საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ გამორბიან კი არა, დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი" - ვინ როგორ ეხმაურება რუსების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას
"აქ გამორბიან კი არა, დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი" - ვინ როგორ ეხმაურება რუსების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "ფე­ის­ბუქ­სა" და "ტე­ლეგ­რამ­ზე" შე­იქ­მნა ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც რუ­სე­თის ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც და­სავ­ლე­თის მიერ და­წე­სე­ბულ­მა სან­ქცი­ებ­მა დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნა, ოჯა­ხე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად წა­მოს­ვლის შე­სა­ხებ წე­რენ, არ­კვე­ვენ აქა­ურ ფა­სებს, ცხოვ­რე­ბის დო­ნე­სა და პი­რო­ბებს. ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რე­ბი "ტე­ლეგ­რამ­ში" არი­ან.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ქარ­თულ სივ­რცე­ში არა­ერ­თი პოს­ტი და­ი­წე­რა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი სა­კი­თხის მი­მართ კრი­ტი­კუ­ლა­დაა გან­წყო­ბი­ლი და თვლი­ან, რომ ყო­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლოა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და­მა­ტე­ბით რის­კებ­სა და საფრ­თხეს შე­ი­ცავ­დეს. შე­იქ­მნა პე­ტი­ცი­აც, რო­მელ­ზე ხე­ლის მომ­წერ­ნიც რუ­სეთ­თან სა­ვი­ზო რე­ჟი­მის და­წე­სე­ბას ითხო­ვენ (გა­ე­ცა­ნით პე­ტი­ცი­ას).

ვნა­ხოთ რო­გორ ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან რუ­სე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლო გად­მო­ცხოვ­რე­ბის სა­კითხს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი:

თინა ხი­და­შე­ლი: თუკი სი­მარ­თლეა რომ რუ­სე­ბი ტო­ვე­ბენ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, ორი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ქონ­დეს ამას - გა­ურ­ბი­ან დიქ­ტა­ტორს და მო­სა­ლოდ­ნელ რეპ­რე­სი­ებს; გა­ურ­ბი­ან სან­ქცი­ე­ბის დის­კომ­ფორ­ტს. ეს ორი სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზია და მიდ­გო­მაც შე­სა­ბა­მი­სი უნდა იყოს. ქსე­ნო­ფო­ბი­ა­ში არ უნდა გა­დაგ­ვე­ზარ­დოს სიბ­რა­ზე. ამი­ტომ მო­ი­გო­ნეს სა­ვი­ზო რე­ჟი­მი, რომ გა­ი­ცხრი­ლოს მომ­მარ­თვე­ლი. სან­ქცი­ებს გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი, დღე­საც პუ­ტი­ნის სუ­რა­თე­ბი რომ უდევთ ფბ გვერ­დებ­ზე, არ უნდა შე­მო­ვუშ­ვათ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გია ხუ­ხაშ­ვი­ლი: თუ ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე, ამ ეტაპ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლია კა­ნო­ნი "ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ” გა­ვავ­რცე­ლოთ ყვე­ლა იმ მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მელ­მაც უკ­რა­ი­ნა-რუ­სე­თის სა­ზღვა­რი გა­დაკ­ვე­თა ომის დროს. ანუ, სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი. მათ შო­რის, ვინც ჩა­ვი­და ყი­რიმ­ში. ეს იქ­ნე­ბა ის ნა­ბი­ჯი, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი შერ­ცხვე­ნი­ლი ქვე­ყა­ნა ცო­ტა­თი მა­ინც მო­იწ­მენ­დს ნა­მუსს უკ­რა­ი­ნას­თან.

ინგა გრი­გო­ლია: მე არ ვემ­ხრო­ბი ამ კა­ტე­გო­რი­ულ მო­თხოვ­ნებს, რუ­სე­ბი არ შე­მო­ვუშ­ვათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მივ­ცეთ , სახ­ლი არ მი­ვა­ქი­რა­ვოთ და ასე შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა, იმ ხალ­ხსაც უნდა, გა­მო­ას­წროს თა­ვი­ანთ რუს კიმ ჩე­ნინს და ვი­საც აღარ შე­უძ­ლია და აღარ უნდა პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბა, რა­ტომ არ უნდა შე­ვეშ­ვე­ლოთ, უარი თქვან თა­ვი­ანთ ფა­შის­ტურ რე­ჟიმ­ზე? მე რომ მო­მად­გეს ვინ­მე და აღარ შე­მიძ­ლია პუ­ტი­ნის რუ­სეთ­შიო, გული მე­რე­ვაო, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მრცხვე­ნია, მე­ტი­რე­ბა ომზე და უნდა გა­მო­ვიქ­ცე რუ­სე­თი­და­ნო, რა­ტომ არ უნდა მი­ვეხ­მა­რო? "ყვე­ლა რუსი ცუ­დი­ას, არ მი­ვი­ღებ, არც ორი რუ­სე­თის თე­მი­სა მჯე­რა. მჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის-ცუ­დე­ბის და კარ­გე­ბის, არა ეროვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

ნატო დუმ­ბა­ძე (პრო­დი­უ­სე­რი): რუ­სე­თი­დან ჩვენ­თან გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი იმ ქვეყ­ნებ­ში რომ გა­უშ­ვათ ვინც ჩვე­ნი აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო აღი­ა­რა, არ იქ­ნე­ბა ური­გო!

ეკო ფან­გა­ნი (ტე­ლე­წამ­ყვა­ნი): რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გვჭირ­დე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი! ისი­ნი ფულს ვე­ღარ აკე­თე­ბენ თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და მორ­ბი­ან ჩვენ­თან “სოლ­ნეჩ­ნა­ია გრუ­ზი­ა­ში”?არა!!! არაა!!! არაა!!!!!!!

ან­დრია გვე­ლე­სი­ა­ნი (მომ­ღე­რა­ლი): აქ გა­მორ­ბი­ან კი არა !!დარ­ჩნენ იქ სა­დაც არი­ან და ჩა­მო­აგ­დონ ტი­რა­ნი მმარ­თვე­ლი!! ოლი­გარ­ქე­ბი აუმ­ხედ­რდნენ პუ­ტინ­სო..აუმ­ხედ­რდნენ იმი­ტომ, რომ გა­კოტ­რე­ბა და­ი­წყეს!! უმე­ტე­სო­ბაც იმი­ტომ მორ­ბის აქ, რომ აქ უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, რად­გან მათი ქვე­ყა­ნა დიდ კრი­ზის­ში შე­დის!! უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ვი­ან­თი კომ­ფორ­ტის გამო დგამს ამ ნა­ბი­ჯებს და არა იმი­ტომ, რომ სის­ხლი­ა­ნი რე­ჟი­მი და უკ­რა­ი­ნა­ში და­ღუ­პუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ადარ­დებთ!! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ა­კონ­ტრო­ლოთ ყვე­ლა იქი­დან შე­მომ­სვლე­ლი და შე­მოს­ვლაც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­კაცრ­დეს! არ და­ვი­წყებ თუ რამ­ხე­ლა სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოვ­ჩნდეთ ამ უკონ­ტრო­ლო ხალ­ხის შე­მო­დი­ნე­ბის გამო!Слава Україні! ეს ყვე­ლას ომია მსოფ­ლიო ტი­რა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"აქ გამორბიან კი არა, დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი" - ვინ როგორ ეხმაურება რუსების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას

"აქ გამორბიან კი არა, დარჩნენ იქ, სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი" - ვინ როგორ ეხმაურება რუსების საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას

სოციალურ ქსელებში "ფეისბუქსა" და "ტელეგრამზე" შეიქმნა ჯგუფები, სადაც რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებსაც დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა დისკომფორტი შეუქმნა, ოჯახებით საქართველოში საცხოვრებლად წამოსვლის შესახებ წერენ, არკვევენ აქაურ ფასებს, ცხოვრების დონესა და პირობებს. ისინი განსაკუთრებით აქტიურები "ტელეგრამში" არიან.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში არაერთი პოსტი დაიწერა და საზოგადოების დიდი ნაწილი საკითხის მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და თვლიან, რომ ყოველივე შესაძლოა, ჩვენი ქვეყნისთვის დამატებით რისკებსა და საფრთხეს შეიცავდეს. შეიქმნა პეტიციაც, რომელზე ხელის მომწერნიც რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ (გაეცანით პეტიციას).

ვნახოთ როგორ ეხმიანებიან რუსების საქართველოში შესაძლო გადმოცხოვრების საკითხს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები:

თინა ხიდაშელი: თუკი სიმართლეა რომ რუსები ტოვებენ საკუთარ ქვეყანას, ორი მიზეზი შეიძლება ქონდეს ამას - გაურბიან დიქტატორს და მოსალოდნელ რეპრესიებს; გაურბიან სანქციების დისკომფორტს. ეს ორი სრულიად სხვადასხვა მიზეზია და მიდგომაც შესაბამისი უნდა იყოს. ქსენოფობიაში არ უნდა გადაგვეზარდოს სიბრაზე. ამიტომ მოიგონეს სავიზო რეჟიმი, რომ გაიცხრილოს მომმართველი. სანქციებს გამოქცეულები, დღესაც პუტინის სურათები რომ უდევთ ფბ გვერდებზე, არ უნდა შემოვუშვათ საქართველოში.

გია ხუხაშვილი: თუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მოგზაურობის შეზღუდვაზე, ამ ეტაპზე შესაძლებელია კანონი "ოკუპაციის შესახებ” გავავრცელოთ ყველა იმ მოქალაქეზე, რომელმაც უკრაინა-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა ომის დროს. ანუ, საოკუპაციო ძალები და მათი მხარდამჭერები. მათ შორის, ვინც ჩავიდა ყირიმში. ეს იქნება ის ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი შერცხვენილი ქვეყანა ცოტათი მაინც მოიწმენდს ნამუსს უკრაინასთან.

ინგა გრიგოლია: მე არ ვემხრობი ამ კატეგორიულ მოთხოვნებს, რუსები არ შემოვუშვათ, საქართველოში გადმოსვლის საშუალება არ მივცეთ , სახლი არ მივაქირავოთ და ასე შემდეგ, შეიძლება, იმ ხალხსაც უნდა, გამოასწროს თავიანთ რუს კიმ ჩენინს და ვისაც აღარ შეუძლია და აღარ უნდა პუტინის რუსეთში ცხოვრება, რატომ არ უნდა შევეშველოთ, უარი თქვან თავიანთ ფაშისტურ რეჟიმზე? მე რომ მომადგეს ვინმე და აღარ შემიძლია პუტინის რუსეთშიო, გული მერევაო, უკრაინელების მრცხვენია, მეტირება ომზე და უნდა გამოვიქცე რუსეთიდანო, რატომ არ უნდა მივეხმარო? ,,ყველა რუსი ცუდიას, არ მივიღებ, არც ორი რუსეთის თემისა მჯერა. მჯერა ადამიანების-ცუდების და კარგების, არა ეროვნების მიხედვით.

ნატო დუმბაძე (პროდიუსერი): რუსეთიდან ჩვენთან გამოქცეულები იმ ქვეყნებში რომ გაუშვათ ვინც ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლო აღიარა, არ იქნება ურიგო!

ეკო ფანგანი (ტელეწამყვანი): რუსეთის მოქალაქეებისთვის გვჭირდება სავიზო რეჟიმი! ისინი ფულს ვეღარ აკეთებენ თავის ქვეყანაში და მორბიან ჩვენთან “სოლნეჩნაია გრუზიაში”?არა!!! არაა!!! არაა!!!!!!!

ანდრია გველესიანი (მომღერალი): აქ გამორბიან კი არა !!დარჩნენ იქ სადაც არიან და ჩამოაგდონ ტირანი მმართველი!! ოლიგარქები აუმხედრდნენ პუტინსო..აუმხედრდნენ იმიტომ, რომ გაკოტრება დაიწყეს!! უმეტესობაც იმიტომ მორბის აქ, რომ აქ უფრო მეტი შესაძლებლობა ექნებათ მატერიალური თვალსაზრისით, რადგან მათი ქვეყანა დიდ კრიზისში შედის!! უმრავლესობა თავიანთი კომფორტის გამო დგამს ამ ნაბიჯებს და არა იმიტომ, რომ სისხლიანი რეჟიმი და უკრაინაში დაღუპული მოსახლეობა ადარდებთ!! აუცილებლად უნდა გააკონტროლოთ ყველა იქიდან შემომსვლელი და შემოსვლაც აუცილებლად უნდა გამკაცრდეს! არ დავიწყებ თუ რამხელა საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ამ უკონტროლო ხალხის შემოდინების გამო!Слава Україні! ეს ყველას ომია მსოფლიო ტირანის წინააღმდეგ!