პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა, ამას ჩვენი ისტორია შესაბამისად შეაფასებს" - ხატია დეკანოიძე
"გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა, ამას ჩვენი ისტორია შესაბამისად შეაფასებს" - ხატია დეკანოიძე

მათ აირ­ჩი­ეს სირ­ცხვი­ლი, როცა გავ­რი­ლოვს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის არა, ამას ჩვე­ნი ის­ტო­რია შე­სა­ბა­მი­სად შე­ა­ფა­სებს, - ამის შე­სა­ხებ დღეს, პარ­ლა­მენ­ტში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სა­კი­თხი აქ­ცია შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის თე­მად.

"თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ყვე­ლა ქვე­ყა­ნა უს­მენს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით ორ­გა­ნო­ში პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­და­წყვი­ტა უარი უთხრან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ პარ­ლა­მენ­ტი­დან გაჟ­ღერ­დეს პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სად­მი. შე­ვახ­სე­ნებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, როცა ისი­ნი რა­ი­მე სა­ხის სირ­ცხვილ­ზე სა­უბ­რო­ბენ, ამ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის მოწ­ვე­ვით, ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი იყო და სა­უბ­რობ­და რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი, კო­მუ­ნის­ტი გავ­რი­ლო­ვი, რო­მელ­მაც ამ პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მი­მარ­თა რუ­სუ­ლად და ეს ადა­მი­ა­ნი არის მტე­რი, არამ­ხო­ლოდ კრემლთან ასო­ცი­რე­ბუ­ლი, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" იგი მო­იწ­ვია, დას­ვეს პარ­ლა­მენ­ტში და ამის შემ­დეგ ეს პარ­ლა­მენ­ტი და ეს უმ­რავ­ლე­სო­ბა უარს ეუბ­ნე­ბა პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის ჩარ­თვა­ზე. ამ უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში, როცა მთე­ლი მსოფ­ლიო რო­გორც შე­უძ­ლია, ეხ­მა­რე­ბა და სო­ლი­და­რუ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მო­ა­ხერ­ხა ის, რაც არის სირ­ცხვი­ლი, რომ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს­თვის მებ­რძოლ­მა და თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­როს ლი­დერ­მა გა­იწ­ვია ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­დან. მა­შინ, როცა პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მი­მარ­თავ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ყვე­ლა დიდ ქა­ლაქ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მე­რე­ბი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ძა­ლი­ან დი­დე­ბუ­ლი მი­მარ­თვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არც ერთი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის, კახა კა­ლა­ძე არც კი მობ­რძა­ნე­ბუ­ლა რუს­თა­ველ­ზე, რომ დას­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ერ­თად პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის მი­მარ­თვას. ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ღიად შე­მიძ­ლია ვუ­თხრა - რა არის ეს თუ არა რუ­სე­თის მხა­რეს დგო­მა?! უკ­რა­ი­ნას­თან ჩვე­ნი სო­ლი­და­რო­ბა რომ არ გა­სუ­ლი­ყო სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, მათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ასე­ვე ვი­ზი­ტე­ბი და­უბ­ლო­კეს. ამი­ტომ როცა ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, თუ რა არის სირ­ცხვი­ლი და რა უნდა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი, შე­ვახ­სე­ნებ ჩემს გა­მოს­ვლას, რომ უნდა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ერ­თი­ა­ნო­ბა. ზე­ლენ­სკის ად­მი­ნის­ტრა­ცია თა­ნახ­მა იყო იმა­ზე, რომ პრე­ზი­დენ­ტი ჩარ­თუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში, მე ღიად მო­ვუ­წო­დე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს, რომ ჩარ­თუ­ლი­ყო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის, რათა ფორ­მა­ლუ­რი მხა­რეც მოგ­ვეგ­ვა­რე­ბი­ნა პრო­ცე­დუ­რუ­ლად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მათ აირ­ჩი­ეს ისევ სირ­ცხვი­ლი, როცა გავ­რი­ლოვს შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის - არა, რად­გან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ეს არ არის გა­მარ­თლე­ბუ­ლი. ეს არის სირ­ცხვი­ლი და ამას ჩვე­ნი ის­ტო­რია შე­ა­ფა­სებს შე­სა­ბა­მი­სად,"- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ბო­დი­ში აქვს მო­სახ­დე­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი ომის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ ამა­ზე კო­მენ­ტარს არ გა­ა­კე­თებს, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" თა­ვად აქვს მო­სახ­დე­ლი ბო­დი­ში ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რეს დგო­მის გამო.

"ბო­დი­ში მო­ი­ხა­დონ თა­ვად, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აღ­მოჩ­ნდა რუ­სულ მხა­რეს, ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ მო­სახ­ლე­ო­ბას გავ­რი­ლო­ვის ჩა­მოყ­ვა­ნის გამო და ბო­დი­ში მო­უ­ხა­დონ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ამ მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ დად­გა უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გვერ­დით და ეს არის ის­ტო­რი­ის არას­წორ მხა­რეს დგო­მა,"- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაია
0

ამან საერთოდ დაკარგა სინდისი

ჯიქია
0

სხვა ქვეყნებმა რომ მოუსმინეს მერე რა რო? რომელს აუჩუყდა გული აბა დამანახეთ. რომ მიმართოს ამ ისედაც გაღიზიანებულ ხალხს კიდევ მეტად გააღიზიანებს თავისი მოწოდებებით და ისევ ქუჩაში გამოსული ხალხი დესტაბილიზაციის საწინდარია. სინამდვილეში ზელენსკის შენი საქართველო სულ ფეხზე კიდია! რატო უნდა მიმართოს, ჩვენც რომ ჩაგვითრიოს მაგიტომ?! 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა, ამას ჩვენი ისტორია შესაბამისად შეაფასებს" - ხატია დეკანოიძე

"გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა, ამას ჩვენი ისტორია შესაბამისად შეაფასებს" - ხატია დეკანოიძე

მათ აირჩიეს სირცხვილი, როცა გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის არა, ამას ჩვენი ისტორია შესაბამისად შეაფასებს, - ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს საკითხი აქცია შიდა დაპირისპირების თემად.

"თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ქვეყანა უსმენს წარმომადგენლობით ორგანოში პრეზიდენტ ზელენსკის და "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა უარი უთხრან საქართველოს მოქალაქეებს, რომ პარლამენტიდან გაჟღერდეს პრეზიდენტი ზელენსკის მიმართვა საქართველოს მოქალაქეებისადმი. შევახსენებ ხელისუფლებას, როცა ისინი რაიმე სახის სირცხვილზე საუბრობენ, ამ პარლამენტის დარბაზიდან "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარის მოწვევით, ჩამობრძანებული იყო და საუბრობდა რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი გავრილოვი, რომელმაც ამ პარლამენტის დარბაზიდან საქართველოს მოქალაქეებს მიმართა რუსულად და ეს ადამიანი არის მტერი, არამხოლოდ კრემლთან ასოცირებული, არამედ საქართველოს მტერი. "ქართულმა ოცნებამ" იგი მოიწვია, დასვეს პარლამენტში და ამის შემდეგ ეს პარლამენტი და ეს უმრავლესობა უარს ეუბნება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვაზე. ამ უმძიმეს ვითარებაში, როცა მთელი მსოფლიო როგორც შეუძლია, ეხმარება და სოლიდარულია, საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც არის სირცხვილი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, თავისუფალი სამყაროსთვის მებრძოლმა და თავისუფალი სამყაროს ლიდერმა გაიწვია ელჩი საქართველოდან. მაშინ, როცა პრეზიდენტი ზელენსკი მიმართავდა მოსახლეობას ყველა დიდ ქალაქში და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, მერები, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ ამ ძალიან დიდებული მიმართვების ორგანიზებაში, საქართველოს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, კახა კალაძე არც კი მობრძანებულა რუსთაველზე, რომ დასწრებოდა საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვას. ამიტომ ხელისუფლებას ღიად შემიძლია ვუთხრა - რა არის ეს თუ არა რუსეთის მხარეს დგომა?! უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობა რომ არ გასულიყო საერთაშორისო ასპარეზზე, მათ საქართველოს პრეზიდენტს ასევე ვიზიტები დაუბლოკეს. ამიტომ როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის სირცხვილი და რა უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესი, შევახსენებ ჩემს გამოსვლას, რომ უნდა გვეჩვენებინა ერთიანობა. ზელენსკის ადმინისტრაცია თანახმა იყო იმაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო საქართველოს პარლამენტში, მე ღიად მოვუწოდე პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩართულიყო კონსულტაციებისთვის, რათა ფორმალური მხარეც მოგვეგვარებინა პროცედურულად, მაგრამ სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ისევ სირცხვილი, როცა გავრილოვს შეუძლია მიმართოს საქართველოს პარლამენტს და პრეზიდენტ ზელენსკის - არა, რადგან "ქართული ოცნებისთვის" ეს არ არის გამართლებული. ეს არის სირცხვილი და ამას ჩვენი ისტორია შეაფასებს შესაბამისად,"- განაცხადა დეკანოიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ბოდიში აქვს მოსახდელი ჰიბრიდული ომისთვის და აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა მიიჩნევს, რომ "ქართულ ოცნებას" თავად აქვს მოსახდელი ბოდიში ქართველი ხალხისთვის ისტორიის არასწორ მხარეს დგომის გამო.

"ბოდიში მოიხადონ თავად, რომ "ქართული ოცნება" აღმოჩნდა რუსულ მხარეს, ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას გავრილოვის ჩამოყვანის გამო და ბოდიში მოუხადონ მოსახლეობას, რომ ამ მძიმე ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება არ დადგა უკრაინის ხელისუფლების გვერდით და ეს არის ისტორიის არასწორ მხარეს დგომა,"- განაცხადა დეკანოიძემ.