კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
საზოგადოება

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბრალდებულმა სააკაშვილის ადვოკატს საქმის გარჩევა დაუწყო" - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავედ ცნო პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი: საქმის დეტალები
"ბრალდებულმა სააკაშვილის ადვოკატს საქმის გარჩევა დაუწყო" - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავედ ცნო პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი: საქმის დეტალები
  • ფო­ტო­ზე: შოთა თუთ­ბე­რი­ძე

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში მხი­ლე­ბუ­ლი იქნა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის შოთა თუთ­ბე­რი­ძის მი­მართ სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­მე­ტა.

ამის შე­სა­ხებ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა კოკა კა­ცი­ტა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, მე­ტა­ლო დე­ტექ­ტო­რით შე­მოწ­მე­ბი­სას, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­სა და ად­ვო­კატ შოთა თუთ­ბე­რი­ძეს შო­რის მოხ­და სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა. ამის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბულ­მა, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის­გან გა­რი­დე­ბის მიზ­ნით, ად­ვო­კა­ტი მო­სას­ვე­ნე­ბელ ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა და საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყო. ოთა­ხი­დან გა­მოს­ვლი­სას პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მელ­მა გა­და­ა­მე­ტა სამ­სა­ხუ­რებ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მიზ­ნით გა­ე­მარ­თა შოთა თუთ­ბე­რი­ძის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მო­უქ­ნია ხელი და ფეხი, რა დრო­საც იგი შე­ა­კა­ვეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სხვა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა. ბრალ­დე­ბუ­ლის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბის შე­დე­გად, შე­ი­ლა­ხა და­ზა­რა­ლე­ბულ შოთა თუთ­ბე­რი­ძის უფ­ლე­ბე­ბი, და­ირ­ღვა წეს­რი­გი და შე­ფერ­ხდა №16 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ად­ვო­კა­ტის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა მყი­სი­ე­რად და­ი­წყო. სრუ­ლად იქნა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცეს­ში ჩარ­თვა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გა­ეც­ნო საქ­მის ყვე­ლა მა­სა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბამ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­შე­წყო­ბით უზ­რუნ­ველ­ყო ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა: გა­მო­ი­კი­თხა 17 პირი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­თხო­ვილ იქნა გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლე­ბი და სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ამო­ღე­ბულ იქნა ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი, რა­ზეც და­ი­ნიშ­ნა ჰა­ბი­დოს­კო­პი­უ­რი ექ­სპერ­ტი­ზა. ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა ჩა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა შე­საძ­ლე­ბე­ლი გა­ხა­და და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნა და მას­ში მო­ნა­წი­ლე სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა.

შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა მისი ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ, და­ნა­შა­უ­ლის­თვის, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლით. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბას აგ­რძე­ლებს”, - გა­ნა­ცხა­და კოკა კა­ცი­ტა­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ბრალდებულმა სააკაშვილის ადვოკატს საქმის გარჩევა დაუწყო" - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავედ ცნო პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი: საქმის დეტალები

"ბრალდებულმა სააკაშვილის ადვოკატს საქმის გარჩევა დაუწყო" - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დამნაშავედ ცნო პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი: საქმის დეტალები
  • ფოტოზე: შოთა თუთბერიძე

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დანაშაულში მხილებული იქნა პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა.

ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 2 მარტს, №16 პენიტენციური დაწესებულებაში, მეტალო დეტექტორით შემოწმებისას, პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელსა და ადვოკატ შოთა თუთბერიძეს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ამის შემდეგ, ბრალდებულმა, სამეთვალყურეო ვიდეოკამერებისგან გარიდების მიზნით, ადვოკატი მოსასვენებელ ოთახში შეიყვანა და საქმის გარჩევა დაუწყო. ოთახიდან გამოსვლისას პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გაემართა შოთა თუთბერიძის მიმართულებით, მოუქნია ხელი და ფეხი, რა დროსაც იგი შეაკავეს დაწესებულების სხვა თანამშრომლებმა. ბრალდებულის უკანონო ქმედების შედეგად, შეილახა დაზარალებულ შოთა თუთბერიძის უფლებები, დაირღვა წესრიგი და შეფერხდა №16 პენიტენციური დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადვოკატის საჯარო განცხადებისთანავე ფაქტზე გამოძიება მყისიერად დაიწყო. სრულად იქნა უზრუნველყოფილი დაზარალებული ადვოკატის საგამოძიებო პროცესში ჩართვა და მონაწილეობა, რომელსაც გამოძიების საწყის ეტაპზევე გაეცნო საქმის ყველა მასალა.

გამოძიებამ, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით უზრუნველყო ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება: გამოიკითხა 17 პირი, პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მასალები და სამართლებრივი აქტები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რაზეც დაინიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა. ზემოთ აღნიშნულმა ჩატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებელი გახადა დანაშაულის გახსნა და მასში მონაწილე საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

შედეგად, საქართველოს პროკურატურის მიერ პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აგრძელებს”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.