მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი გახდა, მათ შორის მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაშია სავალდებულო
მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი გახდა, მათ შორის მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაშია სავალდებულო

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ნა­კისრ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს ას­რუ­ლებს - "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 26 აპ­რი­ლი­დან, "B" და "BE" კა­ტე­გო­რი­ე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლი ორე­ტა­პი­ა­ნი გახ­და.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის ახა­ლი სტან­დარ­ტით ჩა­ბა­რე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს 9 სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში შეძ­ლე­ბენ. თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ზუგ­დი­დის სამ­სა­ხურ­ში, ქა­ლაქ­ში გზებ­ზე მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო, კან­დი­და­ტე­ბი მარ­თვის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის ჩა­ბა­რე­ბას შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე ვერ შეძ­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო მარ­შრუ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტარ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი სა­გა­მოც­დო სამ­სა­ხუ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე სა­გა­მოც­დო მარ­შრუ­ტი არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

"ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის პირ­ვე­ლი ეტა­პი და­ხუ­რულ მო­ე­დან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, ხოლო მე­ო­რე ეტა­პი - რე­ა­ლუ­რი საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის პი­რო­ბებ­ში.

მძღო­ლო­ბის კან­დი­დატს უფ­ლე­ბა აქვს, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბი­დან 365 კა­ლენ­და­რუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­დეს. ამას­თა­ნა­ვე, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტაპ­ზე პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბი­დან არა­უ­ად­რეს 15 დღი­სა და­იშ­ვე­ბა. ასე­ვე, მძღო­ლო­ბის კან­დი­დატს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლოს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 160 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა და პირ­ვე­ლი ეტა­პის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მე­ო­რე ეტაპ­ზე 15 დღე­ზე ადრე გა­ვი­დეს.

პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტა­პის გა­მოც­და­ზე გა­სას­ვლე­ლად სა­ჭი­როა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა რიგი და­ჯავ­შნოს. რი­გის და­ჯავ­შნა შე­საძ­ლე­ბე­ლია რო­გორც სა­ა­გენ­ტოს სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში, ასე­ვე, სა­ა­გენ­ტოს ვებგ­ვერ­დის, მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის, ან სწრა­ფი გა­დახ­დის ტერ­მი­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით. მძღო­ლო­ბის კან­დი­და­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დის მე­ო­რე ეტაპ­ზე რი­გის ჯავ­შნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ დრომ­დე, 15 წუ­თით ადრე გა­მო­ცხად­დეს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა ლობჟანიძე
0

როგორც იქნა!

გოჩა
0

ადრე უნდა გაკეთებულიყო ეს ცვლილება.გაივსო გზები უცოდინარებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი გახდა, მათ შორის მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაშია სავალდებულო

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდა დღეიდან ორეტაპიანი გახდა, მათ შორის მისი ჩაბარება რეალურ მოძრაობაშია სავალდებულო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შსს-ს მომსახურების სააგენტო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს - "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 26 აპრილიდან, "B" და "BE" კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.

უწყების ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს 9 სტრუქტურულ ერთეულში შეძლებენ. თუმცა ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში, ქალაქში გზებზე მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კანდიდატები მართვის უფლების მისაღები გამოცდის მეორე ეტაპის ჩაბარებას შესაბამისი სამუშაოების დასრულებამდე ვერ შეძლებენ.

მათივე ცნობით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება. თითოეული საგამოცდო სამსახურისთვის რამდენიმე საგამოცდო მარშრუტი არის შემუშავებული.

"ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპი დახურულ მოედანზე ჩატარდება, ხოლო მეორე ეტაპი - რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.

მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში გავიდეს. ამასთანავე, დაინტერესებული პირი პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა დაიშვება. ასევე, მძღოლობის კანდიდატს საშუალება ექნება, დაჩქარებული მომსახურებით ისარგებლოს, რომლის ღირებულება 160 ლარით განისაზღვრება და პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე 15 დღეზე ადრე გავიდეს.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად საჭიროა, დაინტერესებულმა პირმა რიგი დაჯავშნოს. რიგის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში, ასევე, სააგენტოს ვებგვერდის, მობილური აპლიკაციის, ან სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით. მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე რიგის ჯავშნით გათვალისწინებულ დრომდე, 15 წუთით ადრე გამოცხადდეს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.