საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შემაშფოთებელი ამბავი უკრაინიდან: ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს? - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და როგორია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება
შემაშფოთებელი ამბავი უკრაინიდან: ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს? - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და როგორია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში რუს­მა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ უც­ნო­ბი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც მტრის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­დან გა­აფ­რქვი­ეს. მე­დია ეყ­რდნო­ბა "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ო­ნის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა და გა­მო­ყე­ნე­ბა გა­ე­როს ფარ­გლებ­ში არ­სე­ბუ­ლი "ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის კონ­ვენ­ცი­ის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია. შე­თან­ხმე­ბას, ხელს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­აც აწერს.

"მა­რი­უ­პოლ­ში დრო­ნი­დან მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჩა­მო­აგ­დეს. და­შა­ვე­ბუ­ლებს სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ“ , - ნათ­ქვა­მია "აზო­ვის“ ბა­ტა­ლი­ო­ნის "ტე­ლეგ­რა­მარხზე" გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

რო­გორც InformNapalm-ი იუ­წყე­ბა, შე­საძ­ლოა ად­გილ­ზე "ზა­რი­ნი" გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც ქი­მი­უ­რი ია­რა­ღია.

"რუ­სებ­მა ქი­მი­უ­რი ია­რა­ღით შე­უ­ტი­ეს მა­რი­უ­პოლს, აზოვსტა­ლის ქარ­ხა­ნას. თუ დარ­ტყმის პრაქ­ტი­კულ მხა­რე­ზე ვი­სა­უბ­რებთ, ეს არ არის კარ­გი. სამ ადა­მი­ანს აქვს საბ­რძო­ლო ქი­მი­კა­ტე­ბით მო­წამ­ვლის აშ­კა­რა ნიშ­ნე­ბი, მაგ­რამ კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბის გა­რე­შე ...

  • მა­რი­უ­პოლ­ზე ქი­მი­უ­რი თავ­დას­ხმა მხო­ლოდ ერთს ნიშ­ნავს: რუ­სე­ბი ვერ იღე­ბენ მა­რი­უ­პოლს და ვერ ამარ­ცხე­ბენ უკ­რა­ი­ნის დამ­ცვე­ლებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარ­და აკ­რძა­ლუ­ლი ია­რა­ღის გა­ნურ­ჩევ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბი­სა“, - აღ­ნიშ­ნა "აზო­ვის" ლი­დერ­მა ან­დრეი ბე­ლეც­კიმ მი­მარ­თვი­სას.

მისი თქმით, და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი თა­ვის ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს.

"ახლა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, სან­ქცი­ე­ბის მე-6 პა­კე­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. დროა, ეს პა­კე­ტი ისე­თი იყოს, რომ რუ­სუ­ლი მხა­რის მხრი­დან, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რაღ­ზე სი­ტყვაც კი აღარ ის­მო­დეს", - გა­ნა­ცხა­და მან.

ზე­ლენ­სკიმ მსოფ­ლიო ლი­დე­რებს შე­ახ­სე­ნა, რომ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­კი­თხი უკვე მრა­ვალ­ჯერ იყო გან­ხი­ლუ­ლი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათი მხრი­დან დრო­უ­ლი და მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო.

"დღეს ოკუ­პან­ტებ­მა ახა­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რაც უკ­რა­ი­ნი­სა და ჩვე­ნი დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ტე­რო­რის ახა­ლი ეტა­პის­თვის მათ მომ­ზა­დე­ბას მოწ­მობს. ოკუ­პან­ტე­ბის ერთ-ერ­თმა პირ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მათ, მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­ეძ­ლოთ. ჩვენ ამას, მაქ­სი­მა­ლუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად ვე­კი­დე­ბით.

  • მსოფ­ლიო ლი­დე­რებს მინ­და შე­ვახ­სე­ნო, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ უკვე გან­ხი­ლუ­ლია და უკვე იმ დროს, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ რუ­სე­თის აგ­რე­სი­ა­ზე, ბევ­რად უფრო სწრა­ფი და მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა იყო სა­ჭი­რო. ევ­რო­კავ­შირ­მა ახლა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, სან­ქცი­ე­ბის მე-6 პა­კე­ტის გან­ხილ­ვა და­ი­წყო. დროა, ეს პა­კე­ტი ისე­თი იყოს, რომ რუ­სუ­ლი მხა­რის მხრი­დან, მა­სობ­რი­ვი გა­ნად­გუ­რე­ბის ია­რაღ­ზე სი­ტყვაც კი აღარ ის­მო­დეს. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, ნავ­თო­ბის ემ­ბარ­გო სა­ვალ­დე­ბუ­ლოა", - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნულ ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა პენ­ტა­გო­ნიც.

"ჩვენ ამ დრო­ის­თვის ვე­რა­ფერს და­ვა­დას­ტუ­რებთ და სი­ტუ­ა­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბით მო­ნი­ტო­რინგს გა­ვაგ­რძე­ლებთ, - მა­რი­უ­პოლ­ში, ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ" - თქვა პენ­ტა­გო­ნის სპი­კერ­მა, ჯონ კირ­ბიმ.

კირ­ბის თქმით, ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

"ვი­ცით სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ცნო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა, მა­რი­უ­პოლ­ში, პო­ტენ­ცი­უ­რი ქი­მი­უ­რი საბ­რძო­ლო მა­სა­ლა გა­ნა­ლა­გეს. ჩვენ ამ დრო­ის­თვის ვე­რა­ფერს და­ვა­დას­ტუ­რებთ და სი­ტუ­ა­ცი­ის ყუ­რა­დღე­ბით მო­ნი­ტო­რინგს გა­ვაგ­რძე­ლებთ. თუ ეს ცნო­ბე­ბი სი­მარ­თლეა, ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია და ასე­ვე ასა­ხავს იმ შეშ­ფო­თე­ბას, რო­მე­ლიც გვქონ­და, უკ­რა­ი­ნა­ში, რუ­სე­თის მიერ, პო­ტენ­ცი­უ­რად, არე­უ­ლო­ბის მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. მათ შო­რი­საა, ცრემლსა­დე­ნი გაზი, შე­რე­უ­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და კირ­ბიმ.

ოკუ­პან­ტე­ბის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის შე­საძ­ლო გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე შე­ფა­სე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ლიზ ტრა­სის თქმით, დიდი ბრი­ტა­ნე­თი მუ­შა­ობს, რათა დე­ტა­ლე­ბი გა­და­ა­მოწ­მოს.

მისი თქმით, მსგავ­სი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცია იქ­ნე­ბა, რის­თვი­საც პუ­ტი­ნი და მისი რე­ჟი­მი პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მა.

"ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სულ­მა ძა­ლებ­მა, მა­რი­უ­პო­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე თავ­დას­ხმი­სას, შე­საძ­ლოა ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს. ჩვენ, დე­ტა­ლე­ბის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, სას­წრა­ფოდ ვმუ­შა­ობთ პარტნი­ო­რებ­თან. ასე­თი ია­რა­ღის ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ამ კონ­ფლიქ­ტის გულ­ქვა ეს­კა­ლა­ცია იქ­ნე­ბა და ჩვენ, პუ­ტინ­სა და მის რე­ჟიმს, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მივ­ცემთ", - წერს ტრა­სი "ტვი­ტერ­ში".

"თუ რუ­სე­თის მხრი­დან ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა და­დას­ტურ­და, ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი დარ­ღვე­ვა" - ამის შე­სა­ხებ ავ­სტრა­ლი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა მა­რიზ პე­ინ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რი­ა­ნა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია.

”ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია ცნო­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის მიერ ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი დარ­ღვე­ვა. ავ­სტრა­ლია იმუ­შა­ვებს კო­ლე­გებ­თან ერ­თად, რათა დად­გინ­დეს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სის­წო­რე და დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვავ­რცე­ლებთ“, - გა­ნა­ცხა­და მან.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავთო
0

რუსეთმა ქიმიური იარაღი გამოიყენა და სამ კაცს თავბრუსხვევა აქვსო???? ასეთი სისულელეების გავრცელება თავად უკრაინას ვნებს. ნატოს წარმომადგენლებს ადრე ჰქონდათ ნათქვამი - ჩვენ იმ შემთხვევაში ჩავერევით, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებსო. ეხლა კი განაცხადეს: მაგრად შევშფოთდით, მაგრამ მგონი არ გამოუყენებიათო?! რავი, ჩვენ მტკიცებულებები არ გვაქვსო?! სამაგიეროდ უკრაინელებს ეუბნებიან - მართალია ომი თქვენ ტერიტორიაზეა, თქვენ გბომბავენ, მაგრამ უპირატესობა თქვენ გაქთო. ამას მარაზმიც აღარ ჰქვია და კომენტარიც ზედმეტია. 

AKAKI
14

რუსეთი როგორც კი დაატყობს რომ ეკარგება! თავისი აზრით! საკუთარი საკუთრება! მაშინ შეიქმნება ყველანაირი რისკები გამოიყენოს! ქიმიური და ატომური იარაღი უკრაინის წინააღმდეგ!

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

შემაშფოთებელი ამბავი უკრაინიდან: ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს? - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და როგორია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

შემაშფოთებელი ამბავი უკრაინიდან: ოკუპანტებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს? - რა არის ამ დროისთვის ცნობილი და როგორია საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება

უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან გააფრქვიეს. მედია ეყრდნობა "აზოვის" ბატალიონის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას.

  • აღსანიშნავია, რომ ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება გაეროს ფარგლებში არსებული "ქიმიური იარაღის კონვენციის“ საერთაშორისო ხელშეკრულებით აკრძალულია. შეთანხმებას, ხელს რუსეთის ფედერაციაც აწერს.

"მარიუპოლში დრონიდან მომწამვლელი ნივთიერება ჩამოაგდეს. დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ“ , - ნათქვამია "აზოვის“ ბატალიონის "ტელეგრამარხზე" გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც InformNapalm-ი იუწყება, შესაძლოა ადგილზე "ზარინი" გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია.

"რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას. თუ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე ...

  • მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და ვერ ამარცხებენ უკრაინის დამცველებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის განურჩევლად გამოყენებისა“, - აღნიშნა "აზოვის" ლიდერმა ანდრეი ბელეცკიმ მიმართვისას.

მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვაში გამოეხმაურა რუსების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს.

"ახლა, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი ისეთი იყოს, რომ რუსული მხარის მხრიდან, მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს", - განაცხადა მან.

ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ საკითხი უკვე მრავალჯერ იყო განხილული და ამასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან დროული და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო.

"დღეს ოკუპანტებმა ახალი განცხადება გაავრცელეს, რაც უკრაინისა და ჩვენი დამცველების წინააღმდეგ, ტერორის ახალი ეტაპისთვის მათ მომზადებას მოწმობს. ოკუპანტების ერთ-ერთმა პირმა განაცხადა, რომ მათ, მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ, ქიმიური იარაღის გამოყენება შეეძლოთ. ჩვენ ამას, მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით.

  • მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ უკვე განხილულია და უკვე იმ დროს, ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე, ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. ევროკავშირმა ახლა, რუსეთის წინააღმდეგ, სანქციების მე-6 პაკეტის განხილვა დაიწყო. დროა, ეს პაკეტი ისეთი იყოს, რომ რუსული მხარის მხრიდან, მასობრივი განადგურების იარაღზე სიტყვაც კი აღარ ისმოდეს. რუსეთის წინააღმდეგ, ნავთობის ემბარგო სავალდებულოა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მოგვიანებით აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პენტაგონიც.

"ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ, - მარიუპოლში, ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ" - თქვა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ.

კირბის თქმით, ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, აღნიშნული ფაქტი შემაშფოთებელია.

"ვიცით სოციალური მედიის ცნობები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლში, პოტენციური ქიმიური საბრძოლო მასალა განალაგეს. ჩვენ ამ დროისთვის ვერაფერს დავადასტურებთ და სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს გავაგრძელებთ. თუ ეს ცნობები სიმართლეა, ღრმად შემაშფოთებელია და ასევე ასახავს იმ შეშფოთებას, რომელიც გვქონდა, უკრაინაში, რუსეთის მიერ, პოტენციურად, არეულობის მაკონტროლებელი საშუალებების გამოყენების შესახებ. მათ შორისაა, ცრემლსადენი გაზი, შერეული ქიმიური საშუალებები", - განაცხადა კირბიმ.

ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე შეფასებები გააკეთეს დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლიზ ტრასის თქმით, დიდი ბრიტანეთი მუშაობს, რათა დეტალები გადაამოწმოს.

მისი თქმით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხისგებაში მიეცემა.

"ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა, მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას, შესაძლოა ქიმიური საშუალებები გამოიყენეს. ჩვენ, დეტალების გადასამოწმებლად, სასწრაფოდ ვმუშაობთ პარტნიორებთან. ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ამ კონფლიქტის გულქვა ესკალაცია იქნება და ჩვენ, პუტინსა და მის რეჟიმს, პასუხისგებაში მივცემთ", - წერს ტრასი "ტვიტერში".

"თუ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა" - ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარიზ პეინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრიანაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობები ძალიან შემაშფოთებელია.

”ძალიან შემაშფოთებელია ცნობები უკრაინაში რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ მათი გამოყენება დადასტურდება, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა. ავსტრალია იმუშავებს კოლეგებთან ერთად, რათა დადგინდეს ამ ინფორმაციის სისწორე და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - განაცხადა მან.