საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია" - პრეზიდენტი
"შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია" - პრეზიდენტი

შენ რომ ქვეყ­ნე­ბის და­ში­ნე­ბა შე­გიძ­ლია, არ ნიშ­ნავს, რომ შე­გიძ­ლია შე­აც­ვლე­ვი­ნო ორი­ენ­ტა­ცია , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვლმა CNN-ის ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ამით უპა­სუ­ხა ჟურ­ნა­ლისტ, ჯეიკ ტე­პე­რის კი­თხვა­ზე, „თუ რუ­სე­თი მი­აღ­წევს სა­წა­დელს უკ­რა­ი­ნა­ში, ფიქ­რობთ, თუ არა, რომ ის სხვა ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­საც მი­ა­პყრობს ყუ­რა­დღე­ბას, რო­გო­რი­ცაა სა­ქარ­თვე­ლო?"

"დიახ, რუ­სე­თის ყუ­რა­დღე­ბა უკვე იყო ერთხელ მი­პყრო­ბი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ, რუ­სე­თის ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­კენ ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან ხში­რად მომ­ხდა­რა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყო­ველ­თვის ყუ­რა­დღე­ბით ვართ, ყო­ველ­თვის შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი, რად­გან გვაქვს სა­ო­კუ­პა­ციო ხაზი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია ორი დიდი სამ­ხედ­რო ბა­ზით ამ ორ რე­გი­ონ­ში, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ნე­ბის­მი­ერ დროს და­იძ­რან. მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ შეც­ვა­ლა მისი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურ­სი. დღეს ჩვენ შე­ვი­ტა­ნეთ გა­ნა­ცხა­დი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა­ზე, ისე­ვე რო­გორც მოლ­დო­ვამ და გუ­შინ უკ­რა­ი­ნამ. ეს ნიშ­ნავს, რომ სამი ქვე­ყა­ნა - „ასო­ცი­რე­ბუ­ლი ტრიო“ მიყ­ვე­ბი­ან იმა­ვე გზას. ასე რომ, შენ შე­გიძ­ლია ქვეყ­ნე­ბის და­ში­ნე­ბა, თუმ­ცა არ ნიშ­ნავს, რომ შე­გიძ­ლია შე­აც­ვლე­ვი­ნო ორი­ენ­ტა­ცია, ერის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, ეს ნიშ­ნავს, რომ თა­ვად ირ­ჩევ მო­კავ­ში­რე­ებს ან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­თა­ნაც გსურს ინ­ტეგ­რი­რე­ბა “, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­საც, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, "პუ­ტი­ნი ძა­ლი­ან მარ­ტოა".

"ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იზო­ლი­რე­ბუ­ლია. არა­ვის შე­უძ­ლია ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს მის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე ან შე­აც­ვლე­ვი­ნოს აზრი. ახლა ის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლია. ზო­გი­ერ­თი ქვე­ყა­ნა არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა მა­თაც არ მოს­წონთ რუ­სე­თის კურ­სი, მისი ქმე­დე­ბე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში. ის ძა­ლი­ან მარ­ტოა. რო­გორ აი­სა­ხე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი პუ­ტი­ნის ფსი­ქო­ლო­გი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. ჩვენ არ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან. მე არ ვხვდე­ბი პუ­ტინს, არ ვიც­ნობ მას ახ­ლოს და არ ვიცი, რო­გორ მოქ­მე­დებს ეს მას­ზე, მაგ­რამ ჩანს, რომ უფრო და უფრო აგ­რე­სი­უ­ლია თა­ვის გა­მოს­ვლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ასე­ვე ისა­უბ­რა აშშ-ის სა­ხელ­წი­ფო მდი­ვან ენ­ტო­ნი ბლინ­კენ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­ზე:

"დღეს მე ვე­სა­უბ­რე აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს ენ­ტო­ნი ბლინ­კენს. მან კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა აშშ -ის მხარ­და­ჭე­რა სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის მი­მართ. ეს ამ დროს ძა­ლი­ან მნიშნ­ვე­ლო­ვა­ნია", - აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
0

კარგი პრეზიდენტი ხართ, ქალბატნო სალომე! მადლობა! 

გიული
0

მოზომილი პოლიტიკოსია და მხარდაჭერა სჭირდება!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია" - პრეზიდენტი

"შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია" - პრეზიდენტი

შენ რომ ქვეყნების დაშინება შეგიძლია, არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვლმა CNN-ის ეთერში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ამით უპასუხა ჟურნალისტ, ჯეიკ ტეპერის კითხვაზე, „თუ რუსეთი მიაღწევს საწადელს უკრაინაში, ფიქრობთ, თუ არა, რომ ის სხვა ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებსაც მიაპყრობს ყურადღებას, როგორიცაა საქართველო?"

"დიახ, რუსეთის ყურადღება უკვე იყო ერთხელ მიპყრობილი საქართველოსკენ, რუსეთის ყურადღების მიპყრობა საქართველოსკენ ისტორიულად ძალიან ხშირად მომხდარა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვართ, ყოველთვის შეშფოთებულები, რადგან გვაქვს საოკუპაციო ხაზი. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია ორი დიდი სამხედრო ბაზით ამ ორ რეგიონში, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაიძრან. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ შეცვალა მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი. დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და გუშინ უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ სამი ქვეყანა - „ასოცირებული ტრიო“ მიყვებიან იმავე გზას. ასე რომ, შენ შეგიძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა არ ნიშნავს, რომ შეგიძლია შეაცვლევინო ორიენტაცია, ერის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ნიშნავს, რომ თავად ირჩევ მოკავშირეებს ან ორგანიზაციებს, რომლებთანაც გსურს ინტეგრირება “, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა ვლადიმერ პუტინის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც, როგორც მან აღნიშნა, "პუტინი ძალიან მარტოა".

"ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ იზოლირებულია. არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან შეაცვლევინოს აზრი. ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, თუმცა მათაც არ მოსწონთ რუსეთის კურსი, მისი ქმედებები უკრაინაში. ის ძალიან მარტოა. როგორ აისახება ეს ყველაფერი პუტინის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, რთული სათქმელია. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მე არ ვხვდები პუტინს, არ ვიცნობ მას ახლოს და არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს მასზე, მაგრამ ჩანს, რომ უფრო და უფრო აგრესიულია თავის გამოსვლებში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა აშშ-ის სახელწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო ზარზე:

"დღეს მე ვესაუბრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ -ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ. ეს ამ დროს ძალიან მნიშნველოვანია", - აღნიშნა ზურაბიშვილმა