საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობის გამო, ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან
რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობის გამო, ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის კო­მი­სია მზა­დაა გა­ნი­ხი­ლოს წი­ნა­და­დე­ბა იმ ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო წო­დე­ბე­ბი­სა და ჯილ­დო­ე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც დაგ­მეს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რუ­სუ­ლი "სპე­ცო­პე­რა­ცია".

ინი­ცი­ა­ტი­ვის ავ­ტო­რია დუ­მის დე­პუ­ტა­ტი ეკა­ტე­რი­ნა სტე­ნი­ა­კი­ნა.

NEWS.ru - სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სტე­ნი­ა­კი­ნამ გა­აკ­რი­ტი­კა ცნო­ბი­ლი რუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ქვეყ­ნი­დან რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო წა­ვიდ­ნენ. მისი თქმით, სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის მქო­ნე პირი არ შე­იძ­ლე­ბა იყოს არა­პატ­რი­ო­ტი. დე­პუ­ტატ­მა აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი მაქ­სიმ გალ­კი­ნის, ვერა ბრეჟნე­ვა­სა და მსა­ხი­ობ ლია ახე­ჯა­კო­ვას გან­ცხა­დე­ბებ­ზე გა­ა­კე­თა.

"რო­დე­საც სა­ჯა­რო პირს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბი ან სა­პა­ტიო წო­დე­ბა, ეს და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ვი­ნა­ი­დან მათ ჰყავთ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი­სა და მიმ­დევ­რე­ბის დიდი აუ­დი­ტო­რია. შე­სა­ბა­მი­სად, მათი ქმე­დე­ბე­ბი ბევ­რის­თვის გარ­კვე­უ­ლი დოგ­მაა. და­უშ­ვე­ბე­ლია რო­გორც გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ქცე­ვა და გან­ცხა­დე­ბე­ბი ”- გა­ნა­ცხა­და სტე­ნი­ა­კინ­მა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის შე­სა­ხებ დე­ბუ­ლე­ბა ად­გენს, რომ სა­პა­ტიო წო­დე­ბის ან სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს ჩა­მორ­თმე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­ქა­ლა­ქემ ჩა­ი­დი­ნა მძი­მე ან გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დო­ე­ბის კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელს, დი­მიტ­რი მი­რო­ნოვს, სტე­ნი­ა­კი­ნამ დე­ბუ­ლე­ბა­ში კი­დევ ერთი პუნ­ქტის და­მა­ტე­ბა შეს­თა­ვა­ზა: სი­ტყვე­ბი ან ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­მარ­ტოს, რო­გორც შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ქვეყ­ნის მი­მართ.

ცნო­ბის­თვის, მაქ­სიმ გალ­კინ­მა ალა პუ­გა­ჩო­ვას­თან ერ­თად რუ­სე­თი მას შემ­დეგ და­ტო­ვა, რაც ცოლ-ქმარ­მა ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეს. ამის შემ­დეგ გალ­კინს რუ­სეთ­ში ყვე­ლა გა­მოს­ვლა გა­უ­უქ­მეს.

ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი წყა­რო ამ­ბობს, რომ ვარ­კვლა­ვუ­რი ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რად­გან ეში­ნი­ათ შვი­ლე­ბის მო­მავ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა ლია ახე­ჯა­კო­ვას, მან რუ­სე­თის აგ­რე­სი­ულ ქმე­დე­ბებ­ზე არა­ერ­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი იყო დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მი­მარ­თვა, სა­დაც იგი ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის მიერ დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ძაგ­ლო­ბა იყო.

"ჩვენ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი­სა­გან ის­ტო­რი­ის ახალ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს გა­ვე­ცა­ნით, პუ­ში­ლინ­თან (ე.წ. დო­ნეც­კის რეს­პუბ­ლი­კის მე­თა­ურ­თან) და "მო­ტო­რო­ლას­თან“ (ე.წ. ლუ­განსკის რეს­პუბ­ლი­კის სა­ვე­ლე მე­თა­ურ­თან, მეტ­სა­ხე­ლად "მო­ტო­რო­ლა“) ერ­თად.

ეს მთელ­მა მსოფ­ლი­ო­მაც მო­ის­მი­ნა. მე ვფიქ­რობ, რა­ღაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი რამ მოხ­და. ეს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის ომის გა­მო­ცხა­დე­ბას ჰგავს. დონ­ბა­სის აღი­ა­რე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სა­ძაგ­ლო­ბაა. შე­დე­გე­ბი სა­ში­ნე­ლი იქ­ნე­ბა. როცა ქვეყ­ნის მი­ზა­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბა და ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბა კი არ არის, არა­მედ ვი­ღაც სამ­ხედ­რო­ე­ბის გან­ზრახ­ვის შეს­რუ­ლე­ბა, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა." - თქვა ცნო­ბილ­მა მსა­ხი­ობ­მა.

ლია ახე­ჯა­კო­ვამ თა­ვი­სი კა­რი­ე­რის ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ჯილ­დო და­იმ­სა­ხუ­რა. მას მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბაც.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არაგვ არაგველი
1

რაღაც არ მახსოვს, რომელიმე მათგანს, პროტესტი გამოეხატათ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ე.წ. ,,დამოუკიდებლობის" გამოცხადების შემდეგ.

ტოტო
0

მივანიჭოთ საქართველოს სახალხო არტისტის წოდება.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობის გამო, ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან

რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობის გამო, ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახალხო არტისტის წოდება ჩამოართვან

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ჯილდოების კომისია მზადაა განიხილოს წინადადება იმ ხელოვანებისთვის სახელმწიფო წოდებებისა და ჯილდოების ჩამორთმევის შესახებ, რომლებმაც დაგმეს უკრაინაში მიმდინარე რუსული "სპეცოპერაცია".

ინიციატივის ავტორია დუმის დეპუტატი ეკატერინა სტენიაკინა.

NEWS.ru - სთან ინტერვიუში სტენიაკინამ გააკრიტიკა ცნობილი რუსები, რომლებიც ქვეყნიდან რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო წავიდნენ. მისი თქმით, სახელმწიფო ჯილდოების მქონე პირი არ შეიძლება იყოს არაპატრიოტი. დეპუტატმა აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი მაქსიმ გალკინის, ვერა ბრეჟნევასა და მსახიობ ლია ახეჯაკოვას განცხადებებზე გააკეთა.

"როდესაც საჯარო პირს მინიჭებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები ან საპატიო წოდება, ეს დამატებით პასუხისმგებლობაა, ვინაიდან მათ ჰყავთ თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების დიდი აუდიტორია. შესაბამისად, მათი ქმედებები ბევრისთვის გარკვეული დოგმაა. დაუშვებელია როგორც გაუცნობიერებელი ქცევა და განცხადებები ”- განაცხადა სტენიაკინმა.

რუსული მედიის ცნობით, ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, სახელმწიფო ჯილდოების შესახებ დებულება ადგენს, რომ საპატიო წოდების ან სახელმწიფო ჯილდოს ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ ჩაიდინა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო ჯილდოების კომისიის ხელმძღვანელს, დიმიტრი მირონოვს, სტენიაკინამ დებულებაში კიდევ ერთი პუნქტის დამატება შესთავაზა: სიტყვები ან ქმედებები, რომლებიც შეიძლება განიმარტოს, როგორც შეურაცხმყოფელი ქვეყნის მიმართ.

ცნობისთვის, მაქსიმ გალკინმა ალა პუგაჩოვასთან ერთად რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ცოლ-ქმარმა ომის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ამის შემდეგ გალკინს რუსეთში ყველა გამოსვლა გაუუქმეს.

ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ვარკვლავური ოჯახი იძულებული გახდა რუსეთის ფედერაცია დაეტოვებინა, რადგან ეშინიათ შვილების მომავლის.

რაც შეეხება ლია ახეჯაკოვას, მან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე არაერთი განცხადება გაავრცელა. განსაკუთრებით კრიტიკული იყო დონბასის აღიარებასთან დაკავშირებული მიმართვა, სადაც იგი ამბობდა, რომ რუსეთის მიერ დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობა იყო.

"ჩვენ ვლადიმერ პუტინისაგან ისტორიის ახალ სახელმძღვანელოს გავეცანით, პუშილინთან (ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის მეთაურთან) და "მოტოროლასთან“ (ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის საველე მეთაურთან, მეტსახელად "მოტოროლა“) ერთად.

ეს მთელმა მსოფლიომაც მოისმინა. მე ვფიქრობ, რაღაც გამოუსწორებელი რამ მოხდა. ეს მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ჰგავს. დონბასის აღიარება წარმოუდგენელი საძაგლობაა. შედეგები საშინელი იქნება. როცა ქვეყნის მიზანი მოქალაქეთა კეთილდღეობა და ეკონომიკის განვითარება კი არ არის, არამედ ვიღაც სამხედროების განზრახვის შესრულება, ეს საშინელებაა." - თქვა ცნობილმა მსახიობმა.

ლია ახეჯაკოვამ თავისი კარიერის ათწლეულების განმავლობაში არაერთი ჯილდო დაიმსახურა. მას მინიჭებული აქვს რუსეთის სახალხო არტისტის წოდებაც.