მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა" - დიმიტრი პესკოვი
"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა" - დიმიტრი პესკოვი

კრემ­ლის პრესს­პი­კე­რის დი­მიტ­რი პეს­კო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ის­ტო­რია 2014 წელს "არა­ლე­გა­ლუ­რი აჯან­ყე­ბის“ დროს შე­იც­ვა­ლა და უკ­რა­ი­ნა ანტი-რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, რო­მე­ლიც "ყვე­ლა­ფერს, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ხდე­ბო­და რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თავ­და“.

SKY NEWS-ის ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, არის თუ არა რუ­სე­თის­თვის შუ­რა­ცხყო­ფა ის და­ნა­კარ­გე­ბი, რა­საც რუ­სე­თი ომში გა­ნიც­დის, პეს­კოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ "ეს არის არას­წო­რი გა­გე­ბა იმი­სა, რაც ხდე­ბა“.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა დას­ძი­ნა, რომ ქვეყ­ნის ჯა­რებ­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გე­ბი გა­ნი­ცა­დეს.

"ჩვენ გვაქვს ჯა­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­კარ­გი და ეს ჩვენ­თვის უზარ­მა­ზა­რი ტრა­გე­დი­აა", -გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა.

ამას­თან, მისი თქმით, "მა­რი­უ­პო­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა“ და სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლის და­ბომბვა, რო­მელ­მაც სა­ერ­თა­შო­რი­სო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, ყალ­ბი იყო.

მან­ვე დას­ძი­ნა, რომ გა­ნად­გუ­რე­ბულ ქა­ლაქ ბუ­ჩა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, სა­დაც სულ მცი­რე 300 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, "კარ­გად დად­გმუ­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­აა, სხვა არა­ფე­რი".

"ეს თა­მა­მი სი­ყალ­ბეა და ჩვენ ამა­ზე ვსა­უბ­რობთ რამ­დე­ნი­მე დღეა, მაგ­რამ არა­ვინ გვის­მენს. ბუ­ჩას სცე­ნე­ბი იყო "შეთ­ქმუ­ლე­ბა" , - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­აკ­რი­ტი­კა ბო­რის ჯონ­სო­ნიც და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ქმე­დე­ბებს რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში "ხმა­მა­ღა­ლი რი­ტო­რი­კა უწო­და“. მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჯონ­სო­ნის­გან მსგავ­სი მიდ­გო­მა ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხეს.

"რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბის დღი­დან მისი რი­ტო­რი­კა ხმა­მა­ღა­ლია. ასე რომ, ჩვე­ნი გა­გე­ბით, ის არ არის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში. ჩვენ არა­სო­დეს მოგ­ვის­მე­ნია მსგავ­სი რი­ტო­რი­კა ბო­რის ჯონ­სო­ნის­გან ბოლო რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუნ­დაც მა­შინ, რო­დე­საც დონ­ბას­ში ხალ­ხი და­ი­ღუ­პა უკ­რა­ი­ნე­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტე­ბის მიერ, რო­დე­საც ისი­ნი მძი­მედ და­ბომ­ბეს“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

კრემ­ლის პრესს­პი­კერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ნატო კონფრონ­ტა­ცი­ის­თვის შე­იქ­მნა და ალი­ან­სის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სწო­რედ რუ­სე­თის კონფრონ­ტა­ცი­აა.

მისი თქმით, სან­ქცი­ე­ბი, რო­მე­ლი მათ და­უ­წეს­დათ ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლურ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს, რად­გან ბოლო ათე­უ­ლი წლე­ბია მის ქვეშ ცხოვ­რო­ბენ და ამ მდგო­მა­რე­ო­ბას უკვე შე­ეჩ­ვივ­ნენ.

"ჩვენ და­ვი­წყეთ ამ სან­ქცი­ე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბა ერთი წლის წინ. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, ეკო­ნო­მი­კუ­რად ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მაგ­რამ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა ჯერ კი­დევ ფეხ­ზე დგას და საკ­მა­ოდ კარ­გად ვართ“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სანდრო
0

დიმიტრი რაღაც არ გეტყობა "ეგ ამბავი"...

ზაზა
0

გაგაგიჟებენ ეს რუსები, უკრაინა ანტი რუსული სახელმწიფო გახდაო 2014 წლიდანო. უკვირთ, ყირიმი წაართვით, დონეცკი, ლუგანსკი და რატომ არის ანტირუსულიო? აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვით და კიდევ გინდათ მადლობა გჯთხრათ? ვერ ლავეს პესკოვ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა" - დიმიტრი პესკოვი

"გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა" - დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის ისტორია 2014 წელს "არალეგალური აჯანყების“ დროს შეიცვალა და უკრაინა ანტი-რუსული სახელმწიფო გახდა, რომელიც "ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდებოდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართავდა“.

SKY NEWS-ის ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთისთვის შურაცხყოფა ის დანაკარგები, რასაც რუსეთი ომში განიცდის, პესკოვმა აღნიშნა, რომ ,,ეს არის არასწორი გაგება იმისა, რაც ხდება“.

კრემლის პრესსპიკერმა დასძინა, რომ ქვეყნის ჯარებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს.

"ჩვენ გვაქვს ჯარის მნიშვნელოვანი დანაკარგი და ეს ჩვენთვის უზარმაზარი ტრაგედიაა", -განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, "მარიუპოლი ნაციონალისტური ბატალიონებისგან გათავისუფლდება“ და სამშობიარო სახლის დაბომბვა, რომელმაც საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია, ყალბი იყო.

მანვე დასძინა, რომ განადგურებულ ქალაქ ბუჩაში შექმნილი ვითარება, სადაც სულ მცირე 300 ადამიანი დაიღუპა, "კარგად დადგმული ინსინუაციაა, სხვა არაფერი".

"ეს თამამი სიყალბეა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ რამდენიმე დღეა, მაგრამ არავინ გვისმენს. ბუჩას სცენები იყო "შეთქმულება" , - აღნიშნა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ინტერვიუში გააკრიტიკა ბორის ჯონსონიც და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ქმედებებს რუსეთთან მიმართებაში ,,ხმამაღალი რიტორიკა უწოდა“. მან აღნიშნა, რომ ჯონსონისგან მსგავსი მიდგომა ბოლო რვა წლის განმავლობაში პირველად დაინახეს.

"რუსეთთან მიმართებაში ოპერაციის დაწყების დღიდან მისი რიტორიკა ხმამაღალია. ასე რომ, ჩვენი გაგებით, ის არ არის კონსტრუქციული თავის დამოკიდებულებაში. ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მსგავსი რიტორიკა ბორის ჯონსონისგან ბოლო რვა წლის განმავლობაში, თუნდაც მაშინ, როდესაც დონბასში ხალხი დაიღუპა უკრაინელი ნაციონალისტების მიერ, როდესაც ისინი მძიმედ დაბომბეს“, - განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო კონფრონტაციისთვის შეიქმნა და ალიანსის მთავარი მიზანი სწორედ რუსეთის კონფრონტაციაა.

მისი თქმით, სანქციები, რომელი მათ დაუწესდათ ეგზისტენციალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ბოლო ათეული წლებია მის ქვეშ ცხოვრობენ და ამ მდგომარეობას უკვე შეეჩვივნენ.

"ჩვენ დავიწყეთ ამ სანქციებისთვის მომზადება ერთი წლის წინ. ასე რომ, ახლა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ჯერ კიდევ ფეხზე დგას და საკმაოდ კარგად ვართ“, - განაცხადა პესკოვმა.