საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც სვასტიკები" - ვოლოდიმირ ზელენსკი
"ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც სვასტიკები" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"თუ არ შე­უძ­ლი­ათ მიჰ­ყვნენ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ წე­სებს, მა­შინ არ უნდა მი­ი­ღონ არც პრო­დუქ­ტი და არც მომ­სა­ხუ­რე­ბა, დაე, ომმა გა­მოკ­ვე­ბოთ!" - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

მან მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბას რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ბო­ი­კო­ტი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

"ჩვენ თავს ვი­ცავთ რუ­სე­თის შე­მოჭ­რის­გან უკვე მე­თორ­მე­ტე დღეა. ჩვენ არას­დროს არ გვსურ­და ეს ომი, მაგ­რამ ის ჩვე­ნამ­დე მო­ი­ტა­ნეს. ჩვენ არას­დროს არ გვი­ოც­ნე­ბია მოკ­ვლა­ზე, მაგ­რამ გვი­წევს მტრის გან­დევ­ნა ჩვე­ნი მი­წი­დან და ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ჩვენ გვი­წევს ავი­ტა­ნოთ ის, რაც არც ერთ ევ­რო­პელ ერს უკვე 80 წე­ლია არ უნა­ხავს. და სწო­რედ ჩვენს მი­წა­ზე წყდე­ბა გახ­დე­ბა თუ არა ვინ­მე სხვა ევ­რო­პა­ში მსგავ­სი აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი,“- გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკიმ.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ კონ­ტი­ნენ­ტის მო­მა­ვალს წყვეტს უკ­რა­ი­ნა თა­ვი­სი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბით და მისი მე­გობ­რე­ბი თა­ვი­სი დახ­მა­რე­ბით.

"თუ უკ­რა­ი­ნა­ში შე­მოჭ­რა გრძელ­დე­ბა და რუ­სეთ­მა უარი არ თქვა გეგ­მებ­ზე უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ, ეს ნიშ­ნავს, რომ სა­ჭი­როა ახა­ლი სა­სან­ქციო პა­კე­ტი, ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი, ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ომის წი­ნა­აღ­მდეგ მშვი­დო­ბის­თვის. ბო­ი­კო­ტი უნდა გა­მო­ცხად­დეს რუ­სუ­ლი ექ­სპორ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად უარი უნდა ით­ქვას რუ­სულ ნავ­თობ­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე. ამას შე­გიძ­ლი­ათ უწო­დოთ ემ­ბარ­გო და შე­გიძ­ლი­ათ უწო­დოთ უბ­რა­ლოდ მო­რა­ლი, რო­დე­საც უარს ამ­ბობ ფული მი­ა­წო­დო ტე­რო­რისტს,“- გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უფრო მე­ტად გა­დამ­წყვე­ტად უნდა იმოქ­მე­დოს.

"რო­დე­საც ვი­ღაც კარ­გავს გო­ნე­ბას, მა­შინ უნდა და­კარ­გო შიში და და­ი­ვი­წყო კო­მერ­ცია. თავი უნდა და­იც­ვა, უნდა იყოთ მო­რა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფოც და კომ­პა­ნი­აც. უნდა ებ­რძო­ლოთ არა­ა­და­მი­ა­ნურ ძა­ლას, რო­მელ­საც თვით ადა­მი­ა­ნუ­რო­ბის მოს­პო­ბა სურს. უკ­რა­ი­ნუ­ლი ჯა­რის წარ­მა­ტე­ბა, უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ნება, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა - აი გზა მშვი­დო­ბის­კენ,“- აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა პირ­მა თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თა და სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის­თვის ბრძო­ლის­კენ მო­უ­წო­და

"უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი დრო­შა არის უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა: მშვი­დო­ბი­ა­ნი მიწა და მშვი­დო­ბი­ა­ნი ცა. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბო! ჩვენ ბევ­რნი ვართ, მი­ლი­ო­ნო­ბით ვართ და ეს არის მი­ლი­ო­ნო­ბით გზა ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის საბ­რძოლ­ვე­ლად. ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი ლურჯ-ყვი­თე­ლი ეროვ­ნუ­ლი დრო­შის­თვის", - დას­ძი­ნა მან.

პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის დრო­შის ქვეშ არ მომ­ხდა­რა თავ­დას­ხმე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ზე, არ მომ­ხდა­რა უცხო მი­წე­ბის მი­ტა­ცე­ბა, არ და­ხო­ცი­ლა ხალ­ხი.

"ჩვენ და ტე­რო­რი სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო ვართ. ჩვენს დრო­შა­ზე სის­ხლი არ არის. არ არის და არც არას­დროს იქ­ნე­ბა შავი ლა­ქე­ბი, არც სვას­ტი­კე­ბი. უკ­რა­ი­ნის დრო­შა არის მიწა. მშვი­დო­ბი­ა­ნი, ნა­ყო­ფი­ე­რი, ოქ­როს­ფე­რი და ტან­კე­ბის გა­რე­შე. ეს ცა მშვი­დო­ბი­ა­ნია. სუფ­თა, ცის­ფე­რი და რა­კე­ტე­ბის გა­რე­შე. ასე იყო და ასე იქ­ნე­ბა. მე მჯე­რა, ვიცი”, - გა­ნა­ცხა­და ზე­ლენ­სკი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გრიგოლი1408
12

ზელენკიმ იცის რაც ელის და ეხლა ფულის კეთებაზეა გადასული

ვფიქრო
10

ომის შემდეგ- ზელინსკი რათქმა უნდა დასავლეთში წავა ემიგრაციაში, ხალხი ვინც ლტოლვილად გადავიდა ევროპაში აღარასდროს დაბრუნდება ქვეყანაში, ემოციების დაცხრომის მერე დაინახავენ რა უკრაინელები დანგრეულ და გაპარტახებული ქვეყანას- ერთნაირად შეიზულებენ ევროპა - ამერიკა- რუსეთს, თავ თავისი მიზეზების გამო....

აი ომი კი ვინც გააჩაღა იმან უნდა დაამთავროს თორე რუსეთი გამჩერებელი არაა. კარგად მახსოვს რამდენი წელი ბომბავდა ერთ მტკაველა გროზნოს და ჩეჩნეთს რუსეთი.....

ზელინსკის ქმედებას ცივი გონებით შეფასებისას გამართლება არაა აქვს და ის უკრაინის გამანადგურებლად იქნება მაქსიმუმ 1წელში აღიარებული....

ხალხს გმირები ჭირდება და აცხობენ ყოველდღე გმირებს.... მაგრამ გმირი ის იქნებოდა ვინც ამდენ კვლას ააცილებდა ქვეყანას თავს..

დასავლეთი თავად" მოუღრიცავს " ზელენსკის კისერს, რადგან მათ სამართლიან კრიტიკაზე და ბრალის წაყენებაზე გადავიდა. ეს კი "ჰუმანისტ" დასავლეთს არ მოწონს ....

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც სვასტიკები" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც სვასტიკები" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"თუ არ შეუძლიათ მიჰყვნენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არ უნდა მიიღონ არც პროდუქტი და არც მომსახურება, დაე, ომმა გამოკვებოთ!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მსოფლიო საზოგადოებას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტირებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ თავს ვიცავთ რუსეთის შემოჭრისგან უკვე მეთორმეტე დღეა. ჩვენ არასდროს არ გვსურდა ეს ომი, მაგრამ ის ჩვენამდე მოიტანეს. ჩვენ არასდროს არ გვიოცნებია მოკვლაზე, მაგრამ გვიწევს მტრის განდევნა ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ გვიწევს ავიტანოთ ის, რაც არც ერთ ევროპელ ერს უკვე 80 წელია არ უნახავს. და სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება გახდება თუ არა ვინმე სხვა ევროპაში მსგავსი აგრესიის მსხვერპლი,“- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ლიდერები თანხმდებიან, რომ კონტინენტის მომავალს წყვეტს უკრაინა თავისი წინააღმდეგობით და მისი მეგობრები თავისი დახმარებით.

"თუ უკრაინაში შემოჭრა გრძელდება და რუსეთმა უარი არ თქვა გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა ახალი სასანქციო პაკეტი, ახალი სანქციები, ახალი ნაბიჯები ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის. ბოიკოტი უნდა გამოცხადდეს რუსული ექსპორტის წინააღმდეგ, უფრო კონკრეტულად უარი უნდა ითქვას რუსულ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ამას შეგიძლიათ უწოდოთ ემბარგო და შეგიძლიათ უწოდოთ უბრალოდ მორალი, როდესაც უარს ამბობ ფული მიაწოდო ტერორისტს,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო მეტად გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.

"როდესაც ვიღაც კარგავს გონებას, მაშინ უნდა დაკარგო შიში და დაივიწყო კომერცია. თავი უნდა დაიცვა, უნდა იყოთ მორალური სახელმწიფოც და კომპანიაც. უნდა ებრძოლოთ არაადამიანურ ძალას, რომელსაც თვით ადამიანურობის მოსპობა სურს. უკრაინული ჯარის წარმატება, უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპულობა - აი გზა მშვიდობისკენ,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პირველმა პირმა თანამემამულეებს სიტყვით მიმართა და საკუთარი მომავლისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა

"უკრაინის ეროვნული დროშა არის უკრაინელების მსოფლმხედველობა: მშვიდობიანი მიწა და მშვიდობიანი ცა. უკრაინელებო! ჩვენ ბევრნი ვართ, მილიონობით ვართ და ეს არის მილიონობით გზა ჩვენი მომავლისთვის საბრძოლველად. ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი ლურჯ-ყვითელი ეროვნული დროშისთვის", - დასძინა მან.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის დროშის ქვეშ არ მომხდარა თავდასხმები სხვა ქვეყნებზე, არ მომხდარა უცხო მიწების მიტაცება, არ დახოცილა ხალხი.

"ჩვენ და ტერორი სხვადასხვა სამყარო ვართ. ჩვენს დროშაზე სისხლი არ არის. არ არის და არც არასდროს იქნება შავი ლაქები, არც სვასტიკები. უკრაინის დროშა არის მიწა. მშვიდობიანი, ნაყოფიერი, ოქროსფერი და ტანკების გარეშე. ეს ცა მშვიდობიანია. სუფთა, ცისფერი და რაკეტების გარეშე. ასე იყო და ასე იქნება. მე მჯერა, ვიცი”, - განაცხადა ზელენსკი.