მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა
"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა

გა­სულ ღა­მეს რუ­სებ­მა უკ­რა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბი გა­ნა­ახ­ლეს. უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა. ვო­ლი­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის ცნო­ბით, ოკუ­პან­ტებ­მა და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში ნავ­თო­ბის სა­ცა­ვი და­ბომ­ბეს.

მოკ­ლედ მო­გიყ­ვე­ბით იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბო­და წუ­ხელ უკ­რა­ი­ნა­ში.

  • რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმებს აგ­რძე­ლე­ბენ

ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მრჩე­ვე­ლი, მი­ხა­ილ პო­დო­ლი­ა­კი "ტვი­ტერ­ში“ წერს.

მისი თქმით, სა­რა­კე­ტო თავ­დას­ხმე­ბი გრძელ­დე­ბა ქა­ლა­ქებ­ში : ლუც­კი, ხარ­კო­ვი, ჟი­ტო­მი­რი და რივ­ნე.

"რუ­სეთს აღარ აქვს ჰუ­მა­ნიზ­მი, ცი­ვი­ლი­ზა­ცია. მას აქვს მხო­ლოდ რა­კე­ტე­ბი, ბომ­ბე­ბი და უკ­რა­ი­ნის დე­და­მი­წის ზე­და­პი­რი­დან გაქ­რო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა პო­დო­ლი­აკ­მა.

  • რუ­სებ­მა ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­და­ი­ტა­ნეს

ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მრჩე­ველ­მა, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­მა გა­ნა­ცხა­და. "რუ­სებ­მა ძი­რი­თა­დი ძა­ლის­ხმე­ვა აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ გა­და­ი­ტა­ნეს. (მა­რი­უ­პო­ლი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ოპე­რა­ცი­ის ზონა) და ცდი­ლო­ბენ ალ­ყა­ში მო­აქ­ცი­ონ ჩვე­ნი ჯა­რე­ბი იზი­უმ­სა და ვოლ­ნო­ვა­ხას შო­რის" - აღ­ნიშ­ნა მან.

მისი თქმით, მძი­მე ბრძო­ლე­ბი გრძელ­დე­ბა იზი­უ­მის მახ­ლობ­ლად და მტრის მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ ცალ­სა­ხა მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ არ­სე­ბობს.

  • და­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში, ვო­ლი­ნის რე­გი­ონ­ში, რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა ნავ­თო­ბის სა­ცავ­ზე სა­რა­კე­ტო იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს.

ამის შე­სა­ხებ ვო­ლი­ნის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე იური პო­გუ­ლა­ი­კო "ტე­ლეგ­რა­მის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე იუ­წყე­ბა.

"ვო­ლინ­ში იყო აფეთ­ქე­ბე­ბი. დარ­ჩით თავ­შე­საფ­რებ­ში. და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა", - აღ­ნიშ­ნა პო­გუ­ლა­ი­კომ.

მა­ნამ­დე, უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "უნი­ა­ნი“ იტყო­ბი­ნე­ბო­და, რომ 27 მარტს, ლუც­კის მერ­მა იგორ პო­ლონ­ჩუკ­მა ქა­ლაქ ლუცკ­ში აფეთ­ქე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და.

"გთხოვთ, არ გა­მო­აქ­ვეყ­ნოთ აფეთ­ქე­ბე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო და სხვა ინ­ფორ­მა­ცია“, - გა­ნა­ცხა­და მან და თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს თავ­შე­საფ­რებ­ში დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
9

 

ზელენსკი უყურებს, როდის გაუნადგურებს პუტინა პოროშენკოს გაკეთებულს (პოროშენკოს გაკეთებული ამ უკრაინის ნაწილია, ვერტიკალური-ჰორიზონტალური სურათი ქვეყნისა, როგორც მიშაიზმის სტრუქტურა საქართველოში. აბა ხელშეკრულების მომწერი მხარე არ რჩება ხელისუფლებაში!? ჩამოვა ბაიდენი უკრაინაში, ზელენსკი ეწვევა მაკრონს და ა.შ) და მერე მოაწერს ხელს, იმაზე გაცილებით უარესს, რასაც მინსკის შეთანხმება თავაზობდა, ხოლო დნეპროპეტროვსკს არავინ არ შეეხება. აღდგომა და ხვალეო და ამით მორჩება ყველაფერი. აპრილის იქით არ გაიწელება, რადგან ქინძი-ოხრახუში მაინც ხომ უნდა დაითესოს უკრაინაში ამ წელს, ნიშნად ცხოვრების განახლებისა>>>>>>>>>>>ბაიდენ-ჯონსონი იბალამუტებს მაქსიმუმ ერთი თვე არსებულ სცენარში დამთავრდება ეს ამბის ამბის ამბავი. შემდგომ დიდები ჩაეხუტებიან ერთმანეთს(მაგ. წყნარი ოკეანეთის სამიტზე. რატომ ხარ აქ დაპატიჟებულიო არავინ ეტყვის ერთმანეთს) და არჩევნებში შეიცვლება მთავრობები. გიხაროდეთ!>>>>>>>>>>>>>>ათადან ბათამდე ასე ხდებოდა მსოფლიო პოლიტიკის მართვა, მას შემდეგ, რაც მატრიარქატი პატრიარქატმა შეცვალა. დიდება ქრისტეს!

გიორგი
8

2014 წლის მაიდანის სურათი რა შუაში, საკუთარ დედაქალაქს რომ წვავენ, მაგ პარაზიტების მეტი ვერავინ ნახეთ?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა

"რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ" - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში და რა ვითარებაა ახლა

გასულ ღამეს რუსებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშები განაახლეს. უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, საჰაერო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება. ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ცნობით, ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში ნავთობის საცავი დაბომბეს.

მოკლედ მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა წუხელ უკრაინაში.

  • რუსული ძალები უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებს აგრძელებენ

ამის შესახებ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი "ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმები გრძელდება ქალაქებში : ლუცკი, ხარკოვი, ჟიტომირი და რივნე.

"რუსეთს აღარ აქვს ჰუმანიზმი, ცივილიზაცია. მას აქვს მხოლოდ რაკეტები, ბომბები და უკრაინის დედამიწის ზედაპირიდან გაქრობის მცდელობები“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

  • რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. "რუსებმა ძირითადი ძალისხმევა აღმოსავლეთისკენ გადაიტანეს. (მარიუპოლი, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონა) და ცდილობენ ალყაში მოაქციონ ჩვენი ჯარები იზიუმსა და ვოლნოვახას შორის" - აღნიშნა მან.

მისი თქმით, მძიმე ბრძოლები გრძელდება იზიუმის მახლობლად და მტრის მოძრაობის შესახებ ცალსახა მონაცემები ჯერ არ არსებობს.

  • დასავლეთ უკრაინაში, ვოლინის რეგიონში, რუსმა სამხედროებმა ნავთობის საცავზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ ვოლინის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე იური პოგულაიკო "ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე იუწყება.

"ვოლინში იყო აფეთქებები. დარჩით თავშესაფრებში. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება", - აღნიშნა პოგულაიკომ.

მანამდე, უკრაინული საინფორმაციო სააგენტო "უნიანი“ იტყობინებოდა, რომ 27 მარტს, ლუცკის მერმა იგორ პოლონჩუკმა ქალაქ ლუცკში აფეთქებების შესახებ განაცხადა.

"გთხოვთ, არ გამოაქვეყნოთ აფეთქებების ამსახველი ფოტოები და ვიდეო და სხვა ინფორმაცია“, - განაცხადა მან და თანამოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.