ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან. აღნიშნულის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.
"ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მქონდა შესაძლებლობა ხანმოკლე შეხვედრა გამემართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან. შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ მჭიდრო კომუნიკაციას. კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ“, - წერს დარჩიაშვილი Twitter-ის პირად გვერდზე.
იხილეთ ასევე:
ძალიან კარგია და მასე გააგრძელე, უკრაინელებთან ლაპარაკი გაგიძნელდათ? უფრო ინტენსიური უნდა იყოს კონტაქტები. მოსთხოვე დამამტკიცებელი ფაქტი რაზეც წაგვიყენეს ბრალი უკრაინელებმა. ლაპარაკი ისწავლეთ და ბუტიაობას თავი დაანაბეთ. ბოდიში აქვთ მოსახდელი და მოახდევინეთ.
მაგ უმადურებს რა გინდა რომ გააგებინო,ვერაფერს ისეთი გარემოცვა ჰყავთ! აწყობთ და მაგიტომ უსმენენ! ასე რომ,ცოტა საკუთარი თავის პატივისცემა ვისწავლოთ!