რუსული მედია იმ ხელოვანების სიას აქვეყნებს, რომელთაც 50 წლით აეკრძალათ რუსეთში შესვლა. სიაში 31 ადამიანი მოხვდა. ისინი წარმოშობით უკრაინიდან არიან, მაგრამ წლების განმავლობაში პოპულარულები იყვნენ რუსეთში. გამოდიოდნენ რუსეთის სცენაზე და მონაწილეობდნენ სატელევიზიო გადაცემებში.
"შავ სიაში“ მოხვდნენ მომღერლები, მსახიობები, ტელეწამყვანები, ბლოგერები. მათ შორის არიან - დიმიტრო კომაროვი, ანდრეი ბედნიაკოვი, სვეტლანა ლობოდა, ვერკა სერდიუჩკა, ივან დორნი, სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რეჟისორი ოლეგ ბონდარჩუკი...
როგორც რუსული მედია წერს, სანქცირებულები არიან ის ხელოვანები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააპროტესტეს.
მომღერალი სვეტლანა ლობოდა წარმოშობით უკრაინიდან არის. მისი მშობლიური ქალაქი ირპინია. მომღერალი ომის დაწყების დღიდან უკრაინაში მოხალისედ მუშაობს.
"მე არ ვაღიარებ თქვენს სიებს! მიხარია, რომ ამის გაკეთების დრო გაქვთ, ”- ამბობს მომღერალი.
სიაში მოხვდა ცნობილი უკრაინელი ტელეწამყვანი და ბლოგერი "არიოლი და რეშკას“ წამყვანი, ანტონ პტუშკინიც. მას რუსეთში შესვლა 2072 წლამდე აეკრძალა. აკრძალვა ძალაშია 2022 წლის 16 აპრილიდან.
პტუშკინი ერთ თვეში 38 წლის გახდება, შესაბამისად, ბლოგერი რუსეთში ჩასვლას მაშინ შეძლებს, როცა 88 წლის გახდება. თუმცა პტუშკინი იმედოვნებს, რომ უფრო მალე მოახერხებს "იმპერიის“ ნანგრევების გადაღებას.
ომის დაწყებიდან ორ კვირაში უკრაინის რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და შესთავაზა რუსი ხელოვანებისთვის უკრაინის დამსახურებული არტისტების წოდება ჩამოერთვათ. სიაში მოხვდნენ ნიკოლაი ბასკოვი, ფილიპ კირკოროვი, იგორ კრუტოი, ანი ლორაკი და სხვები. თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, რადგანაც ასეთი თემებისთვის ჯერ არ სცალიათ.
აქვე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მომღერლები ღიად უჭერენ მხარს პუტინის პოლიტიკას და ამართლებენ იმ სისასტიკეს, რაც უკრაინაში ხდება. ისინი კი ვინც პუტინს ომის დასრულებისკენ მოუწოდეს, ცისფერი ეკრანებიდან "გააქრეს" და კონცერტები შეუზღუდეს. ნაწილმა უცხოეთს შეაფარა თავი, მეორე ნაწილი კი დუმილს ინარჩუნებს და ქვეყანაში რჩება.
ნახეთ ასევე:
გაუმარჯოს უკრაინას !
მარტო ქართველებისთვის როგორ არის სპორტი, კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა? სომხები,აზერები, თურქები, ირანელები, ებრაელები...... არ გავაგრძელებ... რასაც ვფიქრობ პირდაპირ რო ვთქვა ადმინი დაბლოკავს.
ისევ იმ საძოვარზე უნდა ბევრს დაბრუნდეს, ოღონდ რამე უფრო მარტივად იშოვოს (ვინც დათა თუთაშხია იცის მიხვდება)