საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ  გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ - რას გულისხმობს The Body Shop-ის  რევოლუციური და ეკო-მეგობრული ინიციატივა
„შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ  გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ - რას გულისხმობს The Body Shop-ის  რევოლუციური და ეკო-მეგობრული ინიციატივა

ოდეს­მე თუ და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რა რა­ო­დე­ნო­ბით პლასტმასს ვი­ყე­ნებთ ყო­ველ­დღი­უ­რად? ჯერ კი­დევ 60 წლის წინ, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბი და ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი, მის გა­რე­შე ახერ­ხებ­დნენ ცხოვ­რე­ბას, დღეს კი ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა, პლასტმა­სის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის გა­რე­შე, რად­გან იმ პრო­დუქ­ცი­ის ნა­ხე­ვა­რი, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ყე­ნებთ, სწო­რედ პლასტმა­სის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ცუ­ლო­ბა წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­არდ ტო­ნას შე­ად­გენს და ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა. აქე­დან, მხო­ლოდ 10% გა­და­მუ­შავ­დე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე იწ­ვე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი კი გა­რე­მო­ში ხვდე­ბა. პლასტმა­სის ნარ­ჩე­ნე­ბის მთა­ვა­რი „სა­წყო­ბი“ მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ე­ბია. ატ­ლან­ტის, წყნარ და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ებ­ში პლასტმა­სის ნაგ­ვის კუნ­ძუ­ლე­ბია. წყნარ ოკე­ა­ნე­ში, დი­ნე­ბის მო­მოქ­ცე­ვის გამო წარ­მო­იქ­მნა გი­გან­ტუ­რი ნაგ­ვის „ლაქა“, რომ­ლის ზომა უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ას აღე­მა­ტე­ბა. მი­წა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პლასტმა­სი წვრილ ნა­წი­ლა­კე­ბად იშ­ლე­ბა და გა­რე­მო­ში მავ­ნე, ტოქ­სი­კურ ქი­მი­კა­ტებს გა­მოჰ­ყოფს. ამით კი სე­რი­ო­ზულ ეკო­ლო­გი­ურ საფრ­თხეს უქ­მნის პლა­ნე­ტას.

ბევ­რი ქვე­ყა­ნა (დღეს უკვე 60-ზე მეტი) ზღუ­დავს პლასტმა­სის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბას. ბრი­ტა­ნუ­ლი თა­ვის მოვ­ლი­სა და კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ვე­გა­ნურ­მა ბრენდმა - „ბოდი შოპ­მა“ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო და პლასტმა­სის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სა­კუ­თარ მა­ღა­ზი­ებ­ში ახა­ლი შე­მავ­სე­ბე­ლი და­ნად­გა­რე­ბი გა­ნა­თავ­სა. მომ­ხმა­რე­ბელს შე­უძ­ლია მა­ღა­ზი­ა­ში ერთჯე­რა­დად შე­ი­ძი­ნოს ალუ­მი­ნის ბოთ­ლი, პრო­დუქ­ტის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, მი­ი­ტა­ნოს ის „ბოდი შო­პის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში და ხე­ლახ­ლა შე­ავ­სოს სა­სურ­ვე­ლი პრო­დუქ­ტით.

ასე­თი სტენ­დე­ბი „ბოდი შოპ­მა“ 2021 წელს მსოფ­ლი­ოს 500-მდე ქვე­ყა­ნა­ში გა­ნა­თავ­სა, ხოლო 2022 წელს, კი­დევ 300 მა­ღა­ზი­ა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლი­თაც სარ­გებ­ლო­ბა უკვე ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­საც შე­უძ­ლია!

„ბოდი შო­პის“ შემ­ქმნელს ყო­ველ­თვის სჯე­რო­და რა­ღაც რე­ვო­ლუ­ცი­უ­რის. ჯერ კი­დევ 45 წლის წინ, 1976 წელს, ანი­ტა რო­დიკ­მა ქა­ლაქ ბრა­ი­ტონ­ში პირ­ვე­ლი მა­ღა­ზია გახ­სნა, სა­დაც თა­ვი­სი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ბოთ­ლებს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ით ავ­სებ­და. ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო იმით, რომ მას არ ჰქონ­და ახა­ლი ბოთ­ლე­ბის ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ანი­ტა ომის პე­რი­ოდ­ში იზ­რდე­ბო­და და დრო­ის დიდ ნა­წილს დე­დას­თან ერ­თად, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ატა­რებ­და. მის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვი იყო, ჭურ­ჭლის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, შევ­სე­ბა თუ გა­და­მუ­შა­ვე­ბა.

„რა­ტომ უნდა აქ­ციო ჭურ­ჭე­ლი ნარ­ჩე­ნად, რო­დე­საც შე­გიძ­ლია მისი შევ­სე­ბა? და რა­ტომ უნდა იყი­დო იმა­ზე უფრო მეტი, ვიდ­რე გა­მო­ი­ყე­ნებ? ჩვენ ისე ვიქ­ცე­ო­დით, რო­გორც დე­და­ჩე­მი იქ­ცე­ო­და მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს. ყვე­ლა­ფერს ხე­ლახ­ლა ვი­ყე­ნებ­დით, ხე­ლახ­ლა ვავ­სებ­დით და რისი გა­და­მუ­შა­ვე­ბაც შეგ­ვეძ­ლო, ვა­მუ­შა­ვებ­დით. „ბოდი შო­პის“ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი აქ­ტი­ვიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ ასე­თი იდე­ე­ბი­დან გაჩ­ნდა“ – ამ­ბობ­და ანი­ტა რო­დი­კი.

„ბოდი შო­პის“ რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი კამ­პა­ნია ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელს აძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­ი­ტა­ნოს წვლი­ლი პლა­ნე­ტის გა­დარ­ჩე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხში. ამ სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია „სითი მო­ლის“ და ბა­თუ­მის „ბოდი შო­პის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში.

რო­გორ უნდა შე­უ­ერ­თდეთ შევ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას

ერთჯე­რა­დად ყი­დუ­ლობთ ალუ­მი­ნის ბოთლს, ირ­ჩევთ ბრენ­დის სა­სურ­ველ პრო­დუქ­ცი­ას: (შხა­პის გელი, შამ­პუ­ნი, კონ­დი­ცი­ო­ნე­რი ან ხე­ლის და­სა­ბა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი), ავ­სებთ ბოთლს და რო­დე­საც დაც­ლით, მი­ი­ტანთ გა­რე­ცხილს მა­ღა­ზი­ა­ში და შე­ავ­სებთ თა­ვი­დან. ეს საკ­მა­ოდ ად­ვი­ლი პრო­ცე­სია! შევ­სე­ბა­ზე მარ­ტი­ვი გა­დას­ვლით, სა­შუ­ა­ლოდ 25 ტონა პლასტმა­სის და­ზოგ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად.

კომ­პა­ნი­ას სურს შთა­ა­გო­ნოს და გა­აძ­ლი­ე­როს ინ­დი­ვი­დე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რათა შე­იც­ვა­ლოს სი­ლა­მა­ზის პრო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის წესი. აპი­რებს მო­იწ­ვი­ოს ეკო აქ­ტი­ვის­ტე­ბი, რათა შე­უ­ერ­თდნენ შევ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას და და­ნერ­გონ შევ­სე­ბა მათი ახა­ლი, უფრო მდგრა­დი სი­ლა­მა­ზის წე­სად.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Კარგია მაგრამ...
0

 ეგ ალუმინიც რომ არ ვიყიდო და რაც უკვე მაქვს ის პლასმასის ბოთლი რომ მოვიტანო გადამივსებენ?ასე აღარც ამ პლასმასებს გადავყრი და მრავალჯერადად გამოვიყენებ

ვაკო
0

ბრწყინვალე იდეაა! ყველა მწარმოებლებმა მსგავს დარგში უნდა მიბაძონ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

„შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ  გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ - რას გულისხმობს The Body Shop-ის  რევოლუციური და ეკო-მეგობრული ინიციატივა

„შევცვალოთ ჩვენი ქმედება, რომ  გავუფრთხილდეთ ჩვენს პლანეტას“ - რას გულისხმობს The Body Shop-ის  რევოლუციური და ეკო-მეგობრული ინიციატივა

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რა რაოდენობით პლასტმასს ვიყენებთ ყოველდღიურად? ჯერ კიდევ 60 წლის წინ, ჩვენი მშობლები და ბებია-ბაბუები, მის გარეშე ახერხებდნენ ცხოვრებას, დღეს კი ძნელი წარმოსადგენია ჩვენი ყოველდღიურობა, პლასტმასისგან დამზადებული ნივთების გარეშე, რადგან იმ პროდუქციის ნახევარი, რასაც ყოველდღიურად ვიყენებთ, სწორედ პლასტმასისგანაა დამზადებული.

პლასტმასის ნარჩენების მოცულობა წელიწადში დაახლოებით 9 მილიარდ ტონას შეადგენს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება. აქედან, მხოლოდ 10% გადამუშავდება, დაახლოებით ამდენივე იწვება, დანარჩენი კი გარემოში ხვდება. პლასტმასის ნარჩენების მთავარი „საწყობი“ მსოფლიო ოკეანეებია. ატლანტის, წყნარ და ინდოეთის ოკეანეებში პლასტმასის ნაგვის კუნძულებია. წყნარ ოკეანეში, დინების მომოქცევის გამო წარმოიქმნა გიგანტური ნაგვის „ლაქა“, რომლის ზომა უკრაინის ტერიტორიას აღემატება. მიწაში მოხვედრილი პლასტმასი წვრილ ნაწილაკებად იშლება და გარემოში მავნე, ტოქსიკურ ქიმიკატებს გამოჰყოფს. ამით კი სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნის პლანეტას.

ბევრი ქვეყანა (დღეს უკვე 60-ზე მეტი) ზღუდავს პლასტმასის პროდუქციის წარმოებას. ბრიტანული თავის მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ვეგანურმა ბრენდმა - „ბოდი შოპმა“ რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო და პლასტმასის შემცირების მიზნით, საკუთარ მაღაზიებში ახალი შემავსებელი დანადგარები განათავსა. მომხმარებელს შეუძლია მაღაზიაში ერთჯერადად შეიძინოს ალუმინის ბოთლი, პროდუქტის სრულად გამოყენების შემდეგ, მიიტანოს ის „ბოდი შოპის“ ფილიალებში და ხელახლა შეავსოს სასურველი პროდუქტით.

ასეთი სტენდები „ბოდი შოპმა“ 2021 წელს მსოფლიოს 500-მდე ქვეყანაში განათავსა, ხოლო 2022 წელს, კიდევ 300 მაღაზიაში განახორციელებს აღნიშნულ ინიციატივას, რომლითაც სარგებლობა უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია!

„ბოდი შოპის“ შემქმნელს ყოველთვის სჯეროდა რაღაც რევოლუციურის. ჯერ კიდევ 45 წლის წინ, 1976 წელს, ანიტა როდიკმა ქალაქ ბრაიტონში პირველი მაღაზია გახსნა, სადაც თავისი მომხმარებლების ბოთლებს საკუთარი პროდუქციით ავსებდა. ეს განპირობებული იყო იმით, რომ მას არ ჰქონდა ახალი ბოთლების ყიდვის შესაძლებლობა. ანიტა ომის პერიოდში იზრდებოდა და დროის დიდ ნაწილს დედასთან ერთად, სამზარეულოში ატარებდა. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, ჭურჭლის ხელახალი გამოყენება, შევსება თუ გადამუშავება.

„რატომ უნდა აქციო ჭურჭელი ნარჩენად, როდესაც შეგიძლია მისი შევსება? და რატომ უნდა იყიდო იმაზე უფრო მეტი, ვიდრე გამოიყენებ? ჩვენ ისე ვიქცეოდით, როგორც დედაჩემი იქცეოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ყველაფერს ხელახლა ვიყენებდით, ხელახლა ვავსებდით და რისი გადამუშავებაც შეგვეძლო, ვამუშავებდით. „ბოდი შოპის“ გარემოსდაცვითი აქტივიზმის საფუძველი სწორედ ასეთი იდეებიდან გაჩნდა“ – ამბობდა ანიტა როდიკი.

„ბოდი შოპის“ რევოლუციური კამპანია ქართველ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, შეიტანოს წვლილი პლანეტის გადარჩენის მნიშვნელოვან საკითხში. ამ სერვისით სარგებლობა შესაძლებელია „სითი მოლის“ და ბათუმის „ბოდი შოპის“ ფილიალებში.

როგორ უნდა შეუერთდეთ შევსების რევოლუციას

ერთჯერადად ყიდულობთ ალუმინის ბოთლს, ირჩევთ ბრენდის სასურველ პროდუქციას: (შხაპის გელი, შამპუნი, კონდიციონერი ან ხელის დასაბანი საშუალებები), ავსებთ ბოთლს და როდესაც დაცლით, მიიტანთ გარეცხილს მაღაზიაში და შეავსებთ თავიდან. ეს საკმაოდ ადვილი პროცესია! შევსებაზე მარტივი გადასვლით, საშუალოდ 25 ტონა პლასტმასის დაზოგვაა შესაძლებელი ყოველწლიურად.

კომპანიას სურს შთააგონოს და გააძლიეროს ინდივიდები მთელს მსოფლიოში, რათა შეიცვალოს სილამაზის პროდუქტების მოხმარების წესი. აპირებს მოიწვიოს ეკო აქტივისტები, რათა შეუერთდნენ შევსების რევოლუციას და დანერგონ შევსება მათი ახალი, უფრო მდგრადი სილამაზის წესად.

R