საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გზა დამარცხებიდან გამარჯვებამდე – გაიცანით ანუკი შატაკიშვილი, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეულია
გზა დამარცხებიდან გამარჯვებამდე – გაიცანით ანუკი შატაკიშვილი, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეულია

გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მელ­საც 5 წელი ელო­და, 14 წლის ასაკ­ში გან­ცდი­ლი და­მარ­ცხე­ბა და მას შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბის მო­ლო­დი­ნი­თა და იმე­დით სავ­სე თი­თო­ე­უ­ლი დღე - კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, 19 წლის ანუ­კი შა­ტა­კიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ყა­როს შეც­ნო­ბის პრო­ცეს­შია და ამ პრო­ცეს­ში მთა­ვარ ემო­ცი­ას წე­რით გად­მოს­ცემს. „19-წლი­ა­ნი შეც­ნო­ბის შე­დე­გად ყვე­ლა­ზე ცოტა რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ვიცი. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი ჩემი ცვა­ლე­ბა­დო­ბაა. სწო­რედ ეს „ბევ­რნა­ი­რო­ბა“ მეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის გა­გე­ბა­ში, შემ­დეგ კი მათ პერ­სო­ნა­ჟე­ბად გარ­დაქ­მნა­ში. ჩემ მიერ შექ­მნი­ლი თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი არის რა­ღაც ეტა­პის ანუ­კი. ცხა­დია, ზოგი უკვე იმ­დე­ნად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან, რომ მათი ცნო­ბაც კი მი­ჭირს,“ - ასე აღ­წერს სა­კუ­თარ თავ­სა და წე­რის პრო­ცესს ანუ­კი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სში ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის ერ­თობ­ლი­ვი რჩე­უ­ლი გახ­და. ეს ფაქ­ტი კი მას გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მა­ყეს­თან ერ­თად, გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა­საც უჩენს.

ანუ­კიმ წერა მე-3 კლას­ში და­ი­წყო. პირ­ველ ეტაპ­ზე სა­კუ­თა­რი გან­ცდე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის გად­მო­ცე­მა სურ­და. შემ­დეგ კი გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, შე­ექ­მნა რამე, რაც მის შემ­დე­გაც იარ­სე­ბებ­და. სწო­რედ ამ მიზ­ნით წერ­და და წერ­და. კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ანუ­კი თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბა­სა და გა­მარ­ჯვე­ბით მო­ტა­ნილ ემო­ცი­ებ­ზე.

გა­იხ­სე­ნეთ პა­ტა­რა ანუ­კი, რო­მელ­მაც წერა და­ი­წყო. რო­გო­რი იყო ის? რა სურ­და და რაზე ოც­ნე­ბობ­და?

რო­დე­საც წერა და­ვი­წყე, პა­ტარ-პა­ტა­რა მო­თხრო­ბებს ვწერ­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და კი­თხვაც, თუმ­ცა იმ პე­რი­ო­დი­დან­ვე წე­რას­თან უფრო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და.

ყო­ველ­თვის მინ­დო­და შე­მექ­მნა რა­ღაც ისე­თი, რაც ჩემს მე­რეც იარ­სე­ბებ­და. ეს ფიქ­რი შო­რე­უ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მახ­სოვს, თუმ­ცა ვერ ვი­ტყვი, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა მინ­დო­და. უფრო მე­ტად მინ­დო­და და ახ­ლაც ასე მინ­და, რომ ჩემი წიგ­ნი გა­იც­ნოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ბევ­რმა მკი­თხველ­მა და ის იყოს პო­პუ­ლა­რუ­ლი.

რო­გორ იწე­რე­ბო­და თქვე­ნი პირ­ვე­ლი ნაშ­რო­მე­ბი? რა იყო ინ­სპი­რა­ცია?

პა­ტა­რა ასაკ­ში ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ჩემი ფიქ­რე­ბის ფურ­ცელ­ზე გად­მო­ტა­ნა იყო. ვცდი­ლობ­დი, ჩემი ამ­ბე­ბი­სა და ემო­ცი­ე­ბის­გან ამ ფორ­მით დავ­ცლი­ლი­ყა­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი უკვე სა­კუ­თარ ამ­ბებს აღარ ვწერ­დი. სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი მეხ­მა­რე­ბო­და შე­მექ­მნა სხვა პერ­სო­ნა­ჟე­ბი და სხვა ამ­ბე­ბი. დღემ­დე წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბი მაძ­ლევს, თუმ­ცა ამ­ბე­ბი არა მე, არა­მედ სხვა პერ­სო­ნა­ჟებს ეკუთ­ვნით.

14 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლე პირ­ვე­ლი დი­დტა­ნი­ა­ნი წიგ­ნი, რომ­ლი­თაც კონ­კურ­სში 5 წლის წინ მო­ნა­წი­ლე­ობ­დი, თუმ­ცა ვერ გა­ი­მარ­ჯვე. მოგ­ვი­ყე­ვი რო­მან­ზე, ამ პე­რი­ოდ­ზე, მარ­ცხზე...

14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლი, შე­და­რე­ბით მო­ცუ­ლო­ბი­თი, ნა­წარ­მო­ე­ბი დავ­წე­რე. ეს იყო „ღი­მი­ლის გო­გო­ნა“. ამ პე­რი­ო­დი­დან მწერ­ლო­ბა­ზე უკვე შეგ­ნე­ბუ­ლად ვოც­ნე­ბობ­დი.

სწო­რედ მა­შინ პირ­ვე­ლად და­ა­ნონსდა კონ­კურ­სი „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ და მეც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ფი­ნა­ლის­ტე­ბის სი­ა­ში ვი­ყა­ვი, თუმ­ცა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ გავ­ხდი. ეს იყო დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა, თუმ­ცა ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვხვდე­ბი, რომ ჩემი რო­მა­ნი მარ­თლაც არ იყო ისე­თი დო­ნის, რომ კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „ღი­მი­ლის გო­გო­ნა“ მე­გობ­რებ­მა და­მი­ბეჭ­დეს და მისი ერ­თა­დერ­თი ეგ­ზემპლა­რი არ­სე­ბობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვთვლი, რო­მა­ნი სრულ­ყო­ფი­ლი არ არის, დღეს მას მა­ინც აღარ ვე­ხე­ბი და აღარ ვა­მუ­შა­ვებ. მინ­და დამ­რჩეს ისე­თი, რო­გო­რიც 14 წლის ასაკ­ში შევ­ქმე­ნი, არც მის გა­მო­ცე­მა­ზე ვფიქ­რობ.

5 წლის შემ­დეგ კონ­კურ­სში მე­ო­რედ მი­ი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და გა­ი­მარ­ჯვე კი­დეც. რა­ზეა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნი? იქ­მნე­ბო­და თუ არა სპე­ცი­ა­ლუ­რად კონ­კურ­სის­თვის?

„წუ­თით კოს­მოს­ში“ გად­მო­ცე­მუ­ლია ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას ლა­ლუ­ნა დერ­მონ­დის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს წლე­ბის შემ­დეგ იძი­ებს.

მისი წერა იმ დღეს და­ვი­წყე, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ კონ­კურ­სში ვერ გა­ვი­მარ­ჯვე. ეს არის ის­ტო­რია გო­გო­ნა­სი, რო­მე­ლიც არა­რე­ა­ლუ­რი ოც­ნე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის. მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე ხდე­ბა, რომ მი­ზანს ვერ მი­აღ­წი­ოს, თუმ­ცა არ ნებ­დე­ბა.

ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩემი ამ­ბა­ვი­ცაა – ანუ­კის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც 14 წლი­დან 19 წლამ­დე გა­მარ­ჯვე­ბის­კენ მი­დი­ო­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე არ გა­სუ­ლა, რომ კონ­კურ­სზე არ მე­ფიქ­რა. ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­დავ­ლა­ხავ­დი ასა­კობ­რივ ზღვარს, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კვლავ შემ­ძლე­ბო­და.

ის­ტო­რია მკი­თხველს და­ეხ­მა­რე­ბა და­ი­ჯე­როს, რომ რის­თვი­საც იბ­რძო­ლებ, მას აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ.

დღეს რას ეტყვით 14 წლის იმედ­გაც­რუ­ე­ბულ ანუ­კის?

იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად ვი­ყა­ვი. მა­წუ­ხებ­და გრძნო­ბა, რომ ჩემს გულ­შე­მატ­კი­ვარ­საც გა­ვუც­რუე იმე­დი ჩემი და­მარ­ცხე­ბით. სწო­რედ იმ ანუ­კის­თვის ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მის­თვის მინ­დო­და ეს გა­მარ­ჯვე­ბა. მო­ლო­დი­ნი და იმე­დიც მქონ­და. სხვაგ­ვა­რად 5 წელი ერ­თსა და იმა­ვე საქ­მეს უბ­რა­ლოდ ვერ გა­ა­კე­თებ. დღეს ვე­ტყო­დი, რომ დიახ, ჩვენ ეს შევ­ძე­ლით.

და­მარ­ცხე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბამ­დე მი­მა­ვალ­მა გზამ პი­როვ­ნუ­ლად ძა­ლი­ან გამ­ზარ­და.

ჟი­უ­რი­სა და ხალ­ხის ერ­თობ­ლი­ვი რჩე­უ­ლი ხარ. რამ­დე­ნად ელო­დი ორ­მაგ გა­მარ­ჯვე­ბას?

ეს სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტია, რაც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო. ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თვის, უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე. სა­ო­ცა­რი გრძნო­ბა იყო, როცა ვხე­დავ­დი უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი რო­გორ მი­ჭერ­დნენ მხარს და მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა სულ სხვა ემო­ცი­აა, რო­დე­საც ამ ყვე­ლა­ფერს კომ­პე­ტენ­ტუ­რი ჟი­უ­რის მხარ­და­ჭე­რა ემა­ტე­ბა. ეს სულ სხვა სი­ხა­რუ­ლი და, ამავდრო­უ­ლად, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ამ მო­მენ­ტმა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თვითრწმე­ნა შემ­ძი­ნა.

რა ტი­პის მკი­თხველ­ზეა გათ­ვლი­ლი „წუ­თით კოს­მოს­ში“?

ჩემს მკი­თხველს ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ად არ დავ­ყოფ. მგო­ნია, ყვე­ლა ასა­კის მკი­თხველ­მა შე­იძ­ლე­ბა იპო­ვოს მას­ში რა­ღაც სა­ინ­ტე­რე­სო. რო­მა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით და­ა­ინ­ტე­რე­სებთ მათ, ვინც მიზ­ნის­კენ ის­წრაფ­ვის და ამ მო­მენ­ტში რწმე­ნი­სა და იმე­დის გაძ­ლი­ე­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

ახლა თუ მუ­შა­ობ სხვა რო­მან­ზე? ამ ეტაპ­ზე მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო და ომი რამ­დე­ნად ახ­დენს გავ­ლე­ნას შენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე?

კი­დევ ერთ რო­მან­ზე ვმუ­შა­ობ. იმე­დი მაქვს, ის კი­დევ უფრო შემ­დგა­რი და სრულ­ყო­ფი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი იქ­ნე­ბა. ვი­მე­დოვ­ნებ, მის და­ბეჭდ­ვა­საც შევ­ძლებ.

რაც შე­ე­ხე­ბა ომს, ზო­გა­დად, ომზე ნა­წე­რებ­თან ყო­ველ­თვის დის­ტან­ცია მქონ­და. ახლა კი სულ სხვა თვა­ლით ვუ­ყუ­რებ მათ. გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო ჩემ­ზე დიდ ემო­ცი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე არ ვწერ. ამ პე­რი­ოდ­ზე შე­იძ­ლე­ბა ერთი წლის შემ­დეგ დავ­წე­რო, რო­დე­საც თი­თო­ე­უ­ლი ეს ემო­ცია კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი მექ­ნე­ბა.

ზო­გა­დად, წე­რის პრო­ცეს­ში საკ­მა­ოდ დიდი პა­უ­ზაც მქო­ნია, თუმ­ცა ეს ემო­ცი­უ­რად ცუ­დად ყოფ­ნას ან გარ­შე­მო არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს არ უკავ­შირ­დე­ბო­და.

რას ურ­ჩევ მათ, ვინც მო­მა­ვალ­ში აპი­რებს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას?

დამ­წყებ მწე­რალს ყო­ველ­თვის სჭირ­დე­ბა რამე, რაც მო­ტი­ვა­ცი­ა­სა და რწმე­ნას მის­ცემს. ამის­თვის კი კონ­კურ­სი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. მო­ნა­წი­ლე­ებს ვურ­ჩევ, ემო­ცი­უ­რად ყვე­ლაფ­რის­თვის მზად იყ­ვნენ. რე­ი­ტინ­გში ერთ პო­ზი­ცი­ით უკან და­ხე­ვა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად დიდი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს, რომ წე­რის სურ­ვი­ლი სა­ერ­თოდ და­კარ­გო.

ყვე­ლას ვურ­ჩევ, მაქ­სი­მა­ლუ­რად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ტექ­სტით მი­ი­ღონ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. კონ­კურ­სის პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და სტრე­სუ­ლია. ამი­ტომ კონ­კურ­სანტს ამ პე­რი­ოდ­ში წერა რომ მო­უ­წი­ოს, ისე ვერ და­ას­რუ­ლებს ნა­წარ­მო­ებს, რო­გორც სა­ჭი­როა.

ვურ­ჩევ, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად და ბევ­რჯერ წა­კი­თხუ­ლი რო­მა­ნი გა­მოგ­ზავ­ნონ, რომ თვი­თონ­ვე სჯე­რო­დეთ სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბის და იმე­დი ჰქონ­დეთ.

და თუ მა­ინც ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ, არ ნიშ­ნავს, რომ კარ­გად ვერ წე­რენ. მეც ბევრ კონ­კურ­სში ვერ გა­მი­მარ­ჯვია, თუმ­ცა არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბაც მი­მი­ღია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გზა დამარცხებიდან გამარჯვებამდე – გაიცანით ანუკი შატაკიშვილი, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეულია

გზა დამარცხებიდან გამარჯვებამდე – გაიცანით ანუკი შატაკიშვილი, რომელიც კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ ხალხისა და ჟიურის ერთობლივი რჩეულია

გამარჯვება, რომელსაც 5 წელი ელოდა, 14 წლის ასაკში განცდილი დამარცხება და მას შემდეგ გამარჯვების მოლოდინითა და იმედით სავსე თითოეული დღე - კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული, 19 წლის ანუკი შატაკიშვილი აღნიშნავს, რომ სამყაროს შეცნობის პროცესშია და ამ პროცესში მთავარ ემოციას წერით გადმოსცემს. „19-წლიანი შეცნობის შედეგად ყველაზე ცოტა რამ საკუთარ თავზე ვიცი. ამის მთავარი მიზეზი ჩემი ცვალებადობაა. სწორედ ეს „ბევრნაირობა“ მეხმარება ადამიანების გაგებაში, შემდეგ კი მათ პერსონაჟებად გარდაქმნაში. ჩემ მიერ შექმნილი თითოეული პერსონაჟი არის რაღაც ეტაპის ანუკი. ცხადია, ზოგი უკვე იმდენად განსხვავდება ჩემგან, რომ მათი ცნობაც კი მიჭირს,“ - ასე აღწერს საკუთარ თავსა და წერის პროცესს ანუკი, რომელიც კონკურსში ჟიურისა და ხალხის ერთობლივი რჩეული გახდა. ეს ფაქტი კი მას განსაკუთრებულ სიამაყესთან ერთად, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობის გრძნობასაც უჩენს.

ანუკიმ წერა მე-3 კლასში დაიწყო. პირველ ეტაპზე საკუთარი განცდებისა და ემოციების გადმოცემა სურდა. შემდეგ კი გაუჩნდა სურვილი, შეექმნა რამე, რაც მის შემდეგაც იარსებებდა. სწორედ ამ მიზნით წერდა და წერდა. კონკურსის გამარჯვებული ანუკი თავად გვესაუბრება საკუთარ შემოქმედებაზე, გამარჯვებასა და გამარჯვებით მოტანილ ემოციებზე.

გაიხსენეთ პატარა ანუკი, რომელმაც წერა დაიწყო. როგორი იყო ის? რა სურდა და რაზე ოცნებობდა?

როდესაც წერა დავიწყე, პატარ-პატარა მოთხრობებს ვწერდი. პატარაობიდანვე ძალიან მიყვარდა კითხვაც, თუმცა იმ პერიოდიდანვე წერასთან უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება მქონდა.

ყოველთვის მინდოდა შემექმნა რაღაც ისეთი, რაც ჩემს მერეც იარსებებდა. ეს ფიქრი შორეული ბავშვობიდან მახსოვს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პოპულარობა მინდოდა. უფრო მეტად მინდოდა და ახლაც ასე მინდა, რომ ჩემი წიგნი გაიცნოს მაქსიმალურად ბევრმა მკითხველმა და ის იყოს პოპულარული.

როგორ იწერებოდა თქვენი პირველი ნაშრომები? რა იყო ინსპირაცია?

პატარა ასაკში ჩემი მთავარი მიზანი ჩემი ფიქრების ფურცელზე გადმოტანა იყო. ვცდილობდი, ჩემი ამბებისა და ემოციებისგან ამ ფორმით დავცლილიყავი. მოგვიანებით კი უკვე საკუთარ ამბებს აღარ ვწერდი. საკუთარი ემოციები მეხმარებოდა შემექმნა სხვა პერსონაჟები და სხვა ამბები. დღემდე წერის საშუალებას საკუთარი ემოციები მაძლევს, თუმცა ამბები არა მე, არამედ სხვა პერსონაჟებს ეკუთვნით.

14 წლის ასაკში დაასრულე პირველი დიდტანიანი წიგნი, რომლითაც კონკურსში 5 წლის წინ მონაწილეობდი, თუმცა ვერ გაიმარჯვე. მოგვიყევი რომანზე, ამ პერიოდზე, მარცხზე...

14 წლის ვიყავი, როდესაც პირველი, შედარებით მოცულობითი, ნაწარმოები დავწერე. ეს იყო „ღიმილის გოგონა“. ამ პერიოდიდან მწერლობაზე უკვე შეგნებულად ვოცნებობდი.

სწორედ მაშინ პირველად დაანონსდა კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ და მეც მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. ფინალისტების სიაში ვიყავი, თუმცა გამარჯვებული ვერ გავხდი. ეს იყო დიდი იმედგაცრუება, თუმცა ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ ჩემი რომანი მართლაც არ იყო ისეთი დონის, რომ კონკურსის გამარჯვებული გამხდარიყო.

მოგვიანებით, „ღიმილის გოგონა“ მეგობრებმა დამიბეჭდეს და მისი ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი, რომანი სრულყოფილი არ არის, დღეს მას მაინც აღარ ვეხები და აღარ ვამუშავებ. მინდა დამრჩეს ისეთი, როგორიც 14 წლის ასაკში შევქმენი, არც მის გამოცემაზე ვფიქრობ.

5 წლის შემდეგ კონკურსში მეორედ მიიღე მონაწილეობა და გაიმარჯვე კიდეც. რაზეა გამარჯვებული რომანი? იქმნებოდა თუ არა სპეციალურად კონკურსისთვის?

„წუთით კოსმოსში“ გადმოცემულია ახალგაზრდა გოგონას ლალუნა დერმონდის ისტორია, რომელიც მშობლების გარდაცვალების ამბავს წლების შემდეგ იძიებს.

მისი წერა იმ დღეს დავიწყე, როდესაც გავიგე, რომ კონკურსში ვერ გავიმარჯვე. ეს არის ისტორია გოგონასი, რომელიც არარეალური ოცნებისკენ ისწრაფვის. მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ხდება, რომ მიზანს ვერ მიაღწიოს, თუმცა არ ნებდება.

ეს გარკვეულწილად ჩემი ამბავიცაა – ანუკის ამბავი, რომელიც 14 წლიდან 19 წლამდე გამარჯვებისკენ მიდიოდა. ამ წლების განმავლობაში დღე არ გასულა, რომ კონკურსზე არ მეფიქრა. ველოდებოდი, როდის გადავლახავდი ასაკობრივ ზღვარს, რომ მონაწილეობა კვლავ შემძლებოდა.

ისტორია მკითხველს დაეხმარება დაიჯეროს, რომ რისთვისაც იბრძოლებ, მას აუცილებლად მიაღწევ.

დღეს რას ეტყვით 14 წლის იმედგაცრუებულ ანუკის?

იმედგაცრუებული ნამდვილად ვიყავი. მაწუხებდა გრძნობა, რომ ჩემს გულშემატკივარსაც გავუცრუე იმედი ჩემი დამარცხებით. სწორედ იმ ანუკისთვის ვაკეთებდი ყველაფერს ამ წლების განმავლობაში, მისთვის მინდოდა ეს გამარჯვება. მოლოდინი და იმედიც მქონდა. სხვაგვარად 5 წელი ერთსა და იმავე საქმეს უბრალოდ ვერ გააკეთებ. დღეს ვეტყოდი, რომ დიახ, ჩვენ ეს შევძელით.

დამარცხებიდან გამარჯვებამდე მიმავალმა გზამ პიროვნულად ძალიან გამზარდა.

ჟიურისა და ხალხის ერთობლივი რჩეული ხარ. რამდენად ელოდი ორმაგ გამარჯვებას?

ეს საუკეთესო ვარიანტია, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. ხალხის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინე. საოცარი გრძნობა იყო, როცა ვხედავდი უცხო ადამიანები როგორ მიჭერდნენ მხარს და მეხმარებოდნენ. თუმცა სულ სხვა ემოციაა, როდესაც ამ ყველაფერს კომპეტენტური ჟიურის მხარდაჭერა ემატება. ეს სულ სხვა სიხარული და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მომენტმა განსაკუთრებული თვითრწმენა შემძინა.

რა ტიპის მკითხველზეა გათვლილი „წუთით კოსმოსში“?

ჩემს მკითხველს ასაკობრივ კატეგორიად არ დავყოფ. მგონია, ყველა ასაკის მკითხველმა შეიძლება იპოვოს მასში რაღაც საინტერესო. რომანი განსაკუთრებით დააინტერესებთ მათ, ვინც მიზნისკენ ისწრაფვის და ამ მომენტში რწმენისა და იმედის გაძლიერება სჭირდება.

ახლა თუ მუშაობ სხვა რომანზე? ამ ეტაპზე მსოფლიოში არსებული არასტაბილური გარემო და ომი რამდენად ახდენს გავლენას შენს შემოქმედებაზე?

კიდევ ერთ რომანზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, ის კიდევ უფრო შემდგარი და სრულყოფილი ნამუშევარი იქნება. ვიმედოვნებ, მის დაბეჭდვასაც შევძლებ.

რაც შეეხება ომს, ზოგადად, ომზე ნაწერებთან ყოველთვის დისტანცია მქონდა. ახლა კი სულ სხვა თვალით ვუყურებ მათ. გარშემო არსებული არასტაბილური გარემო ჩემზე დიდ ემოციურ გავლენას ახდენს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხებზე არ ვწერ. ამ პერიოდზე შეიძლება ერთი წლის შემდეგ დავწერო, როდესაც თითოეული ეს ემოცია კარგად გააზრებული და გადატანილი მექნება.

ზოგადად, წერის პროცესში საკმაოდ დიდი პაუზაც მქონია, თუმცა ეს ემოციურად ცუდად ყოფნას ან გარშემო არსებულ პრობლემებს არ უკავშირდებოდა.

რას ურჩევ მათ, ვინც მომავალში აპირებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას?

დამწყებ მწერალს ყოველთვის სჭირდება რამე, რაც მოტივაციასა და რწმენას მისცემს. ამისთვის კი კონკურსი საუკეთესო საშუალებაა. მონაწილეებს ვურჩევ, ემოციურად ყველაფრისთვის მზად იყვნენ. რეიტინგში ერთ პოზიციით უკან დახევამაც კი შეიძლება იმდენად დიდი ნეგატიური გავლენა იქონიოს, რომ წერის სურვილი საერთოდ დაკარგო.

ყველას ვურჩევ, მაქსიმალურად დასრულებული ტექსტით მიიღონ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსის პერიოდი ძალიან ემოციური და სტრესულია. ამიტომ კონკურსანტს ამ პერიოდში წერა რომ მოუწიოს, ისე ვერ დაასრულებს ნაწარმოებს, როგორც საჭიროა.

ვურჩევ, მაქსიმალურად კარგად და ბევრჯერ წაკითხული რომანი გამოგზავნონ, რომ თვითონვე სჯეროდეთ საკუთარი ნაწარმოების და იმედი ჰქონდეთ.

და თუ მაინც ვერ გაიმარჯვებენ, არ ნიშნავს, რომ კარგად ვერ წერენ. მეც ბევრ კონკურსში ვერ გამიმარჯვია, თუმცა არაერთი გამარჯვებაც მიმიღია.