აშშ-ს თავდაცვის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს რუსი სამხედროები, რომლებიც საქართველოში არიან განლაგებულები, უკრაინაში გაძლიერებისთვის გადაჰყავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"შეერთებულმა შტატებმა შეამჩნია საქართველოდან ჯარის გარკვეული რაოდენობის გადაადგილება", - განუცხადა თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ პენტაგონს არ შეუძლია მიუთითოს რამდენი ჯარისკაცი გადაჰყავს მოსკოვს.
"ახლა გვაქვს მინიშნებები, რომ მათ ძალები საქართველოდან უკრაინაში გადაჰყავთ“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
მისივე განცხადებით, პენტაგონმა არ იცის, საქართველოდან ჯარები უკრაინის რომელ ნაწილში წავლენ, თუმცა აღნიშნა, რომ კრემლისთვის პრიორიტეტია დონბასის რეგიონში აქტივობები.
ანუ საქართველომ.სამაჩაბლოს და აფხაზეთს შსუტიოსო ესე გამოდის
20% აქვს ბაბუ ბაიდენ წაღებული, ალბათ მაქედან გაყავს, შუაგულ ქართლში ზის აგერ, თბილისიდან დასავლეთში წასვლა რომ მოგინდეს, ვერ წახვალ, ვენდიდან 40 კმ ში დგას. დააბრუნები ეს ჩვენი მიტაცებული ტერიტორიები და გპირდებით, ამას ვერ გააკეთებს.