სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი
"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი

დღეს ჩვენ ქედს ვიხ­რით იმ ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის წი­ნა­შე, ვინც უკ­რა­ი­ნის დაც­ვის დროს და­ი­ღუ­პა. მათ შეს­წი­რეს უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც გა­აჩ­ნდათ - სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის საქ­მე­თა დრო­ე­ბით­მა რწმუ­ნე­ბულ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე­ე­ბი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად, გმი­რუ­ლად და მა­მა­ცუ­რად იბ­რძვი­ან.

კა­სი­ა­ნო­ვის გან­ცხა­დე­ბით, სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სა­მე­თა­უ­როს შე­ტყო­ბი­ნე­ბით, ქარ­თველ­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად, მტრის ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა გა­ა­ნად­გუ­რეს.

"უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რე­ბი მტკი­ცედ იცა­ვენ ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს. მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით არის შე­ჩე­რე­ბუ­ლი. აგ­რე­სო­რი სა­კუ­თა­რი რე­ზერ­ვის მოყ­ვა­ნას აგ­რძე­ლებს. აგ­რძე­ლებს ასე­ვე ბე­ლა­რუს­ზე ზე­წო­ლას, იმი­სათ­ვის, რომ ბე­ლა­რუ­სი უკ­რა­ი­ნას­თან ომში ჩა­ით­რი­ოს. უკ­რა­ი­ნა ხაზს უს­ვამს, რომ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის მიერ ბარ­ბა­რო­სუ­ლი ომი ბე­ლა­რუსს და ბე­ლა­რუს ხალ­ხს არ სჭირ­დე­ბა. ხოლო ბე­ლა­რუ­სი ჯა­რის­კა­ცე­ბის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეჭ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი. ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით ძლი­ერ დარ­ტყმებს აგ­რძე­ლე­ბენ, რის შე­დე­გა­დაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე უკან იხევს. რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი არი­ან დე­მო­რა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, მა­სობ­რი­ვად ბარ­დე­ბი­ან ტყვედ, სა­კუ­თარ სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კას და შე­ი­ა­რა­ღე­ბას ბრძო­ლის ველ­ზე ტო­ვე­ბენ.

უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად უჩ­ვე­ნე­ბენ თა­ვის გმი­რო­ბას და სი­მა­მა­ცეს მო­ხა­ლი­სე­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან. უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სახ­მე­ლე­თო ჯა­რე­ბის სა­მე­თა­უ­როს შე­ტყო­ბი­ნე­ბით, ქარ­თველ­მა მო­ხა­ლი­სე­ებ­მა უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­თან ერ­თად, მტრის ტექ­ნი­კის კო­ლო­ნა გა­ა­ნად­გუ­რეს. სამ­წუ­ხა­როდ, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად არის და­ნა­კარ­გე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი გმი­რის სი­ცო­ცხლე არის შე­უ­ფა­სე­ბე­ლი. დღეს ჩვენ ქედს ვიხ­რით ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის წი­ნა­შე. იმ ქარ­თვე­ლი გმი­რე­ბის წი­ნა­შე, ვინც უკ­რა­ი­ნის დაც­ვის დროს და­ი­ღუ­პა. მათ შეს­წი­რეს უკ­რა­ი­ნას ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი, რაც გა­აჩ­ნდათ - სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე. მა­რა­დი­უ­ლი ხსოვ­ნა. ისი­ნი ყო­ველ­თვის იცო­ცხლე­ბენ ჩვენს გუ­ლებ­ში," - გა­ნა­ცხა­და ან­დრეი კა­სი­ა­ნოვ­მა.

ნანა
0

უკრაინას შესწირეს, სწორს ამბობს ეს კაცი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი

"ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა, მათ უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ" - ანდრეი კასიანოვი

დღეს ჩვენ ქედს ვიხრით იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრეი კასიანოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი მოხალისეები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გმირულად და მამაცურად იბრძვიან.

კასიანოვის განცხადებით, სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს.

"უკრაინული ჯარები მტკიცედ იცავენ ჩვენს ტერიტორიებს. მოწინააღმდეგე ყველა მიმართულებით არის შეჩერებული. აგრესორი საკუთარი რეზერვის მოყვანას აგრძელებს. აგრძელებს ასევე ბელარუსზე ზეწოლას, იმისათვის, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩაითრიოს. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ბარბაროსული ომი ბელარუსს და ბელარუს ხალხს არ სჭირდება. ხოლო ბელარუსი ჯარისკაცების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, ისინი იქნებიან განადგურებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალები მოწინააღმდეგის მიმართულებით ძლიერ დარტყმებს აგრძელებენ, რის შედეგადაც მოწინააღმდეგე უკან იხევს. რუსი ჯარისკაცები არიან დემორალიზებულები, მასობრივად ბარდებიან ტყვედ, საკუთარ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას ბრძოლის ველზე ტოვებენ.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად აქტიურად უჩვენებენ თავის გმირობას და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინებით, ქართველმა მოხალისეებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, მტრის ტექნიკის კოლონა გაანადგურეს. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე არის შეუფასებელი. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე. იმ ქართველი გმირების წინაშე, ვინც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპა. მათ შესწირეს უკრაინას ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდათ - საკუთარი სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში," - განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.