მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს? - ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო" - გოცირიძე
"თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს? - ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო" - გოცირიძე

რა ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზეა სა­უ­ბა­რი, თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯდე­ბით და ტო­მა­ტი­ან ჭი­ქას შე­ვას­ხამ პა­პუ­აშ­ვილს, რათა გა­წით­ლე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რით ჩა­ვი­დეს? - გუ­შინ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ჯობ­და უკ­რა­ი­ნა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ვცვლი ჩემს პო­ზი­ცი­ას, თურ­მე მარ­თლაც არ ყო­ფი­ლა წას­ვლა სა­ჭი­რო, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, რო­მან გო­ცი­რი­ძე სუს-ის მიერ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხრი­დან უკ­რა­ი­ნა­ში შე­საძ­ლო პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის მო­წყო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას.

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, რო­გორც ჩანს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლა, ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

"გან­ცხა­დე­ბა, რომ ჩვენ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს რა­ღა­ცას ვუ­წყობთ, ვერ გა­ვი­გე, რას ვუ­წყობთ? ვკლავთ? ბომბს ვუ­ფეთ­ქებთ აე­რო­პორ­ტში? თურ­მე მარ­თლაც არ ყო­ფი­ლა წას­ვლა სა­ჭი­რო. ჩემი პო­ზი­ცია იყო ასე­თი: ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დე­ლე­გა­ცი­ა­ში ნიშ­ნავ­და, რომ ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ ჩა­ავ­ლო ყურ­ში ხელი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, ჩა­იყ­ვა­ნა და დას­ვა იქ, აი­ძუ­ლა რომ უკ­რა­ი­ნის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ე­ხა­ტათ.

ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უკვე ვცვლი ჩემს გუ­შინ­დელ პო­ზი­ცი­ას. ახლა ვხე­დავ, რომ თა­ვად ესე­ნი აპი­რებ­დნენ პრო­ვო­კა­ცი­ის მო­წყო­ბას. მათ­თვის ჩვე­ნი იქ ყოფ­ნა იქ­ნე­ბო­და, რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან და­მამ­ცი­რე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ჩვენ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვით“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ“.

რო­მან გო­ცი­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და სუს-ის გან­ცხა­დე­ბე­ბი კო­მი­კუ­რია და მათ გე­ბელსსა და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­და­საც გა­და­ას­წრეს.

"კო­მი­კუ­რია, შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ გა­გე­ცი­ნოს, ვი­ნა­ი­დან, არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს იგი­ვე სი­სუ­ლე­ლე. და­წყე­ბუ­ლი ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი, კო­მი­კუ­რი სა­ბუ­რა­ვე­ბის საქ­მი­დან, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე იყო აღ­ძრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ვერც სა­ბუ­რა­ვე­ბი იპო­ვეს და ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა. ასე უნა­მუ­სო და უკვე ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ ქმე­დე­ბებს ისი­ნი მი­მარ­თავ­დნენ, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი იყო და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ უნ­დო­დათ ოპო­ზი­ცი­ის დე­მო­ნი­ზა­ცია, ხან სის­ხლი­ან პლა­კა­ტებს ჩა­მო­კი­დებ­დნენ ხან სა­ბუ­რა­ვე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას აა­ნონ­სებ­დნენ და ალ­ბათ, ერთი ათ­ჯერ არის აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ოღონდ ეს ყო­ველ­თვის კეთ­დე­ბო­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ აბ­რიყ­ვე­ბენ ამომ­რჩევ­ლებს, ჰგო­ნი­ათ, რომ ხალ­ხი უტვი­ნოა და ჭამს ყვე­ლა­ფერს. არა­ვინ არ იჯე­რებ­და და სა­სა­ცი­ლოდ არა­ვის არ ჰყოფ­ნი­და სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ე­ბი გა­დატ­რი­ა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ეს არის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ადა­მი­ა­ნებს არ სცე­მენ პა­ტივს, აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბია უკვე გე­ბელსს გა­ას­წრეს და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დას გა­ას­წრეს, იქ და­სა­ბუ­თე­ბას ცდი­ლობ­დნენ მა­ინც, რა­ღა­ცას შე­თი­თხნიდ­ნენ, ვი­ღა­ცას და­ი­ჭერ­დნენ და აჩ­ვე­ნებ­დნენ და ამ­ბობ­დნენ, ამას უნ­დო­და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის მო­წყო­ბაო.

რა ტე­რო­რის­ტულ აქ­ტზეა სა­უ­ბა­რი, თვითმფრი­ნავ­ში ჩავ­ჯდე­ბით და ტო­მა­ტი­ან ჭი­ქას შე­ვას­ხამ პა­პუ­აშ­ვილს, რათა გა­წით­ლე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რით ჩა­ვი­დეს? ასე­თი სი­სუ­ლე­ლე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვა, მაგ­რამ კარ­გი, ჯან­და­ბას, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი დე­მა­გო­გე­ბი, უზ­ნეო ადა­მი­ა­ნე­ბი ატყუ­ე­ბენ ამომ­რჩევ­ლებს, შე­ვეჩ­ვი­ეთ, მაგ­რამ, რო­დე­საც ამა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს სუს-ი, რო­მე­ლიც არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პი­რა­დი მომ­სა­ხუ­რე აპა­რა­ტი, ესეც არის ძა­ლი­ან ცუდი და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი, მაგ­რამ უკვე ყვე­ლა ზღვარს გა­დას­ცდნენ, თუ შიდა მოხ­მა­რე­ბის­თვის იგო­ნებ­დნენ რა­ღაც ლე­გენ­დებს, დღეს უკვე უკ­რა­ი­ნა ჩარ­თეს, თურ­მე ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­სულ დე­ლე­გა­ცი­ას ტე­რო­რის­ტულ აქტს უწყობს“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

კი­თხვა­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უჭერ­და თუ არა მხარს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტს, რო­მან გო­ცი­რი­ძე აცხა­დებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ყო­ველ­წუ­თი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა იცო­და თუ არა? რა თქმა უნდა, არ იცო­და, არ ღე­ბუ­ლობს ყო­ველ­წუ­თი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ მარ­თავს ოპე­რა­ტი­უ­ლად პარ­ტი­ას, თუმ­ცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის აზრს ბუ­ნებ­რი­ვია ვით­ვა­ლის­წი­ნებთ. ის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში წა­ვალთ თუ არ წა­ვალთ, და ამა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სიგ­ნა­ლე­ბი იყო თუ არა, არ იყო. არ ვპო­პუ­ლის­ტობ, გულ­წრფე­ლად ვამ­ბობ“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

რო­მან გო­ცი­რი­ძემ გა­და­ცე­მა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის არ უნდა ეში­ნო­დეს და უკ­რა­ი­ნა­ში უნდა ჩა­ვი­დეს.

"ბო­ლოს უნდა ვთქვა, უნდა ჩა­ვი­დეს პრე­ზი­დენ­ტიც, ნუ ეში­ნია ივა­ნიშ­ვი­ლის. რო­გორც იუშ­ჩენ­კო იდგა თბი­ლის­ში თა­ვის დრო­ზე, ასე უნდა დად­გეს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ამი­ტომ უნდა წა­ვი­დეს კი­ევ­ში და ეს იქ­ნე­ბა კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრეს­ტი­ჟი უნდა აღ­დგეს, თო­რემ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პრეს­ტი­ჟი არას­დროს არ აღ­დგე­ბა, ეს არის წარ­მა­ვა­ლი, სა­ში­ში პარ­ტია ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის და ამ ქმე­დე­ბე­ბის შემ­დეგ“, - გა­ნა­ცხა­და რო­მან გო­ცი­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინი
1

არ წაგიყვანეს? დაგტოვეს, ნაცებსაც ესირცხვილებუ

ნატული
1

სააკაშვილი არ იღებს გადაწყვეტილებებსო... რა ვი მარგველაშვილმა თქვა სააკაშვილმა გამოგვიშვა შატალოზე უკრაინაშიო. ეტყობა ეს ამბავი არ იცოდა კუპონამ როცა ინტერვიუ ჩაწერა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს? - ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო" - გოცირიძე

"თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს? - ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო" - გოცირიძე

რა ტერორისტულ აქტზეა საუბარი, თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს, რათა გაწითლებული მაისურით ჩავიდეს? - გუშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯობდა უკრაინაში წავსულიყავით, მაგრამ ვცვლი ჩემს პოზიციას, თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო, - ასე ეხმაურება "პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სუს-ის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას.

რომან გოცირიძის განცხადებით, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინაში ჩასვლა, ძალიან დამამცირებელი იქნებოდა.

"განცხადება, რომ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირს რაღაცას ვუწყობთ, ვერ გავიგე, რას ვუწყობთ? ვკლავთ? ბომბს ვუფეთქებთ აეროპორტში? თურმე მართლაც არ ყოფილა წასვლა საჭირო. ჩემი პოზიცია იყო ასეთი: ხატია დეკანოიძის მონაწილეობა დელეგაციაში ნიშნავდა, რომ ხატია დეკანოიძემ ჩაავლო ყურში ხელი პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩაიყვანა და დასვა იქ, აიძულა რომ უკრაინის მხარდაჭერა გამოეხატათ.

ამ განცხადების შემდეგ, უკვე ვცვლი ჩემს გუშინდელ პოზიციას. ახლა ვხედავ, რომ თავად ესენი აპირებდნენ პროვოკაციის მოწყობას. მათთვის ჩვენი იქ ყოფნა იქნებოდა, როგორც ჩანს, ძალიან დამამცირებელი, ყველაფერი გააკეთეს, რომ ჩვენ არ წავსულიყავით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ“.

რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ და სუს-ის განცხადებები კომიკურია და მათ გებელსსა და საბჭოთა პროპაგანდასაც გადაასწრეს.

"კომიკურია, შეიძლება, მხოლოდ გაგეცინოს, ვინაიდან, არაერთხელ გვინახავს იგივე სისულელე. დაწყებული ავადსახსენებელი, კომიკური საბურავების საქმიდან, სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული სახელმწიფო გადატრიალებასთან დაკავშირებით და ვერც საბურავები იპოვეს და ყველას დაავიწყდა. ასე უნამუსო და უკვე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ისინი მიმართავდნენ, როდესაც არჩევნები იყო და წინასაარჩევნოდ უნდოდათ ოპოზიციის დემონიზაცია, ხან სისხლიან პლაკატებს ჩამოკიდებდნენ ხან საბურავების რევოლუციას აანონსებდნენ და ალბათ, ერთი ათჯერ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ოღონდ ეს ყოველთვის კეთდებოდა წინასაარჩევნოდ. წინასაარჩევნოდ აბრიყვებენ ამომრჩევლებს, ჰგონიათ, რომ ხალხი უტვინოა და ჭამს ყველაფერს. არავინ არ იჯერებდა და სასაცილოდ არავის არ ჰყოფნიდა სხვადასხვა ვერსიები გადატრიალებასთან დაკავშირებით.

ეს არის შეურაცხმყოფელი, ადამიანებს არ სცემენ პატივს, აბსურდული ბრალდებებია უკვე გებელსს გაასწრეს და საბჭოთა პროპაგანდას გაასწრეს, იქ დასაბუთებას ცდილობდნენ მაინც, რაღაცას შეთითხნიდნენ, ვიღაცას დაიჭერდნენ და აჩვენებდნენ და ამბობდნენ, ამას უნდოდა ტერორისტული აქტის მოწყობაო.

რა ტერორისტულ აქტზეა საუბარი, თვითმფრინავში ჩავჯდებით და ტომატიან ჭიქას შევასხამ პაპუაშვილს, რათა გაწითლებული მაისურით ჩავიდეს? ასეთი სისულელე როგორ შეიძლება თქვა, მაგრამ კარგი, ჯანდაბას, პოლიტიკოსები დემაგოგები, უზნეო ადამიანები ატყუებენ ამომრჩევლებს, შევეჩვიეთ, მაგრამ, როდესაც ამაში მონაწილეობს სუს-ი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის პირადი მომსახურე აპარატი, ესეც არის ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი, მაგრამ უკვე ყველა ზღვარს გადასცდნენ, თუ შიდა მოხმარებისთვის იგონებდნენ რაღაც ლეგენდებს, დღეს უკვე უკრაინა ჩართეს, თურმე ოპოზიციური პარტია უკრაინაში ჩასულ დელეგაციას ტერორისტულ აქტს უწყობს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილი უჭერდა თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მონაწილეობას ყოველწუთიერ გადაწყვეტილებებში.

"მიხეილ სააკაშვილმა იცოდა თუ არა? რა თქმა უნდა, არ იცოდა, არ ღებულობს ყოველწუთიერ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას, მიხეილ სააკაშვილი არ მართავს ოპერატიულად პარტიას, თუმცა მიხეილ სააკაშვილის აზრს ბუნებრივია ვითვალისწინებთ. ის, რომ უკრაინაში წავალთ თუ არ წავალთ, და ამაში მიხეილ სააკაშვილის სიგნალები იყო თუ არა, არ იყო. არ ვპოპულისტობ, გულწრფელად ვამბობ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რომან გოცირიძემ გადაცემაში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბიძინა ივანიშვილის არ უნდა ეშინოდეს და უკრაინაში უნდა ჩავიდეს.

"ბოლოს უნდა ვთქვა, უნდა ჩავიდეს პრეზიდენტიც, ნუ ეშინია ივანიშვილის. როგორც იუშჩენკო იდგა თბილისში თავის დროზე, ასე უნდა დადგეს სალომე ზურაბიშვილი, ამიტომ უნდა წავიდეს კიევში და ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმისა, რომ საქართველოს პრესტიჟი უნდა აღდგეს, თორემ „ქართული ოცნების“ პრესტიჟი არასდროს არ აღდგება, ეს არის წარმავალი, საშიში პარტია ამ განცხადებების და ამ ქმედებების შემდეგ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.