კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი
"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი

ახალ­გაზ­რდებს მინ­და მივ­მარ­თო, 14 წელი გიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის კა­ცი­ჭა­მია, შე­მომ­ხე­დეთ ერთი, მე ვარ კა­ცი­ჭა­მია თუ ეს მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ, -ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­შორ­დე­ბა.

"მე და სან­დრა ახალ­გაზ­რდო­ბი­დან ვოც­ნე­ბობ­დით გუ­და­ურ­ში სახ­ლი გვქო­ნო­და. ამათ ყვე­ლას აქვთ, რამ­დე­ნი­მეს ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მთე­ლი სას­ტუმ­რო. რო­მე­ლი ხალ­ხის ხარ­ჯზე არის ეს? აი, ამ ხალ­ხის ხარ­ჯზეა. მე­გობ­რე­ბო, თქვენ 10 ლარი რომ გა­გი­ხა­დონ ბენ­ზი­ნი, ამათ­თვის სუ­ლერ­თია იმი­ტომ, რომ თქვე­ნი ჯი­ბი­დან რი­ცხა­ვენ. პრო­დუქ­ტე­ბი რამ­დენ­ჯე­რაც არ უნდა გა­გიძ­ვირ­დეთ, ამათ­თვის სუ­ლერ­თია, რად­გან თქვე­ნი ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფუ­ლით ყი­დუ­ლო­ბენ პრო­დუქ­ტებს. ნუ გე­ში­ნი­ათ პო­ლი­ცი­ის, გა­ის­ვრი­ან ერთი-ორ­ჯერ რე­ზი­ნის ტყვი­ას, შე­ვა­ჩე­რებთ. შე­ეც­დე­ბი­ან დარ­ბე­ვას? შე­ვა­ჩე­რებთ, ნუ გე­ში­ნი­ათ!

პარ­ტი­ე­ბი, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ არა­ფერ შუ­ა­ში არ არის. და­ი­ვი­წყეთ ყვე­ლა­ფე­რი ეს. მათი რეპ­რე­სი­უ­ლი აპა­რა­ტის, რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის, რუ­სუ­ლი მე­თო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ვიქ­ნე­ბით ბევ­რი, ვიქ­ნე­ბით ყველ­გან, უკან არ და­ვი­ხევთ და მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვა­შო­რებთ, პირ­ნა­თე­ლი წარვდგე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის, მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე.

ჩვენ და­ვიბ­რუ­ნებთ აფხა­ზეთს, ცხინ­ვალს იმი­ტომ, რომ რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ირ­პენ­ზე, მე ვფიქ­რობ გაგ­რა­ზე და სო­ხუმ­ზე, რო­დე­საც ჩვენ ვლა­პა­რა­კობთ ხერ­სონ­ზე, რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ ახალ­გორ­სა და ცხინ­ვალ­ზე. ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვიბ­რუ­ნებთ მას იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი სა­ზღა­უ­რი სის­ხლი იღ­ვრე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბის მიერ.

ახალ­გაზ­რდებს მინ­და მივ­მარ­თო, 14 წელი გიყ­ვე­ბოდ­ნენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის კა­ცი­ჭა­მია, შე­მომ­ხე­დეთ ერთი, მე ვარ კა­ცი­ჭა­მია თუ ეს მთავ­რო­ბა, რო­მელ­მაც ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ. თქვენ 14 წელი საჭ­მლის, გა­ნათ­ლე­ბის, პერ­სპექ­ტი­ვის მა­გივ­რად გაჭ­მე­ვენ პრო­პა­გან­დას და სი­ბინ­ძუ­რეს. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, ვინ ვარ მე და რა მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ახლა მა­ინც ხომ და­ი­ნა­ხეთ რას აგა­ცი­ლეთ თბი­ლის­ში 2008 წელს? ეს მთავ­რო­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო იმა­ვე წუთ­ში გა­იქ­ცე­ო­და, მე რო­მელ­საც სარ­კო­ზი მე­უბ­ნე­ბო­და, წა­გიყ­ვან თუ არა­და ხვალ მოგ­კლა­ვე­ნო, ვუ­თხა­რი, რაც უნ­დათ მიქ­ნან. პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან ტან­კე­ბი 15 წუ­თის სა­ვალ­ში იდ­გნენ“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ აგ­ვის­ტოს ომის დროს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო.

"სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც გა­და­ვარ­ჩი­ნე, ამათ ჩა­უ­ვარ­დათ ხელ­ში, მაგ­რამ იცო­დეთ, ჩვენ კი­დევ გვყავს ახალ­გაზ­რდო­ბა, მი­შას თა­ო­ბა, კი­დევ გყავს ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ბე­დუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნუ­რაფ­რის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ!

ჩემი პა­ტიმ­რო­ბის ყო­ვე­ლი დღე მსოფ­ლი­ოს და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის თვალ­ში არის სირ­ცხვი­ლი. სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს ასა­მარ­თლებს, თა­ვის­თა­ვად ტერ­მი­ნი არის სა­სა­ცი­ლო მას შემ­დეგ, რაც ჰა­ა­გამ, სტრას­ბურ­გმა, ჰო­ლან­დი­ის სა­სა­მარ­თლომ ბო­ლომ­დე გა­მა­მარ­თლა, რა უფ­ლე­ბა გაქვთ გა­მა­სა­მარ­თლოთ? ეს არის თქვე­ნი სა­მარ­თა­ლი იმი­ტომ, რომ თქვენ არ ხართ არც სა­სა­მარ­თლო და არც პრო­კუ­რა­ტუ­რა. თქვენ ხართ ერთი გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, ბნე­ლი, რუ­სე­თის "შნი­რი" ოლი­გარ­ქის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ამი­ტომ, ვდგა­ვართ მაგ­რად და ვიბ­რძვით ბო­ლომ­დე, ჩვენ უკან არ ვი­ხევთ, გა­უ­მარ­ჯოს სა­ქარ­თვე­ლოს, გა­უ­მარ­ჯოს უკ­რა­ი­ნას, დი­დე­ბა გმი­რებს!“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ამ გან­ცხა­დე­ბას სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მიერ აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოყ­ვა.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nikoph
0

ხონში ვიხილავთ... ;)

გიორგი
1

კიდე მაგარი გადარჩენილები ვართ, ასეთი გიჟი რომ გვყავდა პრეზიდენტად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი

"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ხელისუფლებას აუცილებლად ჩამოშორდება.

"მე და სანდრა ახალგაზრდობიდან ვოცნებობდით გუდაურში სახლი გვქონოდა. ამათ ყველას აქვთ, რამდენიმეს ყოველ შემთხვევაში მთელი სასტუმრო. რომელი ხალხის ხარჯზე არის ეს? აი, ამ ხალხის ხარჯზეა. მეგობრებო, თქვენ 10 ლარი რომ გაგიხადონ ბენზინი, ამათთვის სულერთია იმიტომ, რომ თქვენი ჯიბიდან რიცხავენ. პროდუქტები რამდენჯერაც არ უნდა გაგიძვირდეთ, ამათთვის სულერთია, რადგან თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ყიდულობენ პროდუქტებს. ნუ გეშინიათ პოლიციის, გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, შევაჩერებთ. შეეცდებიან დარბევას? შევაჩერებთ, ნუ გეშინიათ!

პარტიები, სააკაშვილი აქ არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მათი რეპრესიული აპარატის, რეზინის ტყვიების, რუსული მეთოდების მიუხედავად, ჩვენ ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ყველგან, უკან არ დავიხევთ და მათ ხელისუფლებას აუცილებლად ჩამოვაშორებთ, პირნათელი წარვდგებით უკრაინელი ხალხის, მსოფლიოს წინაშე.

ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ცხინვალს იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ირპენზე, მე ვფიქრობ გაგრაზე და სოხუმზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხერსონზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ახალგორსა და ცხინვალზე. ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ მას იმიტომ, რომ ჩვენი საზღაური სისხლი იღვრება უკრაინაში ჩვენი მებრძოლების მიერ.

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ. თქვენ 14 წელი საჭმლის, განათლების, პერსპექტივის მაგივრად გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ვარ მე და რა მაქვს გაკეთებული, ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? ეს მთავრობა რომ ყოფილიყო იმავე წუთში გაიქცეოდა, მე რომელსაც სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო, ვუთხარი, რაც უნდათ მიქნან. პრეზიდენტის სასახლიდან ტანკები 15 წუთის სავალში იდგნენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა შეძლო.

"სახელმწიფო, რომელიც გადავარჩინე, ამათ ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ კიდევ გვყავს ახალგაზრდობა, მიშას თაობა, კიდევ გყავს ძალიან ბევრი გაბედული ადამიანი საქართველოში, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ!

ჩემი პატიმრობის ყოველი დღე მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის თვალში არის სირცხვილი. სასამართლო, რომელიც სააკაშვილს ასამართლებს, თავისთავად ტერმინი არის სასაცილო მას შემდეგ, რაც ჰააგამ, სტრასბურგმა, ჰოლანდიის სასამართლომ ბოლომდე გამამართლა, რა უფლება გაქვთ გამასამართლოთ? ეს არის თქვენი სამართალი იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ არც სასამართლო და არც პროკურატურა. თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის "შნირი" ოლიგარქის ჩვეულებრივი წარმომადგენელი. ამიტომ, ვდგავართ მაგრად და ვიბრძვით ბოლომდე, ჩვენ უკან არ ვიხევთ, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას, დიდება გმირებს!“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას სასამართლო სხდომაზე მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ აპლოდისმენტები მოყვა.

ასევე იხილეთ: