კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს
იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს

რუ­სე­თის შეჭ­რა უკ­რა­ი­ნა­ში საფრ­თხეს უქ­მნის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგს და შე­საძ­ლოა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ო­ში „ყვე­ლა­ზე დიდ კრი­ზი­სამ­დე“ მიგ­ვიყ­ვა­ნოს, - ამის შე­სა­ხებ ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ფუ­მიო კი­ში­დამ გა­ნა­ცხა­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ია­პო­ნუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბა არ გა­მო­რი­ცხავს რა­ი­მე ვა­რი­ანტს თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ძი­რე­უ­ლად გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის.

კი­ში­დას თქმით, ტო­კიო წლის ბო­ლომ­დე გა­და­ხე­დავს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ას და ორ სხვა საკ­ვან­ძო დო­კუ­მენტს თავ­დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მისი ქვე­ყა­ნა მხარს უჭერს უკ­რა­ი­ნას, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­კი­ოს ქმე­დე­ბე­ბი, სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, გან­სა­ზღვრავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­მა­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას.

"ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბას უწევს უკ­რა­ი­ნას, მტკი­ცედ გა­მო­ხა­ტავს ჩვენს მყარ სო­ლი­და­რო­ბას უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის მი­მართ, რო­მე­ლიც ებ­რძვის აგ­რე­სი­ას და ცდი­ლობს და­იც­ვას თა­ვი­სი სამ­შობ­ლო“, - გა­ნა­ცხა­და ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ქეთინო
2

ეს ხალხი ჯერ კარგად აწონ-დაწონის და მერე აკეთებს საჯარო გამოსვლას. მათ მოკლე ტექსტში ყველა სიტყვა რეალურ საქმეს გამოხატავს. მათ შეშფოთება არ იციან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს

იაპონიის პრემიერის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა საფრთხეებმა, შესაძლოა, მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "ყველაზე დიდ კრიზისამდე" მიიყვანოს

რუსეთის შეჭრა უკრაინაში საფრთხეს უქმნის საერთაშორისო დღის წესრიგს და შესაძლოა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსოფლიოში „ყველაზე დიდ კრიზისამდე“ მიგვიყვანოს, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ იაპონიის მთავრობა არ გამორიცხავს რაიმე ვარიანტს თავდაცვისუნარიანობის ძირეულად გაძლიერებისთვის.

კიშიდას თქმით, ტოკიო წლის ბოლომდე გადახედავს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და ორ სხვა საკვანძო დოკუმენტს თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინას, რადგან ოფიციალური ტოკიოს ქმედებები, სხვა ქვეყნებთან ერთად, განსაზღვრავს საერთაშორისო საზოგადოების მომავალ მდგომარეობას.

"ჩვენი სახელმწიფო დახმარებას უწევს უკრაინას, მტკიცედ გამოხატავს ჩვენს მყარ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელიც ებრძვის აგრესიას და ცდილობს დაიცვას თავისი სამშობლო“, - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა.