კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ! ბოტები და ტროლები შემომისიეს, ვაჭრი თავს - ამოსდით. ვითომ მაშინებენ..." - ვინ არის ქალი, ვინც გურიაში პრორუსების რისხვად იქცა?
"პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ! ბოტები და ტროლები შემომისიეს, ვაჭრი თავს -  ამოსდით. ვითომ მაშინებენ..."  - ვინ არის ქალი, ვინც გურიაში პრორუსების რისხვად იქცა?

"რუ­სო­ფი­ლე­ბი მა­გე­ნი... ვაი, მა­გათ პატ­რონს, უბე­დურს, თუ ჰგო­ნი­ათ, რომ ოზურ­გეთ­ში მო­ი­კი­დე­ბენ ფეხს“, - ოზურ­გე­თე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ამ გან­ცხა­დე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მთე­ლი ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე მო­იც­ვა. ვი­დეო, რო­მელ­შიც ის ოზურ­გეთ­ში პრო­რუ­სუ­ლი და ძა­ლა­დობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გახ­სნას აპ­რო­ტეს­ტებ­და, ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. რო­გორც გა­ირ­კვა გუ­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი სო­ფელ ლი­ხა­უ­რი­დან, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი ირმა გორ­დე­ლა­ძეა, თუმ­ცა ის ამ აქ­ცი­ა­ზე მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. 12 მარტს, ოზურ­გეთ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუ­ჩა­ზე, ზედ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფი­სის გვერ­დით, პრო­რუ­სუ­ლი "ალტ-ინ­ფოს“ ბა­ზა­ზე შექ­მნი­ლი პარ­ტი­ის ოფი­სი გა­იხ­სნა, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მათი თქმით, ოზურ­გე­თი არ და­უშ­ვებს ქა­ლაქ­ში პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ჯგუ­ფის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ოზურ­გეთ­ში რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის ად­გი­ლი არ არის, ე. წ. რუ­სე­თუ­მე­ებს აქ დამ­კვიდ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცე­მენ და გა­უშ­ვე­ბენ იქ, სა­დაც "რუ­სულ ხო­მალ­დე­ბის" ად­გი­ლია. სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი აქ­ცი­აც და­ა­ა­ნონ­სეს.

გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს ქალ­ბა­ტონ ირმა გორ­დე­ლა­ძეს­თან:

- ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის სო­ფელ ლი­ხა­ურ­ში ვცხოვ­რობ. 30 წე­ლია ის­ტო­რი­ას და სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას ვას­წავ­ლი ორ სკო­ლა­ში, ასე­ვე, გა­რე­მოს დაც­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ეკოს" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვარ. დღეს რაც გვჭირს ქვე­ყა­ნა­ში, იმი­ტომ გვჭირს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა და გა­ნათ­ლე­ბაა და­ბა­ლი. 9 აპ­რი­ლის თა­ო­ბა ვართ, ბევ­რი გვი­ნა­ხავს, გვიწ­ვა­ლია, გვიშ­რო­მია და ერ­თა­დერ­თი იმე­დი ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბაა, მათ იმა­ზე უკეთ უნდა მო­უ­ა­რონ ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე ჩვენ მო­ვუ­ა­რეთ. ილი­ა­სი არ იყოს, ჭკუ­ით მო­სუ­ლი მტრის უფრო გე­ში­ნო­დეს, ვიდ­რე ხმლით მო­სუ­ლი მტრი­საო. რუ­სულ აგენ­ტუ­რას ყველ­გან აქვს სა­ცე­ცე­ბი და ძა­ლი­ან მძი­მეა, რო­დე­საც რუ­სულ პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან და ჩვენს გვერ­დით მდგომს, ჩვენს ახ­ლობ­ლებს, მე­ზობ­ლებს, მო­ქა­ლა­ქე­ებს ტვინს უბ­რუ­ნე­ბენ.

სიყ­ვა­რუ­ლის და სიბ­რძნის ენით, მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტით უნდა და­ვიც­ვათ ამის­გან თა­ვიც და ისი­ნიც, რათა ეს პუ­ტი­ნის ხე­ლის ბი­ჭე­ბი მო­ვი­შო­როთ ყვე­ლა ქა­ლა­ქი­დან და რე­გი­ო­ნი­დან. ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უნდა მივ­ხვდეთ, რომ ერი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ სიყ­ვა­რუ­ლით და შრო­მით იმი­ტომ, რომ გვენგრე­ვა ქვე­ყა­ნა, ეკო­ნო­მი­კა, სოფ­ლე­ბი და­ცა­რი­ელ­და, ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­თა­რე­ბაა... უნდა ვი­ფიქ­როთ, იმ ბა­ნაკ­ში აღ­მოვ­ჩნდეთ, სა­დაც უფრო მშვი­დად ვიგ­რძნობთ თავს, სა­დაც არ წაგ­ვარ­თმე­ვენ ტე­რი­ტო­რი­ებს, სა­დაც ჩვენს იდენ­ტო­ბას შე­ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

არა­ვი­ნაა ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ ახლა, რო­დე­საც რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომია, ეს 3 თვის პარ­ტია "კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა“ ოფი­სე­ბის გა­მა­ლე­ბუ­ლი გახ­სნი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, მი­დის რუ­სუ­ლი აგი­ტა­ცია და პრო­პა­გან­და. ისი­ნი მას შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დნენ, რაც ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დი გა­ვა­კე­თეთ, რუ­სეთს არ უნდა ჩვე­ნი დათ­მო­ბა და პუ­ტი­ნის მიმ­დევ­რებ­მაც წა­მოყ­ვეს თავი. ისი­ნი მა­ლუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ, იყე­ნე­ბენ მრევლს და ეკ­ლე­სი­ას, პატ­რი­ო­ტიზმსა და ტრა­დი­ცი­ებს ამო­ფა­რე­ბუ­ლე­ბი ქვეყ­ნის სა­ზი­ა­ნოდ მოქ­მე­დე­ბენ. მათი გა­გე­ბით, ევ­რო­პა ყო­ფი­ლა მარ­ტო პრა­ი­დი და ესე­ნი ყო­ფი­ლან წმინ­და­ნე­ბი. ევ­რო­პა არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი სის­ტე­მე­ბი - ეკო­ნო­მი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­მარ­თა­ლი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და სხვა და­ნარ­ჩე­ნი, არა­ვინ არა­ვის ახ­ვევს თავს არა­ფერს. რუ­სეთს არ უნდა სა­ქარ­თვე­ლოს გაშ­ვე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რი ხერ­ხით ცდი­ლობს და­ვი­ვი­წყოთ ევ­რო­პა, და­ა­ნა­ხოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ევ­რო­პა მარ­ტო ცუდს ნერ­გავს, ჩვენ ყვე­ლა­ფერ კარ­გსო. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ნორ­მა­ლურ­მა ადა­მი­ან­მა ეს და­ი­ჯე­როს? ჯერ სი­ტყვა ლი­ბე­რა­ლის და კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ი­გონ ამ უდღე­უ­რებ­მა. ეს ფა­შის­ტე­ბი ყოვ­ლად და­უნ­დობ­ლად გვეს­ხმი­ან თავს ადა­მი­ა­ნებს, ვინც ნორ­მა­ლუ­რად ვაზ­როვ­ნებთ, ტვი­ნი არ გვაქვს არე­უ­ლი და არ ვართ მტერს მი­ყი­დუ­ლე­ბი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ეს ფა­შის­ტე­ბი სად­მე რა­ი­მე დო­ზით მო­ვიდ­ნენ?! ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბა, ვეც­დე­ბით, ისი­ნი აქ არ გა­ვა­ჭა­ჭა­ნოთ. პუ­ტი­ნის ხე­ლის ბი­ჭებს გუ­რი­ა­ში არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ!

- გუ­რი­ა­ში რო­გო­რია მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბა, ჰყავთ "პრო­პუ­ტი­ნის­ტებს“ მიმ­დევ­რე­ბი?

- კი, ჰყავთ მომ­ხრე­ე­ბიც, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მე­ტია, ამი­ტომ უნდა გავძლი­ერ­დეთ და მათი მომ­ხრე­ე­ბი გად­მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩვენს ჭკუ­ა­ზე, ესაა ჩვე­ნი მი­სია. 12 მარტს მათ ერთი დღით იქი­რა­ვეს შე­ნო­ბა, 20 წუ­თით მო­ვიდ­ნენ, გახ­სნენ, აკურ­თხენ, და­კე­ტენ და წა­ვიდ­ნენ. შემ­თხვე­ვით გა­ვი­გეთ ოფისს ხსნი­ა­ნო და სა­ნამ შე­ვიკ­რი­ბეთ და მი­ვე­დით, აღა­რა­ვინ იყო, მარ­ტო სკა­მე­ბი და მა­გი­დე­ბი დაგ­ვხვდა. მერე იქვე გა­მოვ­თქვით პრო­ტეს­ტი და ორ­შა­ბა­თის­თვის დიდი აქ­ცია და­ვა­ა­ნონ­სეთ.

დღეს იქ­ნე­ბა დიდი აქ­ცია ოზურ­გეთ­ში, შან­სი არაა მა­გა­თი გა­ჭა­ჭა­ნე­ბის, გა­მო­რი­ცხუ­ლია! ის ოზურ­გე­თე­ლი, ვინც მათ ფართს მი­ა­ქი­რა­ვებს, იქ­ნე­ბა მხი­ლე­ბუ­ლი და მათი, ანუ რუ­სე­თის მო­კავ­ში­რედ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ჩვე­ნი პო­ზი­ცია არის ასე­თი - ვერ შევ­ლენ ვერ­სად. რა თქმა უნდა, მშვი­დო­ბი­ა­ნად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ვი­მოქ­მე­დებთ და არა­ნა­ი­რი ძა­ლა­დო­ბით და დარ­ღვე­ვე­ბით. აქ­ცი­ას აწყობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სან­დო, პა­ტი­ო­სა­ნი და არა­ტენ­დენ­ცი­უ­რი ფენა - სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა. აქ­ცი­ა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მოვა და დად­გე­ბა რო­გორც ოზურ­გე­თე­ლი, რო­გორც გუ­რუ­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე.

- საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე თქვით, რომ მათი ოფი­სი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­სის გვერ­დით გა­იხ­სნა, რო­გორ ფიქ­რობთ, ისი­ნი იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი?

- რო­გორ არ იყ­ვნენ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი ნა­ქი­რა­ვე­ბი ფარ­თი ოზურ­გე­თის მე­რი­ას ეკუთ­ვნის. მათ თა­ვი­დან­ვე იცოდ­ნენ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მწვა­ვე რე­აქ­ცია იქ­ნე­ბო­და და შე­მო­ი­პარ­ნენ ვირ­თხე­ბი­ვით, ვი­თომ გახ­სნენ, და­კე­ტენ და წე­ვიდ­ნენ. ამ­ფე­რი ხალ­ხია მა­გე­ნი. ვინ, რო­მე­ლი ოზურ­გე­თე­ლი გა­ბე­დავს აშ­კა­რად მათ მხა­რე­ზე დად­გო­მას? ჩვენ ამი­ტომ ვა­კე­თებთ ამ აქ­ცი­ას, რომ არც ერთი ოზურ­გე­თე­ლი არ გა­ჭა­ჭან­დეს მა­გათ გვერ­დზე.

- გუ­რი­ის სხვა რა­ი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ში რა ხდე­ბა?

- ჩო­ხა­ტა­ურ­შიც დიდი პრო­ტეს­ტი იყო. ჯერ ოზურ­გეთს მივ­ხე­დავთ და მერე ლან­ჩხუთ­საც. დღეს პა­რა­ლე­ლუ­რად აჭა­რა­შიც და­ა­ნონ­სე­ბუ­ლია აქ­ცია. ასე რომ, მა­გა­ლი­თი გა­დამ­დე­ბია და უნდა ავ­მოძ­რავ­დეთ. ამათ ხელ­ში ყვე­ლა­ნა­ირ სა­შიშ­რო­ე­ბას ვხე­დავთ. ამ რუ­სო­ფი­ლებს რომ სა­ცე­ცე­ბი აქვთ და ხალ­ხს ტვინს ურე­ვენ, ეს ტვი­ნა­რე­უ­ლი ხალ­ხი უნდა და­ვიბ­რუ­ნოთ, ესე­ნი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და ხომ ვერ გავ­რი­ყავთ? მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა შე­ვე­ცა­დოთ, ისი­ნი სა­ა­ქა­ოს მო­ვაბ­რუ­ნოთ და და­ვუმ­ტკი­ცოთ, რომ ისი­ნი არი­ან აყო­ლილ­ნი რუ­სულ პრო­პა­გან­დას, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დახ­ლე­ჩას, დაკ­ნი­ნე­ბას და დან­გრე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ოპო­ნენ­ტე­ბი რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ და­ტო­ვებ­დნენ თქვენს აქ­ტი­უ­რო­ბას...

- ორი დღეა ბო­ტე­ბი და ტრო­ლე­ბი შე­მო­მი­სი­ეს, ვაჭ­რი თავს - ამოს­დით. მი­ვა­დე­ქი და ვბლო­კავ­დი ყვე­ლას. მათ­თან პო­ლე­მი­კა­ში ხომ არ შე­ვალ, მეტი საქ­მე არ მაქვს! თა­ვი­სი მოკ­ლე ჭკუ­ით, ვი­თომ მა­ში­ნე­ბენ, მა­გე­ნის და­ბუ­ლინ­გე­ბუ­ლი არ გე­იშ­ვას არ­სად. ამ­დე­ნი ხა­ნია ისეთ სა­რის­კო საქ­მე­ებს ვაპ­რო­ტეს­ტებ, არაფ­რის მე­ში­ნია, ღმერ­თი მფარ­ვე­ლობს ყვე­ლა საქ­მე­ში მი­ტომ, რომ არა­სა­მარ­თლი­ანს არა­ფერს ვა­კე­თებ. სხვა­თა შო­რის, ამის შემ­დეგ იმ­ხე­ლა პო­ზი­ტი­ვი წა­მო­ვი­და, ვი­დე­ოს იმ­დე­ნი მე­გობ­რო­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და პი­რად­ში შეხ­მი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, გული გა­მით­ბა და იმე­დი მო­მე­ცა. თურ­მე არ წავ­ქცე­ულ­ვართ და არ გა­დავ­შე­ნე­ბულ­ვართ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოკო
0

ეხლა გავიგე ,რას ნიშნავს სიტყვა - აბდალი

ლელო
2

თქვენ ვისი ხელის ქალები ხართ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ! ბოტები და ტროლები შემომისიეს, ვაჭრი თავს - ამოსდით. ვითომ მაშინებენ..." - ვინ არის ქალი, ვინც გურიაში პრორუსების რისხვად იქცა?

"პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ! ბოტები და ტროლები შემომისიეს, ვაჭრი თავს -  ამოსდით. ვითომ მაშინებენ..."  - ვინ არის ქალი, ვინც გურიაში პრორუსების რისხვად იქცა?

"რუსოფილები მაგენი... ვაი, მაგათ პატრონს, უბედურს, თუ ჰგონიათ, რომ ოზურგეთში მოიკიდებენ ფეხს“, - ოზურგეთელი ქალბატონის ამ განცხადებამ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა. ვიდეო, რომელშიც ის ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის გახსნას აპროტესტებდა, ვირუსულად გავრცელდა. როგორც გაირკვა გურული ქალბატონი სოფელ ლიხაურიდან, ისტორიის მასწავლებელი ირმა გორდელაძეა, თუმცა ის ამ აქციაზე მარტო არ ყოფილა. 12 მარტს, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზედ “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით, პრორუსული "ალტ-ინფოს“ ბაზაზე შექმნილი პარტიის ოფისი გაიხსნა, რაც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ოზურგეთი არ დაუშვებს ქალაქში პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას. ისინი აცხადებენ, რომ ოზურგეთში რუსული პროპაგანდის ადგილი არ არის, ე. წ. რუსეთუმეებს აქ დამკვიდრების საშუალებას არ მისცემენ და გაუშვებენ იქ, სადაც "რუსულ ხომალდების" ადგილია. სამოქალაქო აქტივისტებმა უფრო ფართომასშტაბიანი აქციაც დააანონსეს.

გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ირმა გორდელაძესთან:

- ექვთიმე თაყაიშვილის სოფელ ლიხაურში ვცხოვრობ. 30 წელია ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ორ სკოლაში, ასევე, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" დამფუძნებელი ვარ. დღეს რაც გვჭირს ქვეყანაში, იმიტომ გვჭირს, რომ სამოქალაქო ცნობიერება და განათლებაა დაბალი. 9 აპრილის თაობა ვართ, ბევრი გვინახავს, გვიწვალია, გვიშრომია და ერთადერთი იმედი ჩვენი მომავალი თაობაა, მათ იმაზე უკეთ უნდა მოუარონ ქვეყანას, ვიდრე ჩვენ მოვუარეთ. ილიასი არ იყოს, ჭკუით მოსული მტრის უფრო გეშინოდეს, ვიდრე ხმლით მოსული მტრისაო. რუსულ აგენტურას ყველგან აქვს საცეცები და ძალიან მძიმეა, როდესაც რუსულ პროპაგანდას ეწევიან და ჩვენს გვერდით მდგომს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, მოქალაქეებს ტვინს უბრუნებენ.

სიყვარულის და სიბრძნის ენით, მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავიცვათ ამისგან თავიც და ისინიც, რათა ეს პუტინის ხელის ბიჭები მოვიშოროთ ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ერი უნდა გავერთიანდეთ სიყვარულით და შრომით იმიტომ, რომ გვენგრევა ქვეყანა, ეკონომიკა, სოფლები დაცარიელდა, ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა... უნდა ვიფიქროთ, იმ ბანაკში აღმოვჩნდეთ, სადაც უფრო მშვიდად ვიგრძნობთ თავს, სადაც არ წაგვართმევენ ტერიტორიებს, სადაც ჩვენს იდენტობას შევინარჩუნებთ.

არავინაა ტრადიციების შენარჩუნების წინააღმდეგი, მაგრამ ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია, ეს 3 თვის პარტია "კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისების გამალებული გახსნითაა დაკავებული, მიდის რუსული აგიტაცია და პროპაგანდა. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გავაკეთეთ, რუსეთს არ უნდა ჩვენი დათმობა და პუტინის მიმდევრებმაც წამოყვეს თავი. ისინი მალულად მოქმედებენ, იყენებენ მრევლს და ეკლესიას, პატრიოტიზმსა და ტრადიციებს ამოფარებულები ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. მათი გაგებით, ევროპა ყოფილა მარტო პრაიდი და ესენი ყოფილან წმინდანები. ევროპა არის მოწესრიგებული სისტემები - ეკონომიკა, სამოქალაქო სამართალი, ინფრასტრუქტურა და სხვა დანარჩენი, არავინ არავის ახვევს თავს არაფერს. რუსეთს არ უნდა საქართველოს გაშვება და ყველანაირი ხერხით ცდილობს დავივიწყოთ ევროპა, დაანახოს მოსახლეობას, რომ ევროპა მარტო ცუდს ნერგავს, ჩვენ ყველაფერ კარგსო. როგორ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ეს დაიჯეროს? ჯერ სიტყვა ლიბერალის და კონსერვატიულის მნიშვნელობა გაიგონ ამ უდღეურებმა. ეს ფაშისტები ყოვლად დაუნდობლად გვესხმიან თავს ადამიანებს, ვინც ნორმალურად ვაზროვნებთ, ტვინი არ გვაქვს არეული და არ ვართ მტერს მიყიდულები. როგორ შეიძლება ეს ფაშისტები სადმე რაიმე დოზით მოვიდნენ?! ეს წარმოუდგენელი იქნება, ვეცდებით, ისინი აქ არ გავაჭაჭანოთ. პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ!

- გურიაში როგორია მოსახლეობის განწყობა, ჰყავთ "პროპუტინისტებს“ მიმდევრები?

- კი, ჰყავთ მომხრეებიც, მაგრამ მოწინააღმდეგე მეტია, ამიტომ უნდა გავძლიერდეთ და მათი მომხრეები გადმოვიყვანოთ ჩვენს ჭკუაზე, ესაა ჩვენი მისია. 12 მარტს მათ ერთი დღით იქირავეს შენობა, 20 წუთით მოვიდნენ, გახსნენ, აკურთხენ, დაკეტენ და წავიდნენ. შემთხვევით გავიგეთ ოფისს ხსნიანო და სანამ შევიკრიბეთ და მივედით, აღარავინ იყო, მარტო სკამები და მაგიდები დაგვხვდა. მერე იქვე გამოვთქვით პროტესტი და ორშაბათისთვის დიდი აქცია დავაანონსეთ.

დღეს იქნება დიდი აქცია ოზურგეთში, შანსი არაა მაგათი გაჭაჭანების, გამორიცხულია! ის ოზურგეთელი, ვინც მათ ფართს მიაქირავებს, იქნება მხილებული და მათი, ანუ რუსეთის მოკავშირედ გამოცხადებული. ჩვენი პოზიცია არის ასეთი - ვერ შევლენ ვერსად. რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ და არანაირი ძალადობით და დარღვევებით. აქციას აწყობს საზოგადოების ყველაზე სანდო, პატიოსანი და არატენდენციური ფენა - სამოქალაქო საზოგადოება. აქციაზე ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი მოვა და დადგება როგორც ოზურგეთელი, როგორც გურული და საქართველოს მოქალაქე.

- საპროტესტო აქციაზე თქვით, რომ მათი ოფისი "ქართული ოცნების“ ოფისის გვერდით გაიხსნა, როგორ ფიქრობთ, ისინი იყვნენ ინფორმირებულნი?

- როგორ არ იყვნენ. წარმოიდგინეთ, აღმოჩნდა, რომ მათი ნაქირავები ფართი ოზურგეთის მერიას ეკუთვნის. მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ მოსახლეობის მხრიდან მწვავე რეაქცია იქნებოდა და შემოიპარნენ ვირთხებივით, ვითომ გახსნენ, დაკეტენ და წევიდნენ. ამფერი ხალხია მაგენი. ვინ, რომელი ოზურგეთელი გაბედავს აშკარად მათ მხარეზე დადგომას? ჩვენ ამიტომ ვაკეთებთ ამ აქციას, რომ არც ერთი ოზურგეთელი არ გაჭაჭანდეს მაგათ გვერდზე.

- გურიის სხვა რაიონულ ცენტრებში რა ხდება?

- ჩოხატაურშიც დიდი პროტესტი იყო. ჯერ ოზურგეთს მივხედავთ და მერე ლანჩხუთსაც. დღეს პარალელურად აჭარაშიც დაანონსებულია აქცია. ასე რომ, მაგალითი გადამდებია და უნდა ავმოძრავდეთ. ამათ ხელში ყველანაირ საშიშროებას ვხედავთ. ამ რუსოფილებს რომ საცეცები აქვთ და ხალხს ტვინს ურევენ, ეს ტვინარეული ხალხი უნდა დავიბრუნოთ, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან და ხომ ვერ გავრიყავთ? მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ისინი სააქაოს მოვაბრუნოთ და დავუმტკიცოთ, რომ ისინი არიან აყოლილნი რუსულ პროპაგანდას, რომელიც ქვეყნის დახლეჩას, დაკნინებას და დანგრევას ემსახურება.

- სავარაუდოდ, ოპონენტები რეაგირების გარეშე არ დატოვებდნენ თქვენს აქტიურობას...

- ორი დღეა ბოტები და ტროლები შემომისიეს, ვაჭრი თავს - ამოსდით. მივადექი და ვბლოკავდი ყველას. მათთან პოლემიკაში ხომ არ შევალ, მეტი საქმე არ მაქვს! თავისი მოკლე ჭკუით, ვითომ მაშინებენ, მაგენის დაბულინგებული არ გეიშვას არსად. ამდენი ხანია ისეთ სარისკო საქმეებს ვაპროტესტებ, არაფრის მეშინია, ღმერთი მფარველობს ყველა საქმეში მიტომ, რომ არასამართლიანს არაფერს ვაკეთებ. სხვათა შორის, ამის შემდეგ იმხელა პოზიტივი წამოვიდა, ვიდეოს იმდენი მეგობრობის შემოთავაზება და პირადში შეხმიანება მოჰყვა, გული გამითბა და იმედი მომეცა. თურმე არ წავქცეულვართ და არ გადავშენებულვართ.

იხილეთ ასევე: