სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის გეგმის ახალი ფაზა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" - რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე: სად მივყავართ "პრაგმატულ" პოლიტიკას, როდესაც რუსეთს "არ ვაღიზიანებთ"
პუტინის გეგმის ახალი ფაზა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" - რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე: სად მივყავართ "პრაგმატულ" პოლიტიკას, როდესაც რუსეთს "არ ვაღიზიანებთ"

"მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ვი­თარ­დე­ბა, პირ­და­პირ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც“, "უკ­რა­ი­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს რიგი დგე­ბა“ - რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მსგავ­სი ფრა­ზე­ბი ხში­რად გვეს­მის არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტულ მხარ­და­ჭე­რას ერი­დე­ბა, არ უერ­თდე­ბა რუ­სე­თის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ და­წე­სე­ბულ და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ებს, ატა­რებს ე.წ. პრაგ­მა­ტულ პო­ლი­ტი­კას, რუ­სე­თის "არ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის" მო­ტი­ვით. ამის გამო, რუ­სე­თის­გან სი­ტყვი­ე­რი შე­ქე­ბაც და­იმ­სა­ხუ­რეს. მა­გა­ლი­თად, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი ამ­ბობს, რომ რუ­სეთს ეს ფაქ­ტი "შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ბა."

რუ­სუ­ლი სი­ტყვე­ბი და ქმე­დე­ბე­ბი რომ ერ­თმა­ნეთ­საა აც­დე­ნი­ლი, კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა და კი­დევ უფრო მწვა­ვედ და­ის­ვა სა­კი­თხი - რამ­დე­ნად "მუ­შა­ობს“ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "პრაგ­მა­ტუ­ლი მიდ­გო­მა", როცა საქ­მე რუ­სეთს და მის იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ გეგ­მებს ეხე­ბა.

  • ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი ბევ­რის­თვის ნა­თე­ლი ხდე­ბა ბოლო დღე­ებ­ში რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე - სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზეთ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად.

უკვე ცხა­დად ვხე­დავთ, რომ რუ­სე­თი გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს - აფხა­ზე­თის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბის სა­ვა­რა­უ­დო გეგ­მა კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით გა­აჟ­ღე­რეს, ხოლო ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტმა ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თი“ რუ­სეთს, "ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს“ მი­უ­ერ­თდე­ბა და აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე რე­ფე­რენ­დუ­მი 10 აპ­რი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა.

  • ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა:

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბით, "სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა" ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა. მისი მი­მარ­თვა რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, "ეძი­ნა­ია რა­სი­ას“ ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

რო­გორც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებს, რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში სამ­ხრეთ ოსე­თის გა­სა­ერ­თი­ა­ნებ­ლად უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში "სა­მარ­თლებ­რი­ვი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა“.

"ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო! სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და მთე­ლი მსოფ­ლიო ახლა გარ­დამ­ტეხ მო­მენტს გა­ნიც­დის. რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო დღეს იცავს მათ ინ­ტე­რე­სებს, ვინც მისი ერ­თგუ­ლია, ვინც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ნა­ციზმს, პა­ტივს სცემს უნი­ვერ­სა­ლურ ადა­მი­ა­ნურ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს და ნორ­მებს, რომ­ლე­ბიც მი­ღე­ბუ­ლია მთელ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში რუ­სუ­ლი სამ­ყა­როს პირ­ვე­ლი აღორ­ძი­ნე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ არ­სე­ბობს ზღვა­რი, რომ­ლის გა­დაკ­ვე­თაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რაც მოხ­და სწო­რედ აქ, სამ­ხრეთ ოსეთ­ში 2008 წელს, რო­დე­საც რუ­სეთ­მა გა­და­წყვი­ტა და­ეც­ვა ოსი ხალ­ხი და ეღი­ა­რე­ბი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა, რის­თვი­საც ყო­ველ­თვის მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბით რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და ხალ­ხის

მად­ლო­ბა, ძმე­ბო და დებო. ეს იყო ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ ოსე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას მშვი­დო­ბის გა­რან­ტი­ე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა.

თუმ­ცა, ოსი ხალ­ხის - გა­ყო­ფი­ლი ხალ­ხის მთა­ვა­რი ის­ტო­რი­უ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი ერთი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა. ეს სა­ხელ­მწი­ფო არის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია. ჩვენ­მა ხალ­ხმა არა­ერ­თხელ და­ი­სა­ხა ეს მი­ზა­ნი, ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2014 წელს აგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ოც­ნე­ბა, როცა ყი­რი­მი მშობ­ლი­ურ ნავ­სად­გურს და­უბ­რუნ­და. მა­შინ ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვით ჩვე­ნი შან­სი, მაგ­რამ ამის გა­მე­ო­რე­ბას ვერ და­ვუშ­ვებთ.

ვფიქ­რობ, რუ­სეთ­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბა არის ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­ზა­ნი, ჩვე­ნი გზა და ხალ­ხის მო­ლო­დი­ნი. ჩვენ ამ გზით ვივ­ლით. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­დავ­დგამთ შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ ნა­ბი­ჯებს. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კა იქ­ნე­ბა მისი ის­ტო­რი­უ­ლი სამ­შობ­ლოს - რუ­სე­თის ნა­წი­ლი“, - წე­რია ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა

ბი­ბი­ლო­ვის გან­ცხა­დე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტმა, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მა­უ­წყებ­ლის, RT-ს მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა, მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა პოს­ტი, სა­დაც რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის არ­სე­ბულ სა­ბა­ჟო გამ­შვებ პუნ­ქტს "სა­მარ­ცხვი­ნო უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს სა­ზღვა­რი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს "ნერ­ვებს უშ­ლის."

"გუ­შინ აფხა­ზეთ­ში ვი­ყა­ვი - იქ მე­დი­ა­ცენ­ტრი გავ­ხსე­ნით. პრე­ზი­დენტ ას­ლან ბჟა­ნი­ას­თან ვი­ვახ­შმეთ და ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კეთ.

შე­უ­და­რე­ბე­ლი, ულა­მა­ზე­სი მიწა, მე­გობ­რუ­ლი, გუ­ლი­თა­დი ხალ­ხი. ჩვე­ნი ხალ­ხი. ისი­ნი ახლა ჩვენ­თან ერ­თად და ჩვენ­თვის იბ­რძვი­ან.

ახლა ამიხ­სე­ნით მე, იქ რა­ტომ არის სა­ჭი­რო ეს სა­მარ­ცხვი­ნო სა­ბა­ჟო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი, რო­მე­ლიც ნერ­ვებს უშ­ლის ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, ამ­ცი­რებს მი­ლი­ო­ნო­ბით რუ­სის ღირ­სე­ბას, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად კვე­თენ ამ სა­ზღვარს, ასე­ვე ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის, რომ­ლე­ბიც ახლა სის­ხლს ღვრი­ან ჩვენ­თვის. ახლა ამის დრო არ არის, მაგ­რამ მერე გე­ტყვით, ვის სჭირ­დე­ბა და რა­ტომ. იქ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ არის", - წერს სი­მო­ნი­ა­ნი.

  • სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე ის ფაქ­ტიც, რომ რო­გორც ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ასე­ვე აფხა­ზეთ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ე.წ. ოპო­ზი­ცი­ის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ომში მათი ჯა­რის­კა­ცე­ბის წაყ­ვა­ნის გამო, სულ უფრო იზ­რდე­ბა.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას უფრო მწვა­ვე ფორ­მა აქვს ცხინ­ვალ­ში, სა­დაც არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი უკან დაბ­რუნ­და და ბრძო­ლის ვე­ლი­დან გა­მო­იქ­ცა.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ "ტე­ლეგ­რა­მის" ად­გი­ლობ­რივ არ­ხებ­ზე გავ­რცელ­და. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ცხინ­ვალ­ში რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის გვარ­დი­ის მე-4 სამ­ხედ­რო ბა­ზა­ში მომ­სა­ხუ­რე სამ­ხედ­რო­თა ნა­წი­ლი დაბ­რუნ­და. ასე­ვე ბოლო დღე­ე­ბია ომში წა­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ცხინ­ვალ­ში აქ­ცი­ებს მარ­თა­ვენ და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ომში წაყ­ვა­ნას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე "ტე­ლეგ­რა­მის“ არხზე გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ.-მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ კო­კო­ით­მა.

“ჩვენ ყვე­ლა­ნი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვართ ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ომის ზო­ნი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­დნენ. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა დაგ­მოს ეს ბი­ჭე­ბი და და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს ისი­ნი სიმ­ხდა­ლე­ში. უნდა გვეს­მო­დეს, რა მოხ­და და რო­გორ იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ყვე­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­თე­სა­ვებს ვთხოვ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე და თავი შე­ი­კა­ვონ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის­გან. ამან შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ჩვენს ჯა­რის­კა­ცებს და გა­არ­თუ­ლოს ისე­დაც და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემთ და ვიბ­რძო­ლებთ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის.

უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ასო­ბით ჩვე­ნი მებ­რძო­ლი ახლა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა და გმი­რუ­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბას.

ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის ბი­ჭე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში დაბ­რუნ­დნენ, თუ სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­ან, სა­თა­ნა­დო ორ­გა­ნი­ზე­ბით, კვლავ შეძ­ლე­ბენ წა­ვიდ­ნენ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ზო­ნა­ში და და­ეხ­მა­რონ დონ­ბა­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში. მაგ­რამ ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს უნდა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლა სი­ცო­ცხლე“, - ნათ­ქვა­მია კო­კო­ი­თის გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დრომ­დე სა­ქარ­თვე­ლოს სო­ხუმ­სა და ცხინ­ვალ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფე­რი უთ­ქვამთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში.

პირ­ვე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" და­ა­ნონ­სე­ბულ რე­ფე­რენ­დუმს ოპო­ზი­ცი­ა­ში და გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე კო­მენ­ტარს.

და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი "ლელო-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი: "ეს კარ­ტი რომ გა­თა­მაშ­დე­ბო­და, პრო­ცე­სებ­ში ოდ­ნავ ჩა­ხე­დულ­მა ყვე­ლა ადა­მი­ან­მა კარ­გად იცის. რუ­სეთს გა­ცი­ლე­ბით უჭირს აფხა­ზეთ­ში, ვი­ნა­ი­დან, აფხა­ზე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არ არის თა­ნახ­მა რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდეს, მაგ­რამ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სულ სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა გვაქვს. რო­დის დას­ჭირ­დე­ბა პუ­ტინს ტაქ­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბით, მა­შინ გა­ა­კე­თებს. ის მარ­თავს კი­დეც და მი­ერ­თე­ბუ­ლიც აქვს, იუ­რი­დი­უ­ლად მა­შინ გა­ა­ფორ­მებს, რო­დე­საც დას­ჭირ­დე­ბა. პუ­ტინს სურს, სად­მე წარ­მა­ტე­ბის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი თემა შექ­მნას, იტყვის - უკ­რა­ი­ნა თუ ვერა, სამ­ხრეთ-ოსე­თი შე­მო­ვი­ერ­თე­თო. ამი­ტომ, უნდა ვი­ყოთ პრინ­ცი­პუ­ლე­ბი, ომი არ უნდა გა­ვა­ჩა­ღოთ, მაგ­რამ თავ­დაც­ვის­თვის მზად უნდა ვი­ყოთ და და­ვად­გეთ იმ გზას, რო­მელ­ზეც უკ­რა­ი­ნაა, რო­მელ­საც მთე­ლი და­სავ­ლე­თი გვერ­დით უდ­გას.

რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვენ­დოთ რუ­სეთს, რომ ისევ ხელი არ წა­უც­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ?! ჩვენ უნდა ვი­ყოთ ძლი­ე­რე­ბი და ომში კი არ უნდა ჩა­ვე­ბათ, არა­მედ თავ­დაც­ვის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად. სა­უ­ბა­რი მაქვს არამ­ხო­ლოდ ჯარ­ზე, არა­მედ მთელს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე. ამა­ზე, რომ ვსა­უბ­რობ "ომის პარ­ტია“ ხარ და ომი გინ­დაო, ომი კი არა, მშვი­დო­ბა მინ­და, რომ­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უნდა გვქონ­დეს თავ­დაც­ვის უნა­რი."

ანა დო­ლი­ძე, პარ­ტია "ხალ­ხის­თვის" ლი­დე­რი: "დე­ო­კუ­პა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა ფაქ­ტობ­რი­ვად, მკვდა­რია. მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია და ა.შ. გრძელ­დე­ბა. სწო­რედ დღეს არის დრო იმი­სათ­ვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აფხა­ზე­თის და სა­მა­ჩაბ­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აუხ­სნას, თუ რა­ტომ არის კარ­გი მათ­თვის ის, რომ სა­კუ­თა­რი თავი სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წარ­მო­იდ­გი­ნონ. პო­ლი­ტი­კა არის შე­საძ­ლებ­ლო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა და დღე­ვან­დე­ლი გლო­ბა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

გა­სა­გე­ბია, რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და აფხა­ზე­ბის ელი­ტე­ბი და "მმარ­თვე­ლი წრე­ე­ბი“ შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არი­ან რუ­სეთ­თან. ისი­ნი ამ­ბო­ბენ და იმ გზავ­ნი­ლებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, რომ­ლე­ბიც პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა, სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვა­შია აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხალ­ხთან მუ­შა­ო­ბა. სწო­რედ დღეს არის დრო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და ახა­ლი სამ­შვი­დო­ბო-სა­ხალ­ხო პო­ლი­ტი­კის შე­თა­ვა­ზე­ბის­თვის, რო­მე­ლიც პირ­და­პირ აფხა­ზი და ოსი ხალ­ხის მი­მართ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა."

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პელე
1

აბა ომი გინდა? კამანდა სად ხართ, დაგვენახეთ, უნდა დაგთვალოთ :)))

ანი
7

ანა დოლიძე არ არის პოლიტიკოსი. უსუფაშვილი ჩვეულებრივი ავანტიურისტი საკუთარი ფიგურის გაცოცხლების არის დაინტერესებული. დაელოდეთ საქარტველო მიიღებს ორივე რეგიონს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

პუტინის გეგმის ახალი ფაზა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" - რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე: სად მივყავართ "პრაგმატულ" პოლიტიკას, როდესაც რუსეთს "არ ვაღიზიანებთ"

პუტინის გეგმის ახალი ფაზა აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთში" - რეფერენდუმი რუსეთთან მიერთებაზე: სად მივყავართ "პრაგმატულ" პოლიტიკას, როდესაც რუსეთს "არ ვაღიზიანებთ"

"მოვლენები, რომლებიც ახლა უკრაინაში ვითარდება, პირდაპირ ეხება საქართველოსაც“, "უკრაინის შემდეგ საქართველოს რიგი დგება“ - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსგავსი ფრაზები ხშირად გვესმის არა მხოლოდ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერისგან.

საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მკვეთრად გამოხატულ მხარდაჭერას ერიდება, არ უერთდება რუსეთის საწინააღმდეგოდ დაწესებულ დასავლეთის სანქციებს, ატარებს ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას, რუსეთის "არ გაღიზიანების" მოტივით. ამის გამო, რუსეთისგან სიტყვიერი შექებაც დაიმსახურეს. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ რუსეთს ეს ფაქტი "შეუმჩნეველი არ დარჩება."

რუსული სიტყვები და ქმედებები რომ ერთმანეთსაა აცდენილი, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და კიდევ უფრო მწვავედ დაისვა საკითხი - რამდენად "მუშაობს“ საქართველოს ხელისუფლების "პრაგმატული მიდგომა", როცა საქმე რუსეთს და მის იმპერიალისტურ გეგმებს ეხება.

  • ამ კითხვაზე პასუხი ბევრისთვის ნათელი ხდება ბოლო დღეებში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - სამაჩაბლოსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად.

უკვე ცხადად ვხედავთ, რომ რუსეთი გაჩერებას არ აპირებს - აფხაზეთის რუსეთთან მიერთების სავარაუდო გეგმა კრემლის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის განცხადებით გააჟღერეს, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა პირდაპირ თქვა, რომ "სამხრეთ ოსეთი“ რუსეთს, "ისტორიულ სამშობლოს“ მიუერთდება და აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმი 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაიმართება.

  • ანატოლი ბიბილოვის განცხადება:

ბიბილოვის განცხადებით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა" ისტორიული სამშობლოს რუსეთის შემადგენლობაში იქნება. მისი მიმართვა რუსეთის მმართველი პარტიის, "ეძინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში "სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

"ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში.

უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება ნიშნავს იმას, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, რაც მოხდა სწორედ აქ, სამხრეთ ოსეთში 2008 წელს, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის

მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის - გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გაერთიანებაა. ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 2014 წელს აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

ვფიქრობ, რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა და ხალხის მოლოდინი. ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - წერია ბიბილოვის განცხადებაში.

  • მარგარიტა სიმონიანის განცხადება

ბიბილოვის განცხადების პარალელურად, კრემლის პროპაგანდისტმა, რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მაუწყებლის, RT-ს მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტს "სამარცხვინო უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებს "ნერვებს უშლის."

"გუშინ აფხაზეთში ვიყავი - იქ მედიაცენტრი გავხსენით. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ვივახშმეთ და ბევრი ვილაპარაკეთ.

შეუდარებელი, ულამაზესი მიწა, მეგობრული, გულითადი ხალხი. ჩვენი ხალხი. ისინი ახლა ჩვენთან ერთად და ჩვენთვის იბრძვიან.

ახლა ამიხსენით მე, იქ რატომ არის საჭირო ეს სამარცხვინო საბაჟო-გამშვები პუნქტი, რომელიც ნერვებს უშლის ჩვენს მოქალაქეებს, ამცირებს მილიონობით რუსის ღირსებას, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს, ასევე ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის. ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით, ვის სჭირდება და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის", - წერს სიმონიანი.

  • საინტერესოა ასევე ის ფაქტიც, რომ როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ასევე აფხაზეთში საზოგადოებისა და ე.წ. ოპოზიციის უკმაყოფილება უკრაინის წინააღმდეგ ომში მათი ჯარისკაცების წაყვანის გამო, სულ უფრო იზრდება.

უკმაყოფილებას უფრო მწვავე ფორმა აქვს ცხინვალში, სადაც არსებული ინფორმაციით, უკრაინაში წასული ჯარისკაცების ნაწილი უკან დაბრუნდა და ბრძოლის ველიდან გამოიქცა.

ინფორმაცია ამის შესახებ "ტელეგრამის" ადგილობრივ არხებზე გავრცელდა. არსებული ცნობებით, ცხინვალში რუსეთის ფედერაციის გვარდიის მე-4 სამხედრო ბაზაში მომსახურე სამხედროთა ნაწილი დაბრუნდა. ასევე ბოლო დღეებია ომში წასული ჯარისკაცების ახლობლები ცხინვალში აქციებს მართავენ და ადგილობრივების ომში წაყვანას აპროტესტებენ.

აღნიშნულ თემაზე "ტელეგრამის“ არხზე განცხადება გამოაქვეყნა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ.-მა ექსპრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა.

“ჩვენ ყველანი შეშფოთებული ვართ ჩვენი ჯარისკაცების ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, რომლებიც ომის ზონიდან სამშობლოში დაბრუდნენ. არავის აქვს უფლება დაგმოს ეს ბიჭები და დაადანაშაულოს ისინი სიმხდალეში. უნდა გვესმოდეს, რა მოხდა და როგორ იყო ორგანიზებული მათი მონაწილეობა.

ყველას, განსაკუთრებით კი ჩვენი ჯარისკაცების ნათესავებს ვთხოვ, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და საპროტესტო აქციებისგან. ამან შეიძლება მხოლოდ ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯარისკაცებს და გაართულოს ისედაც დაძაბული ვითარება. ჩვენი ბიჭების შეურაცხყოფის უფლებას არავის მივცემთ და ვიბრძოლებთ თითოეული მათგანისთვის.

უნდა გვახსოვდეს, რომ ასობით ჩვენი მებრძოლი ახლა საბრძოლო მოქმედების ზონაში იმყოფება და გმირულად ასრულებს თავის მოვალეობას.

ეჭვი არ მეპარება, რომ ის ბიჭები, რომლებიც სახლში დაბრუნდნენ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, სათანადო ორგანიზებით, კვლავ შეძლებენ წავიდნენ სპეცოპერაციის ზონაში და დაეხმარონ დონბასის გათავისუფლებაში. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ ეს უნდა იყოს მაქსიმალური პასუხისმგებლობით ორგანიზებული. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა სიცოცხლე“, - ნათქვამია კოკოითის განცხადებაში.

  • აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამთ ხელისუფლებაში.

პირველი შეფასებები მოჰყვა "სამხრეთ ოსეთში" დაანონსებულ რეფერენდუმს ოპოზიციაში და გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს.

დავით უსუფაშვილი "ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი: "ეს კარტი რომ გათამაშდებოდა, პროცესებში ოდნავ ჩახედულმა ყველა ადამიანმა კარგად იცის. რუსეთს გაცილებით უჭირს აფხაზეთში, ვინაიდან, აფხაზების უმრავლესობა არ არის თანახმა რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდეს, მაგრამ ცხინვალის რეგიონში სულ სხვა მოცემულობა გვაქვს. როდის დასჭირდება პუტინს ტაქტიკური მოსაზრებებით, მაშინ გააკეთებს. ის მართავს კიდეც და მიერთებულიც აქვს, იურიდიულად მაშინ გააფორმებს, როდესაც დასჭირდება. პუტინს სურს, სადმე წარმატების პროპაგანდისტული თემა შექმნას, იტყვის - უკრაინა თუ ვერა, სამხრეთ-ოსეთი შემოვიერთეთო. ამიტომ, უნდა ვიყოთ პრინციპულები, ომი არ უნდა გავაჩაღოთ, მაგრამ თავდაცვისთვის მზად უნდა ვიყოთ და დავადგეთ იმ გზას, რომელზეც უკრაინაა, რომელსაც მთელი დასავლეთი გვერდით უდგას.

როგორ შეიძლება ვენდოთ რუსეთს, რომ ისევ ხელი არ წაუცდება საქართველოსკენ?! ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და ომში კი არ უნდა ჩავებათ, არამედ თავდაცვისთვის უნდა ვიყოთ მზად. საუბარი მაქვს არამხოლოდ ჯარზე, არამედ მთელს მოსახლეობაზე. ამაზე, რომ ვსაუბრობ "ომის პარტია“ ხარ და ომი გინდაო, ომი კი არა, მშვიდობა მინდა, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა გვქონდეს თავდაცვის უნარი."

ანა დოლიძე, პარტია "ხალხისთვის" ლიდერი: "დეოკუპაციის პოლიტიკა ფაქტობრივად, მკვდარია. მცოცავი ოკუპაცია და ა.შ. გრძელდება. სწორედ დღეს არის დრო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ არის კარგი მათთვის ის, რომ საკუთარი თავი საქართველოს შემადგენლობაში წარმოიდგინონ. პოლიტიკა არის შესაძლებლობის ხელოვნება და დღევანდელი გლობალური სიტუაცია ამ შესაძლებლობას იძლევა.

გასაგებია, რომ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზების ელიტები და "მმართველი წრეები“ შეთანხმებულები არიან რუსეთთან. ისინი ამბობენ და იმ გზავნილებს ახორციელებენ, რომლებიც პუტინის ხელისუფლებას სჭირდება. თუმცა, სწორედ ამ შემთხვევაშია აუცილებელი ხალხთან მუშაობა. სწორედ დღეს არის დრო მოლაპარაკებების და ახალი სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკის შეთავაზებისთვის, რომელიც პირდაპირ აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ მიმართული იქნება."