მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ - უკრაინის გენშტაბი
ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ - უკრაინის გენშტაბი

ოკუ­პან­ტებს საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და საკ­ვე­ბის მხო­ლოდ სამდღი­ა­ნი მა­რა­გი აქვთ. ანა­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბაა საწ­ვავ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის შევ­სე­ბა ტან­კე­რე­ბის ტრან­სპორ­ტი­რე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბი ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მტრის ავი­ა­ცი­ის უფრო აქ­ტი­უ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა. გა­სუ­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნად­გურ­და მტრის 9 სა­ჰა­ე­რო სა­მიზ­ნე - 1 თვითმფრი­ნა­ვი, 6 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი და 2 ვერ­ტმფრე­ნი.

ამას­თან, სუ­მის ოლ­ქის ახ­ტირ­კის რა­ი­ონ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და.

“300-მდე დამ­პყრო­ბელ­მა უარი თქვა სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე და და­ტო­ვა ოპე­რა­ცი­ის ტე­რი­ტო­რია 70 ტექ­ნი­კით”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გენშტა­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის მი­მარ­თუ­ლე­ბით მტე­რი წინსვლას ცდი­ლობს, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ აღ­წევს.

უკ­რა­ი­ნელ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მტრის 13 შე­ტე­ვის მო­გე­რი­ე­ბა შეძ­ლეს. გა­ნად­გურ­და რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის 14 ტან­კი, 8 ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნა, 2 ჯავ­შან­მან­ქა­ნა, 3 სა­არ­ტი­ლე­რიო სის­ტე­მა და 4 ავ­ტო­მო­ბი­ლი. მტრის და­ნა­კარგს 300 ადა­მი­ა­ნი შე­ად­გენს

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ღადაობა
0

უკვე სასაცილოა ამდენი ყალბი ინფორმაციები, ვინმეს სჯერა ამ ბოდვის? სინამდვილეში პირიქით არის.. მალე ნახავთ გაქცეულ პიტალო ზელენსკის! 

 

xx
5

გენშტაბი არა ყლე, სადაა გენშტაბი? ასეთი ფეიკებით ცდილობთ ხალხის მოტყუებას? თქვენ ხო გაქვთ დიდი მარაგი, გული იხარეთ და იყავით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ - უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ - უკრაინის გენშტაბი

ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებით, რომლის შევსება ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში მტრის ავიაციის უფრო აქტიური მოქმედებები შეინიშნება. გასული დღის განმავლობაში განადგურდა მტრის 9 საჰაერო სამიზნე - 1 თვითმფრინავი, 6 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ვერტმფრენი.

ამასთან, სუმის ოლქის ახტირკის რაიონში რუსი სამხედროების დაუმორჩილებლობის ფაქტები დაფიქსირდა.

“300-მდე დამპყრობელმა უარი თქვა საომარი მოქმედებების განხორციელების ბრძანების შესრულებაზე და დატოვა ოპერაციის ტერიტორია 70 ტექნიკით”, - აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტერი წინსვლას ცდილობს, მაგრამ წარმატებას ვერ აღწევს.

უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 13 შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურდა რუსული ძალების 14 ტანკი, 8 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 2 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 4 ავტომობილი. მტრის დანაკარგს 300 ადამიანი შეადგენს