საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, შემდეგ კი რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი" - მიხეილ სააკაშვილი
"იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, შემდეგ კი რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი" - მიხეილ სააკაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შიგ­ნით და გამ­ყოფ ხაზ­თან პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი იგეგ­მე­ბა.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, და­გეგ­მი­ლია, რომ ეს პრო­ვო­კა­ცია ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუ­ფებს დაბ­რალ­დეს და შემ­დეგ, რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ სა­ქარ­თვე­ლოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბა მოს­თხო­ვოს.

"დღეს მინ­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან და მათ შო­რის, ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რი­დან არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ მზად­დე­ბა ძა­ლი­ან დიდი პრო­ვო­კა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ. თქვენ ხე­დავთ, მუდ­მი­ვად არის ლა­პა­რა­კი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არის "ომის პარ­ტია“.

იცით, მე მე­ზი­ზღე­ბა ომი და ჩემი ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი არის, რომ ვარ პე­კინ­ზე, ჩემს სახ­ლში, ბომ­ბა­ვენ ჩემს მე­ზობ­ლებს, ჩემს ეზოს და მე არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია, ომმა ეს ტრავ­მა და­მი­ტო­ვა. მინ­და იცო­დეთ, რომ ომი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ზი­ზღე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ომი ყვე­ლა ნორ­მა­ლურ ადა­მი­ანს ეზი­ზღე­ბა. თუ თქვენ და­აკ­ვირ­დით, ომზე არ სა­უბ­რობს არა­ვინ, გარ­და მთავ­რო­ბის ჯგუ­ფი­სა. ჩვენ­გან სი­ტყვა "ომი“ არას­დროს ყო­ფი­ლა. ეს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რე­ბის წყა­როა.

ახლა რას აპი­რე­ბენ, სა­უ­ბა­რია იმ გეგ­მა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, იგეგ­მე­ბა პრო­ვო­კა­ცია ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შიგ­ნით და გამ­ყოფ ხაზ­თან, რაც დაბ­რალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ოპო­ზი­ცი­ურ ჯგუ­ფებს, რის შემ­დე­გაც რუ­სე­თის მთავ­რო­ბა მოს­თხოვს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტის გა­მო­ცხა­დე­ბას და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მზად იქ­ნე­ბა, გა­მო­ა­ცხა­დოს ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი, გა­ა­ნე­იტ­რა­ლოს ოპო­ზი­ცი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა. უკ­რა­ი­ნის ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი სულ სხვა რა­მეს ნიშ­ნავს, ეს არის მაგ­რად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი. ჩვე­ნი ნე­იტ­რა­ლი­ტე­ტი არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გა­უქ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მან პო­ლი­ტი­კო­სებს მო­უ­წო­და, ყვე­ლა სი­ტყვა აწონ-და­წო­ნონ.

"მინ­და ყვე­ლა ჩემს კო­ლე­გა პო­ლი­ტი­კო­სებს მო­ვუ­წო­დო, მე ვზო­მავ ყვე­ლა ჩემს სი­ტყვას და თქვენც აწონ-და­წო­ნეთ. ახლა მათ უნ­დათ, რომ ჩვენ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­მოგ­ვა­გონ. ამ­ზა­დე­ბენ პრო­ვო­კა­ცი­ას და არ უნდა წა­მო­ვე­გოთ“,-გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თაკო
1

გვაცნობა უკვე რომ თვითონ გეგმავს პროვიკაციას😉

Raio
1

ამ კაცს ფრაგმენტული ინფორმაციები აქვს - საიდან მოიტანა რომ ნეიტრალური უკრაინა ძლიერად შეიარაღებული იქნება?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, შემდეგ კი რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი" - მიხეილ სააკაშვილი

"იგეგმება პროვოკაცია გამყოფ ხაზთან, შემდეგ კი რუსეთი საქართველოს მოსთხოვს, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან პროვოკაციები იგეგმება.

როგორც მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, დაგეგმილია, რომ ეს პროვოკაცია ოპოზიციურ ჯგუფებს დაბრალდეს და შემდეგ, რუსეთის მთავრობამ საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადება მოსთხოვოს.

"დღეს მინდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო. სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური სამსახურებიდან და მათ შორის, ერთ-ერთი სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან არის ინფორმაცია, რომ მზადდება ძალიან დიდი პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ. თქვენ ხედავთ, მუდმივად არის ლაპარაკი, რომ საქართველოში არის "ომის პარტია“.

იცით, მე მეზიზღება ომი და ჩემი ყველაზე კოშმარული სიზმარი არის, რომ ვარ პეკინზე, ჩემს სახლში, ბომბავენ ჩემს მეზობლებს, ჩემს ეზოს და მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ომმა ეს ტრავმა დამიტოვა. მინდა იცოდეთ, რომ ომი მსოფლიოში ყველაზე მეტად მეზიზღება. დარწმუნებული ვარ, ომი ყველა ნორმალურ ადამიანს ეზიზღება. თუ თქვენ დააკვირდით, ომზე არ საუბრობს არავინ, გარდა მთავრობის ჯგუფისა. ჩვენგან სიტყვა "ომი“ არასდროს ყოფილა. ეს სერიოზულად დაფიქრების წყაროა.

ახლა რას აპირებენ, საუბარია იმ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, იგეგმება პროვოკაცია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების შიგნით და გამყოფ ხაზთან, რაც დაბრალდება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებს, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოსთხოვს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და საქართველოს მთავრობა მზად იქნება, გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, გაანეიტრალოს ოპოზიციის საქმიანობა. უკრაინის ნეიტრალიტეტი სულ სხვა რამეს ნიშნავს, ეს არის მაგრად შეიარაღებული უკრაინა და უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენი ნეიტრალიტეტი არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან პოლიტიკოსებს მოუწოდა, ყველა სიტყვა აწონ-დაწონონ.

"მინდა ყველა ჩემს კოლეგა პოლიტიკოსებს მოვუწოდო, მე ვზომავ ყველა ჩემს სიტყვას და თქვენც აწონ-დაწონეთ. ახლა მათ უნდათ, რომ ჩვენ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. ამზადებენ პროვოკაციას და არ უნდა წამოვეგოთ“,-განაცხადა სააკაშვილმა.