მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ლაგუნა ვერესთან" მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
“ლაგუნა ვერესთან" მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" 2 პი­რის - კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ა­სა და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძის მკვლე­ლო­ბი­სა და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ ოთხი­ვე ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა გა­მო­ა­ცხა­და.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ ყვე­ლა­ზე მკაც­რი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას მო­ი­თხოვ­და.

ად­ვო­კა­ტე­ბი ბალ­დე­ბუ­ლე­ბის - კობა მეტ­რე­ვე­ლის, გი­ორ­გი გე­ლო­ვა­ნის, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი პეტ­რუშ­კოს მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000, 10 000, 60 000 და 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას ითხოვ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, 3 აპ­რილს, თბი­ლის­ში, "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან", გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი საგ­ზაო კომ­პა­ნი­ის ოფის­ში, სა­დაც ორ­მხრი­ვი სრო­ლა იყო, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი დაჭ­რეს, 2 პირი - კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე კი მოკ­ლეს. კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ას ძმა იყო.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლის ოფის­ში კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას­თან და ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძეს­თან სა­სა­უბ­როდ მათი ნაც­ნო­ბი - ბიზ­ნეს­მე­ნი მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე 17 ადა­მი­ან­თან ერ­თად მი­ვი­და, რო­მელ­თა­გა­ნაც 5 პირი მისი პი­რა­დი დაც­ვა იყო. სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ამ ბიზ­ნეს­მენ მე­ტო­ნი­ძი­სა და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე, ოთარ ბარ­კა­ლა­ია და და­ვით ცის­კა­რიშ­ვი­ლი და­იჭრ­ნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ბიზ­ნეს­მე­ნის დაც­ვის წევ­რმა კობა მეტ­რე­ველ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რა­საც კონ­სტან­ტი­ნე ქო­ბუ­ლი­ას სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა.და­უდ­გე­ნე­ლია პირი, რომ­ლის გას­რო­ლი­თაც ვახ­ტანგ გურ­გე­ნი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მარ­ლენ მე­ტო­ნი­ძე შეხ­ვედ­რის ად­გილ­ზე ჯავ­შან­ჟი­ლე­ტით იყო მი­სუ­ლი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ცნო­ბით, ოფის­ში, სა­დაც სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, ია­ტაკ­ზე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ცე­ლოფ­ნე­ბი იყო მო­ფე­ნი­ლი, რაც შე­საძ­ლოა, მკვლე­ლო­ბის წი­ნას­წარ გან­ზრახ­ვა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს.

კონ­ფლიქ­ტში და­ახ­ლო­ე­ბით, 20 პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. პრო­კუ­რა­ტუ­რა შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე პირ­თა წრის გაზ­რდას არ გა­მო­რი­ცხავს. სა­ერ­თო ჯამ­ში, საქ­მე­ზე 5 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის, გან­სა­კუ­თე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს გი­ორ­გი გე­ლო­ვა­ნი, გი­ორ­გი ას­ლა­ნიშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პეტ­რუშ­კო. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით - და­კა­ვე­ბუ­ლია კობა მეტ­რე­ვე­ლი, ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით კი, გი­ორ­გი ქვე­ლი­აშ­ვი­ლი.

bundo
0

ra ver gaiyes aseti ro ertmaneti mokles... zalian cudi ambavia.. absolituri ganukitxaobaa qveyanashi gamosavali ki arsaidan chans.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

“ლაგუნა ვერესთან" მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

“ლაგუნა ვერესთან" მომხდარ სისხლიან გარჩევაში მონაწილე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

"ლაგუნა ვერესთან" 2 პირის - კონსტანტინე ქობულიასა და ვახტანგ გურგენიძის მკვლელობისა და კიდევ რამდენიმე ადამიანის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ბრალდების მხარე ყველა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

ადვოკატები ბალდებულების - კობა მეტრეველის, გიორგი გელოვანის, გიორგი ასლანიშვილისა და გიორგი პეტრუშკოს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000, 10 000, 60 000 და 5 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ.

ცნობისთვის, 3 აპრილს, თბილისში, "ლაგუნა ვერესთან", გიორგი ქველიაშვილის კუთვნილი საგზაო კომპანიის ოფისში, სადაც ორმხრივი სროლა იყო, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, 2 პირი - კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე კი მოკლეს. კონსტანტინე ქობულია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა იყო.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ქველიაშვილის ოფისში კონსტანტინე ქობულიასთან და ვახტანგ გურგენიძესთან სასაუბროდ მათი ნაცნობი - ბიზნესმენი მარლენ მეტონიძე 17 ადამიანთან ერთად მივიდა, რომელთაგანაც 5 პირი მისი პირადი დაცვა იყო. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, კონსტანტინე ქობულიამ ბიზნესმენ მეტონიძისა და მისი თანმხლები პირების მისამართით გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მარლენ მეტონიძე, ოთარ ბარკალაია და დავით ცისკარიშვილი დაიჭრნენ. აღნიშნული დაპირისპირებისას ბიზნესმენის დაცვის წევრმა კობა მეტრეველმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა, რასაც კონსტანტინე ქობულიას სიცოცხლე ემსხვერპლა.დაუდგენელია პირი, რომლის გასროლითაც ვახტანგ გურგენიძე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მარლენ მეტონიძე შეხვედრის ადგილზე ჯავშანჟილეტით იყო მისული. დაუზუსტებელი ცნობით, ოფისში, სადაც სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირები მივიდნენ, იატაკზე პოლიეთილენის ცელოფნები იყო მოფენილი, რაც შესაძლოა, მკვლელობის წინასწარ განზრახვაზე მიუთითებდეს.

კონფლიქტში დაახლოებით, 20 პირი მონაწილეობდა. პროკურატურა შესაძლო დამნაშავე პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს. საერთო ჯამში, საქმეზე 5 პირია დაკავებული, მათ შორის, განსაკუთებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს გიორგი გელოვანი, გიორგი ასლანიშვილი, გიორგი პეტრუშკო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით - დაკავებულია კობა მეტრეველი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით კი, გიორგი ქველიაშვილი.