და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას „რა­ღა­ცე­ბის უფ­ლე­ბას აძ­ლევს რუ­სე­თი”, თუმ­ცა ეუბ­ნე­ბა, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტში არ აკ­რი­ტი­კოს“.

"ჰა­ა­გა­ში ხმა მი­ვე­ცით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა­ზე, ამა­ზე არ გვე­ში­ნია, რომ რუ­სე­თი დაგ­ვი­წყებს ომს?! ჩვენ გა­ე­რო­ში ხმა მი­ვე­ცით რუ­სე­თის გა­რი­ცხვას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტი­დან, ამის გამო ომს არ დაგ­ვი­წყებს?! სა­ი­დან იცის „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ რის გამო დაგ­ვი­წყებს რუ­სე­თი ომს და რის გამო არა, თუ შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ აქვს?!

ბი­ბი­ლოვ­მა რა­ტომ და­ი­წყო ანექ­სი­ა­ზე და რე­ფე­რენ­დუმ­ზე სა­უ­ბა­რი? ვერ წა­მო­არ­ტყა­მენ თავ­ში და ვერ ეტყვი­ან, „რა დროს რე­ფე­რენ­დუ­მია?!“ მაგ­რამ არა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, მათი გა­გე­ბით, „კარ­გად იქ­ცე­ვა“. მთე­ლი ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რე­ბი და დუ­მის წევ­რე­ბი და­ი­რაზმნენ და მი­ემ­ხრნენ ბი­ბი­ლო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ დრო არის მო­ახ­დი­ნონ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ანექ­სია რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თოდ გა­ი­თი­შოს მომ­სა­ხუ­რე­ბის ზო­ნი­დან, არც გა­ე­რო­ში უნდა იძ­ლე­ო­დეს ხმას და ჰქონ­დეს ნე­იტ­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თუ ეში­ნია, უნდა ჩან­დეს, რომ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­ში ეში­ნია, მაგ­რამ ასე არ არის. რა­ღა­ცე­ბის უფ­ლე­ბას რუ­სე­თი აძ­ლევს, მა­გა­ლი­თად „უკ­რა­ი­ნის კონ­ტექ­სტში მაკ­რი­ტი­კე, მაგ­რამ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ბე­დო და შენი სამ­შობ­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტში არ მაკ­რი­ტი­კო“, - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
4

ამას გული იმაზე უფრო წყდება ბატონმა ბიძინამ ქართული ოცნებიდან რომ გამოაგდო

ზურაბ
1

ბატონო პაატა თქვენი თავი რომ შესთავაზონ უკრაინელებს კონფლიქტის მოგვარებაში, არ შეიძლება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: "არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან" - პაატა ზაქარეიშვილი

"გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: "არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან" - პაატა ზაქარეიშვილი

გული მწყდება, რომ ივანიშვილი რუს ბიზნესმენს არ ეუბნება: „არ შემიძლია დაგეხმარო, გასული ვარ პოლიტიკიდან“ - ის შუამავალია რუს ოლიგარქსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ივანიშვილი-ევტუშენკოვის სავარაუდო ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი პოლიტიკიდან არ წასულა.

"გული მწყდება, რომ ივანიშვილი არ ეუბნება ამ რუს ბიზნესმენს, „არ შემიძლია დაგეხმარო, საერთოდ გასული ვარ პოლიტიკიდან“. ის ეუბნება, რომ გადაამისამართებს პრემიერ-მინისტრთან, ანუ ეხმარება. ის შუამავალია რუს ოლიგარქსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის. ეს დასტურია, რომ ის თამამად, თავისუფლად კარნახობს პრემიერ-მინისტრს, რა ეკონომიკურ პროექტებს მიაქციოს ყურადღება”, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, ევტუშენკოვს შეუძლია ივანიშვილს “უკარნახოს“, რაზეც ის უარს ვერ ეუბნება, რაც არ არის კარგი.

"ენტუშენკოვი არ არის პოლიტიკოსი, ამასთან არ არის პირველი და მაღალი კლასის ოლიგარქი, უფრო მეორე და მესამე კლასისაა, თუმცა, ფაქტია, რომ მას აქვს უფლება ივანიშვილს უკარნახოს და ივანიშვილი უარს ვერ ეუბნება, ეს არ არის კარგი“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან ისაუბრა საქართველოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზეც და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას „რაღაცების უფლებას აძლევს რუსეთი”, თუმცა ეუბნება, რომ „საქართველოს კონტექსტში არ აკრიტიკოს“.

"ჰააგაში ხმა მივეცით, რუსეთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, ამაზე არ გვეშინია, რომ რუსეთი დაგვიწყებს ომს?! ჩვენ გაეროში ხმა მივეცით რუსეთის გარიცხვას ადამიანის უფლებათა კომიტეტიდან, ამის გამო ომს არ დაგვიწყებს?! საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ“ რის გამო დაგვიწყებს რუსეთი ომს და რის გამო არა, თუ შეტყობინება არ აქვს?!

ბიბილოვმა რატომ დაიწყო ანექსიაზე და რეფერენდუმზე საუბარი? ვერ წამოარტყამენ თავში და ვერ ეტყვიან, „რა დროს რეფერენდუმია?!“ მაგრამ არა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, მათი გაგებით, „კარგად იქცევა“. მთელი ფედერაციის საბჭოს წევრები და დუმის წევრები დაირაზმნენ და მიემხრნენ ბიბილოვის ინიციატივას, რომ დრო არის მოახდინონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია რუსეთის შემადგენლობაში. მაშინ საქართველო საერთოდ გაითიშოს მომსახურების ზონიდან, არც გაეროში უნდა იძლეოდეს ხმას და ჰქონდეს ნეიტრალური დამოკიდებულება. თუ ეშინია, უნდა ჩანდეს, რომ ყველგან და ყველაფერში ეშინია, მაგრამ ასე არ არის. რაღაცების უფლებას რუსეთი აძლევს, მაგალითად „უკრაინის კონტექსტში მაკრიტიკე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაბედო და შენი სამშობლოს, საქართველოს კონტექსტში არ მაკრიტიკო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.