მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ
"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ

კრემლში აცხა­დე­ბენ, რომ ნა­ხეს ის ვი­დეო, სა­დაც პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ოლი­გარ­ქი და პო­ლი­ტი­კო­სი ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და ზე­ლენ­სკის სთხოვს, გაც­ვა­ლონ ის და მა­რი­უ­პოლ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა უპა­სუ­ხა. პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინს არა­ვი­თა­რი რე­ა­გი­რე­ბა არ მო­უხ­დე­ნია ვი­დე­ოს ნახ­ვის შემ­დეგ.

  • "ვნა­ხეთ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, პუ­ტი­ნის მხრი­დან ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ ყო­ფი­ლა“, - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა.

ცნო­ბის­თვის, ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი, რო­მე­ლიც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თავს თხოვ­ნით, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ მა­რი­უ­პოლ­ში მყოფ უკ­რა­ი­ნელ სამ­ხედ­რო­ებ­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში გაც­ვა­ლონ. მედ­ვედ­ჩუ­კის მი­მარ­თვას უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

"მსურს მივ­მარ­თო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტს, ვლა­დი­მერ პუ­ტინს და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის თხოვ­ნით, რომ უკ­რა­ი­ნულ­მა მხა­რემ გამ­ცვა­ლოს მა­რი­უ­პო­ლის მცვე­ლებ­სა [უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კა­ცებ­ში] და ქა­ლაქ­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, რო­მელ­თაც არ აქვთ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დე­რეფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ქა­ლა­ქის უსაფრ­თხოდ და­ტო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვედ­ჩუკ­მა.

ვიქ­ტორ მედ­ვედ­ჩუ­კი 12 აპ­რილს და­ა­კა­ვეს. მა­ნამ­დე ის სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატ­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის და­წყე­ბი­დან 3 დღის შემ­დეგ გა­იქ­ცა. და­კა­ვე­ბამ­დე მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბი იყო.

16 აპ­რილს პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ ოლი­გარ­ქს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს უფ­ლე­ბის გა­რე­შე პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
4

მართლა ზელენსკიზე მეტი ფული ჰქონდა მედვედჩუკს,თუ ზელენსკის მეტ აქვს?

AKAKI
3

პუტინს რაში აწყობს ყადაღებით გაფხეკილი ნათესავი გაცვალოს უკრაინელ მებრძოლებში!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ

"პუტინმა ნახა ვიდეო, რომელშიც მედვედჩუკი მას მიმართავს" - რას აცხადებენ კრემლში უკრაინელი ოლიგარქის შესახებ

კრემლში აცხადებენ, რომ ნახეს ის ვიდეო, სადაც პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქი და პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი ვლადიმერ პუტინსა და ზელენსკის სთხოვს, გაცვალონ ის და მარიუპოლში ჩარჩენილი ადამიანები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებულ კითხვას კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა. პესკოვის განცხადებით, პუტინს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია ვიდეოს ნახვის შემდეგ.

  • "ვნახეთ ვიდეომიმართვა, პუტინის მხრიდან ჯერჯერობით არავითარი რეაქცია არ ყოფილა“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც ახლა უკრაინაში პატიმრობაში იმყოფება, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ მარიუპოლში მყოფ უკრაინელ სამხედროებსა და მშვიდობიან მოქალაქეებში გაცვალონ. მედვედჩუკის მიმართვას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"მსურს მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, რომ უკრაინულმა მხარემ გამცვალოს მარიუპოლის მცველებსა [უკრაინელ ჯარისკაცებში] და ქალაქში მყოფ მოქალაქეებში, რომელთაც არ აქვთ ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ქალაქის უსაფრთხოდ დატოვების შესაძლებლობა“, - განაცხადა მედვედჩუკმა.

ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. მანამდე ის სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 3 დღის შემდეგ გაიქცა. დაკავებამდე მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო.

16 აპრილს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უფლების გარეშე პატიმრობა შეეფარდა.

ნახეთ ასევე: