კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?
"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?

რა ხდე­ბა ნინო ნი­ნი­ძე­სა ცნო­ბილ მსა­ხი­ობ მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში? - რუ­სუ­ლი მე­დია წერს, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბამ რუსი ვარ­სკვლა­ვე­ბის არამ­ხო­ლოდ ფი­ნან­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, არა­მედ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზეც იმოქ­მე­და. სამი წე­ლია, რაც რუსი პა­პა­რა­ცე­ბი და ყვი­თე­ლი პრე­სა მოს­კოვ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ნინო ნი­ნი­ძე­სა და მსა­ხი­ობ მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნის რო­მან­ზე წერს.

29 წლის ნინო ნი­ნი­ძე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის ია ნი­ნი­ძის შვი­ლია, წლე­ბია რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე­ობს. ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებს სხვა­დას­ხვა პრო­ექტსა და ფო­ტო­სე­სი­ა­ში. ნინო ნი­ნი­ძე 2014 წელს ცო­ლად გაჰ­ყვა უკ­რა­ი­ნელ მსა­ხი­ობს კი­რილ პლეტ­ნევს, 2015 წელს წყვილს შე­ე­ძი­ნა ვაჟი, რო­მელ­საც ალექ­სან­დრე და­არ­ქვეს.

ნინო ნი­ნი­ძე და კი­რილ პლეტ­ნე­ვი

2019 წლის მა­ის­ში ნინო ნი­ნი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ქმრის შავ-თეთ­რი ფოტო, რო­მელ­საც ასე­თი კო­მენ­ტა­რი და­ურ­თო:

"ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, შე­უყ­ვარ­დე­ბათ, და­ქორ­წინ­დე­ბი­ან... შე­ე­ძი­ნე­ბათ შვი­ლე­ბი, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში ისი­ნი ხვდე­ბი­ან, რომ შემ­დეგ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი თა­ვის გზით უნდა წა­ვი­დეს..."

გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ნინო ნი­ნი­ძემ ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­ში სა­სურ­ველ სა­სი­ძოს­თან მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­თან და­ი­წყო, რო­მე­ლიც უკვე გან­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო სკან­და­ლურ ქსე­ნია სობ­ჩაკ­თან.

ნინო ნი­ნი­ძე და მაქ­სიმ ვი­ტორ­გა­ნი

ქსე­ნია მაქ­სი­მის მე­სა­მე ცოლი იყო და ქორ­წი­ნე­ბამ სამ წელს გას­ტა­ნა. წყვილს სა­ერ­თო ვაჟი პლა­ტო­ნი ჰყავთ, რო­მე­ლიც შე­მოდ­გო­მა­ზე 5 წლის გახ­და. ქსე­ნი­ამ და მაქ­სიმ­მა და­შო­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. მა­გა­ლი­თად, შე­მოდ­გო­მა­ზე შვი­ლის 5 წლის იუ­ბი­ლე ერ­თად აღ­ნიშ­ნეს, სტუ­მარ­თა შო­რის არ იყ­ვნენ სობ­ჩა­კის ახ­ლან­დე­ლი ქმა­რი ბო­გო­მო­ლო­ვი და ნინო ნი­ნი­ძე.

მას შემ­დეგ, რაც ნინო ნი­ნი­ძემ და მაქ­სიმ ვი­ტორ­გან­მა ერ­თად და­ი­წყეს გა­მო­ჩე­ნა, გაჩ­ნდა კი­თხვა, რო­დის იქორ­წი­ნებ­და მე­ო­თხედ მაქ­სი­მი, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ქორ­წი­ლი არ შემ­დგა­რა.

ვი­ტორ­გა­ნის ოჯა­ხი ნი­ნი­ძე­ებს დიდი ხა­ნია იც­ნობს. მაქ­სი­მის მამა, სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი, უფ­რო­სი ვი­ტორ­გა­ნი ამ­ბობს, რომ ნი­ნოს დე­დას, იას 30 წლის ასა­კი­დან იც­ნობს. ვა­ჟის ქორ­წი­ნე­ბის სა­კი­თხზე კი ამ­ბობს, რომ ეს თა­ვად მაქ­სი­მის გა­და­სა­წყვე­ტია.

უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ მაქსმა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თა­რი გვერ­დი და­ხუ­რა და მის პრო­ფილ­ზე მხო­ლოდ შავი ფოტო ჩანს. რუ­სულ მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ მაქ­სი გა­უ­ჩი­ნარ­და, ასე­ვე და­ი­წე­რა ისიც, რომ მისი მამა, ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ემა­ნუ­ელ ვი­ტორ­გა­ნი ამ­ჟა­მად ლატ­ვი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც მისი ახ­ლობ­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ მაქ­სიმ­მაც და­ტო­ვა რუ­სე­თი, რად­გან მსა­ხი­ობ­მა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან ყო­ველ­გვა­რი კავ­ში­რი გა­წყვი­ტა.

ქსე­ნია სობ­ჩა­კის ახ­ლან­დე­ლი ქმა­რი კონ­სტან­ტი­ნე ბო­გო­მო­ლო­ვია. უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ქალ­მა შვილ­თან ერ­თად რუ­სე­თი და­ტო­ვა, ქმა­რი კი სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა, ახლა ქსე­ნია და პლა­ტო­ნი (ქსე­ნი­ას და მაქ­სი­მის ვაჟი) თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ქსე­ნია სობ­ჩა­კი და მაქს ვი­ტორ­გა­ნი

ორი­ო­დე დღის წინ ნინო ნი­ნი­ძემ მიმ­დევ­რე­ბი თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით უსი­ა­მოვ­ნოდ გა­ა­ო­ცა. თუმ­ცა მსა­ხი­ობ­მა არ და­მა­ლა, რომ არ არის სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბა­ზე. ნი­ნი­ძის­თვის ასე­თი არა­ტი­პი­უ­რი საქ­ცი­ე­ლის გამო, მე­დი­ა­ში და­ი­წე­რა, რომ მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ახლა სა­დღაც შორს არის.

რუ­სულ მე­დი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მაქ­სიმ­მა ყო­ფილ ცოლ­სა და შვილს ჩა­ა­კი­თხა, რა­მაც ნი­ნი­ძე ცუდ ხა­სი­ათ­ზე და­ა­ყე­ნა.

ცოტა ხნის წინ ნი­ნი­ძემ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თან "ტე­ლეგ­რა­მის" სა­კუ­თარ არხზე აღი­ა­რა, რომ ძა­ლი­ან ეში­ნო­და. ნი­ნომ მძი­მე ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა. გო­გო­ნა 1991 წელს თბი­ლის­ში და­ი­ბა­და.

„და­ვი­ბა­დე 1991 წელს თბი­ლის­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დროს, არ ვი­ცო­დი რა იყო ცხე­ლი წყა­ლი, ბი­ნა­ში სი­ნათ­ლე და გათ­ბო­ბა, რო­გორც დედა ამ­ბობს, მძი­მე იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, ჩვენ ბავ­შვებ­მა არ ვი­ცო­დით სხვა ცხოვ­რე­ბა“.

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა შიშ­ში გა­ვა­ტა­რე, რომ რა­ღაც არას­წო­რია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ... რა­ღა­ცას არას­წო­რად ვა­კე­თებ ... რა სი­სუ­ლე­ლეა, სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. აკნე არ ქრე­ბა. ისევ საკ­მა­რი­სად არ მე­ძი­ნა. ტუჩი გა­მის­კდა."

რო­გორც ნი­ნი­ძემ თქვა, შრო­მა აშო­რებს მას ნე­გა­ტი­უ­რი ფიქ­რე­ბის­გან. ახლა მსა­ხი­ო­ბი მუ­შა­ობს პრო­ექ­ტზე, რომ­ლის დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­უძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ მან გა­ა­ზი­ა­რა სა­ში­ნე­ლი მა­კი­ა­ჟის და "მა­ხინ­ჯი ხე­ლე­ბის" ვი­დეო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიოგიო
5

დედე-ნინიძე-იყო-ვარსკვლავი(ახალგაზრდობაში "მიქარა"სოფიკოჭიაურელმა"შე რთო"ნიკუშა-მოსკოვში- ნინიძე გაექცა შენგელაიებს)მერე რა ხდება? არ ვიცი შვი ლი ნინიძე არ გავს დედას ის ძალიან კარგი იყო.პ.ს.სამწუხაროა ძალიან ქართული ჯიში-ნიჭი-სად იკარგება?და რატომ?ვიღაც ვიტორგანები.....

მე
4

მოგცლიათ. რა სისულელეებზე აცდენთ ხალხს )))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?

"ვიტორგანმა შესაძლოა, ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა" - რას წერს მედია რუსულ-ქართულ სკანდალურ წყვილზე?

რა ხდება ნინო ნინიძესა ცნობილ მსახიობ მაქსიმ ვიტორგანის ურთიერთობაში? - რუსული მედია წერს, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ რუსი ვარსკვლავების არამხოლოდ ფინანსურ შესაძლებლობებზე, არამედ პირად ცხოვრებაზეც იმოქმედა. სამი წელია, რაც რუსი პაპარაცები და ყვითელი პრესა მოსკოვში მცხოვრები ქართველი მსახიობის ნინო ნინიძესა და მსახიობ მაქსიმ ვიტორგანის რომანზე წერს.

29 წლის ნინო ნინიძე, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

ნინო ნინიძე და კირილ პლეტნევი

2019 წლის მაისში ნინო ნინიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქმრის შავ-თეთრი ფოტო, რომელსაც ასეთი კომენტარი დაურთო:

"ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, შეუყვარდებათ, დაქორწინდებიან... შეეძინებათ შვილები, მაგრამ რაღაც მომენტში ისინი ხვდებიან, რომ შემდეგ ყოველი მათგანი თავის გზით უნდა წავიდეს..."

განქორწინების შემდეგ ნინო ნინიძემ ურთიერთობა რუსეთში სასურველ სასიძოსთან მაქსიმ ვიტორგანთან დაიწყო, რომელიც უკვე განქორწინებული იყო სკანდალურ ქსენია სობჩაკთან.

ნინო ნინიძე და მაქსიმ ვიტორგანი

ქსენია მაქსიმის მესამე ცოლი იყო და ქორწინებამ სამ წელს გასტანა. წყვილს საერთო ვაჟი პლატონი ჰყავთ, რომელიც შემოდგომაზე 5 წლის გახდა. ქსენიამ და მაქსიმმა დაშორების შემდეგ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. მაგალითად, შემოდგომაზე შვილის 5 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს, სტუმართა შორის არ იყვნენ სობჩაკის ახლანდელი ქმარი ბოგომოლოვი და ნინო ნინიძე.

მას შემდეგ, რაც ნინო ნინიძემ და მაქსიმ ვიტორგანმა ერთად დაიწყეს გამოჩენა, გაჩნდა კითხვა, როდის იქორწინებდა მეოთხედ მაქსიმი, მაგრამ ჯერჯერობით ქორწილი არ შემდგარა.

ვიტორგანის ოჯახი ნინიძეებს დიდი ხანია იცნობს. მაქსიმის მამა, სახალხო არტისტი, უფროსი ვიტორგანი ამბობს, რომ ნინოს დედას, იას 30 წლის ასაკიდან იცნობს. ვაჟის ქორწინების საკითხზე კი ამბობს, რომ ეს თავად მაქსიმის გადასაწყვეტია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაქსმა "ინსტაგრამის" საკუთარი გვერდი დახურა და მის პროფილზე მხოლოდ შავი ფოტო ჩანს. რუსულ მედიაში წერენ, რომ მაქსი გაუჩინარდა, ასევე დაიწერა ისიც, რომ მისი მამა, ცნობილი მსახიობი ემანუელ ვიტორგანი ამჟამად ლატვიაში იმყოფება, სადაც მისი ახლობლები ცხოვრობენ. ასევე არ გამორიცხავენ, რომ მაქსიმმაც დატოვა რუსეთი, რადგან მსახიობმა თაყვანისმცემლებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.

ქსენია სობჩაკის ახლანდელი ქმარი კონსტანტინე ბოგომოლოვია. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ქალმა შვილთან ერთად რუსეთი დატოვა, ქმარი კი სამშობლოში დარჩა. ბოლო ინფორმაციით, შესაძლოა, ახლა ქსენია და პლატონი (ქსენიას და მაქსიმის ვაჟი) თურქეთში იმყოფებოდნენ.

ქსენია სობჩაკი და მაქს ვიტორგანი

ორიოდე დღის წინ ნინო ნინიძემ მიმდევრები თავისი გარეგნობით უსიამოვნოდ გააოცა. თუმცა მსახიობმა არ დამალა, რომ არ არის საუკეთესო განწყობაზე. ნინიძისთვის ასეთი არატიპიური საქციელის გამო, მედიაში დაიწერა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი ახლა სადღაც შორს არის.

რუსულ მედიაში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მაქსიმმა ყოფილ ცოლსა და შვილს ჩააკითხა, რამაც ნინიძე ცუდ ხასიათზე დააყენა.

ცოტა ხნის წინ ნინიძემ თაყვანისმცემლებთან "ტელეგრამის" საკუთარ არხზე აღიარა, რომ ძალიან ეშინოდა. ნინომ მძიმე ბავშვობა გაიხსენა. გოგონა 1991 წელს თბილისში დაიბადა.

„დავიბადე 1991 წელს თბილისში სამოქალაქო ომის დროს, არ ვიცოდი რა იყო ცხელი წყალი, ბინაში სინათლე და გათბობა, როგორც დედა ამბობს, მძიმე იყო ეს ყველაფერი, ჩვენ ბავშვებმა არ ვიცოდით სხვა ცხოვრება“.

"მთელი ჩემი ცხოვრება შიშში გავატარე, რომ რაღაც არასწორია ჩემს ცხოვრებაში ... რაღაცას არასწორად ვაკეთებ ... რა სისულელეა, სასაცილოა ეს ყველაფერი. აკნე არ ქრება. ისევ საკმარისად არ მეძინა. ტუჩი გამისკდა."

როგორც ნინიძემ თქვა, შრომა აშორებს მას ნეგატიური ფიქრებისგან. ახლა მსახიობი მუშაობს პროექტზე, რომლის დეტალების გამჟღავნება ჯერჯერობით შეუძლებელია. მაგრამ მან გააზიარა საშინელი მაკიაჟის და "მახინჯი ხელების" ვიდეო.