საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო" - რას წერს თორნიკე შენგელია
"სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო" - რას წერს თორნიკე შენგელია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­კა­ლათ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის კა­პი­ტან­მა, თორ­ნი­კე შენ­გე­ლი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოს­კო­ვის ცსკა-ს რი­გე­ბი და­ტო­ვა. შენ­გე­ლი­ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო. კა­ლათ­ბურ­თელ­მა ყო­ვე­ლი­ვე სწო­რედ რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას და­უ­კავ­ში­რა.

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შენ­გე­ლია კლუბ Virtus Segafredo Bologna-ს წევ­რი გახ­და.

თორ­ნი­კე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ­ჯე­რად პოსტს აქ­ვეყ­ნებს. რო­გორც კა­ლათ­ბურ­თე­ლი წერს, სამ­წუ­ხა­როა, რომ მისი წას­ვლის მი­ზე­ზი კა­ლათ­ბურთს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"გა­სუ­ლი წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი აღ­მას­ვლა და და­ცე­მა იყო, იყო ემო­ცი­უ­რი ტალ­ღე­ბი მო­ე­დან­ზე და მის მიღ­მა, მაგ­რამ ასე­ვე მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­თა­მა­შა მა­ღა­ლი დო­ნის კლუბ­ში.

მინ­და პი­რა­დად გა­და­ვუ­ხა­დო მად­ლო­ბა ან­დრეი ვა­ტუ­ტინ­სა და ნა­ტა­ლია ფუ­რა­ე­ვას. მათ პირ­ვე­ლი­ვე მო­მენ­ტი­დან აჩ­ვე­ნეს, რო­გორ მა­ფა­სებ­დნენ და ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმის­თვის, რომ თავი კომ­ფორ­ტუ­ლად მეგ­რძნო.ასე­ვე, მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მწვრთნელ დი­მიტ­რი ოტი­დუსს, სამ­წვრთნე­ლო შტაბს, კლუ­ბის ყვე­ლა წევ­რს.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს თა­ნა­გუნ­დე­ლებს, ვა­მა­ყობ, რომ მათ­თან ვი­ნა­წი­ლებ­დი გა­სახ­დელ­სა და მო­ე­დანს.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩემი წას­ვლის მი­ზე­ზი კა­ლათ­ბურთს არ უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბა­ში არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თო და ეს ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო.

ახლა მე ჩემს მო­მა­ვალ­ზე ვარ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი“, - წერს თორ­ნი­კე შენ­გე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
18

არაფრით არ გინდათ შეიგნოთ, რომ ცსკა უკვე დიდი ხანია აღარ არის საბჭოთა არმიის გუნდი და ერთსადაიმავე სიბრიყვეს დაუსრულებლად ბღაჯნით! ისევე, როგორც თბილისის, ბათუმის, მოსკოვის, კიევის „დინამო“ უკვე აღარ წარმოადგენენ შინაგან სამინისტროს გუნდებს! ისევე როგორც ქუთაისის და მოსკოვის „ტორპედო“ აღარ არიან ავტოქარხნის გუნდები, ისევე, როგორც თბილისის და მოსკოვის „ლოკომოტივი“ აღარ არიან რკინიგზელების გუნდები და ასე შემდეგ. ძველ ეპოქაში ხართ უიმედოდ ჩარჩენილები. ვერ გაგიგიათ, რომ მათმა ახალმა მეპატრონებმა უბრალოდ ძველი სახელები დაიტოვეს! მოსკოვის ცსკა-ში უფრო მეტი ლეგიონერი თამაშობს დასავლეთის ქვეყნებიდან, ვიდრე საკუთრივ რუსეთის მოქალაქე კალათბურთელები თამაშობენ! რაც შეეხება თოკოს, მრავალჯერ საკუთარი მოქმედებით დაამტკიცა, რომ თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი და გამორჩეული პროფესიონალია! შემდგომი წარმატებები მინდა ვუსურვო საქართველოს სადიდებლად!

ნინუ
8

მე მემგონი ჩამორჩნილია და ვინ იცის ჰგონია რომ საქართველოა რუსეთის ოკუპანტი😒 ზოგჯერ სამარცხვინო უვიც მდგომარეობაში რომ ვარდები ძალიან უხერხულია😢სირცხვილი მასეთ ქართველებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო" - რას წერს თორნიკე შენგელია

"სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო" - რას წერს თორნიკე შენგელია

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ რამდენიმე დღის წინ მოსკოვის ცსკა-ს რიგები დატოვა. შენგელიამ გადაწყვეტილება რუსული სამხედროების უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო. კალათბურთელმა ყოველივე სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაუკავშირა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ შენგელია კლუბ Virtus Segafredo Bologna-ს წევრი გახდა.

თორნიკე სოციალურ ქსელში ამჯერად პოსტს აქვეყნებს. როგორც კალათბურთელი წერს, სამწუხაროა, რომ მისი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება.

"გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრი აღმასვლა და დაცემა იყო, იყო ემოციური ტალღები მოედანზე და მის მიღმა, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა მაღალი დონის კლუბში.

მინდა პირადად გადავუხადო მადლობა ანდრეი ვატუტინსა და ნატალია ფურაევას. მათ პირველივე მომენტიდან აჩვენეს, როგორ მაფასებდნენ და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო.ასევე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო მწვრთნელ დიმიტრი ოტიდუსს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ყველა წევრს.

რაც შეეხება ჩემს თანაგუნდელებს, ვამაყობ, რომ მათთან ვინაწილებდი გასახდელსა და მოედანს.

სამწუხაროა, რომ ჩემი წასვლის მიზეზი კალათბურთს არ უკავშირდება, მაგრამ ცხოვრებაში არჩევანი უნდა გააკეთო და ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.

ახლა მე ჩემს მომავალზე ვარ ორიენტირებული“, - წერს თორნიკე შენგელია.