მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია
პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა, მა­რი­უ­პოლ­ში “აზოვსტა­ლის” ინ­დუსტრი­ულ ზო­ნა­ზე თავ­დას­ხმას შე­უ­სა­ბა­მო უწო­და და მისი გა­უქ­მე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა მან რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნელს, სერ­გეი შო­ი­გუს და­ა­ვა­ლა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

პუ­ტინ­მა ბრძა­ნე­ბა რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვით ახ­სნა:

"ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის და ოფიც­რე­ბის სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ზე ყო­ველ­თვის უნდა ვი­ფიქ­როთ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ამ შემ­თხვე­ვა­ში. არ არის სა­ჭი­რო ამ კა­ტა­კომ­ბებ­ში ას­ვლა და მი­წის­ქვე­შეთ­ში სე­ირ­ნო­ბა. ეს სამ­რეწ­ვე­ლო ობი­ექ­ტე­ბია“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, მან შო­ი­გუს უბ­რძა­ნა, ისე ჩა­კე­ტონ "აზოვსტა­ლის“ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია, რომ "ბუ­ზიც კი ვერ აფ­რინ­დეს“.

პუ­ტინ­მა შო­ი­გუს ასე­ვე და­ა­ვა­ლა, რომ კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დოს ყვე­ლა უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­როს, ვი­საც ია­რა­ღი ჯერ არ და­უყ­რია, რომ მათ ექ­ნე­ბათ სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის და ღირ­სე­უ­ლი მო­პყრო­ბის გა­რან­ტია, თუკი "აზოვსტალს" და­ტო­ვე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სულ ძა­ლებს "აზოვსტა­ლის" ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა რამ­დე­ნი­მე დღეა ალ­ყა­ში აქვთ მოქ­ცე­უ­ლი.

ბა­ტა­ლი­ონ "აზო­ვის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, გი­ორ­გი ქუ­ფა­რაშ­ვილ­მა გუ­შინ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში“ უკ­რა­ი­ნი­დან ჩარ­თვი­სას იქ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

"იმ­დე­ნად არი­ან გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი, რუ­სებს პუ­ტი­ნის­გან და­ვა­ლე­ბა აქვთ, რომ 9 მა­ისს "აზოვსტა­ლი“ აღე­ბუ­ლი ჰქონ­დეთ, რომ მან ეს იზე­ი­მოს. იქ არ მი­დის ქვე­ი­თე­ბით შე­ტე­ვა, იქ მი­დის სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­ა­ვი­ა­ციო და­უ­თო­ე­ბა. საკ­მა­ოდ მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბა მუ­შა­ობს აზოვსტალ­ზე. ხდე­ბა მთლი­ა­ნად და­უ­თო­ე­ბა აზოვსტა­ლის - იქ არ არის გან­სხვა­ვე­ბა მო­ქა­ლა­ქეა თუ სამ­ხედ­რო, აზო­ვი უნდა დამ­თავ­რდეს, მითი უნდა და­ან­გრი­ონ. უნ­დათ, რომ ამით მა­ინც გა­მო­ა­ჩი­ნონ ძალა - რომ აი, აზო­ვი გა­ვა­ნად­გუ­რეთ. მთე­ლი რუ­სე­თი ეჯაჯ­გუ­რე­ბა ერთი ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ას და ეს პი­რი­ქით, აჩ­ვე­ნებს რამ­დე­ნად აბ­სურ­დულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან რუ­სე­ბი, უკვე ჭკუ­ას­თან ახ­ლოს არ არი­ან", - გა­ნა­ცხა­და მან.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ზაზა
0

ქარხნის ტერიტორიის სრული ბლოკადა და შიმშილით სიკვდილი მიუსაჯა!

ვინ თარგმნის?
9

შეუსაბამო კი არა, მიზანშეუწონელი უწოდა, нецелесообразный ქართულად ნიშნავს მიზანშეუწონელს

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია

პუტინმა მარიუპოლში “აზოვსტალზე" თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და შოიგუს შტურმის გაუქმება დაავალა -  რას წერს რუსული მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მარიუპოლში “აზოვსტალის” ინდუსტრიულ ზონაზე თავდასხმას შეუსაბამო უწოდა და მისი გაუქმების ბრძანება გასცა.

გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, სერგეი შოიგუს დაავალა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პუტინმა ბრძანება რუსი სამხედროების სიცოცხლის გადარჩენის მოტივით ახსნა:

"ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენაზე ყოველთვის უნდა ვიფიქროთ, მაგრამ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ასვლა და მიწისქვეშეთში სეირნობა. ეს სამრეწველო ობიექტებია“, - აღნიშნა პუტინმა.

ამასთანავე, მან შოიგუს უბრძანა, ისე ჩაკეტონ "აზოვსტალის“ მიმდებარე ტერიტორია, რომ "ბუზიც კი ვერ აფრინდეს“.

პუტინმა შოიგუს ასევე დაავალა, რომ კიდევ ერთხელ მოუწოდოს ყველა უკრაინელ სამხედროს, ვისაც იარაღი ჯერ არ დაუყრია, რომ მათ ექნებათ სიცოცხლის შენარჩუნების და ღირსეული მოპყრობის გარანტია, თუკი "აზოვსტალს" დატოვებენ.

ცნობისთვის, რუსულ ძალებს "აზოვსტალის" ინდუსტრიული ზონა რამდენიმე დღეა ალყაში აქვთ მოქცეული.

ბატალიონ "აზოვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ქუფარაშვილმა გუშინ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში“ უკრაინიდან ჩართვისას იქ არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

"იმდენად არიან გამწარებულები, რუსებს პუტინისგან დავალება აქვთ, რომ 9 მაისს "აზოვსტალი“ აღებული ჰქონდეთ, რომ მან ეს იზეიმოს. იქ არ მიდის ქვეითებით შეტევა, იქ მიდის საარტილერიო და საავიაციო დაუთოება. საკმაოდ მძიმე შეიარაღება მუშაობს აზოვსტალზე. ხდება მთლიანად დაუთოება აზოვსტალის - იქ არ არის განსხვავება მოქალაქეა თუ სამხედრო, აზოვი უნდა დამთავრდეს, მითი უნდა დაანგრიონ. უნდათ, რომ ამით მაინც გამოაჩინონ ძალა - რომ აი, აზოვი გავანადგურეთ. მთელი რუსეთი ეჯაჯგურება ერთი ქარხნის ტერიტორიას და ეს პირიქით, აჩვენებს რამდენად აბსურდულ მდგომარეობაში იმყოფებიან რუსები, უკვე ჭკუასთან ახლოს არ არიან", - განაცხადა მან.

იხილეთ ასევე: