საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება" - რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში
"რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება" - რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში

რუ­სე­თი იტო­ვებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას თუ ქვე­ყა­ნა ნატო-ს მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ დი­მიტ­რი პო­ლი­ანსკიმ Sky News-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

"თუ ნატო რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბას მო­ახ­დენს, თუ რუ­სეთს თავს და­ეს­ხმე­ბა ნატო, რა­ტო­მაც არა, ჩვენ ვართ ბირ­თვუ­ლი ძალა“, - დას­ძი­ნა რუს­მა დიპ­ლო­მატ­მა.

რო­გორც პო­ლი­ანსკიმ აღ­ნიშ­ნა, რუ­სე­თი­სად­მი მუ­ქა­რა სწო­რი არ არის. „ასე, რომ როცა საქ­მე გაქვს ბირ­თვულ ძა­ლას­თან, რა თქმა უნდა, უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნო ყვე­ლა თქვე­ნი ქცე­ვის შე­საძ­ლო შე­დე­გი".

შე­გახ­სე­ნებთ, მა­ნამ­დე კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა შე­საძ­ლოა, ბირ­თვულ ღი­ლაკს ხელი და­ა­ჭი­როს, თუ იგ­რძნობს, რომ ქვე­ყა­ნა "ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი" საფრ­თხის წი­ნა­შე დგას.

გარ­და ამი­სა, ელ­ჩის მო­ად­გი­ლემ უარ­ყო აშშ-ს მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა, რომ რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­ნა­შა­უ­ლებს ჩა­დი­ან.

”მე არ ვფიქ­რობ, რომ ჩვენ უკ­რა­ი­ნა­ში სამ­ხედ­რო და­ნა­შა­უ­ლებს ჩავ­დი­ვართ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შე­სა­ფა­სე­ბე­ლი არ არის. მე იქ არ ვარ. თქვენ იქ არ ხართ. თქვენ ბევრ ვი­დე­ოს უყუ­რებთ, რო­მე­ლიც ით­ვლე­ბა ყალბ ამ­ბე­ბად. თქვენ ერთი რა­ღა­ცის გჯე­რათ, მე - მე­ო­რის“,- აღ­ნიშ­ნა პო­ლი­ანსკიმ.

ჟურ­ნა­ლის­ტმა გა­ე­რო­ში რუ­სე­თის ელ­ჩის მო­ად­გი­ლეს უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მა­რი­უ­პოლ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი აჩ­ვე­ნა, სა­დაც რუ­სუ­ლი რა­კე­ტე­ბით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბი და ვიწ­რო თხრი­ლებ­ში და­მარ­ხუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ბავ­შვე­ბის ცხედ­რე­ბია ასა­ხუ­ლი, რა­ზეც პო­ლი­ანსკიმ უარი გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა­ზე.

მან­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა თა­ვად ეს­ხმის თავს სა­კუ­თარ შე­ნო­ბებ­სა და მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას.

„ჩვენ თა­ვი­დან­ვე ვთქვით, რომ ჩვე­ნი სამ­ხედ­რო­ე­ბი არ წარ­მო­ად­გე­ნენ საფრ­თხეს უკ­რა­ი­ნის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Shalva
3

ამათ ხო გახვრიტეს ტვინი რააა. თუ არ ისროლოთ და თქვენი დედაც....... თუ გაქრობა გინდათ მსოფლიოსი, თქვენ 15-20 წუთით ადრე გაქრებით და იმ წუთებით მაინც ვისიანოვნებთ. 

ზესტაფდონი
3

არ გაქვთ თქვენ ატომის გასროლის "ერთი ადგილი" და ტყუილად ნუ ბაქიბუქობთ..მარტო თქვენ არ გაქვთ კიდე ეგ ატომი და თუ მაინც გაისვრით სხაც გაისვრის ...ორივე შემთხვევაში მაინც დარხეული აქვს მსოფლიოს...ღმერთო შენ გვიშველე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება" - რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში

"რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება" - რუსეთის ელჩის მოადგილე გაეროში

რუსეთი იტოვებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას თუ ქვეყანა ნატო-ს მიერ პროვოცირებული იქნება, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ნატო რუსეთის პროვოცირებას მოახდენს, თუ რუსეთს თავს დაესხმება ნატო, რატომაც არა, ჩვენ ვართ ბირთვული ძალა“, - დასძინა რუსმა დიპლომატმა.

როგორც პოლიანსკიმ აღნიშნა, რუსეთისადმი მუქარა სწორი არ არის. „ასე, რომ როცა საქმე გაქვს ბირთვულ ძალასთან, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო ყველა თქვენი ქცევის შესაძლო შედეგი".

შეგახსენებთ, მანამდე კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ბირთვულ ღილაკს ხელი დააჭიროს, თუ იგრძნობს, რომ ქვეყანა "ეგზისტენციალური" საფრთხის წინაშე დგას.

გარდა ამისა, ელჩის მოადგილემ უარყო აშშ-ს მთავრობის ოფიციალური განცხადება, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულებს ჩადიან.

”მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს ჩავდივართ. რა თქმა უნდა, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე იქ არ ვარ. თქვენ იქ არ ხართ. თქვენ ბევრ ვიდეოს უყურებთ, რომელიც ითვლება ყალბ ამბებად. თქვენ ერთი რაღაცის გჯერათ, მე - მეორის“,- აღნიშნა პოლიანსკიმ.

ჟურნალისტმა გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილეს უკრაინის ქალაქ მარიუპოლში გადაღებული ფოტოები აჩვენა, სადაც რუსული რაკეტებით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსები და ვიწრო თხრილებში დამარხული უკრაინელი ბავშვების ცხედრებია ასახული, რაზეც პოლიანსკიმ უარი განაცხადა რუსეთის პასუხისმგებლობის აღიარებაზე.

მანვე განაცხადა, რომ უკრაინა თავად ესხმის თავს საკუთარ შენობებსა და მშვიდობიან მოსახლეობას.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი სამხედროები არ წარმოადგენენ საფრთხეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა ელჩმა.