სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი
ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი

"ნახ­ში­რი“ - ასე უწო­დე­ბენ უკ­რა­ი­ნელ სნა­ი­პერ ქალს, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ გმი­რა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. მა­მა­ცი სნა­ი­პე­რი პირ­ველ ხაზ­ზე იბ­რძო­და რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და მისი ფრა­ზა - "ამ ორ­კებს (ფენ­ტე­ზის ჟან­რის გა­მო­გო­ნი­ლი რასა) ბოლო უნდა მო­ვუ­ღოთ,“ - საქ­ვეყ­ნოდ გახ­და ცნო­ბი­ლი.

"ნახ­ში­რი" ("უგო­ლი­ო­კი") უკ­რა­ი­ნულ სა­ზღვაო ქვე­ით და­ნა­ყოფს 2017 წელს შე­უ­ერ­თდა და 2022 წლამ­დე დო­ნეცკ­სა და ლუ­განსკში პრო­რუ­სი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და.

სნა­ი­პე­რი ქა­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, ის პუ­ტი­ნი­სა და რუსი დამ­პყრობ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძო­ლი მა­მა­ცი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

"უგო­ლი­ო­კის" მი­მარ­თვა პირ­ველ ხაზ­ზე მყო­ფი მებ­რძო­ლე­ბი­სად­მი ასე­თი იყო: "ისი­ნი არა­ა­და­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ფა­შის­ტე­ბიც კი არ ყო­ფი­ლან ისე­თი სას­ტი­კე­ბი, რო­გორს ეს ორ­კე­ბი. უნდა და­ვა­მარ­ცხოთ!.“

მან და­ი­ფი­ცა, რომ პუ­ტი­ნის დამ­პყრობ­ლებს ბო­ლომ­დე შე­ებ­რძო­ლე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სნა­ი­პე­რი ქალი ჯა­რი­დან წელს, იან­ვარ­ში წა­ვი­და, ერთი თვეც არ იყო გა­სუ­ლი, რომ კონ­ტრად­მი­რალ მი­ხა­ი­ლო ოს­ტროგ­რადსკის 35-ე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის რი­გებ­ში დაბ­რუნ­და და ომში ჩა­ე­ბა.

"ბა­გი­რა" (ირი­ნა სტა­რი­კო­ვა)

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შე­ი­პყრეს რუსი სნა­ი­პე­რი ქალი, ირი­ნა სტა­რი­კო­ვა, მეტ­სა­ხე­ლად "ბა­გი­რა." 41 წლის ირი­ნა სტა­რი­კო­ვა ორი შვი­ლის დე­დაა. უკ­რა­ი­ნის ძა­ლებ­მა ის მას შემ­დეგ შე­ი­პყრეს, რაც ბრძო­ლა­ში და­იჭ­რა.

სტა­რი­კო­ვა დონ­ბას­ში მოქ­მე­დებ­და და 40 უკ­რა­ი­ნე­ლის მოკ­ვლა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ჯერ­ჯე­რო­ბით რუსი სნა­ი­პე­რი ქა­ლის ბედი მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია.

წყა­რო: dailymail

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

კიევის აჩრდილი ახალი ვერსიაა?

tngh
1

გმირი ნადეჟდა სავჩენკო სად გაქრა???

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი

ვინ არის უკრაინელი სნაიპერი ქალი, მეტსახელად "ნახშირი" რომელიც ლეგენდად იქცა და მას ეროვნულ გმირს უწოდებენ - "რუს ორკებთან" მებრძოლის ამბავი

"ნახშირი“ - ასე უწოდებენ უკრაინელ სნაიპერ ქალს, რომელიც ეროვნულ გმირადაა აღიარებული. მამაცი სნაიპერი პირველ ხაზზე იბრძოდა რუსი სამხედროების წინააღმდეგ და მისი ფრაზა - "ამ ორკებს (ფენტეზის ჟანრის გამოგონილი რასა) ბოლო უნდა მოვუღოთ,“ - საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

"ნახშირი" ("უგოლიოკი") უკრაინულ საზღვაო ქვეით დანაყოფს 2017 წელს შეუერთდა და 2022 წლამდე დონეცკსა და ლუგანსკში პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ იბრძოდა.

სნაიპერი ქალის ნამდვილი სახელი და გვარი მედიისთვის უცნობია, ის პუტინისა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი უკრაინელების სიმბოლოდ იქცა.

"უგოლიოკის" მიმართვა პირველ ხაზზე მყოფი მებრძოლებისადმი ასეთი იყო: "ისინი არაადამიანები არიან. ფაშისტებიც კი არ ყოფილან ისეთი სასტიკები, როგორს ეს ორკები. უნდა დავამარცხოთ!.“

მან დაიფიცა, რომ პუტინის დამპყრობლებს ბოლომდე შეებრძოლება.

მიუხედავად იმისა, რომ სნაიპერი ქალი ჯარიდან წელს, იანვარში წავიდა, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ კონტრადმირალ მიხაილო ოსტროგრადსკის 35-ე ქვეითი ბრიგადის რიგებში დაბრუნდა და ომში ჩაება.

"ბაგირა" (ირინა სტარიკოვა)

აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა შეიპყრეს რუსი სნაიპერი ქალი, ირინა სტარიკოვა, მეტსახელად "ბაგირა." 41 წლის ირინა სტარიკოვა ორი შვილის დედაა. უკრაინის ძალებმა ის მას შემდეგ შეიპყრეს, რაც ბრძოლაში დაიჭრა.

სტარიკოვა დონბასში მოქმედებდა და 40 უკრაინელის მოკვლაში ადანაშაულებენ. ჯერჯერობით რუსი სნაიპერი ქალის ბედი მედიისთვის უცნობია.

წყარო: dailymail

მოამზადა: ანა სიბოშვილმა