საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზიური ინტერვიუ საოცარი ხმის პაატა ცეცხლაძესთან - ლოტბარი, მომღერალი, დირიჟორი და კომპოზიტორი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს!
ექსკლუზიური ინტერვიუ საოცარი ხმის პაატა ცეცხლაძესთან - ლოტბარი, მომღერალი, დირიჟორი და კომპოზიტორი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს!

მომ­ღე­რალ პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძის ნამ­ღერს პირ­ვე­ლად რომ მო­ვუს­მი­ნე, იმ­დე­ნად წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­მი­ტო­ვა, რომ ის მე­ლო­დია დღემ­დე აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი მაქვს. კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვი აღ­მოჩ­ნდა მისი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის მოს­მე­ნა - თით­ქოს, ჟრუ­ან­ტე­ლი­ვით გა­ი­ა­რა სხე­ულ­სა და სულ­ში... სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­ი­ა­რა კი არა, იქვე დარ­ჩა. მაგ­რამ მისი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სიმ­ღე­რა არ არის, მისი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი დი­ა­პა­ზო­ნი მარ­თლაც უსა­ზღვრო აღ­მოჩ­ნდა - იგი მომ­ღე­რა­ლი, ლოტ­ბა­რი, კომ­პო­ზი­ტო­რი და დი­რი­ჟო­რი გახ­ლავთ. სწო­რედ მან გა­უ­კე­თა შე­სა­ნიშ­ნა­ვი არან­ჟი­რე­ბა მისი უწ­მინ­დე­სო­ბის, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ილია მე­ო­რეს სა­გა­ლობ­ლე­ბის ნა­წილს და თა­ვად შე­ას­რუ­ლა. მახ­სოვს, ემო­ცი­ე­ბის ზღვა მოჰ­ყვა სა­გა­ლო­ბელს „და­ვი­ღა­ლე, და­ვი­ღა­ლე, მოდი ჩემ­თან, უფა­ლო“. და არა მარ­ტო ამ სა­გა­ლო­ბელს...

დღეს პა­ა­ტა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და იქ გა­ნაგ­რძობს შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას. სწო­რედ ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით მას და ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უც ჩა­მო­ვარ­თვით:

- პა­ა­ტა, მო­გე­სალ­მე­ბით. ინ­ტერ­ვიუ თქვე­ნი სი­ახ­ლე­ე­ბით მინ­და და­ვი­წყო: რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ, კა­რი­ე­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში გა­გეგ­რძე­ლე­ბი­ნათ და ამ­ჟა­მად სად მოღ­ვა­წე­ობთ?

- ამ­ჟა­მად ვმოღ­ვა­წე­ობ კომ­პა­ნია „ ჯორ­ჯი­ან დენ­სინგ ქვრე­ინ­ში“, სა­დაც ვას­წავ­ლი ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს და სა­გა­ლობ­ლებს. უკვე რამ­დე­ნი­მე კონ­ცერ­ტიც ჩა­ვა­ტა­რეთ და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბით. პა­რა­ლე­ლუ­რად, მინ­და, არ შევ­წყვი­ტო მუ­სი­კის შექ­მნა, რაც ჩემი, რო­გორც მუ­სი­კო­სის და დი­რი­ჟო­რის, მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა.

- ოჯა­ხი რო­გორ შეხ­ვდა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვგუ­ლის­ხმობ ამე­რი­კა­ში გამ­გზავ­რე­ბას?

- ეს არ იყო მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თუმ­ცა მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რი სწო­რედ ჩემი ოჯა­ხი გახ­ლდათ - მე­უღ­ლე, შვი­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თა­ვი­სუფ­ლად ვამ­ბობ, რომ ოჯა­ხი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შეხ­ვდა გა­გე­ბით. მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბა კი­დევ უფრო მა­ღალ დო­ნე­ზე წარ­მო­მე­ჩი­ნა და ამი­ტომ დავ­ტო­ვე სამ­შობ­ლო. მინ­დო­და, ჩემი იდე­ე­ბი, ჩემი მუ­სი­კა, არა მარ­ტო სა­დი­რი­ჟო­რო, არა­მედ - ჩემი სა­კომ­პო­ზი­ციო სკო­ლა წარ­მო­მე­ჩი­ნა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ამის გარ­და, რაც ზე­მოთ ჩა­მოვ­თვა­ლე, მე, ასე­ვე, ქარ­თულ კულ­ტუ­რას, ფოლკ­ლორს და გა­ლო­ბას ვას­წავ­ლი და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევს კომ­პა­ნია „ჯორ­ჯი­ან დენ­სინგ ქვრე­ი­ნი“. იქ და­დი­ან რო­გორც ემიგ­რან­ტე­ბი, უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი, ასე­ვე - პა­ტა­რე­ბი, ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლე­ბი და, ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ემიგ­რა­ცი­ა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ქარ­თულ კულ­ტუ­რას­თან. ვცდი­ლობ, თი­თო­ე­ულ მათ­განს შე­ვას­წავ­ლო ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბა. ჩემს ერ­თგვარ მი­სი­ა­დაც კი მი­მაჩ­ნია ეს საქ­მე, ვგრძნობ დიდ გა­მოწ­ვე­ვას და მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით, მთე­ლი შე­მარ­თე­ბით ვცდი­ლობ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახალ­მა თა­ო­ბამ არ და­ი­ვი­წყოს თა­ვი­სი ფეს­ვე­ბი, რა­საც ეყ­რდნო­ბა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა. მაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და შე­თან­ხმე­ბე­ბი ამე­რი­კულ ან­სამ­ბლებ­თან. ეს არის ქალ­თა ჯგუ­ფი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში - „კიტ­კა“, რო­მე­ლიც ას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ფოლკ­ლო­რულ ნა­წარ­მო­ე­ბებს. მათ შო­რის ერთ-ერ­თია ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი პო­ლი­ფო­ნი­ით, სი­ლა­მა­ზით, სევ­დით, მხი­ა­რუ­ლე­ბით, ვაჟ­კა­ცო­ბით და - ყვე­ლაფ­რით. თან ვცდი­ლობ, რომ ჩემი მუ­სი­კაც აჟ­ღერ­დეს და მაქვს კი­დეც რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რომ ჩემი სა­გუნ­დო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შეს­რულ­დეს. მოკ­ლედ, ყვე­ლა მხრივ აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი. რაც მოვ­ყე­ვი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემი ოჯა­ხის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვა­ცი­აა. რა თქმა უნდა, რთუ­ლია, მაგ­რამ - დრო­ე­ბი­თია. ჩემი ოჯა­ხის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია, რომ ვი­არ­სე­ბო, მაგ­რამ ხდე­ბა ხოლ­მე, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე მსხვერ­პლი არის სა­ჭი­რო, უფრო დიდი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. ჩემი მე­უღ­ლე - ნანუ კა­კუ­ლია-ცე­ცხლა­ძე ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს მი­წყობს, სამი შვი­ლი გვყავს. რო­დე­საც მამა მი­დის სახ­ლი­დან, შვი­ლებ­თან რჩე­ბა დედა და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ნა­ნუს ამის­თვის, რომ მთელ თა­ვის ენერ­გი­ას და დროს ახარ­ჯავს ჩვენს შვი­ლებს. რომ არა ჩემი მე­უღ­ლე, ვერ მი­ვაღ­წევ­დი ამ წარ­მა­ტე­ბას ჩემს კა­რი­ე­რა­ში და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სამი შვი­ლი - ლუკა, გი­ორ­გი და ელე­ნე და ეს უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევს ცხოვ­რე­ბა­ში. რო­დე­საც არ ვმუ­შა­ობ, არ ვწერ მუ­სი­კას, სულ ხაზ­ზე ვარ მათ­თან, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი­ან, რთუ­ლია მათ გა­რე­შე, მაგ­რამ პი­რო­ბას ვდებ, რომ ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბა და მე მათ ვუ­თხა­რი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მალე ერ­თად ვიქ­ნე­ბით.

პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძე მე­უღ­ლეს­თან, - ნანუ კა­კუ­ლია-ცე­ცხლა­ძეს­თან ერ­თად

- პა­ა­ტა, თქვენ გაქვთ გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმა და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რაც, ამას და­ე­მა­ტა მუ­სი­კის შექ­მნაც. რამ­დე­ნად რთუ­ლი პრო­ცე­სია, რო­გორ ქმნის და რო­გორ მუ­სი­კას ქმნის პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძე?

- შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჩემი, რო­გორც მომ­ღერ­ლის კა­რი­ე­რა შედ­გა. ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რის და გა­ლო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მი­მა­თუ­ლე­ბით დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს. როცა შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ხარ, მღე­რი სხვის მუ­სი­კას. რა თქმა უნდა, ასე­ვე ეხე­ბა ეს დი­რი­ჟორ­საც. მომ­ღე­რა­ლიც და დი­რი­ჟო­რიც, და ნე­ბის­მი­ე­რი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ეს იქ­ნე­ბა პი­ა­ნის­ტი, მე­ვი­ო­ლი­ნე თუ სხვა ანუ, ზო­გა­დად, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი და კო­პო­ზი­ტო­რი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არი­ან ერ­თმა­ნეთ­თან. შენ, რო­გორც შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, თუ არ გახ­დი თა­ნა­მო­აზ­რე , თუ არ შეხ­ვე­დი კომ­პო­ზი­ტო­რის გან­ცდებ­ში, ისე ვერ შე­ას­რუ­ლებ მა­ღალ დო­ნე­ზე. ფოლკ­ლო­რიც, გე­ნი­ა­ლურ­მა უც­ნო­ბებ­მა რომ შექ­მნეს, თუ არ გა­ი­თა­ვი­სე, რო­გორ და­ი­წე­რა, ისე ვერ შე­ას­რუ­ლებ მა­ღალ დო­ნე­ზე. ეს მო­მენ­ტი ყო­ველ­თვის მქონ­და. ძა­ლი­ან დიდი მუ­სი­კაა ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა და გა­ლო­ბა. არ არ­სე­ბობს, რო­დე­საც მათ ას­რუ­ლებ, არ იფიქ­რო, რო­გორ შექ­ნეს ეს გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კა. ამან ძა­ლი­ან დიდი ინ­სპი­რა­ცია მომ­ცა. ჩემი წყა­რო იყო ფოლკ­ლო­რი, ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა. ვქმნი მუ­სი­კას, გა­ჯე­რე­ბულს იმ ელე­მენ­ტე­ბით, რა­საც ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი ჰქვია. მე ვთვლი, რომ ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გზაა. სა­კომ­პო­ზი­ციო მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა რთუ­ლია, შე­დევ­რე­ბია შექ­მნი­ლი. იმ­დე­ნად არის რთუ­ლი, რომ ბევ­რია და ამ ბევრში შენ ძა­ლი­ან უნდა ანა­თებ­დე. ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ან­მა ის მუ­სი­კა უნდა წე­როს, რო­მე­ლიც მის გულ­თან არის ძა­ლი­ან ახ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემს გულ­თან იყო ძა­ლი­ან ახ­ლოს ეს პო­ლი­ფო­ნი­უ­რი მუ­სი­კა და მისი შერ­წყმა თა­ნა­მედ­რო­ვე ჟანრ­თან, იმა­ვე, თუნ­დაც პო­პ­კულ­ტუ­რას­თან, თუნ­დაც კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, თუმ­ცა ჯა­ზიც უკვე კლა­სი­კაა, დღეს იმ­დე­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი ჩნდე­ბა... ამ შემ­თხვე­ვა­ში, ვგუ­ლის­ხმობ ბე­თჰო­ვენს, კლოდ დე­ბი­უსს და შოს­ტა­კო­ვიჩს... და მათი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის შერ­წყმა ქარ­თულ ელე­მენ­ტებ­თან არის ჩემი ოც­ნე­ბა და ჩემი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ეს რომ მო­ვაქ­ციო ერთ ჩარ­ჩო­ში, რომ გა­მო­ვი­დეს ისეთ სინ­თე­ზი, რომ არ იყოს შე­კი­თხვა - ფოლკ­ლო­რია? კლა­სი­კუ­რია? არა­მედ - მი­ვი­ღოთ ერთი მთლი­ა­ნო­ბა და ამას ვქმნი, ასეთ მუ­სი­კას ვქმნი. ეს არის ჩემი ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­რო.

პა­ა­ტა უწ­მინ­დეს­თან ერ­თად კი­კეთ­ში

- თქვენ მუ­დამ ჩვე­ნი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის გვერ­დით გხე­დავ­დით, ამი­ტომ გვერდს ვერ ავუვ­ლი ამ ურ­თი­ერ­თო­ბას და მისი უწ­მი­დე­სო­ბის სა­გა­ლობ­ლე­ბის არან­ჟი­რე­ბის ამ­ბავს...

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქთან მი­ვე­დი და გულ­ში ჩა­მიკ­რა, მშო­ბე­ლი დე­დი­სა და მა­მის და­რად მექ­ცე­ო­და, გამ­ზარ­და, ყო­ველ­თვის კი­თხუ­ლობ­და, სად ვი­ყა­ვი, მშო­ბე­ლი­ვით ზრუ­ნავ­და ჩემ­ზე. ცხოვ­რე­ბის სამი წელი მისი უწ­მინ­დე­სო­ბის გვერ­დით გა­ვა­ტა­რე, მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი სა­პატ­რი­არ­ქო­ში და ეს ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო. მის წი­აღ­ში დიდი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ენით აუ­წე­რე­ლი ზღვა ემო­ცია მაქვს მის მი­მართ, ძა­ლი­ან მიყ­ვარს. მისი სა­გა­ლობ­ლე­ბის, მე­ლო­დი­ე­ბის არან­ჟი­რე­ბა მე გა­ვა­კე­თე და შემ­დეგ თა­ვად შე­ვას­რუ­ლე. იმის ხაზ­გას­მა მინ­და, რომ თუ ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია ეს მუ­სი­კა - პატ­რი­არ­ქის სა­გა­ლობ­ლე­ბი და რაც მე გა­ვა­კე­თე, ეს ყვე­ლა­ფე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და. მად­ლო­ბა ღმერ­თს და მად­ლო­ბა პატ­რი­არ­ქს, რომ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა.

- არ შე­იძ­ლე­ბა არ შე­ვე­ხო თქვენს კი­დევ ერთ პრო­ფე­სი­ას - დი­რი­ჟო­რო­ბას, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- ჩემი სა­დი­რი­ჟო­რო კა­რი­ე­რა და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩა­ვა­ბა­რე სა­გუნ­დო-სა­დი­რი­ჟო­რო­ზე. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­აა - მარ­თავ ორ­კესტრს და შენს აღ­ქმულ მუ­სი­კას გა­დას­ცემ ხალ­ხს. არა­ფერ­ზე არ უკ­რავ, არც ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე, არც ვი­ო­ლი­ნო­ზე, არც მღე­რი, მხო­ლოდ ხელს იქ­ნევ და ამ ხე­ლის ქნე­ვა­ში შენ შე­გიძ­ლია ემო­ცი­ე­ბის ზღვა გა­დას­ცე მსმე­ნელს. პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგი თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში. და­ვამ­თავ­რე ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც და მა­გის­ტრა­ტუ­რაც. ჩემი პე­და­გო­გი ბო­რის ძნე­ლა­ძე იყო, ასე­ვე, გა­მო­ვარ­ჩევ შალ­ვა მო­სი­ძეს. ბა­ტონ­მა შალ­ვამ გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპო­ქა შექ­მნა სა­გუნ­დო მუ­სი­კა­ში, შექ­მნა თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ბგე­რა, რომ­ლი­თაც ცნო­ბი­ლია მთელ მსოფ­ლი­ო­ში. მქონ­და მას­თან მუ­შა­ო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა. ასე­ვე, მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა უდი­დეს კომ­პო­ზი­ტორ­თან - იო­სებ კე­ჭაყ­მა­ძეს­თან, რო­მელ­მაც სტუ­დენ­ტებს დიდი შთა­გო­ნე­ბა მოგ­ვცა და მად­ლო­ბე­ლი ვარ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს უბედ­ნი­ე­რე­სი დრო რომ იყო. იგი გვას­წავ­ლი­და არან­ჟი­რე­ბას და ეს ცალ­კე დიდი თე­მაა. ერთი შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო, რო­დე­საც ვას­რუ­ლებ­დით ბა­კა­ლავ­რი­ატს, თი­თო­ე­ულ სტუ­დენტზე თა­ვი­სი ხედ­ვით შე­არ­ჩია მუ­სი­კა და მათ შო­რის მეც მოვ­ხვდი, და ეს იყო სა­ო­ცა­რი მუ­სი­კა, ყვე­ლას მოგ­ვი­ძღვნა, ასე ვთქვათ. მის მუ­სი­კას­თან შე­ხე­ბა იყო სა­ოც­რე­ბა, დიდი სკო­ლა გა­ვი­ა­რეთ მას­თან ერ­თად და ყვე­ლა სხვა პე­და­გოგ­თან ერ­თად. მად­ლო­ბა ყვე­ლას, მთელ თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას.

ჯვრის­წე­რის შემ­დეგ, პა­ა­ტა და მისი მე­უღ­ლე უწ­მინ­დეს­თან

- კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თქვენ უკვე კრა­კოვ­ში გა­ნაგ­რძეთ სწავ­ლა...

- ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა მქონ­და, ასე­ვე, მეს­წავ­ლა სიმ­ფო­ნი­უ­რი დი­რი­ჟო­რო­ბა. ეს ძა­ლი­ან მომ­წონს და ისე მოხ­და, რომ და­ფი­ნან­სე­ბით წა­ვე­დი კრა­კო­ვის მუ­სი­კა­ლურ აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მოღ­ვა­წე­ობ­დნენ. რექ­ტო­რი გახ­ლდათ ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი და დი­რი­ჟო­რი შიშ­ტოფ პენ­დერეც­კი. კრა­კო­ვის აკა­დე­მია გა­მო­ირ­ჩე­ვა თა­ვი­სი დიდი დი­რი­ჟო­რე­ბით, მუ­სი­კო­სე­ბით და მეც­ნი­ე­რე­ბით. ჩა­ვა­ბა­რე მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში. ეს იყო ჩემი ქვეყ­ნის გა­რეთ გა­მოც­დი­ლე­ბა, მთე­ლი ჩემი ენერ­გია ჩავ­დე და იმ 2 წე­ლი­წად­ში მაქ­სი­მუ­მი გა­ვა­კე­თე. ვი­ცო­დი, რომ ეს არ იყო დიდი დრო და რაც შე­მეძ­ლო და არ შე­მეძ­ლო, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. ძა­ლი­ან გა­მიჭრ­და პარ­ტი­ტუ­რის წა­კი­თხვა, ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, დღე­ში შვი­დი-რვა სა­ა­თის დაკ­ვრის და მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შე­დე­გად გა­მო­მი­მუ­შავ­და სა­ჭი­რო ჩვე­ვე­ბი. შემ­დეგ უკვე მო­მი­წია რამ­დე­ნი­მე მას­ტერკლა­სი ად­გი­ლობ­რივ დი­რი­ჟო­რებ­თან. დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, დიდი ცოდ­ნა და­ვაგ­რო­ვე და მთე­ლი გუ­ლით მინ­დო­და, რომ ჩემი დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ჩემი გზა მე­პო­ვა.

პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძის შვი­ლე­ბი - ელე­ნე, გი­ორ­გი, ლუკა

- თქვე­ნი, რო­გორც დი­რი­ჟო­რის დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა...

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემს ამე­რი­კა­ში გა­მომ­გზავ­რე­ბამ­დე და­ი­გეგ­მა კომ­პო­ზი­ტორ ენრი ლო­ლაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტი და ჩემ­თან და­რე­კა შე­სა­ნიშ­ნავ­მა, გა­მორ­ჩე­ულ­მა ალ­ტის­ტმა გი­ორ­გი ცა­გა­რელ­მა. სვი­მონ ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის­გან იცო­და ჩემ შე­სა­ხებ. სვი­მო­ნი ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია და მად­ლო­ბა ამის­თვის. გი­ორ­გი ცა­გა­რელ­მა მი­თხრა, თუ მქონ­და სურ­ვი­ლი, ენრი ლო­ლაშ­ვი­ლის კონ­ცერ­ტზე მე­დი­რი­ჟო­რა. მე, რა თქმა უნდა, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი. შემ­დეგ, რო­გორც გა­ირ­კვა, გი­ორ­გის სა­უ­ბა­რი ჰქონ­და ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­თან. მად­ლო­ბა ნი­კო­ლოზს, რომ შან­სი მომ­ცა. მად­ლო­ბა თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძეს, რომ მთე­ლი გუ­ლით მეხ­მა­რე­ბო­და. ამ პრო­ექ­ტის სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლი თე­ო­ნა იყო. ის დღემ­დე ძა­ლი­ან მიდ­გას მხარ­ში. მად­ლო­ბა ნი­კო­ლოზ რაჭ­ველს და სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრს. რო­დე­საც რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ვი­წყე, რო­გორ მედგნენ მხარ­ში, რო­გორ მი­ყუ­რებ­დნენ და რო­გორ ცდი­ლობ­დნენ, მე, რო­გორც გა­მო­უც­დელ დი­რი­ჟორს, გვერ­დში მყო­ლოდ­ნენ თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბით. ენ­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი, თა­ვი­სი კი­ნო­მუ­სი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ხანი არ იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, მე მო­მან­დო. ენრი გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა, გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კო­სია, გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია და მისი ყვე­ლა მუ­სი­კა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და ეს­თე­ტი­კუ­რია. და რაც ენ­რის გა­მო­არ­ჩევს სხვა კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის­გან და ჩემ­თვის ახ­ლო­ბე­ლია, ეს არის ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მან შე­ი­ტა­ნა თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში. ეს სინ­თე­ზი ჰქონ­და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­კე­თე­ბუ­ლი. მახ­სოვს, ერთი სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სა იყო, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს გუ­რუ­ლი კი­ლო­კა­ვის ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი და ისე სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რომ, უბ­რა­ლოდ, შე­დევ­რია. მე ვთხო­ვე მას, რომ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ამ მუ­სი­კის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო კონ­ცერ­ტი და იმე­დი მაქვს, რომ გა­ა­კე­თებს, იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი იყო მისი მუ­სი­კა, რომ არ გამ­ჭირ­ვე­ბია ამ მუ­სი­კის შეგ­რძნე­ბა და ორ­კესტრში გა­და­ტა­ნა. და ჩემი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი შედ­გა სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი წარ­მა­ტე­ბით. ასე შედ­გა ჩემი დე­ბი­უ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც დი­რი­ჟო­რის.

ავ­ტო­რი: ირმა ხარ­ში­ლა­ძე

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სოლომონი
1

აი კიდევ ერთი ფაქტი, ვინც ეკლესიას და პატრიარქს პატიოსნად ემსახურა დაუფასდა და ღმერთი შეეწია...

კობა დევდარიანი
0

წარმატებებს გისურვებ პაატა, შენ სადაც არ უნდა იყო ყველგან ასახელებ ჩვენს ქვეყანას და ქართულ ფოლკლორს. ამაყი ვარ იმით, რომ გალობის უნივერსიტეტიდან გიცნობ და შენს მეგობრად ვთვლი თავს. ღმერთი შეგეწიოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ექსკლუზიური ინტერვიუ საოცარი ხმის პაატა ცეცხლაძესთან - ლოტბარი, მომღერალი, დირიჟორი და კომპოზიტორი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს!

ექსკლუზიური ინტერვიუ საოცარი ხმის პაატა ცეცხლაძესთან - ლოტბარი, მომღერალი, დირიჟორი და კომპოზიტორი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში განაგრძობს!

მომღერალ პაატა ცეცხლაძის ნამღერს პირველად რომ მოვუსმინე, იმდენად წარუშლელი შთაბეჭდილება დამიტოვა, რომ ის მელოდია დღემდე აკვიატებული მაქვს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მისი შესრულებული საგალობლების მოსმენა - თითქოს, ჟრუანტელივით გაიარა სხეულსა და სულში... სინამდვილეში, გაიარა კი არა, იქვე დარჩა. მაგრამ მისი ცხოვრება მხოლოდ სიმღერა არ არის, მისი შემოქმედებითი დიაპაზონი მართლაც უსაზღვრო აღმოჩნდა - იგი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი და დირიჟორი გახლავთ. სწორედ მან გაუკეთა შესანიშნავი არანჟირება მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს საგალობლების ნაწილს და თავად შეასრულა. მახსოვს, ემოციების ზღვა მოჰყვა საგალობელს „დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო“. და არა მარტო ამ საგალობელს...

დღეს პაატა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და იქ განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. სწორედ ამერიკაში დავუკავშირდით მას და ექსკლუზიური ინტერვიუც ჩამოვართვით:

- პაატა, მოგესალმებით. ინტერვიუ თქვენი სიახლეებით მინდა დავიწყო: რატომ გადაწყვიტეთ, კარიერა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგეგრძელებინათ და ამჟამად სად მოღვაწეობთ?

- ამჟამად ვმოღვაწეობ კომპანია „ ჯორჯიან დენსინგ ქვრეინში“, სადაც ვასწავლი ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს. უკვე რამდენიმე კონცერტიც ჩავატარეთ და საკმაოდ წარმატებით. პარალელურად, მინდა, არ შევწყვიტო მუსიკის შექმნა, რაც ჩემი, როგორც მუსიკოსის და დირიჟორის, მთავარი გამოწვევაა.

- ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას, ვგულისხმობ ამერიკაში გამგზავრებას?

- ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მთავარი მხარდამჭერი სწორედ ჩემი ოჯახი გახლდათ - მეუღლე, შვილები და მშობლები. აქედან გამომდინარე, თავისუფლად ვამბობ, რომ ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას შეხვდა გაგებით. მინდოდა, საკუთარი შემოქმედება კიდევ უფრო მაღალ დონეზე წარმომეჩინა და ამიტომ დავტოვე სამშობლო. მინდოდა, ჩემი იდეები, ჩემი მუსიკა, არა მარტო სადირიჟორო, არამედ - ჩემი საკომპოზიციო სკოლა წარმომეჩინა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიდი მოტივაციაა, რომ ამის გარდა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, მე, ასევე, ქართულ კულტურას, ფოლკლორს და გალობას ვასწავლი და ამის შესაძლებლობას მაძლევს კომპანია „ჯორჯიან დენსინგ ქვრეინი“. იქ დადიან როგორც ემიგრანტები, უფროსი თაობის ადამიანები, ასევე - პატარები, ემიგრანტების შვილები და, ალბათ, დამეთანხმებით, რამდენად მნიშვნელოვანია ქართველი ადამიანისთვის ემიგრაციაში შეინარჩუნოს ის ღირებულებები, რომელიც დაკავშირებულია ქართულ კულტურასთან. ვცდილობ, თითოეულ მათგანს შევასწავლო ქართული სიმღერა-გალობა. ჩემს ერთგვარ მისიადაც კი მიმაჩნია ეს საქმე, ვგრძნობ დიდ გამოწვევას და მთელი სულითა და გულით, მთელი შემართებით ვცდილობ, განსაკუთრებით - ახალმა თაობამ არ დაივიწყოს თავისი ფესვები, რასაც ეყრდნობა ჩვენი ქვეყანა. მაქვს მოლაპარაკებები და შეთანხმებები ამერიკულ ანსამბლებთან. ეს არის ქალთა ჯგუფი კალიფორნიაში - „კიტკა“, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორულ ნაწარმოებებს. მათ შორის ერთ-ერთია ქართული ფოლკლორი, რომელიც მსოფლიოში გამოირჩევა თავისი პოლიფონიით, სილამაზით, სევდით, მხიარულებით, ვაჟკაცობით და - ყველაფრით. თან ვცდილობ, რომ ჩემი მუსიკაც აჟღერდეს და მაქვს კიდეც რამდენიმე შემოთავაზება, რომ ჩემი საგუნდო ნაწარმოებები შესრულდეს. მოკლედ, ყველა მხრივ აქტიურად ვარ ჩართული. რაც მოვყევი, ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის დამატებითი მოტივაციაა. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ - დროებითია. ჩემი ოჯახის გარეშე არ შემიძლია, რომ ვიარსებო, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ რაღაც ეტაპზე მსხვერპლი არის საჭირო, უფრო დიდი მიზნის მისაღწევად. ჩემი მეუღლე - ნანუ კაკულია-ცეცხლაძე ყველანაირად ხელს მიწყობს, სამი შვილი გვყავს. როდესაც მამა მიდის სახლიდან, შვილებთან რჩება დედა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ნანუს ამისთვის, რომ მთელ თავის ენერგიას და დროს ახარჯავს ჩვენს შვილებს. რომ არა ჩემი მეუღლე, ვერ მივაღწევდი ამ წარმატებას ჩემს კარიერაში და ბედნიერი ვარ, რომ მყავს არაჩვეულებრივი სამი შვილი - ლუკა, გიორგი და ელენე და ეს უდიდეს მოტივაციას მაძლევს ცხოვრებაში. როდესაც არ ვმუშაობ, არ ვწერ მუსიკას, სულ ხაზზე ვარ მათთან, ძალიან მენატრებიან, რთულია მათ გარეშე, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება და მე მათ ვუთხარი, რომ აუცილებლად მალე ერთად ვიქნებით.

პაატა ცეცხლაძე მეუღლესთან, - ნანუ კაკულია-ცეცხლაძესთან ერთად

- პაატა, თქვენ გაქვთ გამორჩეული ხმა და საკმაოდ წარმატებული მომღერლის კარიერაც, ამას დაემატა მუსიკის შექმნაც. რამდენად რთული პროცესია, როგორ ქმნის და როგორ მუსიკას ქმნის პაატა ცეცხლაძე?

- შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი, როგორც მომღერლის კარიერა შედგა. ქართული ფოლკლორის და გალობის შესრულების მიმათულებით დიდი გამოცდილება მაქვს. როცა შემსრულებელი ხარ, მღერი სხვის მუსიკას. რა თქმა უნდა, ასევე ეხება ეს დირიჟორსაც. მომღერალიც და დირიჟორიც, და ნებისმიერი შემსრულებელი, ეს იქნება პიანისტი, მევიოლინე თუ სხვა ანუ, ზოგადად, შემსრულებელი და კოპოზიტორი დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. შენ, როგორც შემსრულებელი, თუ არ გახდი თანამოაზრე , თუ არ შეხვედი კომპოზიტორის განცდებში, ისე ვერ შეასრულებ მაღალ დონეზე. ფოლკლორიც, გენიალურმა უცნობებმა რომ შექმნეს, თუ არ გაითავისე, როგორ დაიწერა, ისე ვერ შეასრულებ მაღალ დონეზე. ეს მომენტი ყოველთვის მქონდა. ძალიან დიდი მუსიკაა ქართული მუსიკა და გალობა. არ არსებობს, როდესაც მათ ასრულებ, არ იფიქრო, როგორ შექნეს ეს გენიალური მუსიკა. ამან ძალიან დიდი ინსპირაცია მომცა. ჩემი წყარო იყო ფოლკლორი, ქართული მუსიკა. ვქმნი მუსიკას, გაჯერებულს იმ ელემენტებით, რასაც ქართული ფოლკლორი ჰქვია. მე ვთვლი, რომ ეს ძალიან საინტერესო გზაა. საკომპოზიციო მიმართულებაში ადგილის დამკვიდრება რთულია, შედევრებია შექმნილი. იმდენად არის რთული, რომ ბევრია და ამ ბევრში შენ ძალიან უნდა ანათებდე. ვფიქრობ, რომ ადამიანმა ის მუსიკა უნდა წეროს, რომელიც მის გულთან არის ძალიან ახლოს. შესაბამისად, ჩემს გულთან იყო ძალიან ახლოს ეს პოლიფონიური მუსიკა და მისი შერწყმა თანამედროვე ჟანრთან, იმავე, თუნდაც პოპკულტურასთან, თუნდაც კლასიკური გაგებით, თუმცა ჯაზიც უკვე კლასიკაა, დღეს იმდენი მიმართულებები ჩნდება... ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ბეთჰოვენს, კლოდ დებიუსს და შოსტაკოვიჩს... და მათი ნაწარმოებების შერწყმა ქართულ ელემენტებთან არის ჩემი ოცნება და ჩემი მიმართულება, ეს რომ მოვაქციო ერთ ჩარჩოში, რომ გამოვიდეს ისეთ სინთეზი, რომ არ იყოს შეკითხვა - ფოლკლორია? კლასიკურია? არამედ - მივიღოთ ერთი მთლიანობა და ამას ვქმნი, ასეთ მუსიკას ვქმნი. ეს არის ჩემი ინსპირაციის წყარო.

პაატა უწმინდესთან ერთად კიკეთში

- თქვენ მუდამ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის გვერდით გხედავდით, ამიტომ გვერდს ვერ ავუვლი ამ ურთიერთობას და მისი უწმიდესობის საგალობლების არანჟირების ამბავს...

- 18 წლის ვიყავი, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან მივედი და გულში ჩამიკრა, მშობელი დედისა და მამის დარად მექცეოდა, გამზარდა, ყოველთვის კითხულობდა, სად ვიყავი, მშობელივით ზრუნავდა ჩემზე. ცხოვრების სამი წელი მისი უწმინდესობის გვერდით გავატარე, მასთან ერთად ვცხოვრობდი საპატრიარქოში და ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო. მის წიაღში დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე. ენით აუწერელი ზღვა ემოცია მაქვს მის მიმართ, ძალიან მიყვარს. მისი საგალობლების, მელოდიების არანჟირება მე გავაკეთე და შემდეგ თავად შევასრულე. იმის ხაზგასმა მინდა, რომ თუ ძალიან ემოციურია ეს მუსიკა - პატრიარქის საგალობლები და რაც მე გავაკეთე, ეს ყველაფერი, შესაბამისად, აქედან გამომდინარე მოხდა. მადლობა ღმერთს და მადლობა პატრიარქს, რომ ამის საშუალება მომცა.

- არ შეიძლება არ შევეხო თქვენს კიდევ ერთ პროფესიას - დირიჟორობას, ამ მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

- ჩემი სადირიჟორო კარიერა დაიწყო საქართველოში. ჩავაბარე საგუნდო-სადირიჟოროზე. ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა - მართავ ორკესტრს და შენს აღქმულ მუსიკას გადასცემ ხალხს. არაფერზე არ უკრავ, არც ფორტეპიანოზე, არც ვიოლინოზე, არც მღერი, მხოლოდ ხელს იქნევ და ამ ხელის ქნევაში შენ შეგიძლია ემოციების ზღვა გადასცე მსმენელს. პირველი ნაბიჯები გადავდგი თბილისის კონსერვატორიაში. დავამთავრე ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. ჩემი პედაგოგი ბორის ძნელაძე იყო, ასევე, გამოვარჩევ შალვა მოსიძეს. ბატონმა შალვამ გამორჩეული ეპოქა შექმნა საგუნდო მუსიკაში, შექმნა თავისი საოცარი ბგერა, რომლითაც ცნობილია მთელ მსოფლიოში. მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება. ასევე, მქონდა ურთიერთობა უდიდეს კომპოზიტორთან - იოსებ კეჭაყმაძესთან, რომელმაც სტუდენტებს დიდი შთაგონება მოგვცა და მადლობელი ვარ, ჩემს ცხოვრებაში ეს უბედნიერესი დრო რომ იყო. იგი გვასწავლიდა არანჟირებას და ეს ცალკე დიდი თემაა. ერთი შემიძლია გავიხსენო, როდესაც ვასრულებდით ბაკალავრიატს, თითოეულ სტუდენტზე თავისი ხედვით შეარჩია მუსიკა და მათ შორის მეც მოვხვდი, და ეს იყო საოცარი მუსიკა, ყველას მოგვიძღვნა, ასე ვთქვათ. მის მუსიკასთან შეხება იყო საოცრება, დიდი სკოლა გავიარეთ მასთან ერთად და ყველა სხვა პედაგოგთან ერთად. მადლობა ყველას, მთელ თბილისის კონსერვატორიას.

ჯვრისწერის შემდეგ, პაატა და მისი მეუღლე უწმინდესთან

- კონსერვატორიის დასრულების შემდეგ თქვენ უკვე კრაკოვში განაგრძეთ სწავლა...

- შინაგანი მოთხოვნილება მქონდა, ასევე, მესწავლა სიმფონიური დირიჟორობა. ეს ძალიან მომწონს და ისე მოხდა, რომ დაფინანსებით წავედი კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში, სადაც მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მოღვაწეობდნენ. რექტორი გახლდათ ცნობილი მუსიკოსი და დირიჟორი შიშტოფ პენდერეცკი. კრაკოვის აკადემია გამოირჩევა თავისი დიდი დირიჟორებით, მუსიკოსებით და მეცნიერებით. ჩავაბარე მაგისტრატურაში. ეს იყო ჩემი ქვეყნის გარეთ გამოცდილება, მთელი ჩემი ენერგია ჩავდე და იმ 2 წელიწადში მაქსიმუმი გავაკეთე. ვიცოდი, რომ ეს არ იყო დიდი დრო და რაც შემეძლო და არ შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ძალიან გამიჭრდა პარტიტურის წაკითხვა, ვერ ვახერხებდი, დღეში შვიდი-რვა საათის დაკვრის და მეცადინეობის შედეგად გამომიმუშავდა საჭირო ჩვევები. შემდეგ უკვე მომიწია რამდენიმე მასტერკლასი ადგილობრივ დირიჟორებთან. დიდი გამოცდილება მივიღე, დიდი ცოდნა დავაგროვე და მთელი გულით მინდოდა, რომ ჩემი დაგროვილი ცოდნით, როდესაც საქართველოში დავბრუნდებოდი, ჩემი გზა მეპოვა.

პაატა ცეცხლაძის შვილები - ელენე, გიორგი, ლუკა

- თქვენი, როგორც დირიჟორის დებიუტი საქართველოში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა...

- საბედნიეროდ, ჩემს ამერიკაში გამომგზავრებამდე დაიგეგმა კომპოზიტორ ენრი ლოლაშვილის კონცერტი და ჩემთან დარეკა შესანიშნავმა, გამორჩეულმა ალტისტმა გიორგი ცაგარელმა. სვიმონ ჯანგულაშვილისგან იცოდა ჩემ შესახებ. სვიმონი ჩემი დიდი გულშემატკივარია და მადლობა ამისთვის. გიორგი ცაგარელმა მითხრა, თუ მქონდა სურვილი, ენრი ლოლაშვილის კონცერტზე მედირიჟორა. მე, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. შემდეგ, როგორც გაირკვა, გიორგის საუბარი ჰქონდა ნიკოლოზ რაჭველთან. მადლობა ნიკოლოზს, რომ შანსი მომცა. მადლობა თეონა ჯორბენაძეს, რომ მთელი გულით მეხმარებოდა. ამ პროექტის სულისჩამდგმელი თეონა იყო. ის დღემდე ძალიან მიდგას მხარში. მადლობა ნიკოლოზ რაჭველს და სიმფონიურ ორკესტრს. როდესაც რეპეტიციები დავიწყე, როგორ მედგნენ მხარში, როგორ მიყურებდნენ და როგორ ცდილობდნენ, მე, როგორც გამოუცდელ დირიჟორს, გვერდში მყოლოდნენ თავისი გამოცდილებით. ენრის განსაკუთრებული მადლობა, რომელმაც თავისი ნაწარმოები, თავისი კინომუსიკა, რომელიც საქართველოში დიდი ხანი არ იყო შესრულებული, მე მომანდო. ენრი გამორჩეული პიროვნებაა, გამორჩეული მუსიკოსია, გამორჩეული კომპოზიტორია და მისი ყველა მუსიკა ძალიან ლამაზი და ესთეტიკურია. და რაც ენრის გამოარჩევს სხვა კომპოზიტორებისგან და ჩემთვის ახლობელია, ეს არის ქართული მუსიკა, რომელიც მან შეიტანა თავის ნაწარმოებებში. ეს სინთეზი ჰქონდა ძალიან საინტერესოდ გაკეთებული. მახსოვს, ერთი საფორტეპიანო პიესა იყო, გამოყენებული აქვს გურული კილოკავის ინტონაციები და ისე საინტერესოდ არის გამოყენებული, რომ, უბრალოდ, შედევრია. მე ვთხოვე მას, რომ გაეკეთებინა ამ მუსიკის საფორტეპიანო კონცერტი და იმედი მაქვს, რომ გააკეთებს, იმდენად ახლობელი იყო მისი მუსიკა, რომ არ გამჭირვებია ამ მუსიკის შეგრძნება და ორკესტრში გადატანა. და ჩემი პირველი კონცერტი შედგა საქართველოში დიდი წარმატებით. ასე შედგა ჩემი დებიუტი საქართველოში, როგორც დირიჟორის.

ავტორი: ირმა ხარშილაძე

R