ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში უბედურ შემთხვევას 3 წლის ბავშვი ემსხვერპლა.
3 წლის ბავშვმა ფსიქოტროპული პრეპარატი დალია. მცირეწლოვანი ბიჭი ჯერ ადგილობრივ, შემდეგ კი თბილისში, იაშვილის კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თანასოფლელების ინფორმაციით, ბიჭი შემთხვევის დროს დასთან ერთად იყო. როგორც ცნობილია, და-ძმა ბებიასთან მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა.
"შემთხვევის დროს ბავშვები თამაშობდნენ. პატარა ბიჭს მაშინ დაულევია წამალი. ყველაფერს ეცადნენ, მაგრამ ვერ გადაარჩინეს“, - ამბობენ ადგილობრივები.
მშობელს და მინდობილ პირს, ვისაც არ აქვს დრო, მატერიაური რესურსი სურვილი და ენერია აღზარდოს მცირეწლოვანი, არ უნდა ქონდეს მცირეწოვანის გაზრდის უფლება.
სად არიან აქტივისტები, სახეს რომ იხოკავენ ოჯახიდან ბავშვის გამოყვანაზე