საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი
"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა პო­ლო­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს მკვეთ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას­თან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენტ, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ღვთის გუ­ლის­თვის, ეს ადა­მი­ა­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ვერ დარ­ჩე­ბა" - თქვა ჯო ბა­ი­დენ­მა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შე­სა­ხებ ვარ­შა­ვა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა პუ­ტი­ნი გა­აფრ­თხი­ლა, "ერთი დი­უ­მით“ არ გა­და­ად­გილ­დეს ნა­ტოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ბა­ი­დენ­მა ასე­ვე თქვა, რომ "სწრა­ფი და დამ­სჯე­ლი ხარ­ჯე­ბი“ ერ­თა­დერ­თია, რაც მოს­კოვს კურ­სის შეც­ვლას აი­ძუ­ლებს.

"მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა დე­მოკ­რა­ტი­ას ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, და­ეხ­მა­როს უკ­რა­ი­ნას. ომი უკვე იყო რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის პა­სუ­ხის არას­წო­რად გა­ან­გა­რი­შე­ბით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი "არც ისე დი­დად ის­ტო­რი­ის მცოდ­ნე“ აღ­მოჩ­ნდა. შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, "რუ­სე­თი­დან ტვი­ნე­ბის გა­დი­ნე­ბა ხდე­ბა“ და ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო მე­დია პრო­პა­გან­დის­ტუ­ლია.

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დას­ძი­ნა, რომ ევ­რო­პამ უნდა და­ას­რუ­ლოს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ საწ­ვავ­ზე.

  • "თქვენ არ ხართ ჩვე­ნი მტე­რი“- ასე მი­მარ­თა ბა­ი­დენ­მა რუს ხალ­ხს

"მე ყო­ველ­თვის პირ­და­პირ და გულ­წრფე­ლად გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით თქვენ, რუს ხალ­ხს. ნება მო­მე­ცით გი­თხრათ ეს, თუ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ამის მოს­მე­ნა: რუსი ხალ­ხი არ ხართ ჩვე­ნი მტე­რი. მე არ მჯე­რა, რომ თქვენ მი­ე­სალ­მე­ბით უდა­ნა­შა­უ­ლო ბავ­შვე­ბის და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის მკვლე­ლო­ბას, ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის, სკო­ლე­ბის, სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბის - რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბით და­ბომბვას“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფლიქ­ტი არ მო­ი­თხოვს ამე­რი­კის პირ­და­პირ სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვას.

"ამე­რი­კუ­ლი ძა­ლე­ბი ევ­რო­პა­ში არ არი­ან იმის­თვის, რომ კონ­ფლიქ­ტში ჩა­ერ­თონ რუ­სულ ძა­ლებ­თან, ამე­რი­კუ­ლი ძა­ლე­ბი აქ არი­ან ნა­ტოს მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად“, - თქვა მან.

  • "უკ­რა­ი­ნა­ში ომი სწრა­ფად არ დას­რულ­დე­ბა"

"უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი სწრა­ფად არ დას­რულ­დე­ბა. ხალ­ხი წინ ხან­გრძლი­ვი ბრძო­ლის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს, - ამის შე­სა­ხებ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

თეთ­რი სახ­ლის ლი­დერ­მა ცივი ომის დროს კო­მუ­ნიზმსა და და­სავ­ლეთს შო­რის ბრძო­ლა გა­იხ­სე­ნა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს იყო "ბრძო­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის", "თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს შო­რის".

"რუ­სეთ­მა და­ახ­რჩო დე­მოკ­რა­ტია. ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრე­ტენ­ზია უკ­რა­ი­ნის დე­ნა­ცი­ფი­კა­ცი­ის შე­სა­ხებ არის უხამ­სი“, - დას­ძი­ნა ბა­ი­დენ­მა.

"ჩვენ თქვენ გვერ­დით ვდგა­ვართ, წერ­ტი­ლი“- გა­ნუ­ცხა­და უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
124

სამაგიეროდ, თქვენ ხართ კაცობრიობის მტერი

გიორგი
67

ამერიკელი ბრეჟნევი, გვარად ბაიდენი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი

"ღვთის გულისთვის, პუტინი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - ჯო ბაიდენის ემოციური სიტყვა ვარშავაში და ყველა მნიშვნელოვანი გზავნილი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის დროს მკვეთრი განცხადებები გააკეთა რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით.

"ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ხელისუფლებაში ვერ დარჩება" - თქვა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას.

თეთრი სახლის ლიდერმა პუტინი გააფრთხილა, "ერთი დიუმით“ არ გადაადგილდეს ნატოს ტერიტორიაზე. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ "სწრაფი და დამსჯელი ხარჯები“ ერთადერთია, რაც მოსკოვს კურსის შეცვლას აიძულებს.

"მსოფლიოს ყველა დემოკრატიას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაეხმაროს უკრაინას. ომი უკვე იყო რუსეთის სტრატეგიული მარცხი“, - განაცხადა ბაიდენმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის პასუხის არასწორად გაანგარიშებით, ვლადიმერ პუტინი "არც ისე დიდად ისტორიის მცოდნე“ აღმოჩნდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, "რუსეთიდან ტვინების გადინება ხდება“ და ასევე განაცხადა, რომ რუსული სახელმწიფო მედია პროპაგანდისტულია.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ევროპამ უნდა დაასრულოს დამოკიდებულება რუსულ საწვავზე.

  • "თქვენ არ ხართ ჩვენი მტერი“- ასე მიმართა ბაიდენმა რუს ხალხს

"მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს. ნება მომეცით გითხრათ ეს, თუ თქვენ შეგიძლიათ ამის მოსმენა: რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების და ბებია-ბაბუების მკვლელობას, ან საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების - რუსული რაკეტებით დაბომბვას“, - განაცხადა ბაიდენმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი არ მოითხოვს ამერიკის პირდაპირ სამხედრო ჩარევას.

"ამერიკული ძალები ევროპაში არ არიან იმისთვის, რომ კონფლიქტში ჩაერთონ რუსულ ძალებთან, ამერიკული ძალები აქ არიან ნატოს მოკავშირეების დასაცავად“, - თქვა მან.

  • "უკრაინაში ომი სწრაფად არ დასრულდება"

"უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად არ დასრულდება. ხალხი წინ ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოემზადოს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამოსვლისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერმა ცივი ომის დროს კომუნიზმსა და დასავლეთს შორის ბრძოლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო "ბრძოლა თავისუფლებისთვის", "თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის".

"რუსეთმა დაახრჩო დემოკრატია. ვლადიმერ პუტინის პრეტენზია უკრაინის დენაციფიკაციის შესახებ არის უხამსი“, - დასძინა ბაიდენმა.

"ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, წერტილი“- განუცხადა უკრაინელ ხალხს აშშ-ის პრეზიდენტმა.