საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე
"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

"წი­ნან­დლის ვარ­დი" ეკა­ტე­რი­ნე და ალ­მა­სე­ბით შემ­კუ­ლი დი­ა­დე­მა, რო­მე­ლიც ფრან­გმა იუ­ვე­ლირ­მა შექ­მნა - უც­ნო­ბი ამ­ბა­ვი სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნელ დე­დო­ფალ­ზე

ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რი, ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი კა­ლან­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეკა­ტე­რი­ნე დე­დოფ­ლის შე­სა­ხებ წერს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ უამ­ბობს:

"დღეს ეკა­ტე­რი­ნე დე­დოფ­ლის და­ბა­დე­ბის დღეა! ის რომ ის­ტო­რი­კო­სი გავ­ხდი დიდ­წი­ლად ამ დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ეკა­ტე­რი­ნე სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი (1840-1857) გახ­ლდათ, მან ქარ­თულ მო­და­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ევ­რო­პუ­ლი სა­დე­დოფ­ლო მოდა და­ამ­კვიდ­რა:- ეკა­ტე­რი­ნე დე­დო­ფალს ალ­მა­სე­ბით შემ­კუ­ლი დი­ა­დე­მა ამ­შვე­ნებ­და, ის 1860 წელს, ფრან­გმა იუ­ვე­ლირ­მა ოს­კარ მა­სინ­მა შექ­მნა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო ას­კი­ლის ყვა­ვი­ლე­ბის, შვრი­ი­სა და შრო­შა­ნე­ბის კომ­პო­ზი­ცია. მა­სი­ნის სა­ი­უ­ვე­ლი­რო სახ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბით ირ­კვე­ვა, რომ ეკა­ტე­რი­ნეს დე­დის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით ერგო ორი, ას­კი­ლის ფორ­მის სა­ყუ­რე და მა­ნაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ფრანგ იუ­ვე­ლირს დი­ა­დე­მის იმა­ვე სტილ­ში შექ­მნა და­უკ­ვე­თა. სამ­კა­უ­ლის ცენ­ტრში არ­სე­ბუ­ლი ას­კი­ლი იხ­სნე­ბო­და და ცალ­კე ბრო­შად მაგრდე­ბო­და.

დღეს დი­ა­დე­მის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია. ბო­ლოს მისი კვა­ლი გერ­მა­ნი­ა­ში იკარ­გე­ბა... ეკა­ტე­რი­ნე მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, 1853 წლი­დან, სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს ფაქ­ტობ­რი­ვი გამ­გე­ბე­ლი იყო.მისი ეს დი­დე­ბუ­ლი პორ­ტრე­ტი პა­რიზ­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი 1865 წლის ახლო პე­რი­ოდ­ში. დე­დო­ფა­ლი გა­მო­სა­ხუ­ლია წმ. ეკა­ტე­რი­ნეს დიდი ჯვრის წი­თე­ლი ლენ­ტი­თა და იმ ორ­დე­ნით, რო­მე­ლიც მას 1856 წელს იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრ II-ის კო­რო­ნა­ცი­ის დღეს უწყა­ლო­ბეს.

"მთავ­რი­ნა“ და­ნიშ­ნუ­ლი იყო იმ­პე­რატ­რი­ცა მა­რია ალექ­სან­დროვ­ნას "სტატს და­მად“. პორ­ტრეტ­ში ამ პა­ტი­ვის აღმნიშ­ვნე­ლი ნი­შა­ნიც მო­ჩანს. ეკა­ტე­რი­ნეს მარ­ცხე­ნა მხარს წმ. ან­დრი­ას ორ­დე­ნის ცის­ფე­რი ლენ­ტი უმ­შვე­ნებს, მის მარ­ჯვნივ კი წმ. გი­ორ­გის ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და ლენ­ტია. ეს ჯილ­დო დე­დო­ფალს გა­და­ე­ცა 1853-1855 წლე­ბის რუ­სეთ-თურ­ქე­თის ომში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის, - ერთ-ერთ ბრძო­ლა­ში იგი ხომ პი­რა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­მეგ­რე­ლოს სამ­თავ­როს ჯარს. დე­დო­ფალს წმ. ეკა­ტე­რი­ნეს ორ­დე­ნის რვა ქი­მი­ა­ნი ვარ­სკვლა­ვიც ამ­კობს, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში ერთ-ერთ უმაღ­ლეს სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოდ ით­ვლე­ბო­და....

არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს კვდე­ბი­ან... მათ შო­რის უცი­ლობ­ლა­დაა დი­დე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ჰი­კა­ნი, "წი­ნან­დლის ვარ­დი" "დე­დო­ფა­ლი მეგ­რე­ლი­ი­სა" ეკა­ტე­რი­ნე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დაცემული ელფი
7

რუსეთის სამსახურში იყო გრიგოლ ორბელიანივით

დათო
8

ეს რუსეთუმე არ იყო? ნაცებო ამასაც ხო არ დაუწყებთ ლანძღვას თუ ორმაგი სტანდარტი გაქვთ ნაძირლებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

"წინანდლის ვარდი" ეკატერინე და ალმასებით შემკული დიადემა, რომელიც ფრანგმა იუველირმა შექმნა - უცნობი ამბავი სამეგრელოს უკანასკნელ დედოფალზე

ხელოვნების სასახლის დირექტორი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ეკატერინე დედოფლის შესახებ წერს და საზოგადოებას ნაკლებად ცნობილი ფაქტების შესახებ უამბობს:

"დღეს ეკატერინე დედოფლის დაბადების დღეა! ის რომ ისტორიკოსი გავხდი დიდწილად ამ დიდებული ქალბატონის დამსახურებაცაა. ეკატერინე სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი (1840-1857) გახლდათ, მან ქართულ მოდაში განსაკუთრებული, შეიძლება ითქვას ევროპული სადედოფლო მოდა დაამკვიდრა:- ეკატერინე დედოფალს ალმასებით შემკული დიადემა ამშვენებდა, ის 1860 წელს, ფრანგმა იუველირმა ოსკარ მასინმა შექმნა.

როგორც ცნობილია მასზე გამოსახული იყო ასკილის ყვავილების, შვრიისა და შროშანების კომპოზიცია. მასინის საიუველირო სახლის ჩანაწერებით ირკვევა, რომ ეკატერინეს დედისგან მემკვიდრეობით ერგო ორი, ასკილის ფორმის საყურე და მანაც მოგვიანებით ფრანგ იუველირს დიადემის იმავე სტილში შექმნა დაუკვეთა. სამკაულის ცენტრში არსებული ასკილი იხსნებოდა და ცალკე ბროშად მაგრდებოდა.

დღეს დიადემის ადგილსამყოფელი უცნობია. ბოლოს მისი კვალი გერმანიაში იკარგება... ეკატერინე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, 1853 წლიდან, სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი იყო.მისი ეს დიდებული პორტრეტი პარიზშია შესრულებული 1865 წლის ახლო პერიოდში. დედოფალი გამოსახულია წმ. ეკატერინეს დიდი ჯვრის წითელი ლენტითა და იმ ორდენით, რომელიც მას 1856 წელს იმპერატორ ალექსანდრ II-ის კორონაციის დღეს უწყალობეს.

"მთავრინა“ დანიშნული იყო იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას "სტატს დამად“. პორტრეტში ამ პატივის აღმნიშვნელი ნიშანიც მოჩანს. ეკატერინეს მარცხენა მხარს წმ. ანდრიას ორდენის ცისფერი ლენტი უმშვენებს, მის მარჯვნივ კი წმ. გიორგის ბრინჯაოს მედალი და ლენტია. ეს ჯილდო დედოფალს გადაეცა 1853-1855 წლების რუსეთ-თურქეთის ომში გაწეული ღვაწლისათვის, - ერთ-ერთ ბრძოლაში იგი ხომ პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოს სამთავროს ჯარს. დედოფალს წმ. ეკატერინეს ორდენის რვა ქიმიანი ვარსკვლავიც ამკობს, რომელიც რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლებოდა....

არიან ადამიანები რომლებიც არასოდეს კვდებიან... მათ შორის უცილობლადაა დიდებული საქართველოს უკანასკნელი მოჰიკანი, "წინანდლის ვარდი" "დედოფალი მეგრელიისა" ეკატერინე".