რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში, "როსსელხოზნადზორში" აცხადებენ, რომ ისინი 15 ქართულ საწარმოს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანას სთავაზობენ.
უწყების ცნობით, ნედლი პროდუქტის შეტანა შეეძლება ერთ აზერბაიჯანულ კომპანიასაც.
"როსსელხოზნადზორში" განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 5 მარტს, ქართულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ როსსელხოზნადზორის ხელმძღვანელი, სერგეი დანკვერტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი.
წყარო: ekhokavkaza.com
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს სადააქვს საქართველოს რძის პროდუქტების საწარმო რომელსაც ოპერირება შეეძლება რუსეთში.
ხომ არ შეიძლება ფულის გულისთვის ყოველგვარი ღირსება შეილახო, ოკუპანტს მუხლებზე დაუჩოქო და შენი ქვეყნის საზღვრები გაურკვეველი მიზნებითა და პროვოკაციებით ჩამოსულ ხალხს ასე ფართოდ გაუღო .... ამდენი უბედურება ტრიალებს უკრაინაში და ეხლა მოგინდათ რძით და ყველით მილიონების კეთება ??????????