საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე
"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე

"გთხოვთ, ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხათ­რით, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ომის მსგავ­სი თვის შემ­დეგ, გთხოვთ, აღა­რას­დროს გვი­თხრათ, რომ ჩვე­ნი ჯარი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ნა­ტოს სტან­დარ­ტებს", - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ნა­ტოს რიგ­გა­რე­შე სა­მიტ­ზე ვი­დე­ო­მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

ზე­ლენ­სკის თქმით, უკ­რა­ი­ნამ აჩ­ვე­ნა რა შე­უძ­ლია მათ სტან­დარ­ტებს და რამ­დე­ნის მი­ცე­მა შე­უძ­ლია მას ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

"ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ რამ­დე­ნად ბევ­რის გა­კე­თე­ბა შეგ­ვიძ­ლია ჩვენ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლის აგ­რე­სი­ის­გან და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ ნატო-მ ჯერ კი­დევ უნდა აჩ­ვე­ნოს, რა შე­უძ­ლია ალი­ანსს, ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად. უნდა აჩ­ვე­ნოს, რომ ეს ნამ­დვი­ლად ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი თავ­დაც­ვი­თი გა­ერ­თი­ა­ნე­ბაა, მსოფ­ლიო გე­ლო­დე­ბათ,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა ელის რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბებს და უსაფრ­თხო­ე­ბის რე­ა­ლურ გა­რან­ტი­ებს.

„მათ­გან, ვისი სი­ტყვაც ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს და ვის მოქ­მე­დე­ბებ­საც მშვი­დო­ბის დაც­ვა შე­უძ­ლია, წი­ნა­და­დე­ბე­ბი მა­გი­და­ზეა, ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი მა­გი­და­ზეა, მშვი­დო­ბა ჩვენ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა, პა­სუ­ხე­ბი მხო­ლოდ თქვენ გაქვთ, მად­ლო­ბა მათ, ვინც გვეხ­მა­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტარი
9

ძალიან მაგარი პრეზიდენტი , ძალიან მაგარი გუნდით! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე

"გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატო-ს სტანდარტებს" - ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტზე

"გთხოვთ, ჩვენი სამხედროების ხათრით, რუსეთის წინააღმდეგ ომის მსგავსი თვის შემდეგ, გთხოვთ, აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს რიგგარეშე სამიტზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ აჩვენა რა შეუძლია მათ სტანდარტებს და რამდენის მიცემა შეუძლია მას ევროპისა და მსოფლიოს საერთო უსაფრთხოებისთვის.

"ჩვენ ვაჩვენეთ რამდენად ბევრის გაკეთება შეგვიძლია ჩვენთვის ყველაფერი ღირებულის აგრესიისგან დასაცავად, მაგრამ ნატო-მ ჯერ კიდევ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია ალიანსს, ადამიანების გადასარჩენად. უნდა აჩვენოს, რომ ეს ნამდვილად ყველაზე ძლიერი თავდაცვითი გაერთიანებაა, მსოფლიო გელოდებათ,“- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ელის რეალურ მოქმედებებს და უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს.

„მათგან, ვისი სიტყვაც ნდობას იმსახურებს და ვის მოქმედებებსაც მშვიდობის დაცვა შეუძლია, წინადადებები მაგიდაზეა, ჩვენი მოთხოვნები მაგიდაზეა, მშვიდობა ჩვენ დაუყოვნებლივ გვესაჭიროება, პასუხები მხოლოდ თქვენ გაქვთ, მადლობა მათ, ვინც გვეხმარება“,- განაცხადა ზელენსკიმ.