საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა" - ნინო ბურჯანაძე
"ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა" - ნინო ბურჯანაძე

ჩვენ ვა­ი­ძუ­ლეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ ევ­რო­კავ­ში­რის­თვის მი­ე­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ბურ­ჯა­ნა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ჩა­ერ­თო, რაც მისი შე­ფა­სე­ბით, კარ­გია.

"დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლებ­მაც მარ­თლაც უპ­რე­ცე­დენ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. ეს არის "სა­მო­ქა­ლა­ქო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის ცენ­ტრი“ და "სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრი“, მათ პირ­ველ რიგ­ში და­ა­ი­ნი­ცი­რეს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბის სხვა­დას­ხვა დროს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს მიგ­ვე­მარ­თა ევ­რო­პის სტრუქ­ტუ­რე­ბის­თვის და გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც არ გა­ა­კე­თა ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“, - ასე შე­ა­ფა­სა ბურ­ჯა­ნა­ძემ მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, პარ­ტი­ე­ბის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ შარლ მი­შე­ლის, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­სა და ჯო­ზეფ ბო­რე­ლის მი­მართ გაგ­ზავ­ნი­ლი მი­მარ­თვა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, აღ­ნიშ­ნულ დო­კუ­მენ­ტში მარ­თლაც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ტექ­სტია, რო­მე­ლიც ხელ­მო­წე­რი­ლია ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბის, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის და სხვა­დას­ხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მხრი­დან.

"მე ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლად და­ვუ­ჭი­რე მხა­რი ამ დო­კუ­მენტს, რად­გან და­ვი­ნა­ხე, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უშ­ვებს ის­ტო­რი­ულ შანსს ხე­ლი­დან. შანსს იმი­სა, რომ უკ­რა­ი­ნას­თან ერ­თად ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბა ჩვენც მოგ­ვე­თხო­ვა. ეს იყო და­ნა­შა­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, მაგ­რამ კი­დევ კარ­გი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეყო თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი და გუ­შინ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის მი­მარ­თვის თა­ო­ბა­ზე. ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა და ამავდრო­უ­ლად ამ დო­კუ­მენ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გან 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და ეს დო­კუ­მენ­ტი და ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც გა­ეგ­ზავ­ნა. პირ­ველ ხა­ნებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ჩუ­მე, მაგ­რამ რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ ხელი მო­ე­წე­რა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის პი­რე­ბის მხრი­დან და ჩვენ გა­ვაგ­ზავ­ნეთ ეს დო­კუ­მენ­ტი შარლ მი­შე­ლის, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნის, ბო­რე­ლის და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­ხელ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ უბ­რა­ლოდ უკან და­სა­ხე­ვი გზა არ ჰქონ­და და გუ­შინ კო­ბა­ხი­ძემ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა. მი­ვე­სალ­მე­ბი მათ ამ გა­და­წყვე­ტი­ელ­ბას, მაგ­რამ მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს, რომ ეს არის პირ­ველ რიგ­ში ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი აქ­ტი­უ­რო­ბის და იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მელ­თაც ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი ჩავ­რთეთ იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­მოგ­ვეღ­ვი­ძე­ბი­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ნინო ბურ­ჯა­ნა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 40 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:))))
0

პუტინმა არ გაგიგოს გოგოოო....

&
0

თანამედროვე ქართული ოპოზიციის რეალური სახე))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა" - ნინო ბურჯანაძე

"ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა" - ნინო ბურჯანაძე

ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება, რომ ევროკავშირისთვის მიემართა, - ამის შესახებ პარტია "ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას თვითგადარჩენის ინსტინქტი ჩაერთო, რაც მისი შეფასებით, კარგია.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებმაც მართლაც უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარეს. ეს არის "სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი“ და "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი“, მათ პირველ რიგში დააინიცირეს, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების სხვადასხვა დროს ხელმძღვანელ პირებს მიგვემართა ევროპის სტრუქტურებისთვის და გაგვეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა ჩვენმა ხელისუფლებამ“, - ასე შეაფასა ბურჯანაძემ მოქმედი და ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის პირების, პარტიების და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ჯოზეფ ბორელის მიმართ გაგზავნილი მიმართვა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ დოკუმენტში მართლაც უმნიშვნელოვანესი ტექსტია, რომელიც ხელმოწერილია ყოფილი პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების, საგარეო საქმეთა მინისტრების და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

"მე ძალიან პრინციპულად დავუჭირე მხარი ამ დოკუმენტს, რადგან დავინახე, რომ საქართველოს ხელისუფლება უშვებს ისტორიულ შანსს ხელიდან. შანსს იმისა, რომ უკრაინასთან ერთად ევროკავშირის წევრობა ჩვენც მოგვეთხოვა. ეს იყო დანაშაული ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ხელისუფლებას ეყო თვითგადარჩენის ინსტინქტი და გუშინ გააკეთა განცხადება ევროკავშირის მიმართვის თაობაზე. ეს არის აბსოლუტურად სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდების დამსახურება და ამავდროულად ამ დოკუმენტის დამსახურება, რადგან 3 დღის განმავლობაში მზადდებოდა ეს დოკუმენტი და ის ხელისუფლებასაც გაეგზავნა. პირველ ხანებში ხელისუფლების მხრიდან იყო აბსოლუტური სიჩუმე, მაგრამ როდესაც ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობების პირების მხრიდან და ჩვენ გავაგზავნეთ ეს დოკუმენტი შარლ მიშელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ბორელის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების სახელზე, ხელისუფლებამ დაინახა, რომ უბრალოდ უკან დასახევი გზა არ ჰქონდა და გუშინ კობახიძემ გააკეთა განცხადება. მივესალმები მათ ამ გადაწყვეტიელბას, მაგრამ მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს არის პირველ რიგში ქართული საზოგადოების, სამოქალაქო სექტორი აქტიურობის და იმ პოლიტიკოსების დამსახურება, რომელთაც ყველანაირი მექანიზმები ჩავრთეთ იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოგვეღვიძებინა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.