ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში, რომლებზე კონტროლიც რუსულმა ჯარმა დროებით დაამყარა, აგრესორი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, ტყვედ აჰყავს და აწამებს ადგილობრივ მოსახლეობას,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
გენშტაბში განმარტავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის დროებით მიტაცებულ ტერიტორიებზე აქტიურად ამუშავდა კრემლის აგრესიული პროპაგანდა.
მათი ცნობით, პროპაგანდის პარალელურად, მტერი ცდილობს ადმინისტრაციულ -საპოლიციო რეჟიმის შემოღებას.
მაგას უკრაინელი ბენდერები აკეთებენ ანუ აზოვის ბატალიონი
სადაც ლავროვი ხმამაღლა აცხადებს, უკრაინა დაგვესხა თავსო, ამათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. რუსეთში უკვე საკონცენტრაციო ბანაკებიც ექნებათ სადაც უკრაინელი ტყვეების გარდა თავის ხალხიც ეყოლებათ გამომწყვრეული. წარსულში, ციმბირის გულაგებში ათობით მილიონი ადამიანი გამოკეტეს და ამოხადეს სული.