კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის 10 ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება
თბილისის 10 ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება

თბი­ლი­სის 10 ქუ­ჩას 1989 წლის 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა სა­ხე­ლე­ბი მი­ე­ნი­ჭე­ბა. თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ცნო­ბით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­ი­ღეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ამ გა­ნი­ხი­ლა დე­და­ქა­ლა­ქის რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში ნინო თო­ი­ძის, ნატო გი­ორ­გა­ძის, ვე­ნე­რა მეტ­რე­ვე­ლის, აზა ადა­მი­ას, მა­რი­ნა ჭყო­ნია-სა­მარ­გუ­ლი­ა­ნის, ნანა სა­მარ­გუ­ლი­ა­ნის, ზა­ი­რა კიკ­ვი­ძის, ნო­დარ ჯან­გი­რაშ­ვი­ლის, მა­მუ­კა ნო­ზა­ძის და შალ­ვა ქვას­რო­ლი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩე­ბის სა­ხელ­დე­ბის სა­კი­თხე­ბი.

რო­გორც თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რემ გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, 9 აპ­რილს და­ღუ­პულ გმი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის შექ­მნა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვით.

„ჩვენ მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. 9 აპ­რილს გმი­რუ­ლად და­ღუ­პუ­ლებ­მა მარ­თლაც შექ­მნეს უახ­ლე­სი ის­ტო­რია. მათ თავი შეს­წი­რეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. 9 აპ­რი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღეა. ეს არის რო­გორც ტკი­ვი­ლის, ასე­ვე დიდი გა­მარ­ჯვე­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბის დღე. ათე­უ­ლი წლე­ბის შემ­დგომ, დღე­საც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ფა­სე­უ­ლია ასე­თი გმი­რე­ბის და­ფა­სე­ბა. დღეს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის თავ­გან­წირ­ვის მა­გა­ლი­თი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

ჩვენ­თვის, საკ­რე­ბუ­ლოს­თვის დიდი პა­ტი­ვია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი გმი­რე­ბის სა­ხე­ლე­ბის უკ­ვდავ­ყო­ფა,“- გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, თბი­ლის­ში 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა გმი­რის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბა.

„9 აპ­რილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლას სი­ცო­ცხლე 21-მა ადა­მი­ან­მა შეს­წი­რა. დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი ათ მათ­განს ეხე­ბა. მე მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის წინა მოწ­ვე­ვის შე­მად­გენ­ლო­ბას, რო­მელ­მაც და­ნერ­გა ეს პრაქ­ტი­კა. თბი­ლი­სის ქუ­ჩებს უკვე მი­ე­ნი­ჭა 9 აპ­რილს და­ღუ­პუ­ლი თერ­თმე­ტი გმი­რის სა­ხე­ლი. საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კი, თბი­ლის­ში ამ ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ყვე­ლა გმი­რის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა იქ­ნე­ბა.

ეს უნდა იყოს მუდ­მი­ვი პრო­ცე­სი. მუდ­მი­ვად უნდა ჟღერ­დეს და გვახ­სოვ­დეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძოდ­ნენ,“- გა­ნა­ცხა­და ნინო ვარ­დო­სა­ნი­ძემ.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს ცნო­ბით, კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქვეს რო­გორც კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა, ასე­ვე 9 აპ­რილს და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

„თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის წევ­რებ­მა დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ათი­ვე სა­კითხს მხა­რი და­უ­ჭი­რეს და საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე და­სამ­ტკი­ცებ­ლად წარ­სად­გე­ნად და­დე­ბი­თი რე­კო­მენ­და­ცია მის­ცეს.

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ამ 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ის დროს და­ღუ­პულ­თა სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩე­ბის სა­ხელ­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო. ამ დრო­ის­თვის დე­და­ქა­ლა­ქის 11 ქუჩა მათ სა­ხე­ლებს ატა­რებს.

1989 წლის 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას 21 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე ემსხვერ­პლა. ისი­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimino
0

ბიძინა ივანიშვილის მდივანის, ღარიბაშვილის კომენტარი იქნებოდა: ,,ჩუმად ყოფილიყვნენ და არ დასიჯებოდნენო"..... 

Lasha
0

ქოცეური ლოგიკით, ზვიადის ბრალია, რაც 9 აპრილს მოხდა.... 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თბილისის 10 ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება

თბილისის 10 ქუჩას 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება

თბილისის 10 ქუჩას 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სახელები მიენიჭება. თბილისის საკრებულოს ცნობით, გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მიიღეს.

მათი ინფორმაციით, კომისიამ განიხილა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ნინო თოიძის, ნატო გიორგაძის, ვენერა მეტრეველის, აზა ადამიას, მარინა ჭყონია-სამარგულიანის, ნანა სამარგულიანის, ზაირა კიკვიძის, ნოდარ ჯანგირაშვილის, მამუკა ნოზაძის და შალვა ქვასროლიაშვილის სახელობის ქუჩების სახელდების საკითხები.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, 9 აპრილს დაღუპულ გმირებს საქართველოს უახლესი ისტორიის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვით.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. 9 აპრილს გმირულად დაღუპულებმა მართლაც შექმნეს უახლესი ისტორია. მათ თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. ეს არის როგორც ტკივილის, ასევე დიდი გამარჯვების, ერთიანობის დღე. ათეული წლების შემდგომ, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეულია ასეთი გმირების დაფასება. დღეს, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ამ ადამიანების თავგანწირვის მაგალითი დღესაც აქტუალურია.

ჩვენთვის, საკრებულოსთვის დიდი პატივია საქართველოსთვის თავდადებული გმირების სახელების უკვდავყოფა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში 9 აპრილს დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.

„9 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლას სიცოცხლე 21-მა ადამიანმა შესწირა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ათ მათგანს ეხება. მე მინდა, მადლობა გადავუხადო საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წინა მოწვევის შემადგენლობას, რომელმაც დანერგა ეს პრაქტიკა. თბილისის ქუჩებს უკვე მიენიჭა 9 აპრილს დაღუპული თერთმეტი გმირის სახელი. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, თბილისში ამ ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპული ყველა გმირის სახელობის ქუჩა იქნება.

ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი. მუდმივად უნდა ჟღერდეს და გვახსოვდეს ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ,“- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

თბილისის საკრებულოს ცნობით, კომისიის სხდომაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს როგორც კომისიის წევრებმა, ასევე 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებმა.

„თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ათივე საკითხს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარსადგენად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სახელობის ქუჩების სახელდება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დროისთვის დედაქალაქის 11 ქუჩა მათ სახელებს ატარებს.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას 21 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისინი გარდაცვალების შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.