კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში
რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა პირ­ვე­ლად პრო­დუქტზე, მათ შო­რის, საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ ცხრე­ბა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ნე­გა­ტი­ვით, მო­ცე­მუ­ლო­ბა არ და ვერ იც­ვლე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბაა - გაზ­რდი­ლი ფა­სის მი­უ­ხე­და­ვად, მის­თვის სან­დო და ხა­რის­ხი­ა­ნი საწ­ვა­ვის მომ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია შე­არ­ჩი­ოს და თუნ­დაც, ამით და­იც­ვას სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი სხვა ტექ­ნი­კუ­რი ხარ­ჯის­გან.

და­მე­თან­ხმე­ბით, რთუ­ლია, კონ­კრე­ტულ პრო­დუქტზე გა­დაჭ­რით გა­ნა­ცხა­დო, რომ ის სხვებს სჯობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნილ, ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე არ­სე­ბუ­ლი საწ­ვა­ვი სა­ხელ­მწი­ფოს მიერ და­წე­სე­ბულ სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს, საწ­ვა­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი და ობი­ექ­ტუ­რი შემ­ფა­სე­ბე­ლი მა­ინც მძღო­ლია. ყვე­ლა­ზე უკეთ გა­მოც­დილ­მა მძღოლ­მა იცის, თუ რო­მელ საწ­ვავ­ზე რო­გორ ხმას გა­მოს­ცემს მისი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­გო­რია სიმ­ძლავ­რე, რამ­დე­ნი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა შე­უძ­ლია ავ­ზში დარ­ჩე­ნი­ლი სი­თხით და რა თან­ხა აკ­ლდე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად მის ბი­უ­ჯეტს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი „რომ­პეტ­რო­ლი“, „ვი­სო­ლი“, „სო­კა­რი“, „გალ­ფი“ და „ლუ­კო­ი­ლია“, რო­მელ­თა ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ფა­რავს. მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ა­თა­გან ერთ-ერთს ან შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნი­მეს ერ­თად ირ­ჩევს. მათი მთა­ვა­რი ვი­ზუ­ა­ლუ­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ფასი გახ­ლავთ, რო­მე­ლიც, დღეს­დღე­ო­ბით, ერ­თმა­ნეთს საკ­მა­ოდ და­უ­ახ­ლოვ­და, ამი­ტომ მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უ­მი, რი­თიც ოპ­ტი­მა­ლუ­რი საწ­ვა­ვი უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ, მისი ხა­რის­ხია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი საწ­ვა­ვი არა მხო­ლოდ ფა­სის არა­მედ მისი ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით უნდა გან­ვსა­ზღვროთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც 1 ლიტრ ბენ­ზინ­ში ან დი­ზელ­ში, თით­ქმის, 4 ლა­რის გა­დახ­და გვი­წევს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რო­ბენ საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მძღო­ლე­ბი, რო­მელ­თაც შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია ისე­ვე აწუ­ხებთ, რო­გორც მათ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამავდრო­უ­ლად, ჩვენ მათ ვკი­თხეთ, ძი­რი­თა­დად, რო­მე­ლი კომ­პა­ნი­ის საწ­ვავს ირ­ჩე­ვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ნინა ასა­თი­ა­ნი - (მარ­კე­ტო­ლო­გი, მე­წარ­მე) - ყვე­ლას, ვინც ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბა, საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა მძაფ­რად შე­ე­ხო. რაც ყვე­ლა­ზე სამ­წუ­ხა­როა, მხო­ლოდ საწ­ვა­ვის ფასი არ გაზ­რდი­ლა, გაძ­ვირ­და ის პრო­დუქ­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბათ. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია, თუმ­ცა ყვე­ლა ვხე­დავთ, რო­გო­რი ვი­თა­რე­ბაა ჩვენ გარ­შე­მო. მე ვი­ზი­ა­რებ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზრს, რომ საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბა გარე ფაქ­ტო­რე­ბით და იმ პრობ­ლე­მე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი, რო­მელ­თა წი­ნა­შეც დღეს მთე­ლი მსოფ­ლიო დგას. ავ­ტო­მო­ბი­ლით ყო­ველ­დღი­უ­რად გა­და­ვად­გილ­დე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ხში­რი სტუ­მა­რი ვარ. მე უპი­რა­ტე­სო­ბას „რომ­პეტ­რო­ლის“ საწ­ვავს ვა­ნი­ჭებ, რად­გან ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლი ყვე­ლა­ზე მეტს სწო­რედ ამ საწ­ვა­ვით გა­დის. არა­ერ­თხელ ჩა­მის­ხამს საწ­ვა­ვი სხვა სად­გუ­რებ­ზეც, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­დე­გი, რო­გორც გა­მავ­ლო­ბის, ასე­ვე, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, „რომ­პეტ­როლ­მა“ მომ­ცა.

დალი ჩი­ტა­ლა­ძე (მო­დის ექ­სპერ­ტი) - სა­ში­ნე­ლე­ბაა საწ­ვა­ვის ფა­სის ასე­თი ზრდა, რო­დე­საც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ფასი ასე­თი არ არის. მგო­ნი, ჩვენ ყვე­ლა­ზე ძვირს ვიხ­დით საწ­ვავ­ში. მე უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. ახლა, პი­რი­ქით, ყვე­ლა­ფე­რი უნდა იაფ­დე­ბო­დეს. ავ­ტო­მო­ბი­ლით მეც ვსარ­გებ­ლობ. ჩემს მან­ქა­ნას 95 ოქ­ტა­ნო­ბის მქო­ნე საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა, პრე­მი­უ­მი - რო­მელ­საც ხან „გალფ­ში“, ხან კი, „ვი­სოლ­ში“ ვას­ხამ.

ირაკ­ლი ხოშ­ტა­რია (მსა­ხი­ო­ბი, „ჩემი თე­ატ­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი) - ვფიქ­რობ, რო­დი­დან გა­ვა­ჩე­რო სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი და რო­მელ ტრან­სპორტზე გა­დავ­ჯდე - ვე­ლო­სი­პედ­ზე, ელექტროს­კუ­ტერ­ზე თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით ვი­სარ­გებ­ლო. ფა­სე­ბი მხო­ლოდ საწ­ვავ­ზე არ გაზ­რდი­ლა. საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა აი­სა­ხე­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე: პურ­ზე, წყალ­ზე და ა.შ. მე სამი ავ­ტო­მო­ბი­ლი მყავს. მათ­გან ორში „რომ­პეტ­რო­ლის“ საწ­ვავს ვას­ხამ. ერ­თში კი, უბ­რა­ლოდ, იქ ვას­ხამ, სა­დაც ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი შემ­ხვდე­ბა. ისე, რაც ავ­ტო­მო­ბი­ლი მყავს, მას შემ­დეგ „რომ­პეტ­რო­ლის“ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ვარ. სხვე­ბიც გა­მოც­დი­ლი მაქვს, მაგ­რამ უკე­თე­სი შე­დე­გი ამ კომ­პა­ნი­ის საწ­ვავ­მა მომ­ცა.

ელ­დარ პირ­მი­საშ­ვი­ლი (მარ­კე­ტინ­გი­სა და PR-ის სპე­ცი­ა­ლის­ტი) - მე ელექტრო­მან­ქა­ნა მყავს და საწ­ვავ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ ვარ. ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­ვიხ­მარ, ავ­ტო­მო­ბილს ვტე­ნი და ისე დავ­დი­ვარ, თუმ­ცა, საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდას, რა თქმა უნდა, უარ­ყო­ფი­თად ვა­ფა­სებ. ელექტრო­მან­ქა­ნა 2 წლის შე­ვი­ძი­ნე და ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვი ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა იყო.

სან­დრო ვე­ფხვა­ძე (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, მე­დია მე­ნე­ჯე­რი) - რა თქმა უნდა, ჩემი პო­ზი­ცია ცალ­სა­ხაა და არ მი­ვე­სალ­მე­ბი იმ არ­გუ­მენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ფა­სის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით ის­მის. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბირ­ჟებ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სის შემ­ცი­რე­ბას, რო­მელ­მაც, და­ახ­ლო­ე­ბით, 22 დო­ლა­რი და­იკ­ლო, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ბრენ­დი­რე­ბულ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ეს არ არის. მე იმე­დი მაქვს, რომ ჩვე­ნი ფა­სე­ბიც ამას ნელ-ნელა და­ე­წე­ვა, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმ ობი­ექ­ტურ გა­რე­მო­ე­ბებს, რო­მელ­თა წი­ნა­შეც ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბი დგა­ნან. ბიზ­ნეს­თვალ­საზ­რი­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეს­მის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვა­დი­ა­ნო­ბა, ერ­თთვი­ა­ნი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც საწ­ვა­ვის შეს­ყიდ­ვა და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა ხდე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მე­დალს ნამ­დვი­ლად ორი მხა­რე აქვს. რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, ამ ფაქტს ნამ­დვი­ლად არ მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ რო­გორც ბიზ­ნეს­სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, კომ­პა­ნი­ე­ბის მო­ტი­ვი მეს­მის. მე, ძი­რი­თა­დად, ორი ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რით ვსარ­გებ­ლობ: „ვი­სო­ლი­თა“ და „რომ­პეტ­რო­ლით“. ავ­ტო­მო­ბი­ლის მგრძნო­ბე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ მათ ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, რაც ჩემი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვის მუ­შა­ო­ბა­ზე და გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე კარ­გად აი­სა­ხე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სხვა ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ე­ბის პრო­დუქ­ცი­ას ვაკ­ნი­ნებ.

შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე (პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი) – მე სპორ­ტუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი მყავს, რომ­ლი­თაც შე­ჯიბრში ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ ავ­ტო­მო­ბილს მა­ღა­ლი ოქ­ტა­ნო­ბის საწ­ვა­ვი სჭირ­დე­ბა. ვცდი­ლობ, რომ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საწ­ვა­ვი არ ჩა­ვას­ხა. მე არ მე­გუ­ლე­ბა ჭკუ­ათ­მყო­ფე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდას მი­ე­სალ­მე­ბა. ეს არ არის ერთი კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს მრა­ვალ­წახ­ნა­გო­ვა­ნი პრო­ცე­სია. ჩვენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვართ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე, ლო­ჯის­ტი­კა­ზე, მო­პო­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე და ა.შ. რა­საც ომის ფაქ­ტო­რი ემა­ტე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ფას­ზე მოქ­მე­დებს. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ასეა. უნდა გვქონ­დეს იმე­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თია და უნდა გა­ვუძ­ლოთ.

რას ნიშ­ნავს კარ­გი საწ­ვა­ვი, ექ­სპერ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ეს ერთი სა­კი­თხია; რო­მე­ლი კომ­პა­ნია სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს რე­ა­ლუ­რად უკე­თეს პრო­დუქტს - მე­ო­რე.

მთა­ვა­რი მა­ინც ისაა, თუ რის მი­ხედ­ვით არ­ჩევს ოპ­ტი­მა­ლურ საწ­ვავს გა­მოც­დი­ლი მძღო­ლი?

ისე კი, ხში­რად და­ბა­ლი ფა­სის საწ­ვავ­მა, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შე­საძ­ლოა, ფი­ნან­სუ­რი შე­ღა­ვა­თის ნაც­ვლად, გაზ­რდი­ლი ხარ­ჯით „დაგ­ვა­სა­ჩუქ­როს“, რად­გან დღეს და­ზო­გი­ლი თან­ხა ხვალ უხა­რის­ხო, ია­ფი­ა­ნი საწ­ვა­ვის მიერ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­კე­თე­ბას დას­ჭირ­დეს.

შე­სა­ბა­მი­სად, გა­მოც­დი­ლი მძღო­ლი საწ­ვავს არა და­ბა­ლი ფა­სის, არა­მედ ხა­რის­ხის და სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ირ­ჩევს.

R

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტტტტტ
1

მე 3 მანქანა მყავსო და საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა ვიაროვო გაყიდე ერთი და იარე იმ ფულით

ისევ მე
0

ობგაიზე არის არაკაცი, ეგაამტავარი ახვარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

რის მიხედვით ირჩევენ საწვავს მძღოლები და რომელ კომპანიას ანიჭებენ უპირატესობას საქართველოში

ბოლო პერიოდში, საზოგადოების უკმაყოფილება პირველად პროდუქტზე, მათ შორის, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით, არ ცხრება, თუმცა ფაქტია, რომ მკვეთრად გამოხატული ნეგატივით, მოცემულობა არ და ვერ იცვლება. ერთადერთი, რაც მომხმარებელს შეუძლია, არჩევანის გაკეთებაა - გაზრდილი ფასის მიუხედავად, მისთვის სანდო და ხარისხიანი საწვავის მომწოდებელი კომპანია შეარჩიოს და თუნდაც, ამით დაიცვას საკუთარი ავტომობილი გაუთვალისწინებელი სხვა ტექნიკური ხარჯისგან.

დამეთანხმებით, რთულია, კონკრეტულ პროდუქტზე გადაჭრით განაცხადო, რომ ის სხვებს სჯობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში წარმოდგენილ, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული საწვავი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, საწვავის ყველაზე კარგი და ობიექტური შემფასებელი მაინც მძღოლია. ყველაზე უკეთ გამოცდილმა მძღოლმა იცის, თუ რომელ საწვავზე როგორ ხმას გამოსცემს მისი ავტომობილი, როგორია სიმძლავრე, რამდენი კილომეტრის გავლა შეუძლია ავზში დარჩენილი სითხით და რა თანხა აკლდება ყოველდღიურად მის ბიუჯეტს.

საქართველოში ყველაზე მსხვილი და პოპულარული კომპანიები „რომპეტროლი“, „ვისოლი“, „სოკარი“, „გალფი“ და „ლუკოილია“, რომელთა ბენზინგასამართი სადგურები, ფაქტობრივად, მთელ საქართველოს ფარავს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სწორედ ამ კომპანიათაგან ერთ-ერთს ან შესაძლოა, რამდენიმეს ერთად ირჩევს. მათი მთავარი ვიზუალური განმასხვავებელი ფასი გახლავთ, რომელიც, დღესდღეობით, ერთმანეთს საკმაოდ დაუახლოვდა, ამიტომ მთავარი კრიტერიუმი, რითიც ოპტიმალური საწვავი უნდა შევარჩიოთ, მისი ხარისხია. რასაკვირველია, სწორად შერჩეული საწვავი არა მხოლოდ ფასის არამედ მისი ხარისხის მიხედვით უნდა განვსაზღვროთ, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როდესაც 1 ლიტრ ბენზინში ან დიზელში, თითქმის, 4 ლარის გადახდა გვიწევს.

საინტერესოა, რას ფიქრობენ საწვავის ფასის ზრდაზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მძღოლები, რომელთაც შექმნილი სიტუაცია ისევე აწუხებთ, როგორც მათ თანამოქალაქეებს. ამავდროულად, ჩვენ მათ ვკითხეთ, ძირითადად, რომელი კომპანიის საწვავს ირჩევენ საქართველოში.

ნინა ასათიანი - (მარკეტოლოგი, მეწარმე) - ყველას, ვინც ავტომობილით გადაადგილება, საწვავის ფასის ზრდა მძაფრად შეეხო. რაც ყველაზე სამწუხაროა, მხოლოდ საწვავის ფასი არ გაზრდილა, გაძვირდა ის პროდუქტებიც, რომლებიც ადამიანებს ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს საზოგადოებისთვის ძალიან რთულია, თუმცა ყველა ვხედავთ, როგორი ვითარებაა ჩვენ გარშემო. მე ვიზიარებ სპეციალისტების აზრს, რომ საწვავთან დაკავშირებით არსებული მოცემულობა გარე ფაქტორებით და იმ პრობლემებითაა გამოწვეული, რომელთა წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. ავტომობილით ყოველდღიურად გადავადგილდები, შესაბამისად, ბენზინგასამართი სადგურების ხშირი სტუმარი ვარ. მე უპირატესობას „რომპეტროლის“ საწვავს ვანიჭებ, რადგან ჩემი ავტომობილი ყველაზე მეტს სწორედ ამ საწვავით გადის. არაერთხელ ჩამისხამს საწვავი სხვა სადგურებზეც, თუმცა ყველაზე კარგი შედეგი, როგორც გამავლობის, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით, „რომპეტროლმა“ მომცა.

დალი ჩიტალაძე (მოდის ექსპერტი) - საშინელებაა საწვავის ფასის ასეთი ზრდა, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასი ასეთი არ არის. მგონი, ჩვენ ყველაზე ძვირს ვიხდით საწვავში. მე უკმაყოფილო ვარ. ახლა, პირიქით, ყველაფერი უნდა იაფდებოდეს. ავტომობილით მეც ვსარგებლობ. ჩემს მანქანას 95 ოქტანობის მქონე საწვავი სჭირდება, პრემიუმი - რომელსაც ხან „გალფში“, ხან კი, „ვისოლში“ ვასხამ.

ირაკლი ხოშტარია (მსახიობი, „ჩემი თეატრის“ დამფუძნებელი) - ვფიქრობ, როდიდან გავაჩერო საკუთარი ავტომობილი და რომელ ტრანსპორტზე გადავჯდე - ველოსიპედზე, ელექტროსკუტერზე თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვისარგებლო. ფასები მხოლოდ საწვავზე არ გაზრდილა. საწვავის ფასის ზრდა აისახება ყველაფერზე: პურზე, წყალზე და ა.შ. მე სამი ავტომობილი მყავს. მათგან ორში „რომპეტროლის“ საწვავს ვასხამ. ერთში კი, უბრალოდ, იქ ვასხამ, სადაც ბენზინგასამართი სადგური შემხვდება. ისე, რაც ავტომობილი მყავს, მას შემდეგ „რომპეტროლის“ მოხმარებული ვარ. სხვებიც გამოცდილი მაქვს, მაგრამ უკეთესი შედეგი ამ კომპანიის საწვავმა მომცა.

ელდარ პირმისაშვილი (მარკეტინგისა და PR-ის სპეციალისტი) - მე ელექტრომანქანა მყავს და საწვავზე დამოკიდებული არ ვარ. ელექტროენერგიას მოვიხმარ, ავტომობილს ვტენი და ისე დავდივარ, თუმცა, საწვავის ფასის ზრდას, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. ელექტრომანქანა 2 წლის შევიძინე და ჩემი მთავარი მოტივი ეკოლოგიაზე ზრუნვა იყო.

სანდრო ვეფხვაძე (ტელეწამყვანი, მედია მენეჯერი) - რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია ცალსახაა და არ მივესალმები იმ არგუმენტებს, რომლებიც ბოლო დროს ფასის ზრდასთან დაკავშირებით ისმის. თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასის შემცირებას, რომელმაც, დაახლოებით, 22 დოლარი დაიკლო, საქართველოში არსებულ ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ეს არ არის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფასებიც ამას ნელ-ნელა დაეწევა, თუმცა, ამავდროულად, ვითვალისწინებ იმ ობიექტურ გარემოებებს, რომელთა წინაშეც ნავთობკომპანიები დგანან. ბიზნესთვალსაზრისიდან გამომდინარე, მესმის, რომ მნიშვნელოვანია ვადიანობა, ერთთვიანი პერიოდი, როდესაც საწვავის შესყიდვა და შემდეგ საქართველოში ტრანსპორტირება ხდება. ამ შემთხვევაში, მედალს ნამდვილად ორი მხარე აქვს. როგორც მოქალაქე, ამ ფაქტს ნამდვილად არ მივესალმები, მაგრამ როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენელს, კომპანიების მოტივი მესმის. მე, ძირითადად, ორი ბენზინგასამართი სადგურით ვსარგებლობ: „ვისოლითა“ და „რომპეტროლით“. ავტომობილის მგრძნობელობიდან გამომდინარე, სწორედ მათ ვანიჭებ უპირატესობას, რაც ჩემი ავტომობილის ძრავის მუშაობაზე და გამართულობაზე კარგად აისახება. მიუხედავად ამისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ნავთობკომპანიების პროდუქციას ვაკნინებ.

შალვა ოგბაიძე (პროფესიონალი ავტომრბოლელი) – მე სპორტული ავტომობილი მყავს, რომლითაც შეჯიბრში ვიღებ მონაწილეობას. ამ ავტომობილს მაღალი ოქტანობის საწვავი სჭირდება. ვცდილობ, რომ რუსული კომპანიების საწვავი არ ჩავასხა. მე არ მეგულება ჭკუათმყოფელი ადამიანი, რომელიც საწვავის ფასის ზრდას მიესალმება. ეს არ არის ერთი კომპანიის გადაწყვეტილება, ეს მრავალწახნაგოვანი პროცესია. ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ბაზარზე, ლოჯისტიკაზე, მოპოვების რაოდენობაზე და ა.შ. რასაც ომის ფაქტორი ემატება. ეს, რა თქმა უნდა, ფასზე მოქმედებს. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. უნდა გვქონდეს იმედი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და უნდა გავუძლოთ.

რას ნიშნავს კარგი საწვავი, ექსპერტების შეფასებით, ეს ერთი საკითხია; რომელი კომპანია სთავაზობს მომხმარებელს რეალურად უკეთეს პროდუქტს - მეორე.

მთავარი მაინც ისაა, თუ რის მიხედვით არჩევს ოპტიმალურ საწვავს გამოცდილი მძღოლი?

ისე კი, ხშირად დაბალი ფასის საწვავმა, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, ფინანსური შეღავათის ნაცვლად, გაზრდილი ხარჯით „დაგვასაჩუქროს“, რადგან დღეს დაზოგილი თანხა ხვალ უხარისხო, იაფიანი საწვავის მიერ დაზიანებული ავტომობილის შეკეთებას დასჭირდეს.

შესაბამისად, გამოცდილი მძღოლი საწვავს არა დაბალი ფასის, არამედ ხარისხის და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით ირჩევს.

R